вторник, 13 марта 2018 г.

ეს მე-8 კლასისაა


                        მე-8 კლასი.
                   საგანი -ქართული    სულ 32 ქულა
                                             
1.      იმსჯელეთ გრიგოლ ორბელიანის ლექსის შემდეგ ფრაზაზე:
,,სხვა საქართველო სად არის,რომელი კუთხე ქვეყნისა,ერი გულადი,პურადი,მოყვარე თავის ქვეყნისა“.(2)
2.რატომ გვიწვევს გ.ტაბიძე ბეთანიაში სამოგზაუროდ?(,,წამყე ბეთანიისაკენ“) (2)
3.რა იცით გრემის შესახებ და როგორ გამოხატავს ო.ჭილაძე ამ ადდგილისადმი მოწიწებას? (3)
4.გადმოეცით პოეტის განცდები ,,მამულის“ მიხედვით(ა.სულაკაური) (2)
5.რა იცით სიმონ ჩიქოვანის შესახებ.როგორ გამოხატავს იგი სიყვარულს თბილისის მიმართ? (3)
6.დაასახელეთ,რომელ მხატვრულ ხერხებს იყენებს ავტორი შემდეგ სტროფში;
,,და თუმცა გრემი არის ბებერი,არის დაღლილი და დაქანცული,
მე მაინც მამღვრევს ეს სექტემბერი,როგორც საყვარელ ქალის სხეული“.(3)
7.რაზე ამბობს გ.ტაბიძე:,,დავდივარ,ვწუხვარ და მენანება“?(3)
8.რა არის ლეგენდა,თხრობა,აღწერა,რეფრენი,კონტრასტი?(5)
9.ჩამოაყალიბე შენი პირადი დამოკიდებულება სამშობლოს მიმართ?გაიხსენე გმირი წინაპრები და აღნიშნე,რას გავალებს ,,მათი საქმენი საგმირონი“.(3)
10. რომელი ისტორიული მოვლენაა ასახული აკ.წერეთლის ბაში-აჩუკში“?-(1)
11.ვინ იყო აჯანყების მეთაური (,,ბაში-აჩუკი“)?(1)
·         ზაალ ერისთავი
·         ბიძინა ჩოლოყაშვილი
·         ბაში-აჩუკი

12.   იპოვეთ და გაასწორეთ შეცდომები (წინადადებების გასწვრივ დაწერეთ სწორი ფორმები).            
                     გაითვალისწინეთ, ყოველ წინადადებაში თითო შეცდომაა დაშვებული.

 1. ლევანი ცდილობდა სტუმართ მოყვარეობა ეჩვენებინა. -------------------------
2. იგი ცდილობდა დამტკიცებია, რომ მართალი იყო. -------------------------
3. დამშეული ძაღლები საჭმელს მივარდნენ . --------------------------
4. გარკვეულ შემთხვევებში ტირის დაწერა აუცილებელია. -------------------------
 5. მატარებელი ამასობაში სადგურს მიდგომოდა. --------------------------
6. ძველი შენობები მერიას გაუნახლებია. --------------------------
 7. ნაწერში ერთი და იგივე სიტყვის გამეორება ტავტოლოგიას ქმნის. ----------------
8. არდადაგებზე წასული ბავშვები მონდომებით წერდენ დავალებებს. ----------------
9. ჩემი მეგობარი მე-12-ეზე ცხოვრობს. ---------------------
10. ბიცოლის ნაამბობი დღემდე მახსოვს. --------------------------

Комментариев нет:

Отправить комментарий