ტესტები ქართულ ენასა და ლიტერატურაში – 100 ქულიანი
IX კლასი I რიგი
საკითხები ქართული ლიტერატურიდან: – 80 ქულა
1. საიდან ვასკვნით, რომ ,,შუშანიკის წამების“ ავტორი მომხდარი ამბების თვითმხილველია? –
1ქულა
2. იაკობ ხუცესის დროს არსებობდა თუ არა წიგნები ქართულ ენაზე? მოიყვანეთ ტექსტიდან მაგალითი.–2 ქულა
3. როდის და რატომ ამბობს შუშანიკი ამ სიტყვებს: ,,უფალო ღმერთო, შენნი მოცემულნი არიან და შენვე დაიცვენ ესენი“.–2 ქულა
4. ,,შუშანიკის წამებაში“ ვკითხულობთ: ,,იყო მერვესა წელსა სპარსთა მეფისასა, კარად სამეფოდ წარემართა ვარსქენ პიტიახში“, – სად და რომელ წელს წავიდა პიტიახში?–2 ქულა
5. ხუცესი ამბობს: ,,მოჰყვანდა წმინდაი შუშანიკ უხამური და თმაგარდეტევებული, ვითარცა ერთი ვინმე შეურაცხთაგანი და ვერვინ ბედავდა თავსა მისსა დაბურვად“, – როდის იყო დედოფალი ამგვარ მდგომარეობაში, რას ნიშნავს ,,უხამური და თმაგარდეტევებული“ და რატომ ვერავინ ბედავდა დედოფლისათვის თავზე ,,დაბურვას”? –2 ქულა
6. ვინ იცოდა, რომ შუშანიკს პალეკარტის შიგნით ძაძა ემოსა?–1 ქულა
7. რა იყო შუშანიკის თავსასთუმალი?–1 ქულა
8. ახსენით სიტყვების მნიშვნელობა: ატროშანი, ასტამი, სენაკაპანი, კარაული, ერგასი, ჭიჭნაუხტი, პიტიახში–7 ქ.
9. როდის დაიწერა ,,შუშანიკის წამება“? ( დაასაბუთეთ)–2 ქულა
10. ვინ არის ,,კაცი ცოდვილი და გლახაკი“, რომელიც დედოფალმა ღმერთს შეავედრა?–1 ქულა
11. გაიხსენეთ შოთა რუსთაველის ,,ვეფხისტყაოსანი“.
ა) ვინ განაგებდა ინდოეთის მეშვიდე სამეფოს? –1 ქულა
ბ) რა თანამდებობა მისცა ფარსადანმა სარიდანს? – 1 ქულა
გ) ვინ ზრდიდა ნესტანს? – 1 ქულა
12. გაიხსენეთ ტარიელის ხატაელებთან ბრძოლის ამბავი.
ა) ვინ შემოუთვალა ტარიელს ,, ჩვენთა მგელთაცა დასჭამენ, ჩვენი, ინდოთა თხანია“? – 1 ქულა
ბ) რა ურჩიეს ვეზირებმა ტარიელს? რა აძლევდა მათ ამის თქმის უფლებას? – 2 ქულა
გ) ვინ ვის უთხრა და როდის: ,,ვინცა მოკვდეს მეფეთათვის სულნი მათნი ზეცად რბიან“.
– 2 ქულა
13. ავთანდილი ,, ანდერძში“ ამბობს:
,,რა უარეა მამაცსა, ომშიგან პირის მხმეჭელსა,
შემდრკალსა, შეშინებულსა და სიკვდილისა მეჭველსა,
კაცი ჯაბანი რითა სჯობს დიაცსა ქსლისა მბეჭველსა,
სჯობს სახელისა მოხვეჭა ყოველსა მოსახვეჭელსა“.
