32-ე საჯარო სკოლის 2 პედაგოგი -ლია ჩხაიძე და ნინო კაშია მონაწილეობდა განათლების სამინისტროს მიერ ჩატარებულ ტრენინგში ,,მეტეხი პალასში".
პედაგოგთა ტრენინგები 13 დეკემბრიდან დაიწყო და წლის ბოლომდე გასტანს. თბილისისა და საქართველოს ყველა რეგიონის სერტიფიცირებული მასწავლებელი გაივლის ტრენინგს, რომელიც მათ მარტში დაგეგმილი გამოცდის ჩაბარებაში დაეხმარება. როგორც განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა განაცხადა, სერტიფიცირებული პედაგოგები, რომლებიც ინგლისურ ენასა და კომპიუტერულ პროგრამებში გამოცდას ჩააბარებენ და მინიმალურ კომპეტენციებს გამოავლენენ,სახელფასო დანამატს მიიღებენ.
Комментариев нет:
Отправить комментарий