вторник, 13 марта 2018 г.

პრე-ტესტი

ტესტი
1.გაიხსენეთ იაკობ ხუცესის ,,შუშანიკის წამება”.რით გამოხატა შუშანიკმა პროტესტი
ვარსქენის მიერ მაზდეანობის მიღების მიმართ?
ა. ვარსქენის უბედურებაზე დაჩივლებით:
ბ.საკუთარი თავის შეჩვენებით:
გ.მიწაზე დავარდნითა და ტირილით:
დ.სასახლიდან წასვლით.
2. .გაიხსენეთ იაკობ ხუცესის ,,შუშანიკის წამება”.სადაური პალეკარტი აცვია
დედოფალს?
ა.ანტიოქიური;
ბ.სპარსული;
გ.ქართული;
დ.ფრანგული.
3. .გაიხსენეთ იაკობ ხუცესის ,,შუშანიკის წამება”.საიდან ვიცით, რომ ნაწარმოების ავტორს იაკობი ერქვა?
ა.,,ქართლის ცხოვრებიდან”;
ბ.ნაწარმოებიდან;
გ.მეცნიერთა ნააზრევიდან;
დ.სომხური წყაროებიდან.
4. .გაიხსენეთ იაკობ ხუცესის ,,შუშანიკის წამება”.როდის უთხრა შუშანიკმა ვარსქენს:,,უბადოო,შენღა თავი თვისი არა შეიწყალე და განსდე ღმრთისაგან, შენ მემცა შემიწყალეა”?
ა.სპარსეთიდან დაბრუნების შემდეგ;
ბ.ციხიდან შემოუთვალა;
გ.კვერთხის სამასჯერ დარტყმის შემდეგ;
დ.პურობისას.
5. .გაიხსენეთ იაკობ ხუცესის ,,შუშანიკის წამება”.ეკლესიაში წასული შუშანიკის სასახლეში დასაბრუნებლად ვინ გაგზავნა ვარსქენმა ჯოჯიკსა და მის ცოლთან ერთად?
ა.იაკობი;
ბ.ეპისკოპოსი;
გ.ვინმე სპარსი;
დ.არავინ.
6.გაიხსენეთ იოვანე საბანისძის ,,აბოს წამება”.ვინ ვის ეუბნება:,,მე ვითარცა კედელსა მაგას,რომელსა მიყრდნობილ ხარ,ეგრეთ არა მესმიან ცუდნი ეგე სიტყვანი შენნი”?
ა.მსაჯული-აბოს;
ბ.აბო-მსაჯულს;
გ.აბო-ნერსეს;
დ.სტეფანოზი-ამირას.
7.გაიხსენეთ იოვანე საბანისძის ,,აბოს წამება”.რამდენი ხნის ისტორია აქვს ,ავტორის თქმით,ქრისტიანობას ქართლში?
ა.ხუთასი;
ბ.ხუთას წელიწადზე მეტი;
გ.სრულიად ახალი;
დ.უხსოვრად დიდი ხნის.
8. .გაიხსენეთ იოვანე საბანისძის ,,აბოს წამება”.რატომ არ ესმის აბოს ამირას სიტყვები?
ა.მისი გონება ზეცასი,ქრისტესთან არის;
ბ.ციხეში ყოფნის გამო ფიზიკურად დაუძლურებულია;
გ.ამირა აბოს მოტყუებას ცდილობს;
დ.შორსა დგას ამირასაგან.
9. .გაიხსენეთ იოვანე საბანისძის ,,აბოს წამება”.ქართლში შექმნილ რა კონკრეტულ ვითარებაზე მეტყველებს ფრაზა: ,,…აღვერიენით ერსა უცხოსა”?
ა.მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობაზე;
ბ.მძიმე სამხედრო მდგომარეობაზე;
გ.დამპყრობის ზემოქმედების განსაკუთრებულ ხარისხზე;
დ.ეროვნული ცნობიერების მაღალ ხარისხზე.