ა) განმარტეთ პირველი სტრიქონი! – 1 ქულა
ბ)განმარტეთ სიტყვა ,,ჯაბანი“. – 1 ქულა
გ) ვინ არის შედარებული ქსლის მბეჭველ დიაცთან? – 1 ქულა
დ)ამ ცხოვრებაში ყველაზე მთავარი რისი მოპოვებაა? – 1 ქულა
14. გაიხსენეთ სულხან–საბას ,,სიბრძნე–სიცრუისა“.
ა) რატომ ეახლა ჯუმბერი მამას სპილოზე ამხედრებული? – 1 ქულა
ბ) რატომ შემოიხსნა სარტყელი და მიაგდო სპილოსა ზედა? – 1 ქულა
გ) რატომ ეჭირა ცალ ხელში ქვა და მეორეში – მიწა? – 2 ქულა
15. გაიხსენეთ იგავი ,,მეფე და მხატვარი“ და ახსენით, რა თვისება დაეხმარა მხატვარს შარიანი მეფისაგან თავდახსნაში. – 1 ქულა
16.გაიხსენეთ დ. გურამიშვილის ,,სწავლა მოსწავლეთა“.
ა) რისთვის უნდა სწავლობდეს ყმაწვილი? – 1 ქულა
ბ)რა დარიგებას აძლევს პოეტი მშობლებს? – 1 ქულა
გ) რა უპირატესობა აქვს ცოდნას სხვა სიმდიდრესთან შედარებით? – 1 ქულა
17. გაიხსენეთ დ.გურამიშვილის ,,საწყაულის მოწყვა ღვთისაგან“.
ა) რას მიიჩნევს ავტორი ქართლის თავზე დატეხილი უბედურების მიზეზად? – 1 ქულა
ბ) ,,აღმოსავლით მტერი აღძრა, მოუწოდა კვლავ სამხრეთსა“, – რომელ ქვეყნებს გულისხმობს პოეტი? – 1 ქულა
გ) რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს სიმართლის თქმას თავად მთქმელისთვის? – 1 ქულა
დ) პოეტის აზრით, ვისთვის არის საზიანო ნაკლის დაფარვა? – 1 ქულა
18. .გაიხსენეთ ,,საწუთროს სოფლის სამდურავი“.
ა) რას უწოდებს გურამიშვილი მუხთალს?– 1 ქულა
ბ) რის გამო ემდურება ავტორი წუთისოფელს? – 1 ქულა
გ) რას გულისხმობს ავტორი ხატოვან გამოთქმაში: ,,კაცს…ყელზე საბელი უბია“?– 1 ქულა
19. გრ.ორბელიანის ,,თამარ მეფის სახე ბეთანიის ეკლესიაში” ვკითხულობთ: ,,ხნით დამაშვრალი, დაღონებული, შენადვე მეფევ მოველ ვედრებით“, – განმარტეთ ,,ხნით დამაშვრალი“ და ახსენით, რას ევედრება პოეტი მეფე თამარს? – 2 ქულა
20. ნ.ბარათაშვილის ,,მერანში“ ვკითხულობთ :
,,მირბის, მიმაფრენს უგზო–უკვლოდ ჩემი მერანი,
უკან მომჩხავის თვალბედითი შავი ყორანი.
გასწი, მერანო, შენს ჭენებას არ აქვს სამძღვარი
და ნიავს მიეც ფიქრი ჩემი, შავად მღელვარი“.
ა)რისი სიმბოლოა: მერანი,შავი ყორანი? – 2 ქულა
ბ) რისკენ მოუწოდებს ლექსის ლირიკული გმირი მერანს?– 1 ქულა
გ) განმარტეთ ,,თვალბედითი“. – 1 ქულა
დ) ამოწერეთ ეპითეტები. – 1 ქულა
21. გაიხსენეთ ,,მგზავრის წერილები“. – 5 ქულა
ა) რატომ შეებრალა ფრანგს ქართველი მგზავრი?
ბ) თერგის ხიდის გადავლისას, რატომ მოარიდა მგზავრმა თერგს თავი?
