суббота, 10 апреля 2010 г.

ქალბატონ იზა ხურციძეს!

    აპრილის თვეში მოევლინე ქვეყანას...

გაახილე თვალი და იხილე სამყარო ათასგვარი ფიქრებით,

ოცნებებით,სილამაზითა თუ ულამაზობით,

სიყვარულითა თუ უსიყვარულობით,

 სიმართლითა თუ უსამართლობით....

ცხოვრებამ დიდი სარკეში ჩაგახედათ .... 

 და თქვენ აირჩიეთ გზა შემოქმედისა...

არჩიეთ გეღვაწათ მომავალი თაობის,კოლეგების,

ოჯახის,ახლობლებისა და მეგობრებისათვის....

 იყო და აკეთო საქმე ,რომელიც სხვას 
სიხარულს  მიანიჭებს, 

დიდი ხელოვნებაა...


იყო და იწვოდე სანთელივით,დიდი მადლია...


იყო და გიხაროდეს სხვისი სიხარული,დიდი ნიჭია....


ხარ და არიგებ გაზაფხულის თაიგულივით ლამაზი სიტყვების კორიანტელს,

რომელიც სულში ისე აგიზგიზდება,როგორც მარიტას ეზოში აბრიალებული

ბროწეულის ყვავილი...


მინდა მოგეფერო და გისურვო ჯანის სიმრთელე,სულის მხნეობა,გულის მზეობა....


სიტყვის ძალა და ხიბლი გრძნობისა....


შემართება და გამძლეობა....


დაბადების დღეს გილოცავ,1 აპრილს!

ტყუილისა და ხუმრობის დღეა,მაგრამ  გულწრფელ და 

ალალ სიტყვებს მოგიძღვნი,ჩემო საყვარელო კოლეგავ,

მეგობარო და კარგო ქალბატონო,

ძვირფასო იზა!

Комментариев нет:

Отправить комментарий