გურიის სილამაზეა სოფელი აცანა....
მას ოთხივე მხრიდან მთები აკრავს....
,,სასირეს მხრიდან ჩაუხტება აცანას ქარი
და ჩაუქროლებს აცანურას,დევების ბუდეს”
ეს ჩემი სოფლის მთებია....
ცეცხლწაკიდებულს წააგავს მთები....
შეჰყურებ,ტკბები...
იგონებ,ტკბები....
ქვევით ლანჩხუთი მშვიდად უცქერს ცისფერ ჰორიზონტს...
ჩახუტებიან ერთმანეთს მთები...
ასეთი სიყვარული იცინ აქ....
ეს არის სკოლა,არა -ძველი,არამედ -ახალი....2009 წელს აგებული....
ცოდნის ტაძარს სოფლისათვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს....
აქ უნდა აღიზარდონ ღირსეული ახალგაზრდები,ერის შვილები....
ღვთის სახლი დიდი სიწმინდეა სოფლისათვის ....
ტელმანში ჩხაიძეების მიერ აგებული ტაძარი ელის მლოცველს.....
აქ დაბრძანდება საგვარეულო ხატი,რომელიც სრულიად საართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ გადასცა ჩხაიძეთა საგვარეულოს...ეს მოხდა გვარის კურთხევის ცერემონიალზე....2009 წლის აპრილში....
ტაძარს საოცარი ხიბლი აქვს....
უფლის წყალობა არ მოკლებოდეს სრულიად საქართველოს!
,,მოჰმადლე ქართველს ქართვლის ნდობა და სიყვარული
და აღუდგინე მშვენიერი ესე მამული....”
კილისძირის ტყე....
გურული ნალია.....
შემოდგომის სუნია,ოქროსფერი ამინდი....
შემოდგომის ბარაქა....
ნალია სავსეა....
ხვავრიელია სოფელი...
,,სოფელი ღონიერია ,თუ კაცი გონიერია...”
სოფლის შუაგულში აზიდული სილამაზე და რწმენა იმისა,
რომ არ დაირღვევა სამი რამ ამქვეყნად:
,,ენა,მამული,სარწმუნოება”.
აცანაში აგებული ტაძრები....
ეს ტელმანის ეკლესიაა,ძმები ჩხაიძეების მიერ აგებული
ძველებური კოლორიტი...
შეხვედრა წარსულთან...
ა ც ა ნ ა -ჩემი სოფელი...
ახლად ნაგები ტაძრები....
ქვევრები...
ჩემს სოფელში ნაკეთი ქვევრები...
ნუთუ ყველაფერი წარსულის საკუთრებად უნდა იქცეს?!
,,მაგრამ თუ ერთხელ სოფელს უნდა ბოლო მოეღოს,
მაშინ ვიღამ სთქვას ჩვენი საქმე,ვინ სადღა იყოს?!”
Комментариев нет:
Отправить комментарий