გ) რამდენი წელიწადი იმყოფებოდა მგზავრი რუსეთში და რატომ?
დ) მგზავრის აზრით, თერგი დამდორებულ–დადუმებულია, ახსენით, რა მოსვლია?
ე) რისი სიმბოლოა თერგი და მყინვარი?
22. გაიხსენეთ აკაკი წერეთლის ,,პოეტი“.
ა) რომელი კონტრასტული თვისებებით ახასიათებს პოეტი თავის თავს? –1 ქულა
ბ) რატომ მიიჩნევს პოეტი თავის თავს შუაკაცად? – 1 ქულა
გ) განმარტეთ მეტაფორა: ,,გარემოების საყვირი“. – 1 ქულა
23. გაიხსენეთ ვაჟა– ფშაველას ,,გოგოთურ და აფშინა“.
ა) აფშინას ფერიცვალება წლის რომელ დროს ხდება და რატომ? – 1 ქულა
ბ) სადღეგრძელოებში რას უსურვებენ გოგოთური და აფშინა ერთმანეთს? –1 ქულა
24. საკითხები ლიტერატურის თეორიიდან:
ა) რას შეისწავლის სასულიერო მწერლობის ჟანრები: ჰაგიოგრაფია და ჰიმნოგრაფია? – 2 ქულა
ბ) დაასახელეთ ჰიმნოგრაფიული ჟანრის ნაწარმოები , ვინ არის ავტორი? – 2 ქულა
გ) ჩამოთვალეთ ქართული დამწერლობის სახეები. – 1 ქულა
დ) სად არის აღმოჩენილი ქართული დამწერლობის უძველესი ნიმუშები? – 1 ქულა
ე) განმარტეთ ტერმინი ,, თერგდალეული“ და ახსენით ვის მოიხსენიებდნენ ამ სახელით? – 1 ქულა
დ) ვის სახელს უკავშირდება ქართული სალიტერატურო ენის რეფორმა? – 1 ქულა
ე) ახსენით, როგორი ლიტერატურული მიმართულებაა სიმბოლიზმი და როდის განვითარდა ის საქართველოში. დაასახელეთ სიმბოლისტი პოეტები. – 3 ქულა
ვ) რა არის რომანტიზმი და როგორია რომანტიკოსთა დამოკიდებულება წარსულის, აწმყოსა და მომავლის მიმართ? – 2 ქულა
ზ) რა ისტორიული ფაქტი დაედო საქართველოში რომანტიზმის განვითარებას და როგორია ქართული რომანტიზმი თავისი ბუნებით? – 2 ქულა
25. ქართული ენის საკითხები: – 20 ქულა
ა) დაწერეთ არსებითი სახელი– ამბავი შესაბამისი ბრუნვის ფორმით:
ამ …………… შემდეგ ერთმანეთი არ გვინახავს. – 1 ქულა
ბ) გაასწორეთ შეცდომები:
აკაკმა, ეთერიმ და მზიამ მასწავლებელს მინდორის ყვავილები მიართვეს. – 3 ქულა
ქუთაისში, ზუგდიდში და თბილისში წვიმს. – 1 ქულა
ნინომ, ფაქტიურად, ჩემს შესახებ არაფერი იცოდა.– 2 ქულა
პაპამ ძველი ქოთანი გამოგვიტანა, რომელიც მისი ხელით ჰქონდა მოხატული. – 1 ქულა
ყოველი ჩვენთაგანი გრძნობდა, რომ გადამწყვეტი წუთები იდგა. –1 ქულა
ერთ დღეს ქუჩაში ერთსა და იგივე კაცს ხუთჯერ შევხვდი. – 1 ქულა
ხმაურზე ბავშვები გარეთ გავარდა.– 1 ქულა
გ) დაწერეთ არსებითი სახელი პოეტი შესაბამისი ბრუნვის ფორმით:
……………. ბოდლერის ,,ბოროტი ყვავილები“ წავიკითხე და ძალიან მომეწონა. – 1 ქულა
