მასალები გამოადგებათ ჩემს მოსწავლეებს საკონფერენციო თემებზე მუშაობის დროს!
თამაზ ბიბილური ნათელხილვის ოსტატი იყო და არის კიდეც. იქნება მომავალშიც, სანამ საქართველოში ეცოდინებათ მწერლური ტალანტის ფასი.
თამაზი აქაც, ამ ეტიუდშიც, ის არის რაც იყო – მართალი, ზუსტი, გულშიჩამწვდომი, ისევე ლაღად, თავისუფლად, საინტერესოდ, როგორც თვითონ უყვარდა თქმა, მუხლადი, ცოცხალი სიტყვით გვიყვება, თუ:
როგორ უყვარდათ უნივერსიტეტი.
როგორ უყვარდათ უნივერსიტეტში.
როგორ უყვარდა უნივერსიტეტს თავისიანები- სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები, განათლებისა და ჰუმანიზმის ეს გამოუსწორებელი რომანტიკოსები, ქართული პატიოსნებისა და ტრადიციების აღმსარებლები.
ეს არის მწერლის თვალთახედვა, შემოქმედის მახვილი თვალი, რომელიც იმასაც ამჩნევს, თუ როგორ იცვლება, როგორ ხუნდება საგანი ჩვენი სიამაყისა.
როგორ ხუნდება…
სად წავიდა ის ტკბილი დრო. სად წავიდა უნივერსიტეტი, სად გაქრა ჩვენი თეთრი, თბილი ტაძარი…

* *
არ ვიცი, რას ფიქრობენ ადამიანები, როცა უნივერსიტეტის წინ გაივლიან. იმ ადამიანებზე გეუბნებით, რომელთაც არასოდეს უსწავლიათ უნივერსიტეტში. მინდა მჯეროდეს, რომ მათთვისაც, როგორც ჩვენთვის, ეს არის ქართული მეცნიერების ტაძარი – უძველესი და უხუცესი, რომელსაც სასოებით უყრიდა საძირკველს ილია, რომლის კედლებშიც უკანასკნელ დღეებს ითვლიდა ვაჟა-ფშაველა და რომელსაც გვერდით მოკრძალებით უნდა ჩაუარო.
კარგად არ მახსოვს ის ლექსები… უნივერსიტეტზე ხშირად წერდნენ ლექსებს. ერთმა პოეტმა სიმკაცრით ოთარაანთ ქვრივს შეადარა, სიუხვით – თინათინს. მეორემ დაწერა ლექსი შეყვარებულზე, რომელმაც უნივერსიტეტის ბაღში ვარდი მოწყვიტა და გამოთქვა იმედი, რომ ამას ნიკო კეცხოველიც კი აპატიებდა. იწერებოდა ლექსები შვიდ ჭარმაგ ჭადარზე… ხალასი, გულწრფელი ლექსები.
მაშინ უნივერსიტეტს ჰქონდა დიდი რკინის ჭიშკარი. მის ეზოში ფეხის შედგმა ყველა გამვლელს არ შეეძლო. იყო ზღურბლი, რომლის იქით სხვა ცხოვრება იწყებოდა, ხელი უნებურად მიდიოდა ქუდისაკენ და უნივერსიტეტში შევდიოდით ქუდმოხდილნი, როგორც თაღებიან, დიდ ტაძარში.
კართან იდგაგლეხკაცი, ჭაღარა თმა-წვერითა და თუშური ნაბდის ქუდით.
მაშინ უნივერსიტეტთან მდინარე ვერეს ერთვოდა ვარაზის ხევი. ხევს მიჰყვებოდა წვრილი, დაკლაკნილი ბილიკი, რომელიც გმირთა მოედანთან იწყებოდა და პირდაპირ უნივერსიტეტის ბაღში მიცოცავდა. დილით შეუყვებოდნენ ბილიკს სტუდენტები, როგორც თოკზე აკინძული მთასვლელები. შუადღის მერე დაეშვებოდნენ და სხვადასხვა კუთხივ უერთდებოდნენ ქალაქის ცხოვრებას.

