воскресенье, 21 ноября 2010 г.

მისტიფიკაცია-პაოლო იაშვილი-ელენე დარიანი

“შეყვარებულობის ჭეშმარიტი ეროტიკული განცდა და ამასთან, განცდა წმინდა ქალური სტიქიისა”

წერდა გრიგოლ რობაქიძე ელენე დარიანზე..
ვინ იყო ელენე დარიანი,პაოლო იაშვილის ალტერ ეგო თუ მისი მეგობარი ელენე ბაქრაძე.?ვინ არის დარიანული ლექსების ავტორი და რატომ მალავდნენ ცისფერყანწელები პოეტი ქალის ნამდვილ სახელს.ამ საკითხებთან დაკავშირებით ლიტერატურულ საზოგადოებაში განსხვავებული მოსაზრებები არსებობდა და დღემდე არსებობს...
ეს არის ძალიან საინტერესო ისტორია ქართველ პოეტ ქალზე,რომელსაც საზოგადოებამ უსამართლო განაჩენი გამოუტანა და ცისფერყანწელთა შორის ყველაზე მისტიურ პიროვნებად აქცია...
როგორც ცნობილია, პირველად სწორედ პაოლო იაშვილმა გამოაქვეყნა ელენე ბაქრაძის ლექსები ელენე დარიანის ფსევდონიმით.საკმაოდ თამამმა პოეზიამ დიდი სკანდალი გამოიწვია საზოგადოებაში.მკითხველი აღშოფოთებას ვერ მალავდა.დარიანის პოეზია უბრალო პორნოგრაფიად მონათლეს.ფიქრობდნენ,რომ ქართველ ქალს არ ჰქონდა უფლება ეწერა ასე თამამად საკუთარ გრძნობებზე...მერე როცა ერთ-ერთ ლიტერატურულ საღამოზე პაოლომ ელენეს ლექსები წაიკითხა და პროტესტის ნიშნად რამდენიმე ქალბატონმა დარბაზი დატოვა,უკვე ცხადი გახდა საზოგადოების დამოკიდებულება დარიანული პოეზიის მიმართ.
დიდი ხნის განმავლობაში ფიქრობდნენ,რომ ელენე დარიანი არ არსებობდა და რომ ეს იყო პაოლო იაშვილის მეტსახელი,მაგრამ უკვე საკმაო ცნობები გვაქვს იმისთვის,რომ ელლე აღარ ჩავთვალოთ მისტიურ პიროვნებად 
ელენე ბაქრაძე გახლდათ პაოლო იაშვილის მუზა.მათ დიდი სიყვარული აკავშირებდათ  “პირამიდები”
იქ, სადაც დუმან პირამიდები,
მზის ქორწილის დროს მე დავწვები მზისფერ სილაზე…
იქ, სადაც დუმან პირამიდები,
შენ მომინდები,
შენი თვალები, შენი მკლავები, შენი სინაზე.
შენ მოგაფრენს ცხენი არაბული,
თველებდანაბული.
საყვარელ ხელებს მივეცემი, როგორც ნაზ საწოლს,
და შენ დამკოცნი როგორც დედოფალს, ვით მხევალს და ცოლს,
ტკბილი იქნება ცხელ სილაზე ჩვენი თამაში,
მზიურებს მაშინ არაფერი მოგვაგონდება…
პირამიდებში ატირდება ლოდინით რაში.
ლურჯ სფინქსთან მივა, უცქერს დიდხანს და დაღონდება.
სილიან ტანით მდინარისკენ გავეშურებით,
მწვანე ტალღებში დავამშვიდებთ ჩვენს ღელვას ალურს.
გამოფხიზლდება შენი რაში სფინქსის ყურებით,
დაუწყებს ძებნას უდაბნოში თავის სიყვარულს.


ეს ლექსი ელენე დარიანს ეკუთვნის :) 
"ქუთაისი.
აგვისტოს ღამის დამდეგი.