დ) გამოსახეთ არაბული ციფრებით რიცხვითი სახელი –მეოცე:
გურამ რჩეულიშვილი …………… საუკუნეში ცხოვრობდა. –1 ქულა
ე) გადააკეთეთ რთული წინადადება მარტივად:
ბათუმმა უმასპინძლა ხალხური ცეკვის ფესტივალს, რომელიც კულტურის სამინისტროს ინიციატივით ჩატარდა. – 1 ქულა
ახალგაზრდა რეჟისორს აღიარება მოუტანა სპექტაკლმა, რომელიც რუსთაველის თეატრში დაიდგა. – 1 ქულა
ვ) დასვით სასვენი ნიშნები: – 5 ქულა
ქართული ხელნაწერი წიგნი გამოირჩევა კალიგრაფიული სილამაზით მრავალფეროვანი ორნამენტებითა და დახვეწილი მინიატურული მხატვრობით. ხელნაწერი წიგნის ხელოვნებამ საუკუნეების განმავლობაში განვითარების რამდენიმე ეტაპი გაიარა რომელთაგან თითოეული ხასიათდება მხატვრულ–სტილური თავისებურებებით. ქართული ხელნაწერები იქმნებოდა როგორც საქართველოში ისე საზღვარგარეთის კულტურულ–საგანმანათლებლო ცენტრებში.ხელნაწერებში სამწუხაროდ იშვიათად მოიხსენიება მინიატურის ავტორთა სახელები.
ტესტები ქართულ ენასა და ლიტერატურაში – 100 ქულიანი
IX კლასი II რიგი
საკითხები ქართული ლიტერატურიდან: – 80 ქულა
1. საიდან ვიგებთ, რომ ,,შუშანიკის წამების“ ავტორს იაკობი ჰქვია? –1 ქულა
2. ახსენით შემდეგი სიტყვები: ,,უკუეთუ სულითა ცხოველ არს იგი, ცოცხალმცა ხართ იგიცა და შენცა. უკუეთუ სულითა მომკუდარ ხართ, მოკითხვაი ეგე შენი შენდავე მოიქეცინ“, – ვინ ვის ეუბნება ამ სიტყვებს და რა სიტუაციაში? –2 ქულა
3. რომელი აღმსარებლობის მატარებელი იყო სპარსეთი V საუკუნეში? –1 ქულა
4. ,,შუშანიკის წამების“ რომელი საუკუნის ხელნაწერმა მოაღწია ჩვენამდე? –1 ქულა
5. როდის დაიწერა ,,შუშანიკის წამება“? ( დაასაბუთეთ) –2 ქულა
6. სად იმყოფებოდა ვარსქენი მაშინ, როდესაც დედოფალმა დატოვა სასახლე და ეკლესიის მახლობლად, პატარა სენაკში დაიდო ბინა? – 1 ქულა
7. ,,მოჰყავდა წმიდაი შუშანიკი უხამური და თმაგარდატევებული“,– განმარტეთ სიტყვები:უხამური, თმაგარდეტევებული. – 2 ქულა
8. როდესაც შუშანიკი ჯოჯიკს, მის ცოლსა და ეპისკოპოსს გამოჰყვა სასახლეში, თან რა წამოიღო? – 1 ქულა
9. რა ემოსა დედოფალს პალეკარტის შიგნით? ვინ იცოდა ამის შესახებ? – 2 ქულა
10. შუშანიკი ეუბნება ვარსქენს: ,,განვისაჯენით მე და ვარსქენ პიტიახში მუნ, სადა არა არს თვალღებაი წინაშე მსაჯულისა მის მსაჯულთაისა“, – განმარტეთ სიტყვები: განვისაჯენით, თვალღება, მსაჯული მსაჯულთაისა. – 3 ქულა
11. გაიხსენეთ შოთა რუსთაველის ,, ვეფხისტყაოსანი“.