*
თითქოს უბრალო ამბავი იყო: უნივერსიტეტის დერეფნებში ყოველ წუთში შეხვდებოდით ადამიანებს, რომელთა სახელს მსოფლიო იცნობდა. ისინი ამ ტაძრისაგან განუყრელნი იყვნენ. ვერ წარმოგვედგინა უნივერსიტეტი უიმათოდ. და ეს დიდი ბედნიერება ისევე ბუნებრივი ჩანდა, როგორც მეზობლის შეხვედრა ყოველ დილით, საყვარელ ქუჩაზე.
პირველ კურსზე ჩვენ ვგავდით სკოლის შეგირდებს. ხანდაზმულნი ჩიოდნენ, რომ უდარდელი თაობა მოვიდა, მაგრამ არ ვიყავით “უდარდელნი”. ომმა ჩვენს ბავშვობაზე გადაიარა და ომის მერე პირველი წლებიც დიდი ვერაფრით გვანებივრებდა: მაშინ უნივერსიტეტის სამკითხველოს ჰქონდა აკაკი შანიძის გრამატიკის ერთადერთი ცალი და ჩვენ მოთმინებით ველოდით “რიგს”.
ჭადრებთან ხშირად იდგა გალაკტიონი.
ზოგჯერ გამოსაუბრებას ცდილობდა და თითქოს თავისთვის ჩურჩულებდა: “საქართველოს სახალხო პოეტი… ცუდი არ არის არა? ოცდაათი ტომი დამიწერია”. გვხიბლავდა, რომ ჩვენს წინ გალაკტიონი იდგა და ირგვლივ სუფევდა აუწერელი კრძალულობა და თაყვანისცემა.
მერე გალაკტიონი დღეებს უნივერსიტეტის მეზობლად მდებარე ლაზარეთში ატარებდა.
მას შეეძლო საათობით მდგარიყო თავისი პალატის ფანჯარასთან და გარინდებულს ეცქირა აუდიტორიისაკენ, სადაც ლექცია გვქონდა. როგორც კი წამოვიშლებოდით და ფანჯარას მივაწყდებოდით, თითქოს შეცბუნდებოდა და სარკმლის ფარდას დამნაშავესავით ამოეფარებოდა. კარგა ხნის მერე, როცა დაწყნარებულებს დაგვიგულებდა, კვლავ გამოჩნდებოდა, ფრთხილად მოადგებოდა სარკმელს და გვიცქერდა…
ასეთი იყო გალაკტიონი, ასეთი იყო უნივერსიტეტი.
ნელა ამოივლიდა უნივერსიტეტის კიბეებს კორნელი კეკელიძე. დერეფნებს მოედებოდა ჩურჩული: “ბატონი კორნელი”. მოდიოდა მართლაც თოვლივით თეთრი. ჩვენ ის გვახსოვს ძლიერ ხანდაზმული და დაღლილი. შემოვიდოდა აუდიტორიაში, დაჯდებოდა წინა მერხზე და მშვიდად უსმენდა რომელიმე ახალგაზრდა ლექტორს, ისე, რომ არაფერს შეიმჩნევდა – არც კარგსა და არც ავს. ლექციის ბოლოსღა მოგვცემდა ორიოდე კითხვას. მერე თავადაც მცირე ხნით გააბამდა საუბარს ქართული სასულიერო მწერლობის სიკეთესა და სილამაზეზე. ლაპარაკობდა დინჯად და უბრალოდ, როგორი უბრალოც თვითონ იყო.
მაგრამ უნივერსიტეტს პათოსიც უყვარდა.
გვიყვარდა საამო არტისტიზმი – შერწყმული დიდ ერუდიციასა და განათლებასთან.
მუხლადი, ცოცხალი სიტყვა!
სტუდენტები გარბოდნენ დერეფნებში და ერთმანეთს ეკითხებოდნენ: “სად არის ნუცუბიძის ლექცია?”, “სად კითხულობს ნუცუბიძე?” და დარბაზი ივსებოდა ყველა კურსისა და ფაკულტეტის “მოხალისეებით”. როცა შალვა ნუცუბიძის საჯარო ლექცია დაინიშნებოდა, აუდიტორია დიდძალ მსურველს ვეღარ იტევდა და მოთავენი ლექციას სააქტო დარბაზში გადაიტანდნენ. მაშინ ყურთამდე გავსილი “აუდიტორია” სააქტო დარბაზში გარბოდა და ორიოდე წუთში სააქტო დარბაზიც ვეღარ გვიტევდა. კათედრაზე ასული მეცნიერი იწყებდა საუბარს.
