თოვლი არ ჩანს,მაგრამ ფიქრი?
ფიქრი მოთოვს ციდან....
სურვილს რაღა დააოკებს
ამ ახალი წლიდან?!
სიკეთის და იმედების
დაბედება მინდა.......
გაქრეს თუკი სადმე არის
ღვარძლი ერთი ციდა!
ბარაქა და ხვავი დადგეს
ჩვენს ბეღელში ამ წელს.
სიახლის და წინსვლის იყოს,
ძველებს რომ არ ჰგავდეს....
დაეხუროს ჩვენთვის ქუდად
მშვიდობა და მადლი....
კაცს კაცობა ეტყობოდეს,
ქალს კი ერქვას ქალი...........
ამაღლდეს და გაიშალოს
სახლი-კარი,ჭერი,
დასამარდეს ორგული და
გულბოროტი მტერი.....
სხვას რას ვერჩით,
სიყვარულით დაიცალოს ქვევრი,
დაილოცოს სიყვარულში
ჩემი ჯიში,გენი......
.და ვილოცოთ , რომ გადარჩეს
ჩემი დიდი ერი!
თუკი ერთად დაგვიგულებს,
რას დაგვაკლებს მტერი?!
01.01.2011 ლიკა
რასაც აქ ვწერ,ეს მატიანეა... მინდა ყველაზე ძვირფასი სახელები გამოვამზეურო, ლამაზი წამები ძვირფას მოგონებად შემოვინახო, უგულობა - სიყვარულად, ტყუილი -სიმართლედ, შური -სიკეთედ, უმადურობა -მადლიერებად ვაქციო, მოვესათუთო და მოვეხმატკბილო სამყაროს უძვირფასეს ქმნილებებს - ადამიანებს!
пятница, 31 декабря 2010 г.
вторник, 28 декабря 2010 г.
წარმატებული წელი!-2010 . მოდის -2011
ქ.თბილისის 32-ე საჯარო სკოლის დირექციამ სემესტრის დასასრულს მოიწვია თათბირი.სკოლის დირექტორმა ნანა ქაჯაიამ დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა თავის პედაგოგებს.შეაჯამა წლის ,,მოსავალი" და წარმატებული შრომისათვის პრემიის სახით დანამატი გაუკეთა თითოეულ თანამშრომელს.არ დავიწყებია სასკოლო ცხოვრებაში მონაწილე აქტიური მოსწავლეებიც,მათ მოოქროვილი ,,ვეფხისტყაოსნები" გადასცა საჩუქრად.ასეთივე საჩუქარი მიიღო სკოლის 2-მა პედაგოგმა-ლია ჩხაიძემ და ასმათ ჭარელიძემ-ლიტერატურული წრის-,,სამოთხის გვრიტების" ხელმძღვანელებმა მრავალი ლამაზი ღონისძიების ორგანიზებისათვის.
воскресенье, 26 декабря 2010 г.
გილოცავთ ახალ 2011 წელს!
ღვაწლმოსილი პედაგოგები
ისინი ჩვენს გვერდით მოღვაწეობდნენ....
ათეული წლები ედგნენ სკოლას ბურჯად და სიმაგრედ.....
წლებმა მისცა მათ ძალა,გამძლეობა,პროფესიონალიზმი,საქმისადმი ერთგულება....
სკოლამ დაანახა მათ ბავშვის სულში ანთებული სიყვარული,კოლეგების თანადგომა და რწმენა იმისა, რომ საქმეს არ ეღალატება....
წლებმა შესძინა ამ ადამიანებს თვითდაჯერებულობა, უძილო ღამეების წილ რომ მიიღეს საზღაურად.....
და ახლა , განვლილმა წლებმა სიამაყით მიაღებინა მათ გადაწყვეტილება სკოლიდან წასვლისა....ისინი ისევე ლამაზად დაშორდნენ მშობლიურ სკოლას, როგორ ლამაზადაც მობრძანდნენ წლების წინ....
დიდია გულისწყვეტა.....მათ კიდევ ბევრი შეეძლო.....ისინი ისევ გვჭირდებოდნენ....მაგრამ მაინც სულ ჩვენს გვერდით იქნებიან...
გვახსოვდეს ჩვენი ძვირფასი პედაგოგები:

- ქალბატონი ზაირა რურუა-ხაზვის მასწავლებელი;
- ქალბატონი გულნარა ლევანიძე-ქართულის მასწავლებელი'
- ქალბატონი გილდა ვაშაკიძე-გამოყენებითი და დეკორატიული ხელოვნების მასწავლებელი;
- ქალბატონი ნათელა გოჩიაშვილი-მათემათიკის მასწავლებელი;
- ქალბატონი მერი მარაქველიძე-მატემატიკის მასწავლებელი;
ღვაწლმოსილი პედაგოგების გაცილება
32-ე საჯარო სკოლა ახალ -ახალ ინიციატივებს უდებს სათავეს....ქართულის კათედრის გამგემ დარეჯან პეტრიაშვილმა ერთ ლამაზ იდეას შეასხა ფრთები:ღვაწლმოსილი პედაგოგები გაცილება.მასწავლებლები,რომლებიც თავიანთი მტკიცე გადაწყვეტილებით წავიდნენ სკოლიდან:მერი მარაქველიძე,ნათელა გოჩიაშვილი,გილდა ვაშაკიძე,ზაირა რურუა,გულიკო ლევანიძე.
შეხვედრა-გაცილება ახალი წლის წინა დღეებში ჩატარდა.ლამაზად მოწყობილ სააქტო დარბაზში დიდი სითბო და სიყვარული სუფევდა.პედაგოგებმა ისაუბრეს ამ ამაგდარი ადამიანების ღვაწლსა და დამსახურებაზე სკოლისა და მოსწავლეების წინაშე;გაიხსენეს ერთად გატარებული ლამაზი დღეები;კურიოზები სასკოლო ცხოვრებიდან;მადლობა გადაუხადეს სკოლის მემატიანეებს დახარჯული ენერგიისა და უანგაროდ გაწეული ღვაწლისათვის.
პედაგოგებს მიესალმნენ საკუთარი მოსწავლეებიც, მშობლებიც,სკოლის ხალხური სიმღერების ანსამბლმა შეასრულა სიმღერები.დიდ ხანს ისმოდა სასიამოვნო ჰანგები სკოლის შენობიდან....სახლში წასვლა არ უნდოდათ პედაგოგებს....ეს დღე იყო დიდი მოფერების,ჩახუტების,იმედებისა და სურვილების ახდენის დღე....
პედაგოგებმა გაიხსენეს აწ გარდაცვლილი პედაგოგი, ქალბატონი ნორა კაკაურიძე,რომელსაც ვერ მოუწყვეს გაცილება და ამაგდარი ადამიანი ახლა აღარ არის ჩვენს გვერდით.
აი,ასე ლამაზად დაამთავრა სასწავლო წლის პირველი სემესტრი 32-ე საჯარო სკოლამ.

Подписаться на:
Сообщения (Atom)