10. .გაიხსენეთ იოვანე საბანისძის ,,აბოს წამება”.წამების რომელი თავი მიეკუთვნება საგალობელთა ჟანრს?
ა.პირველი;
ბ.მეოთხე;
გ.მესამე;
დ.არცერთი
11.გაიხსენეთ გიორგი მერჩულეს ,,გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება ”.რა გამოუყენებია ავტორს წმინდა გრიგოლის ცხოვრების აღწერისას სარწმუნო წყაროდ?
ა.ქართული საისტორიო წყაროები;
ბ.მოწაფეთა და მოწაფის მოწაფეთა ნაამბობი;
გ.ხანძთაში დაცული ნაწარმოების ძველი ვარიანტი;
დ.არცერთი პასუხი არ არის სწორი
12. .გაიხსენეთ გიორგი მერჩულეს ,,გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება ”.რას ნიშნავს მერჩულე?
ა.გვარია;
ბ.მეტსახელია;
გ.საეკლესიო თანამდებობაა;
დ.გვარიშვილობის აღმნიშვნელია
13. .გაიხსენეთ გიორგი მერჩულეს ,,გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება ”.წმინდა გრიგოლმა ააშენა დედათა მონასტრები:
ა.ოშკი და ზარზმა
ბ.მერე და გუნათლე;
გ.ხანძთა და შატბერდი;
დ.პარხალი და ბერეთელთა.
14. .გაიხსენეთ გიორგი მერჩულეს ,,გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება ”.ჩასვით გამოტოვებული სიტყვა:,,ქართლად ფრიადი ქუეყანაი აღირაცხების,რომელსაცა შინა ………………… ენითა ჟამი შეიწირვის”.
ა.სომხურითა;
ბ.ებრაულითა;
გ.ქართულითა;
დ.ბერძნულითა.
15. .გაიხსენეთ გიორგი მერჩულეს ,,გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება ”.რაზე უფრო მეტი სიმტკიცე უსურვა გრიგოლმა კურაპალატის შთამომავალთ?
ა.ყველა სხვა ადრინდელ დინასტიაზე;
ბ.დუღაბზე;
გ.მთასა და კლდეზე;
დ.სარწმუნოებაზე.
16.გაიხსენეთ შოთა რუსთაველის ,,ვეფხისტყაოსანი”.რას აღნიშნავს ჩვენებითი ნაცვალსახელი ,,რომელმან” შემდეგ კონტექსტში: ,,რომელმან შექმნა სამყარო”.
ა.ადამიანს;
ბ.ღმერთს;
გ.ძალას;
დ.არაფერს.
17. .გაიხსენეთ შოთა რუსთაველის ,,ვეფხისტყაოსანი”.ტროპული მეტყველების რომელ სახეობას იყენებს ავტორი ფრაზაში:,,მელნად ვიხმარე გიშრის ტბა და კალმად მე ნა რხეული”?
ა.შედარება;
ბ.გაპიროვნება;
გ.მეტაფორა;
დ.ალუზია.
18. .გაიხსენეთ შოთა რუსთაველის ,,ვეფხისტყაოსანი”.როგორია ,ტარიელის აზრით, ქაჯეთის ციხის აღების ფრიდონისა და ავთანდილის გეგმები?
ა.ვაჟკაცური,თუმცა უპერსპექტივო;
ბ.პერსპექტიული,თუმცა არავაჟკაცური;
გ.მათივე ძალისა და გულის შესატყვისი;
დ.უვარგისი.
19.გაიხსენეთ სულხან-საბა ორბელიანის ,,სიბრძნე სიცრუისა”.რითი ჰგავს ერთმანეთს ,ლეონის აზრით,მეფესა და ცეცხლთან ახლოს ყოფნა?
ა.ორივესთან სიახლოვე ძალიან საშიშია;
ბ.ორივეს გათბობა შეუძლია;
გ.კაცს,თუ ახლო ზის ,სიცხე დასწვავს,ხოლო თუ შორს წავა -შესცივდება;
დ.ორივესთან შეიძლება დაიწვას.