ა) ვინ იყო ინდოეთის 6 სამეფოს მეფე ? ვინ განაგებდა მე–7 სამეფოს? – 2 ქულა
ბ) რა გადაწყვიტა სარიდანმა? – 1 ქულა
გ) ტარიელი სად იზრდებოდა და რატომ? რა სეიცვალა შემდეგ? – 2 ქულა
12. გაიხსენეთ ტარიელის ხატაელებთან ბრძოლის ამბავი:
ა) ვეზირებთან მოთათბირების შემდეგ რამდენი მეომარი წაიყვანა ტარიელმა ხატაეთში? –
1 ქულა
ბ) ახსენით ფრაზა: ,,კარგი საქმე კაცსა ზედა აზომ თურე არ წახდების“. რატომ ამბობს ტარიელი ამ სიტყვებს? – 2 ქულა
გ) მოციქულის თქმით, რით გამჟღავნდებოდა ხატაელთა ღალატი? გამართლდა თუ არა მოციქულის ნათქვამი? – 2 ქულა
დ) რა წამოიღო ტარიელმა ხატაეთიდან ნესტანისათვის საჩუქრად? – 1 ქულა
13. ავთანდილის ,,ანდერძში“ ვკითხულობთ:
,,მაქვს საქონელი ურიცხვი, ვერვისგან ანაწონები,
მიეც გლახაკთა საჭურჭლე, ათავისუფლე მონები,
შენ დაამდიდრე ყოველი ობოლი, არასმქონები,
მიღვწიან, მომიგონებენ, დამლოცვენ, მოვეგონები.“
ა) განმართეთ სიტყვა– საჭურჭლე. – 1 ქულა
ბ) ვის უნდა დაურიგონ ავთანდილის ქონება? – 1 ქულა
გ) რატომ იბარებს ავთანდილი თავისი ქონების გაცემას? – 1 ქულა
14.გაიხსენეთ სულხან–საბას ,,სიბრძნე–სიცრუისა“.
ა) რა უსურვა ვეზირმა სედრაქმა უფლისწულს და როგორ დაარწმუნა მეფე თავისი კეთილგანწყობაში? – 2 ქულა
ბ)რუქას აზრით, როგორი სიტყვით უნდა გამოირჩეოდეს ვეზირი? (დაასახელეთ 2 თვისება მაინც) – 1 ქულა
15 . რა იგულისხმა ლეონმა სიტყვებში:
,,მრავალნი მწყემსნი უმჯობეს არიან უგვანთა მეფეთა“? – 1 ქულა
16.გაიხსენეთ დ.გურამიშვილის ,,სწავლა მოსწავლეთა“.
ა) სხვა საუნჯეთაგან ცოდნა რით გამოირჩევა? –1ქულა
ბ) უსწავლელი ვაჟკაცი ,,როდის გაწბილდების“? – 1 ქულა
გ) რასთან არის შედარებული უსწავლელი კაცი?
(დაასახელეთ ერთ–ერთი მაგალითი) – 1 ქულა
17. გაიხსენეთ ,,საწყაულის მოწყვა ღვთისაგან“.
ა) ვის შეუძლია ქართლის ჭირის ,,მოთვლა“? – 1 ქულა
ბ) განმარტეთ ფრაზა: ,,იფქლი ღვარძლად გადაიქცა“? – 1 ქულა
გ) რა არის ის, რაც გურამიშვილს სათქმელის დაფარვის საშუალებას არ
აძლევს? – 1 ქულა
დ) განმარტეთ ფრაზა: ,,ძრახვავე სჯობს საძრახავთა, ძრახვას კაცი
მოუფრთხების“. – 1 ქულა
18.გაიხსენეთ ,,საწუთროს სოფლის სამდურავი“.