ელლი! ჩემზე ჯვარდაწერილო, სასურველო ჩემო!

ჩემი გული უშენობის გამო სევდიანად მოსთქვამს, ვიწვი შენთან კვლავ შეხვედრის უსაზღვრო 
სურვილით. ირგვლივ მყოფ ათას ადამიანს შორის ჩემს თვალსაწიერში, მხოლოდ შენი ნათებაა მარად მშვენიერი სიყვარულით გასათუთებული.

არა მაქვს უფრო მშვენიერი ფიქრები, ვიდრე ფიქრები შენზე და რაც უფრო შორს ხარ, მით მეტად ვგრძნობ, რომ სიცოცხლე უშენოდ არის გამოუთქმელ სევდათა სასაფლაო.

ჩემს ოთახში ყოველდღე ჩნდება ახალ-ახალი ყვავილები, მაგრამ მათში ვერ ვხედავ ჭეშმარიტ მშვენიერებას, რადგან ისინი შენი ხელით არ არის მოკრეფილი.
ვიხსენებ შენს ალერსს და მგონია, რომ მის გარეშე ვცოცხლობ უსულო ბუნების ატმოსფეროში. გულანთებულს მსურს შენს ძოწისფერ ბაგეებთან შეხება. ვიხსენებ ჩვენი ტრფობის დილას. მითხარი, როგორ ვიცოცხლო უშენოდ მხოლოდ ამ მოგონებით?
მე ვლოცავ მთვარიან ღამეს – ჩვენი სულიერი აღსარების მოწმეს. ასეთი ღამის განმეორება სიშმაგემდე მიმიყვანს. მე მსურს ასეთი სიგიჟე,
ახალ შეხვედრამდე ჩემი სული დაიტანჯება, გამომეცხადე, სასურველო!
ბნელი ღამე ჩამჩურჩულებს განახლებული ბედნიერების წუთებზე. მე ყურს ვუგდებ ღამის ზღაპრებს. შენც მოუსმინე ღამეულ ხმებს და მათში მოისმენ ჩემს ძახილს…
გულმხურვალედ გეხვევი, ჩემო ღვთიურო!
შენი პავლე.”


პაოლო იაშვილის წერილი ელენე დარიანს :) 
ცისფერყანწელთა ცისფერი დედოფალი - ელენე დარიანი (სიყვარულის კიდევ ერთი ამბავი არქივიდან) 
1912 წელი… იმ ზაფხულს საჩხერის მახლობლად, ლესევში, მჟავე წყლებზე, ისვენებდა მთელ იმერეთში სახელგანთქმული ფარმაცევტის ჯიბრაილ იაშვილის ოჯახი. იაშვილების ვაჟიშვილებიდან ყველაზე მეტად გამოირჩეოდა პავლე, რომელსაც აგერ ახლახანს შეუსრულდა 20 წელი, მაგრამ მაინც ბავშვური სიანცით ტყის ბუმბერაზ ხეებსა თუ ბუჩქებს ფარულად ამოეფარებოდა და პატარა დამსვენებლებს აშინებდა. ყველაზე მეტად შიშისაგან იზაფრებოდა ჭალელი აბაშიძეების ნათესავი, ლესევის სტუმარი, 15 წლის კისკისა გოგონა ელენე ბაქრაძე.


ლესევის ერთ კუნაპეტ ღამეს ტყის სიღრმიდან განწირული ადამიანის ხმა შემოესმათ, როგორც ქალბატონი ელენე წერს: "გულშემზარავი იყო ადამიანის, ეს ველური შიშით ამოხეთქილი, პირუტყვული ძახილი ბუნების ასეთ ატეხილ ქაოსში. ვინ გაბედავდა ადგილიდან დაძვრას, ან სად უნდა ეძებნათ იგი?!”



