დავიბადე 1931წ. 5მარტს, ქ.სიღნაღში,დედაჩემის მშობლების სახლში,თუმცა ჩვენი ოჯახი მაშინ და
მერეც კარგა ხანი ,ანუ ვიდრე თბილისში გადავიდოდით 1946 წელს, ბათუმში ცხოვრობდა.
მამა-ივანე-ეკონომისტი იყო.
დედა-თამარი-დიასახლისი.
აღარცერთი აღარა მყავს.
და-თინათინი ქართული ენციკლოპედიის თანამშრომელი იყო,ამჟამად აღარ მსახურობს.
ძმა_ოთარი მწერალია.
1938 წელს შემიყვანეს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სკოლაში.საშუალო სკოლა კი თბილისში დავამთავრე. (ვაჟთა მე- 7 სკოლა)შემდეგ ვსწავლობდი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიურ ფაკულტეტზე,მერე-- ასპირანტურაში..ხარისხი არ დამიცავს.
პირველი ლექსი 15წლისამ დავწერე.უნივესიტეტის ალმანახ “პირველ სხივში”გამოაქვეყნეს ჩემი შემზარავად უმწეო ლექსები.(1951 წელი)
ვმსახურობდი “ცისკარში” გამყოფილების გამგედ(1958-1964)
რუსთაველის პრემიების კომიტეტში----,პასუხისმგებელ მდივნად(1964-1972) ჟურნალ”საბჭოთა ხელოვნებაში”---მთავარ რედაქტორად(1972-1981) ,მწერალთა კავშირში--- მდივნად,(1981-1987),ჟურნალ “მნათობის”მთავარ რედაქტორად(1997-დღემდე)
მაქვს ღირსების ორდენი,აგრეთვე რამდენიმე ძველი ორდენიც, ვამაყობ “ივანე ჯავახიშვილის მედლით უნივერსიტეტის წინაშე დამსახურებისათვის.”(1978)
ცოლი არ შემირთავს.
ჩემი ყველაზე ახლო მეგობარი ჩემი ძმაა
სხვადასხვა დროს ვიყავი რუსთაველისა და საოპერო თეატრების სამხტვრო საბჭოების, მწერალთა კავშირისა და თეატრალურ მოღვაწეთა კავშირის პრეზიდიუმების,კულტურის სამინისტროს კოლეგიის,სახელმწიფო ენის კომისიისა და რუსთაველის პრემიების ჟიურის წევრი.
ჯარში არ მიმსახურია
ჰობის ფუფუნება არ მქონია.
მიღებული მაქვს რუსთაველის (1992წ), სახელმწიფო (1997წ),და კიდევ რადენიმე სხვა პრემია,მათ შორის ალექსანდრე ყაზბეგის, აკაკი წერეთლის, გიორგი შარვაშიძის სახელობის პრემიები.
1996 წელს დასავლეთ გერმანიის რადიო მაუწყებლობამ მომანიჭა პირველი პრემია პიესისათვის “სამოთხის კვარტეტი”.
1999 წელს კემბრიჯის საერთაშორისო ბიოგრაფიულმა ცენტრმა 1999-2000 წლების “საერთაშორისო ადამიანის” წოდების ნომინანტად დამასახელა.
მწერალთა კავშირში შევედი 1957 წელს,ამჟამად ფორმალურად ვითვლები მის წევრად.
ჩემი ნაწერები თარგმნილია მსოფლიოს მრავალ ენაზე,მათ შორის:ფრანგულად, ინგლისურად, უკრაინულად, ესპანურად, იტალიურად,ჩეხურად, სლოვაკურად, სერბიულად, უნგრულად, ბულგარულად, პოლონურად,თურქულად,სომხურად, ესტონურად, ლატვიურად, ლიტვურად.
ჩემი პიესები იდგმება თეატრებში,როგორც ჩვენში,აგრეთვე საზღვარგარეთ(ტელესპექტაკლების სახით).
