пятница, 8 апреля 2011 г.

შეხვედრა ჯადოსნურ დაფასთან....

პატარა მოქალაქეები მსჯელობენ ჩვენი ქვეყნის ბედზე... გაკვეთილის დასაწყისში მოთელვას აკეთებენ და მასწავლებლის მიერ მითითებული ერთი სიტყვის (გზა) ირგვლივ აკეთებენ ასოციაციურ რუკას...გონებრივი იერიშის გზით მოსწავლეები ხსნიან, თუ რასთან ასოცირდება გზა, როგორია გზა, რომელზედაც დავდივართ, როგორი გზით სვლა ურჩევნიათ მათ, როგორია მამულიშვილის სავალი გზა....და , ასე მსჯელობით მივიდნენ ილიას გზასთან.......გზა თბილისიდან პეტერბურგამდე, გზა პეტერბურგიდან თბილისამდე.........გზა საგურამოდან წიწამურამდე.........წიწამურიდან- მთაწმინდამდე.........მთაწმინდიდან-სასუფევლამდე...და საბოლოოდ -ხალხის გულამდე...........

აი, ამის შემდეგ დაიწყო გაკვეთილი .
თემა: ,,როდემდის დარჩეს ეს ტკივილი გულში?!"-ილია ჭავჭავაძის ,,მგზავრის წერილები"


32-ე საჯარო სკოლის მე-9 კლასელები გაკვეთილზე


 ნინო გიორგაძე აკეთებს პრეზენტაციას თემაზე: ,,მოძრაობა თუ უძრაობა".

ანა დათუნაშვილი ახასიათებს პერსონაჟებს 

სანდრო დავითაშვილი შეკითხვას უსვამს ჯგუფს და იწვევს დისკუსიაში

პრეზენტატორი  არ უშინდება კითხვებს და არგუმენტირებული მსჯელობით ასაბუთებს თავის შეხედულებას......... 


ზანგალაძე თამუნა შეკითხვებს უსვამს პრეზენტატორს

სოფო მენაბდიშვილი აკეთებს პრეზენტაციას.... 

ასოციაციური რუკა: ქართული თერგი და რუსული თერგი 

ილია და პეტერბურგში გატარებული 4 წელი....



                                          ელექტრონული დაფა სიახლეა და მასთან შეხვედრის პირველი წუთები მართლაც დაუვიწყარია....
,,Smart Board“-ი მოზრდილი სენსორული დაფაა, რომელიც კომპიუტერის სამუშაო მაგიდის გადიდებულ ვერსიას გვიჩვენებს. მასზე ყველა მოქმედება ელექტრონულად ხორციელდება და გამოიყენება ნებისმიერი საგნის სწავლების პროცესში. ინტერაქტიური დაფა სამართავად მარტივია, მასზე წერა ციფრული “მელნითაა” შესაძლებელი, იგი იძლევა ნაშრომის შენახვის საშუალებას და ყველაფერი ეს უბრალოდ თითების შეხებით ხორციელდება. საბუნებისმეტყველო საგნების სწავლებისას დაფა ვირტუალური ლაბორატორიის ფუნქციას იძენს.

მასწავლებელს ელექტრონული დაფის გამოყენებით შეუძლია მოსწავლეებს ტესტირება ჩაუტაროს, მოსწავლეები დისტანციური მართვის პულტების დახმარებით დააფიქსირებენ პასუხების თავიანთ ვარიანტებს.

კვლევებმა აჩვენეს, რომ smart board-ის გამოყენება ზრდის მოსწავლეთა ჩართულობას და მათ აკადემიურ მოსწრებას, ამცირებს ახალი მასალის ახსნასთან დაკავშირებულ სირთულეებს და ხელს უწყობს მასალის დამახსოვრებას.
 

Комментариев нет:

Отправить комментарий