20. .გაიხსენეთ სულხან-საბა ორბელიანის ,,სიბრძნე სიცრუისა”.რის ნიშნად მიართვა ჯუმბერმა მამას ქვა?
ა.სიმძიმეს გამოხატავსო.
ბ.მეფის ჯაფა მძიმეაო.
გ.ქვასავით მაგარი უნდა იყოო;
დ.გამოუყენებელი ქონება ქვის ტოლფასიაო.
21. .გაიხსენეთ სულხან-საბა ორბელიანის ,,სიბრძნე სიცრუისა”.რომელ მტერს უნდა უფრთხილდეს კაცი?
ა.თავისზე დიდს;
ბ.თავის სწორს;
გ.თავისზე პატარას;
დ.ბოროტს.
22.გაიხსენეთ დავით გურამიშვილის ,,დავითიანი”.რატომ უწოდა ავტორმა თავის პოეტურ კრებულს ,,დავითიანი”?
ა.დავით აღმაშენებელს მიუძღვნა;
ბ.მამამისის პატივსაცემად;
გ.ბიბლიურ მეფე დავითს მიბაძა;
დ.არცერთი პასუხი არ არის სწორი.
23. .გაიხსენეთ დავით გურამიშვილის ,,დავითიანი”.რომელი გორიდან უთვალთვალებდნენ ლეკები დავითს?
ა.კობის;
ბ.ირტოზის;
გ.ლაშარის;
დ.ზედაზნის.
24.მოსკოვში,ვახტანგ მეფის კარზე,შაირობაში ვის გააჯიბრეს პოეტი?
ა.კაჭკაჭიშვილს;
ბ.ჯავახიშვილს;
გ.კოტორასვილს;
დ.არავის.
25.ტროპული მეტყველების რომელი სახეობა ჩანს სტრიქონში: ,,გარდმომატარეს ასი მთა,მინდორი ცხრა იმდენია”?
ა.შედარება;
ბ.მეტაფორა;
გ.ჰიპერბოლა;
დ.პარაბოლა.
26.გაიხსენეთ გრიგოლ ორბელიანის ლექსი ,,თამარ მეფის სახე ბეთანიის ეკლესიაში”.
რას ნიშნავს ,,ცის შემრისხავნი”?
ა.ცა რისხვას აფრქვევს;
ბ.შემცოდენი;
გ.აღმრიცხველნი;
დ.უბრალონი.
27 .გაიხსენეთ გრიგოლ ორბელიანის ლექსი ,,თამარ მეფის სახე ბეთანიის ეკლესიაში”. რას ნიშნავს სიტყვა – სახიერება შემდეგ სტრიქონში: ,,შენს წმინდა სახეს ,მშვენებით სავსეს ,სახიერებით გაბრწყინებულსა”?
ა.ლამაზ პირისახეს;
ბ.სიკეთეს;
გ.მზის სინათლეს;
დ.გარდაცვალებას.
28. .გაიხსენეთ გრიგოლ ორბელიანის ლექსი ,,თამარ მეფის სახე ბეთანიის ეკლესიაში”.რა დროს უცქერის ხოლმე პოეტი თამარის ფრესკას?
ა.როცა უძილობა აწუხებს;
ბ.სიხარულისა და წუხილის დროს;
გ.მხოლოდ გასაჭირის დროს;
დ.როცა ცოდვები აწუხებს.
29.გაიხსენეთ გრიგოლ ორბელიანის ლექსი ,,თამარ მეფის სახე ბეთანიის ეკლესიაში”.რატომ არ სურს პოეტს გამოფხიზლება?
ა.რათა არ იგრძნოს სამშობლოს სულით დაცემა;
ბ.დაუძლურებულია და ვერაფერს არგებს ქვეყანას;
გ.ახალგაზრდები უფრო კარგად მოქმედებენ;
დ.მისი დრო წასულია.
30. .გაიხსენეთ გრიგოლ ორბელიანის ლექსი ,,თამარ მეფის სახე ბეთანიის ეკლესიაში”.რისი სიმბოლოა შავი ყორანი?