პიესებს ჩვენი სახელგანთქმული რეჟისორები დგამდნენ და დგამენ კიდეც:რობერტ სტურუა,თემურ ჩხეიძე,გიზო ჟორდანია, გიგა ლორთქიფანიძე, გოგი ჩაკვეტაძე, გოგა თავაძე. ამ ბოლო დროს ბრწყინვალე სოფიკო ჭიაურელმა დადგა ჩემი “არაბეთის სურნელოვანი ბალახები”
წლების მანძილზე ვაქვეყნებდი პუბლიცისტურ წერილებს, რომლებიც ერთად თავმოყრილი, “მერანმა” გამოსცა 2006 წელს-“დრო”---.ასე ჰქვია ამ წიგნს.
ჩამოვთვლი ზოგიერთ ჩემს ნაწარმოებს :პოეზია; ვასახელებ წიგნებს: ‘ლექსები”(1956წ), “ღია სარკმელი” და “სილის საათი” (1961წ),”შუადღე”(1965წ) “მახსოვრობა”(1978წ), “მზე დეკემბერში”(1998წ)
პროზა : ‘ ’გასეირნება პონის ეტლით”, “შუადღე”, “აჰა , მიიწურა ზამთარი”, ”წერო”, “ვინ ცხოვრობს ვარსკვლავებზე?”, “პოსეიდონის სასახლე”, “აუზი”, “კაქტუსის ბაღი”, ბრეიგელის მთვარე’’,
პიესები: ”სურათები საოჯახო ალბომიდან”, ‘’თავფარავნელის ბალადა”, “ბუდე მეცხრე სართულზე”, “როლი დამწყები მსახიობი გოგონასათვის’’, “არაბეთის სურნელოვანი ბალახები”, “ნადირობის სეზონი’”, “მშვიდობით ლომერა”, ‘’ნახვის დღე’’, ‘’ჭალას ჩიტი მომკვდარიყო”...
ესეები, ლიტერატურული წერილები: იაკობ ცურტაველის ‘’შუშანიკის წამება’”, ‘’რუსთაველი,’’ “წინასწარმეტყველი”(ილია), “აკაკი წერეთლის პოეზია”,’ნიკოლოზ ბარათაშვილი”, ‘’ვაჟა-ფშაველა’’, ‘’გიორგი ლეონიძე”, “გალაკტიონ ტაბიძე’,”რობერტ სტურუა’’, ‘”დავით კაკაბაძე”, “ნიკო ფიროსმანაშვილი “, “მესამე ზარი”,
1982 წლიდან ჩემი სახელი შეტანილია მსოფლიოს გამოჩენილ პიროვნებათა დიდი ბრიტანეთის ენციკლოპედიურ ცნობარში,აგრეთვე ევროპის გამოჩენილ პიროვნებათა ცნობარში(ბელგია).მოხსენიებული ვარ რამდენიმე ქვეყნის ენციკლოპედიაში.
მიმიღია მონაწილეობა(სიტყვით გამოვსულვარ) ჩვენში თუ საზღვარგარეთ გამართულ მსოფლიო თუ ევროპული მაშტაბის სიმპოზიუმებში:
1966 წელს—ბორჯომი
1971 წელს----ლახტი(ფინეთი)
1974 წელს__ბელგრადი(იუგოსლავია)
1994 წელს__ბონი(გერმანია)
ჩემი ყველაზე დიდი ტკივილი, მოურჩენელი ჭრილობა არის აფხაზეთი და სამაჩაბლო...
საერთოდ, ვფიქრობ ჩემი ავტობიოგრაფია სულ რამდენიმე თარიღით შეიძლება შემოიფარგლოს:
1931___ დავიბადე,
1954___ დავამთავრე თბილისის უნივერსიტეტი,
1956___ გამოვიდა ჩემი პირველი წიგნი ‘”ლექსები’”
1961___’”ცისკარში’‘ დაიბეჭდა ჩემი პირველი მოთხრობა “გასეირნება პონის ცხენით”.
1965____ რუსთაველის თეატრში დაიდგა ჩემი პირველი პიესა “ აკვარიუმი”.
1992____ მივიღე რუსთაველის პრემია.
Комментариев нет:
Отправить комментарий