”იქვე იდგა პაოლოც. დროგამოშვებით გავარდებოდა წინ და წამსვე უკან იხევდა. ბოლოს მამას შეხედა და ჩირაღდნებივით ანთებული თვალებით თითქოს შეევედრა: – არ შეიძლება კაცის ასე მიტოვება, მამა! – და როცა ჯიბომ არაფერი უპასუხა, სწრაფად წამოავლო ხელი ნაბადს, მოიგდო მხრებზე, თავზე ყაბალახი მოიხვია, ხელში ფანარი აიღო და, მიუხედავად დიდი შეძახილისა, გაიღო კარი და სწრაფად გავიდა. სიბნელემ და ხმაურმა შთანთქა იგი… მახსოვს, როცა ყაბალახს იხვევდა გაფითრებულმა გამიღიმა და როგორ მინდოდა მეც თან გავყოლოდი”…



პაოლომ იმ ღამეს სიკვდილისაგან იხსნა გზაარეული, მხეცის აბრიალებული თვალებით გონდაკარგული ადამიანი. და აი, დაიბადა 15 წლის გოგონას, ელენეს საოცნებო გმირი: ”ჩემთვის, ამ ჩვეულებრივ ეპიზოდს მიეცა უზარმაზარი შინაარსი და, ალბათ აქ დაეცა პირველად ის მარცვალი, რომელიც იმ ზაფხულში ცისფერ ყვავილად გადაიშალა”.



ბავშვობაში ელენეს ქართული ზღაპრის გმირის ელიჯათხანის სახელით მიმართავდნენ და ახლა მოულოდნელად ეს სახელი შეიცვალა ელლით. ასე მიმართა მას პირველად პავლე იაშვილმა, რომელიც თვითონაც ქართველი საზოგადოებისათვის შემდეგ პაოლოს სახელით გახდა ცნობილი.



15 წლის ელლიმ ყმაწვილების თვალი აიდევნა...



ლესევიდან ჭალაში, საჩხერიდან ნაჩექეზევში, – ელენეს მამიდებთან, არგვეთიდან სავანეში, ქუთაისიდან რაჭაში, – მამისეულ კერაზე, ქართლის სოფელ ერედვში, – დედულეთში და ბოლოს თბილისში გაატარა ელენემ ის ზაფხულ-შემოდგომა. ქრისტესშობის თვის ბოლოს კი თბილისიდან განჯაში, თავის მშობლებთან ჩავიდა შობა-ახალწლის ერთად შესახვედრად.



1913-1914 წლები ქარიშხლიანი გამოდგა ელენესათვის. ათასი რამ მოხდა მის პირად თუ მსოფლიო ხალხების ცხოვრებაში, განჯაში მცხოვრები ქართველების მეშვეობით მოიძებნა ნიკოლოზ ბარათაშვილის ნააკლდამარი, ელენემ აუნთო ორი კელაპტარი და მაშინ დაიბადა მისი პირველი ლექსები, ჩანახატები…



1914 წლის 19 ივლისი… I მსოფლიო ომი დაიწყო. ელენეს ფიქრები გაუორკეცდა. ვაი, თუ ომში გაიწვიონ პაოლოც… ზეზეურად ჩამოხმა ელლი. მშობლები ელენეს მელანქოლიას გაცრუებულ სიყვარულში ეძებდნენ… მალე სასიძოც გამოჩნდა… უსიყვარულოდ გაათხოვეს ელენე გოგი ბერიშვილზე. თავისდაუნებურად, ჩადგა პაოლოსა და ელენეს შორის გოგი ბერიშვილი…



1915 წლის ზაფხულში ელენე კვლავ ეწვია იმერეთს და აქ, საჩხერეში შეხვდა თავის დენდს, პაოლოს, რომელსაც თითქოს ცაზე მზე მოეწყვიტა და თავის მკერდში ჩაედგა, ისე ასხივებდა ყველას და მათ ასამზევებლად იწვევდა…



ელლი და პაოლო კვლავ შეხვდნენ ერთმანეთს, მაგრამ ეს უკვე აღარ ჰგავდა სიგიჟმაჟეს იმ პირველ შეხვედრებს. ქმრიანი ქალის მორიდებით მიესალმა ელლი თავის საოცნებო უფლისწულს… პაოლომაც მხოლოდ ხელზე ამბორით გამოხატა ელლისთან ის შეხვედრა. ეს ყველაფერი ჩანდა გარეგნულად, მაგრამ ბედი რას უმზადებდა ორივეს, იცოდა მხოლოდ სიყვარულმა და მათმა გულებმა.



