ტრენინგში მონაწილე პედაგოგები იყვნენ თბილისიდან და კასპის რაიონიდან....2 კვირის დატვირთული მუშაობის შემდეგ დარჩა შთაბეჭდილება იმისა,რომ პედაგოგები ყველაფერს გააკეთებენ მომავალი თაობის ჯანსაღი სულისკვეთებით აღზრდისათვის.
სწორედ ამ და სხვა კეთილშობილური მიზნების განხორციელებას ემსახურება საგანმანათლებლო სისტემაში მიმდინარე რეფორმა......
მეტად საინტერესო და შინაარსიანი იყო თითოეული ლექცია....დაწვრილებით განვიხილეთ ზეპირმეტყველების,კითხვის , წერის სტრატეგიები და ხერხები...დავგეგმეთ გაკვეთილები.... გავაანალიზეთ მართლწერისა და მართლმეტყველების საკითხები....
ჩემი აზრით,სასურველია ასე გადამზადდეს ყველა პედაგოგი სასწავლო წლის დასაწყისში და არა მხოლოდ გაოცდების წინ.
ლია ჩხაიძე ლექციის დროს ქალბატონ ბელა სარიასთან ერთად....