среда, 14 апреля 2010 г.

ნიკო გომელაური


,,მე რომ წავალ,ალბათ იტყვის დედა,
ეს რა კარგი გამიზრდია შვილი,
და ინატრებს,ის დღე მისცა ნეტავ.
პირველად რომ დამიკერა ღილი...
როცა წავალ,გაიხსენებს მამა,
პირველად რომ მნახა უკვე დიდი,
კარგია,რომ არ გამათამამა,
კარგია,რომ ასე კარგად მსჯიდი.
წავალ,მჯერა,მერე იტყვის ქალი,
შესაძლოა,დაიღვაროს ცრემლად,
ეცოცხლაო,ყოფილიყო მთვრალი, 
მთავარია,ვიქნებოდით ერთად.
მე არ ვიცი,რას იფიქრებს შვილი,
ალბათ ცუდს და ალბათ ცოტას კარგსაც,
თვითონ ვიცი,მოვაკელი ხილი
და ვაკლებდი ნაყინსაც და მარწყვსაც.
რას იტყვიან ძმები,წავალ როცა,
ალბათ იქაც შემფიცებენ ძმობას.
ჩემ გარეშე დაიცლება ბოცა,
ცემ გარეშე აჰყვებიან გრძნობას.
იქ კი ვიცი,ვინც დამხვდება,იტყვის,
მუდამ სცდიდა თავის ბედს და წერას,
კარგი არ უკეთებია თითქმის,
თუ არ ცავთვლით რაღაც ლექსის წერას.
მე მინდა,რომ ვუპასუხო ყველას-
ქალებს,შვილებს,ჩემიანებს.მასას,
მოერიდონ უსაფუძვლო ღელვას,
არ ვაპირებ მე ჯერ არსად წასვლას...“

Комментариев нет:

Отправить комментарий