დაიბადა პირველი წერილი, პაოლომ თავისი მეგობრის სახელით დაწერა და გაუგზავნა ელლის: ”არგვეთი, 1915 წელი. დაუვიწყარო მეგობარო! ამინდი ხელს უშლის ჩვენს განრიგს, მაგრამ თუ თქვენი სურვილია აუცილებლად გამოემგზავროთ, ჩვენ ჩამოვალთ წამოსაყვანად. როგორც არ უნდა გადაწყვიტოთ, ჩვენთვის აუცილებელია დღესვე თქვენი ხილვა. ეს აუხსნელი აუცილებლობაა. ჩვენ ხუთი საათისათვის ჩამოვალთ. თქვენი მეგობრები. პავლე”.



მარიამობის თვის ხვატმა და სიყვარულმა გააშმაგა პაოლოც და ელლიც. პირველ წერილს მოჰყვა მეორეც: ”ქუთაისი, აგვისტოს ღამის დამდეგი, გული! ჩემზე ჯვარდაწერილო, სასურველო ჩემო! ჩემი გული უშენობის გამო სევდიანად მოსთქვამს, ვიწვი შენთან კვლავ შეხვედრის უსაზღვრო სურვილით. ირგვლივ მყოფ ათას ადამიანს შორის ჩემს თვალსაწიერში მხოლოდ შენი ხატებაა მარად მშვენიერი სიყვარულით გასათუთებული...



არ მაქვს უფრო მშვენიერი ფიქრები, ვიდრე ფიქრები შენზე და რაც უფრო შორს ხარ, მით მეტად ვგრძნობ, რომ სიცოცხლე უშენოდ არის გამოუთქმელ სევდათა სასაფლაო. ვიხსენებ შენს ალერსს და მგონია, რომ მის გარეშე ვცხოვრობ უსულო ბუნების ატმოსფეროში. გულანთებულს მსურს შენ ძოწისფერ ბაგეებთან შეხება. ვიხსენებ ჩვენი ტკბობის დილას. მითხარი როგორ ვიცოცხლო უშენოდ მხოლოდ ამ მოგონებებით?.. გულმხურვალედ გეხვევი ჩემო ღვთიურო!…



შენი პავლე”.



”ერთ დღეს გადავწყვიტეთ საჩხერეში წასვლა… პაოლომ მომიყვანა ვალიკო მაჭავარიანის საუცხოო ცხენი. ჩვენ სხვებიც აგვყვნენ, და ცხრა კაცისაგან შემდგარი კავალკადა გავემგზავრეთ საჩხერისაკენ. იმ ზაფხულს საშინელი წყალდიდობა იყო და ხიდი წაღებული დაგვხვდა. მოქურდა აზვირთებული პატარა ყვირილა. საჭირო გახდა უკან გამობრუნება, მაგრამ თითქოს ვიღაცამ მიბიძგაო მე შევაგდე ცხენი მდინარეში და დავუძახე უკან, დამაცადეთ-მეთქი. როცა უკანიდან ყვირილი მომესმა მე უკვე წელამდე წყალში ვიყავი მოქცეული”… და როცა ელლი გონს მოვიდა ერთ მხარეს პაოლო და მეორე მხარეს ელენეს ბიძაშვილი დათიკო იაშვილი აღმოჩნდნენ. როგორც ელენე წერს: ”არ ვიცი ცხენები ცურვით გავიდნენ თუ ძლიერი კუნთებით გაგელვეს მდინარეო”…



