вторник, 29 июня 2010 г.

ვინც გეპირფერება,ის აშკარა მტერზე საშიშია შენთვის.

პირფერს ენაზე თაფლი აქვს,გულში კი ღვარძლს ატარებს-სიტყვით მშვიდობას გპირდება,საქმით კი მახვილს გიმზადებს.

დაუკვირდით,რომ უპატიოსნო ადამიანები გამუდმებით საუბრობენ პატიოსნებაზე.ნუ ენდიბით იმას,ვინც ზედმეტად აქებს პატიოსნებას და გულუხვობას,და ნუ დაეძებთ დაცვას იმისგან,ვინც უდროოდ და ყველგან მამაცობაზე საუბრობს.

მლიქვნელებს ფუტკარივით ბაგეზე თაფლი აქვთ,გულში კი-ბოღმა.

ყოველი ახალი ცოდვა ახალ ლაქას აჩენს ჩვენს სულზე. 

შეგონებანი

,,ნუ იქნები გზაზე მდგარი სვეტი,რომელიც ქალაქის გზას მიუთითებს,მაგრამ თავად ადგილიდან არ იძვრის:არამედ იყავი წინამძღოლი,რომელიც სხვებსაც უჩვენებს გზას და თავადაც წინ მიდის.”

,,ცოდვით დაცემული ვერ ასწავლის სხვას,თუ როგორ არ დაეცეს იგი ცოდვით”.

,,ფხიზელი სინდისი -საუკეთესო დამცველია მანკიერებისაგან”.

,,არ უნდა მიიყვანო თავი იქამდე,რომ რაიმე საქმეში სინდისი გამხელდეს.”

,,უმჯობესია ,მხოლოდ სინდისი გამშვიდებდეს და მთელი სამყარო გამტყუნებდეს,ვიდრე სინდისი გამტყუნებდეს და მთელი სამყარო გაქებდეს”.

,,ცოდვებით მოსვრილ სინდისში უდიდესი ცოდვებიც ძვლივს შეიმჩნევა,ისევე,როგორც გამჭვარტლულ სარკეში ცქერისას ვერც სახეს და ვერც ჩვენს მანკიერებებს ვერ ვხედავთ.” 

ლაფის სროლიები....

მყრალ გუბეში ბაყაყები ყიყინებენ,
ეს ცხოვრება მათთვის მართლა თამაშია ...
ყიყინებენ,ყიყინებენ ბაყაყები
და ერთმანეთს ლაფის სროლას არ აცლიან... 

среда, 23 июня 2010 г.

მტკვრისა და არაგვის შესართავთან....

 მდინარე მდინარეს ერთვის,ადამიანები კი თავიანთი უმსგავსო საქმეებით ერთმანეთს შორდებიან....ბევრი მათგანი ვერ აცნობიერებს,რომ სიმართლეა ის კელაპტარი,რომელიც ჯობია წაკითხულ ლოცვასაც,ანთებულ სანთელსაც,გაცემულ წყალობასაც...ჯობია,რადგან სიმართლე და მართალი საქმისათვის თავდადება იმ სანთელივით გაგინათებს გზას,იმ ლოცვასავით წამოგეშველება,იმ გაცემულ წყალობასავით შეგეწევა.......და თუ მართალ საქმეს არ ემსახურები,რატომ ანთებ სანთელს?არ გეშინია?უფალს,ხომ იცი,რომ ვერ მოატყუებ!ის ყველაფერს ხედავს,ყველაფერს გრძნობს.... ..და,თუ მდინარე მდინარეს ერთვის,მაშ,თქვენ რა მოგდით,ადამიანებო?!



среда, 16 июня 2010 г.

ერთაწმინდა-რკონი






















ერთაწმინდა-რკონი! არაჩვეულებრივი მარშრუტი შემოგვთავაზა ეკა ხონელიძემ თავის კლასთან ერთად....მეცხრე  მეხუთე კლასის დაჟინებული თხოვნის შემდეგ აღმოვჩნდი ამ ექსკურსიაზე....უარის თქმაც ძნელია,როცა ხედავ,რომ ბავშვები,მშობლები,დამრიგებელი გულით გეპატიჟებიან.....მეც სწორი არჩევანი გავაკეთე....მათთან ერთად გავემგზავრე....ერთაწმინდის ტაძრის ჩუქურთმებმა გამაოცა...თურმე მართლა ,,რა განძი გვქონია”...რკონი ხომ საოცრებათა კუნძულია....იქედან წამოსვლაც არ გვინდოდა....

ატენის სიონი-უფლისციხე-სამთავისი





















ძალიან მიყვარს მეექვსე პირველი კლასის მოსწავლეები დამრიგებელ ნინო ბურჭულაძესთან ერთად....ამიტომაც სიამოვნებით გავემგზავრე ექსკურსიაზე მათთან ერთად....ვნახეთ ატენის სიონი...დავათვალიერეთ უფლისციხე-კლდეში ნაკვეთი ქალაქი....ბოლოს სამთავისის თაძარში მოვილოცეთ....
მოსწავლეთა ყურადღება და მხიარულება იყო საოცარი....მეექვსე კლასელი ბავშვები9 თავს ისე კარგად ირთობდნენ და ჩვენც არ გვაკლებდნენ ყურადღებას....ეს ბავშვები რა იქნებიან წლების შემდეგ?!
გენაცვალეთ,ჩემო დახატულებო!

ანანური-ექსკურსია.














გერგეტის სამების მონახულების შემდეგ გეზი ანანურისაკენ ავიღეთ...თან გვესინოდა,უღელტეხილზე არ დაგვღამებოდა.....გზად მჟავე წყლებთან შევაჩერეთ და მდინარის ნაპირთანაც ვიჭყუმპალავეთ....ბავშვებმა ზაფხულის ამ ცხელ დღეს იგუნდავეს კიდეც.....
კარგი იყო ანანური....ტბის ნაპირი....გრილი საღამო....უცხოელებთან შეხვედრა.........