воскресенье, 26 декабря 2010 г.

ღვაწლმოსილი პედაგოგების გაცილება

32-ე საჯარო სკოლა ახალ -ახალ ინიციატივებს უდებს სათავეს....ქართულის კათედრის გამგემ დარეჯან პეტრიაშვილმა ერთ ლამაზ იდეას შეასხა ფრთები:ღვაწლმოსილი პედაგოგები გაცილება.მასწავლებლები,რომლებიც თავიანთი მტკიცე გადაწყვეტილებით წავიდნენ სკოლიდან:მერი მარაქველიძე,ნათელა გოჩიაშვილი,გილდა ვაშაკიძე,ზაირა რურუა,გულიკო ლევანიძე.
შეხვედრა-გაცილება ახალი წლის წინა დღეებში ჩატარდა.ლამაზად მოწყობილ სააქტო დარბაზში დიდი სითბო და სიყვარული სუფევდა.პედაგოგებმა ისაუბრეს ამ ამაგდარი ადამიანების ღვაწლსა და დამსახურებაზე სკოლისა და მოსწავლეების წინაშე;გაიხსენეს ერთად გატარებული ლამაზი დღეები;კურიოზები სასკოლო ცხოვრებიდან;მადლობა გადაუხადეს სკოლის მემატიანეებს დახარჯული ენერგიისა და უანგაროდ გაწეული ღვაწლისათვის.
           პედაგოგებს მიესალმნენ საკუთარი მოსწავლეებიც, მშობლებიც,სკოლის ხალხური სიმღერების ანსამბლმა შეასრულა სიმღერები.დიდ ხანს ისმოდა სასიამოვნო ჰანგები სკოლის შენობიდან....სახლში წასვლა არ უნდოდათ პედაგოგებს....ეს დღე იყო დიდი მოფერების,ჩახუტების,იმედებისა და სურვილების ახდენის დღე....
           პედაგოგებმა გაიხსენეს აწ გარდაცვლილი პედაგოგი, ქალბატონი ნორა კაკაურიძე,რომელსაც ვერ მოუწყვეს გაცილება და ამაგდარი ადამიანი ახლა აღარ არის ჩვენს გვერდით.
          აი,ასე ლამაზად დაამთავრა სასწავლო წლის პირველი სემესტრი 32-ე საჯარო სკოლამ.


















Комментариев нет:

Отправить комментарий