ა) რა არის საწუთრო? როგორ ახასიათებს ავტორი საწუთროს? – 2 ქულა
ბ) რატომ ემდურება დავით გურამიშვილი საწუთროს? – 1 ქულა
გ) ,,ის მჭლე კაცი ცელს რას აქნევს…“ – რა იგულისხმება მჭლე კაცში? – 1 ქულა
19. გრ.ორბელიანის ,,თამარ მეფის სახე ბეთანიის ეკლესიაში” ვკითხულობთ:
,,ჰე, ცრუ სოფელო, დაუნდობელო, შენში კეთილი სად არს ფერუცვლელ“,– ახსენით
ფრაზა ,,შენში კეთილი სად არს ფერუცვლელ“ , კიდევ რომელ ნაწარმოებში გვხვდება
წუთისოფლისადმი მწერლის ამგვარი დამოკიდებულება? – 2 ქულა
20. .ნ.ბარათაშვილის ,,მერანში“ ვკითხულობთ :
,,ცუდად ხომ მაინც არ ჩაივლის ეს განწირულის სულისკვეთება
და გზა უვალი შენგან თელილი, მერანო ჩემო ,მაინც დარჩება
და ჩემს შემდგომად მოძმესა ჩემსა სიძნელე გზისა გაუადვილდეს
და შეუპოვრად მას ჰუნე თვისი შავის ბედის წინ გამოუქროლდეს“.
ა) რაშია დარწმუნებული ლექსის ლირიკული გმირი? – 1 ქულა
ბ) რა გაუადვილდება ლირიკული გმირის მოძმეს? – 1 ქულა
გ) რის დაძლევაში დაეხმარება მოძმეს ლექსის ლირიკული გმირის მაგალითი?
– 1 ქულა
დ) ამოწერეთ ეპითეტები. განმარტეთ სიტყვა – ჰუნე. – 2 ქულა
21. გაიხსენეთ ,,მგზავრის წერილები“.– 5 ქულა
ა) რას ახასიათებს მგზავრი ამგვარად: ,,დიდებულია, მყუდრო და მშვიდობიანი“?
ბ) რომელ პოეტს ადარებს მგზავრი თერგს და რომელს–მყინვარს?
გ) მგზავრის აზრით, რატომ არის თერგი კარგი და რა დაემართება მას, თუ ცოტა
ხანს გაჩერდება?
დ) რას ასახელებს ლელთ ღუნია ერის უბედურების მთავარ მიზეზად?
ე) რისი სიმბოლოა დღე და ღამე?
22. გაიხსენეთ აკაკი წერეთლის ,,განთიადი“.
ა) ვის მიუძღვნა პოეტმა ეს ლექსი და რა დამსახურების გამო? –2 ქულა
ბ) რას უბარებს ანდერძად მამულიშვილი სამშობლოს? – 1 ქულა
გ) რომელი მხატვრული ხერხია: ,,მთაწმინდა ჩაფიქრებულა“? – 1 ქულა
დ) ვინ მოიაზრება ეპითეტში ,,თავდადებულის საფლავი“ ? – 1 ქულა
23. გაიხსენეთ ვაჟა– ფშაველას ,,გოგოთურ და აფშინა“.
