среда, 14 апреля 2010 г.

14 აპრილი-დედაენის დაცვის დღე



           ქართულის მასწავლებლისათვის მართლაც რომ მნიშვნელოვანი თარიღია 14 აპრილი-დედაენის დაცვის დღე.ვარ მასწავლებელი და ამ დღეს  ყოველთვის ვუძღვნი ერთ გაკვეთილს....ხან ლიტერატურულ-მუსიკალურ კომპოზიციას ვატარებ,ხან-კალიგრაფისტთა კონკურსს.ხან-პოეზიის 5 წუთს,ხან კიდევ -დისკუსიას....
            დღეს მე-8 და მე-9 კლასის მოსწავლეებმა შესანიშნავი თხზულებები წარმოადგინეს....დაინტერესდნენ და საინფორმაციო მასალებიც მოიძიეს....მშვენივრად გააშუქეს,თუ რა მოხდა 1978 წლის 14 აპრილს....გულისტკივილით  აღნიშნეს,რომ საუკუნეების მანძილზე ხელიხელსაგოგმანებელი ქართული ენა დღეს იბილწება მავანთა და  მავანთა გამო....ამაში ბრალი მომავალ თაობასაც მიუძღვის  საუბრის დროს გამოყენებული ჟარგონების გამო....გაკვეთილზე  ცნობილ პოეტთა ლექსებიც წაიკითხეს მოსწავლეებმა....... 
           მე-6-1 კლასში გაკვეთილი ლამაზად მიმდინარეობდა....პოეზიის 5 წუთი სასიამოვნო განწყობის შექმნაში დაეხმარა ბავშვებს...............შემდეგ გაიმართა დისკუსია:,,რატომ მიყვარს ჩემი ქართული?”საუბარი იმ მიზეზებსაც შეეხო,რომელმაც გამოიწვია 14 აპრილის დედაენის დაცვის დღედ გამოცხადება....
 სირცხვილი არაა,დედაენას დაცვა ჯირდებოდეს?! 

Комментариев нет:

Отправить комментарий