ა.მტრის;
ბ.სიძლიერის;
გ.შავი ფერის მხოლოდ;
დ.არაფრის.
31. .გაიხსენეთ გრიგოლ ორბელიანის ლექსი ,,თამარ მეფის სახე ბეთანიის ეკლესიაში”.რომელია ერთ-ერთი იმ პირობათაგან,რომლითაც საქართველო წელში უნდა გაიმართოს ,,და დადგეს ერად სხვა ერთა შორის”?
ა.სამშობლო მიწის სიყვარული;
ბ.შრომისმოყვარეობა;
გ.მეურნეობის გაუმჯობესება;
დ.ბრძოლა.
32.გაიხსენეთ ნიკოლოზ ბარათაშვილის ,,მერანი”.რა გახდა საბაბი ,,მერანის” დაწერისა?
ა.ქართველთა გამარჯვება შამილთან ბრძოლაში;
ბ.ილია ორბელიანის დატყვევება;
გ.წინაპართა პატივისცემის სურვილი;
დ.,,ქართლის ცხოვრების” წაკითხვა.
33. .გაიხსენეთ ნიკოლოზ ბარათაშვილის ,,მერანი”.რის გადალახვას ცდილობენ მხედარი და მისი რაში?
ა.უკუნი ღამის;
ბ.ბედის საზღვრის;
გ.სტიქიის შემოტევის;
დ.არცერთის.
34.ნიკოლოზ ბარათაშვილი ლექსში ,,შემოღამება მთაწმინდაზედ” რას ადარებს მთაწმინდის ძირში გაშლილ ველს?
ა.ხელისგულს;
ბ.წმინდა ტაბლას;
გ.ბრძოლის ველს;
დ.ასპარეზს.
35.გაიხსენეთ ნიკოლოზ ბარათაშვილის ,,ბედი ქართლისა”.ვის მიმართავს ავტორი პოემის შესავალში?
ა.თუშებს;
ბ.კახელებს;
გ.ხევსურებს;
დ.ქართლელებს.
36. .გაიხსენეთ ნიკოლოზ ბარათაშვილის ,,ბედი ქართლისა”.რას ეუბნება ერეკლე მეფე ჯარს,საქართველოს დღეს რა გადაუწყდებაო?
ა.თავისი მომავალი;
ბ.ბედი და უბედობა;
გ.წარსული;
დ.არაფერი
37. .გაიხსენეთ ნიკოლოზ ბარათაშვილის ,,ბედი ქართლისა”.რატომ არ ახარებდა ერეკლე მეფეს პირველი დღის გამარჯვება?
ა.საყვარელი ცხენი მოუკლეს;
ბ.დაჭრეს.
გ.მსხვერპლი დიდი იყო;
დ.მტერთან იყო დაზავებული.
38. .გაიხსენეთ ნიკოლოზ ბარათაშვილის ,,ბედი ქართლისა”.ერეკლეს აზრით,ქართველთა დამარცხება ვის ,,ააყაყანებდა”?
ა.ოსებს;
ბ.ლეკებს;
გ.მთიულებს;
დ.მტერს.
39. .გაიხსენეთ ნიკოლოზ ბარათაშვილის ,,ბედი ქართლისა”.სოლომონის აზრით,სჯულის ერთობა რუსეთთან რატომ ,,არარას არგებდა” საქართველოს?
ა.მათ განსხვავებული წარმოდგენები ჰქონდათ იმპერიაზე;
ბ.მათ სხვადასხვა თვისება ჰქონდათ;
გ.ისინი ისლამს ექვემდებარებოდნენ;
დ.საქართველო ბიზანტიის ქვეშევრდომი იყო
40.გაიხსენეთ ნიკოლოზ ბარათაშვილის ,,ბედი ქართლისა”.ჩასვით გამოტოვებული სიტყვა:,,ეხლა კი დროა,სოლომან,რომა…………..მშვიდობა ნახოს საქართველომა”.
ა.სინათლე;
ბ.მშვიდობა;
გ.სიხარული;
დ.სიმდიდრე.