ა) რომელი პერსონაჟი ამბობს : ,,ვაჰ, მკვდარო ვაჟკაცობაო, ცოცხლად დამმარხავ
თავისა“ და განმარტეთ ,,მკვდარო ვაჟკაცობა“. – 2 ქულა
24. . საკითხები ლიტერატურის თეორიიდან:
ა) რას შეისწავლის სასულიერო მწერლობის ჟანრები:
ჰაგიოგრაფია და ჰიმნოგრაფია? –2 ქულა
ბ) დაასახელეთ ჰიმნოგრაფიული ჟანრის ნაწარმოები , ვინ არის ავტორი? – 2 ქულა
გ) ჩამოთვალეთ ქართული დამწერლობის სახეები. – 1 ქულა
დ) სად არის აღმოჩენილი ქართული დამწერლობის უძველესი ნიმუშები? – 1 ქულა
ე) განმარტეთ ტერმინი ,, თერგდალეული“ და ახსენით ვის მოიხსენიებდნენ ამ სახელით? – 2 ქულა
დ) ვის სახელს უკავშირდება ქართული სალიტერატურო ენის რეფორმა? – 1 ქულა
ე) ახსენით, როგორი ლიტერატურული მიმართულებაა სიმბოლიზმი და როდის განვითარდა ის საქართველოში. დაასახელეთ სიმბოლისტი პოეტები. – 3 ქულა
ვ) რა არის რომანტიზმი და როგორია რომანტიკოსთა დამოკიდებულება წარსულის, აწმყოსა და მომავლის მიმართ? – 2 ქულა
ზ) რა ისტორიული ფაქტი დაედო საქართველოში რომანტიზმის განვითარებას და როგორია ქართული რომანტიზმი თავისი ბუნებით? – 2 ქულა
25. ქართული ენის საკითხები: – 20 ქულა
ა)დაწერეთ არსებითი სახელი– ნიგოზი შესაბამისი ბრუნვის ფორმით:
ნიკას დამწვარი თაფლისა და ………………. სუნი აღიზიანებდა. – 1 ქულა
ბ) გაასწორეთ შეცდომები:
ამ ვაზს შარშან ერთი მტევანი ება, წელს კი ბევრი აბია. – 1 ქულა
ტყე უზარმაზარ ქალაქათ იქცა. – 1 ქულა
ილია და აკაკი მე–19–ე საუკუნეში მოღვაწეობდნენ. – 1 ქულა
დალიმ, გურამიმ და ასმათიმ რამოდენიმე შეკითხვა დაუსვეს მასწავლებელს.– 3 ქულა
გორში, სოხუმში და სამტრედიაში წვიმაა გამოცხადებული. – 1 ქულა
შენს გამო თითოეული ჩვენთაგანი თავს დამნაშავედ ვგრძნობთ. – 2 ქულა
ეს ბარათი ერთ და იგივე კაცმა მომიტანა. – 1 ქულა
გ) გამოსახეთ არაბული ციფრებით რიცხვითი სახელი – ოცდამეერთე:
…………………. საუკუნის ვარ მოქალაქე. – 1 ქულა
დ) გადააკეთეთ რთული წინადადება მარტივად:
უამრავი მნახველი ესტუმრა წიგნების გამოფენას, რომელიც გამომცემელთა ასოციაციის ინიციატივიტ მოეწყო. – 1 ქულა
საუკეთესო ტელე–ჟურნალისტი გამოავლინა კონკურსმა, რომელიც წლის ბოლოს ჩატარდა. – 1 ქულა
ე) დაწერეთ არსებითი სახელი – მწერალი შესაბამისი ბრუნვის ფორმით:
……………. დათო ტურაშვილის ,,ჯინსების თაობა“ ჩემი საყვარელი ნაწარმოებია.
– 1 ქულა
ვ) დასვით სასვენი ნიშნები: – 5 ქულა
ძველად არათუ სასვენ ნიშანს არ ხმარობდნენ სიტყვებსაც კი არ გამოყოფდნენ ერთმანეთისაგან.იმ დროს არსებობდნენ პროფესიონალი მკითხველები რომლებსაც ადვილად შეეძლოთ ამგვარი ტექსტების გაგება. ამ ხელნაწერების როგორც წაკითხვა ისე გაგება დროთა განმავლობაში გართულდა.წინადადებებსა და სიტყვებს შორის ინტერვალი რომ აღენიშნათ შემოიღეს წერტილი. როგორც ცნობილია სასვენი ნიშანი პირველად გვხვდება ალექსანდრიის სკოლის ბერძენი გრამატიკოსების შრომებში.