пятница, 3 декабря 2010 г.

შეხვედრა განათლების სამინისტროში

მასწავლებლის პროფესიული განვითარების სქემის გაცნობის მიზნით, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა გია მამულაშვილმა პრეზენტაცია გამართა.
მასწავლებლის პროფესიული განვითარების სქემის მთავარი არსია მასწავლებელთა პროფესიული განვითარების მოტივირება და წახალისება. სქემა ხელს შეუწყოს მასწავლებლის კომპეტენციის ამაღლებას, მის პროფესიულ განვითარებას და კარიერულ ზრდას. სქემის მიხედვით განისაზღვრა მასწავლებლის სამი კატეგორია.
პედაგოგს მასწავლებლობის უფლება 8 წლის განმავლობაში უნარჩუნდება, რის შემდეგაც მას მოუწევს კვლავ ჩააბაროს გამოცდა ან ჩაერთოს მასწავლებლის პროფესიული განვითარების სქემაში, რითაც შეძლებს კრედიტების დაგროვებას და ამ გზით სერტიფიკატის შენარჩუნებას. პროფესიული და კარიერული ზრდის საფეხურის გავლისთვის მასწავლებელმა 7 წლის განმავლობაში უნდა გაიაროს სხვადასხვა აქტივობები: ტრენინგ-პროგრამებში მონაწილეობა, სასკოლო ან მეთოდოლოგიური სახელმძღვანელოს ავტორობა, კონფერენციებსა და სემინარებში მონაწილეობა, მოსწავლეთა გამარჯვება საერთაშორისო ოლიმპიადებსა და კონკურსებში, სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლეებთან მუშაობა და სხვა.
დოკუმენტი შემუშავებულია მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ექსპერტთა მიერ.

Комментариев нет:

Отправить комментарий