41.გაიხსენეთ ილია ჭავჭავაძის ,,მგზავრის წერილები”.სადაურია კაცი,რომელიც დასცინის ,,რუსის პოვოსკას”?
ა.რუსი;
ბ.ფრანგი;
გ.ქართველი;
დ.იტალიელი.
42. .გაიხსენეთ ილია ჭავჭავაძის ,,მგზავრის წერილები”.ვის ან რის შესახებ ამბობს ავტორი:,,ისე დადუმებულა,თითქო როზგქვეშ არის გატარებული,ან დიდი ჩინი მიუღიაო”.
ა.ფრანგის შესახებ;
ბ.თერგის შესახებ;
გ.მეეტლის სესახებ;
დ.ოფიცრის შესახებ.
43. .გაიხსენეთ ილია ჭავჭავაძის ,,მგზავრის წერილები”.თერგისა და მყინვარის,დღისა და ღამის დაპირისპირებით რა გვიჩვენა ილიამ?
ა.მოძრაობა და უძრაობა;
ბ.სიკეთე და გულმოწყალება;
გ.სიმაღლე და სიმდიდრე;
დ.სიბნელე და უმეცრება.
44. .გაიხსენეთ ილია ჭავჭავაძის ,,მგზავრის წერილები”.რომელი ციხის შესახებ ამბობს ილია,რომ ის ,,ხელთუქმნია”?
ა.სამების;
ბ.ანანურის;
გ.გორის;
დ.არშის.
45.გაიხსენეთ აკაკი წერეთლის ,,განთიადი”.ვის მიუძღვნა ავტორმა ეს ლექსი?
ა.ილია ჭავჭავაძეს;
ბ.დიმიტრი ყიფიანს;
გ.ივანე მაჩაბელს;
დ.ნიკოლოზ ბარათაშვილს.
46. ვის მიუძღვნა აკაკიმ პოემა ,,გამზრდელი”?
ა.მოსწავლეებს;
ბ.აღმზრდელებს;
გ.მოხუცებს;
დ.არავის.
47.პოემა ,,გამზრდელის” მიხედვით რას უწოდებს ავტორი ჰაჯი-უსუბთან მიმავალ საფარ-ბეგს?
ა.ფიცის გამტეხს;
ბ.მორდუობის გამტეხს;
გ.მონანიე დამნაშავეს;
დ.უხასიათო კაცს.
48.გაიხსენეთ ვაჟა-ფშაველას ,,ალუდა ქეთელაური”.რაზეა საუბარი შემდეგ სტრიქონში:
,,შენ რომ სხვა მაჰკლა,შენც მოგკლვენ,მკვლელს არ საარცენს გვარია”?
ა.დამნაშავის დასჯაზე;
ბ.სისხლის აღებაზე;
გ.სახალხო სამსჯავროზე;
დ.გვართა კავშირზე.
49. .გაიხსენეთ ვაჟა-ფშაველას ,,ალუდა ქეთელაური”.როგორია,ალუდას თქმით, მოკლული მტრისთვის მკლავის მოჭრის ადათი?
ა.ყავლგასული;
ბ.ცოდვა-ბრალით მონათლული;
გ.გასაუქმებელი;
დ.სამართლიანი.
50. .გაიხსენეთ ვაჟა-ფშაველას ,,ბახტრიონი”.რომელი მხატვრული ხერხია გამოყენებული შემდეგ ფრაზაში: ,,დღემ დაიხურა პირბადე”?
ა.მეტაფორა;
ბ.შედარება;
გ.გაპიროვნება;
დ.გაპიროვნება.
51.გაიხსენეთ დავით კლდიაშვილის ,,სამანიშვილის დედინაცვალი”.რატომ წარმოადგენდა ბეკინას მიერ ცოლის შერთვა პლატონის დაღუპვას?