ფილოლოგებს საკუთარი კორიფენი გვყავდა, ფიზიკოსებს, ფილოსოფოსებს, ბიოლოგებს – საკუთარი.
საღამოობით უნივერსიტეტის უკანა ეზოში ყეფდნენ ძაღლები. აკადემიკოსი ბერიტაშვილი იკვლევდა ფიზიოლოგიის ურთულეს პრობლემებს! ბერიტაშვილის კვლევის შედეგებზე წერდნენ პარიზის, ლონდონისა და ნიუ-იორკის სამეცნიერო ჟურნალ-გაზეთები. ის მაშინაც ხელჯოხზე დაყრდნობილი, მაგრამ საოცრად მხნე და ცოცხალი გაივლიდა ხოლმე დერეფანში. მას არ ჭირდებოდა რეკომენდაცია. დედამიწის უშორეს კუთხეში, სრულიად უცნობ ქალაქშიც რომ გამოჩენილიყო, უკლებლივ ყველა იტყოდა: ეს არის ნამდვილი მეცნიერი!

მაშინ პირველად შეიკრა ახალგაზრდა მწერალთა წრე. ყოველ პარასკევს ოთხმოცდამეცამეტე აუდიტორიაში იკრიბებოდნენ პოეტები. მოდიოდა ბესარიონ ჟღენტი. სტუდენტები კითხულობდნენ ლექსებს და მოთხრობებს. იყო მოურიდებელი მტკიცება: საქართველოში მწერალი მხოლოდ უნივერსიტეტიდან მოვაო. ამგვარ მტკიცებას საფუძველიც ქონდა: პირველი “სხივები”, პირველი წიგნები… იყო კამათი: ხალას, გულწრფელ ლექსებს თბილად დაწერილ ლექსებს ვეძახდით. გამოდიოდნენ დამწყები კრიტიკოსები და ამბობდნენ, ამა და ამ ლექსში ზოგიერთი “კარგი თქმაა”, არის “კარგი რითმაც”, მაგრამ მთლიანობაში ლექსი არ ტოვებს სასურველ შთაბეჭდილებასო. პოეტები პირველ, გაუბედავ ქმნილებებს უძღვნიდნენ მშობლიურ ქუჩას, ჭადრებს, ფოთლებს, მამულს. ჩვენ ეს მოგვწონდა…
შეიქმნა სიმფონიური ორკესტრი. კვირაში ორჯერ გვეწვეოდა “მაესტრო” და უნივერსიტეტის დერეფნებში ისმოდა “დაისის” შესავალი. გვიხაროდა, რომ გვქონდა საკუთარი ორკესტრი, რომელიც თვით ფალიაშვილს ასრულებდა.
…უნივერსიტეტის სცენაზე გოგოლის “რევიზორს” თამაშობდნენ.
მეორე წარმოდგენაზე სტუმრები მოვიდნენ – შალვა ღამბაშიძე, გიორგი შავგულიძე, ცეცილია წუწუნავა, ალექსანდრე გომელაური… სტუდენტთა წარმოდგენით დაინტერესდნენ, შემოიარეს პატარა სცენა და ვიწრო კულისები, სცენის თავზე მერცხლის ბუდესავით შეყუჟული საგრიმიორო. იცინეს და დარბაზიც აცინეს. შემდეგ კი ჩაჯდნენ სტუდენტებში და ნახეს სპექტაკლი. და ჩვენ დიდხანს გვახსოვდა გიორგი შავგულიძის რაინდული მზერა, შალვა ღამბაშიძის ბავშვური ღიმილი, ცეცილია წუწუნავას უბრალო თავდაჭერა (ასე “უბრალოდ” თხზავდა ის დიდებულ სცენურ სახეებს), ალექსანდრე გომელაურის გულუბრყვილო გამოხედვა…

გამოჩნდა სატირული გაზეთი “ჭინჭარი”.
რაზე წერდა მაშინ “ჭინჭარი?”
ჯაზით გატაცებულ გოგო-ბიჭებზე, პირველკურსელზე, რომელსაც თურმე “ბუტილკა” შარვალი ეცვა. ქალიშვილზე, რომელსაც თმა მოკლედ შეეკვეცა.
გამცდენებზე, დამგვიანებლებზე, ზარმაცებზე, უზრდელებზე და ისევ და ისევ ვიწრო შარვლებზე.
დერეფანში ყოველი თვის ბოლოს იდგა გრძელი რიგი: “ვინ არის ბოლო?” “თქვენა ხართ ბოლო?”, “აი, ის მაღალი ბიჭი ეხლა მოვიდა და ყველაზე წინ მიძვრება”, “ქალიშვილო” ინებეთ რიგში ჩადგომა…” რიგდებოდა სტიპენდია.

ახლა უნივერსიტეტში სხვები სწავლობენ. ხანდაზმულთა თანაბრად კათედრაზე დგანან ახალგაზრდები. ახალი სახელები იკვლევენ თანამედროვე მეცნიერების დიდ პრობლემებს. როგორც მუდამ, უნივერსიტეტს დღესაც ჰყავს თავისი ახალგაზრდობა და თავისი კორიფენი. უნივერსიტეტიც თითქოს მიჯნებში აღარ ეტევა, მხრებს შლის, იზრდება.
სიახლე…
დროს ყოველთვის თავისი გააქვს და მოდის სიახლით. სიახლე ჟამთასვლის გამოხატულებაა.
მაგრამ არის ცხოვრებაში იმგვარი ამბებიც, რასაც დრო ვერას აკლებს, რაც მარადიულია, ძალზე ადამიანური და ჟამიდან ჟამს უცვლელად გადაეცემა. და უნივერსიტეტიც ძველებურად დგას, როგორც თეთრი ტაძარი, ძველებურად ისმის მის დერეფნებში ჟრიამული, ირეკება ზარი, სტუდენტებს უხარიათ “ფრიადი” და ტირიან “ჩაჭრას”. ლექტორები კვლავ იყოფიან ორ კატეგორიად: “კარგი გამომცდელი” და “ცუდი გამომცდელი”, “სიას კითხულობს”, და “სიას არ კითხულობს”; ოქტომბერი კვლავ უდარდელია – სესიებამდე ბარე ორი თვეა დარჩენილი. სამკითხველო სავსეა ბეჯითებით, ბაღი – ნიჭიერებითა და ზარმაცებით…
“დეკანატში გიბარებენ”.
“რატომ აცდენთ, ყმაწვილო”.
და იქნებ უნივერსიტეტის კართან კვლავ დგას მოხუცი მეკარეც, თეთრი თმა-წვერითა და თუშური ნაბდის ქუდით, დგას იმგვარად, როგორც იდგა ათიოდე წლის წინათ.
ახლა… ამაზე ილაპარაკონ ახალგაზრდებმა, ვინც დღეს უნივერსიტეტში სწავლობენ.
ჩვენ ათი-თხუთმეტი წლის წინ დავტოვეთ უნივერსიტეტი და ისღა დაგვრჩენია, მოვიგონოთ რა იყო წინათ…
*
- გამარჯობათ, ბატონო უნივერსიტეტო!
- მაპატიეთ, მაგრამ კარგად აღარ მახსოვხართ…
- სათითაოდ აღარ გემახსოვრებით. ჩვენ ვიყავით თითონი და მრავალნი.
- საით ხართ, სად მოღვაწეობთ?
- საქართველოში ვართ. უკვე ჭაღარა შეგვეპარა და ახლა სხვებსა ვზრდით. ხშირად გიგონებთ. გვიხარია, რომ ასე კარგად გხედავთ. გვეჩქარება, უამრავი საქმე გვაქვს, სახლი, სამსახური… მეტს ვერაფერს გეტყვით. გვეშინია, სენტიმენტალობა არავინ დაგვწამოს.
- ნახვამდის, იდღეგრძელეთ…

“ლიტერატურული საქართველო “, N 13, 30 მარტი-5 აპრილი, 2007 წელი
Комментариев нет:
Отправить комментарий