ა.სოფელში დასცინებდნენ;
ბ.ბეკინას შვილი რომ ჰყოლოდა,პლატონის სამემკვიდრეო ქონება გაიყოფოდა;
გ.პლატონის შვილება ბეკინას ყურადღება მოაკლდებოდა;
დ.ორი დიასახლისი ერთმანეთს ვერ შეეწყობოდნენ.
52. გაიხსენეთ კ.გამსახურდიას ,,დიდოსტატის მარჯვენა” .ვის შეიძლება განასახიერებდეს ,ფარსმან სპარსის მინისნებით,არსაკიძის ნახატში თაფლისფერთვალებიანი დათვი?
ა.ბოდოკიას;
ბ.მეფე გიორგის;
გ.ახალ ეზოსმოძღვარს;
დ.გირშელს.
53.გაიხსენეთ ლეო ქიაჩელის ,,ჰაკი აძბა”.განსაკუთრებით რა გააცოფა ვასილ ხრიტანიუკი უჯუშ ემხას დანახვისას?
ა.მისმა მედიდურმა იერმა;
ბ.ოფიცრის ეპოლეტებმა;
გ.ოქროს დაშნამ;
დ.რევოლვერმა.
54. გაიხსენეთ კ.გამსახურდიას ,,დიდოსტატის მარჯვენა”.ვისზე ამბობდა მწერალი:,,ზოგიერთი ადამიანი თავისი უმნიშვნელობით ხდება შესამჩნევი”?
ა.დიდოსტატზე;
ბ.ფარსმანზე;
გ.ექვთიმეზე;
დ.მეფე გიორგიზე.
55. გაიხსენეთ კ.გამსახურდიას ,,დიდოსტატის მარჯვენა”.მდაბიურად გადაცმული მეფე გიორგი რა სახელს ირქმევდა?
ა.გაბო ტარიჭისზეს;
ბ.გლახუნა იმედაძეს;
გ.გლახუნა ავსაჯანისძეს;
დ.იმედა ავსაჯანისძეს.
56. გაიხსენეთ კ.გამსახურდიას ,,დიდოსტატის მარჯვენა”.ვის სასახლესი ცხოვრობდა კონსტანტინე არსაკიძე?
ა.თორღვასეულ სასახლესი;
ბ.რატისეულ სასახლეში;
გ.ლევანისეულ სასახლეში;
დ.მეფის სასახლეში.
57.გაიხსენეთ მიხეილ ჯავახიშვილის ,,ჯაყოს ხიზნები”.ვის ადარებს მწერალი ჯაყოს?
ა.გაცოფებულ ხარს;
ბ.ქალაქში სემოვარდნილ დათვს;
გ.აყმუვლებულ მგელს;
დ.ლაგამმოშვებულ ულაყს.
58. .გაიხსენეთ მიხეილ ჯავახიშვილის ,,ჯაყოს ხიზნები”.ვინ ვის ეუბნება: ,,ჩვენივე ნასახლარში ჩვენივე ნამოჯამაგირევს უნდა შევეკედლოთ და ჯაყოს სამადლოდ უნდა გავიხადოთ თავი”?
ა.თეიმურაზი-მარგოს;
ბ.თეიმურაზი-ივანეს;
გ.მარგო-თეიმურაზს;
დ.მარგო-ივანეს.
59.გაიხსენეთ ნიკო ლორთქიფანიძის ,,თავსაფრიანი დედაკაცი”.რა უპასუხა თავსაფრიანმა დედაკაცმა ავარას,რომელმაც თვითმკვლელობა ურჩია?
ა.მეშინია,მაგას ვერ გავაკეთებო;
ბ.დამინახავენ და დამსჯიანო;
გ.ჩემი ხელით სული როგორ წავიწყმიდოო.
დ.შვილებს ეწყინებათო.
60. .გაიხსენეთ ნიკო ლორთქიფანიძის ,,თავსაფრიანი დედაკაცი”.გულზე როგორი ჯვარი ეკიდა გარდაცვლილ დედაბერს?
ა.ოქროსი;
ბ.ვერცხლის;
გ.სპილენძის;
დ.თითბრის.

Комментариев нет:

Отправить комментарий