სავანეში, მწვანე მდელოზე გაიშალა სუფრა. როგორც ელენე აღწერს: "სუფრას და ჭურჭელსაც მთვარის შუქზე მოედო ისეთი საზღაპრო ნაზი, ლურჯი ფერი, ისეთი სიწყნარე სუფევდა ბუნებაში, რომ მშვენიერებას ზიარებული თუ უზიარებელი ყველა წუთით გაჩუმდა. ჩვენმა დიასახლისმა პატარა, თეთრი ყანწები მოიტანა. პაოლომ აავსო ყანწი და ასწია მაღლა. ცისფრად გამოეყო ჰაერში თეთრი ღვინით ავსებული ყანწი. რადგან მე სხვა არაფერს ვაკეთებდი, ვუმზერდი პაოლოს, თვალში მომხვდა იგი და წყნარად წარმოვთქვი: ”ცისფერი ყანწი! პაოლოც დააკვირდა და უეცრად წამოიძახა: ”ევრიკა, ელლი, ცისფერი ყანწი!” მერე ზეზე წამოდგა, მთვარის შუქს შეუშვირა ყანწი და იმეორებდა: ”ცისფერი ყანწი, ცისფერი ყანწი”...



ამრიგად ელენე დარიანის ფსევდონიმით ხელმოწერილი ელენე ბაქრაძის სამი ლექსი პრესაში დაიბეჭდა და მას მოჰყვა მკითხველ-საზოგადოების აურზაური. თვით ავტორმა კი ისე მტკივნეულად განიცადა მომხდარი, რომ პაოლოს დაეუმძრახა კიდეც. ელლისა და პაოლოს შორის მომხდარი უსიამოვნება მალევე გაქარწყლდა. პაოლომ ზედიზედ მისწერა ელენეს ასეთი წერილები:
”ელლი! ჩემი ტრფობის მთელი ხნის განმავლობაში, დღეს პირველად დავღვარე ცრემლი, ნამდვილი ცრემლი. იგი იყო ცრემლი, როგორც გავარვარებული ნაკვერჩხლის ნაპერწკალი, მან დამწვა ლოყა. შენი წერილის კითხვისას მომეჩვენა, რომ შენი გულის იმედი დაჭიმულია ვიოლონჩელზე და მაგიური ხელით შეხება მათ უბიძგებს მოსთქვამდნენ გადარეული გოდებით? ჩამესმა რა მოთქმის ბგერები, მეც ავტირდი. რას მწერ, რას მწერ, ელლი, ჩემო გიჟო?.. მე ქუთაისში ვარ, მე კოშმარში ვარ, ელლი. ჩემთვის შეგრძნებათა საშინელი წუთებია, არ ვიცი, როგორ მოვაღწიო შენამდე, ჩემო, ჩემო, ელლი! პავლე”.



ეს ის დრო იყო, როცა ქუთაისი სუნთქავდა ცისფერი ლექსებით...



1915 წლის ზაფხულის დღეებში იმერეთში: საჩხერეში, სავანეში, არგვეთში, ლესევში, ჭალაში, ნაჩერქეზევსა თუ ქართველი სიმბოლისტების დედაქალაქ ქუთაისში დაიწყო ოჯახებსა თუ საზოგადოებრივ თავშეყრის ადგილებში ლიტერატურული შეკრება-საღამოები. ყველაზე მეტად აქტიურობდა ცისფერყანწელების მაესტრო პაოლო იაშვილი, ხოლო მათი ცისფერი დედოფალი ელენე დარიანი მუდამ ცდილობდა, ყველასათვის უცნობი დარჩენილიყო, სხვისთვის გადაებრალებინა დარიანული ლექსების ავტორობა. და აი, სამსჯავროს წინაშე, სამბრალდებო სკამზე იჯდა ტრადიციების მსხვერპლი - ქართველი მანდილოსანი, რომელმაც სამზეოზე გამოფინა ქალური გრძნობები…



დაიწყო უძილო ღამეები, მთვარეული ზმანებები… დაიბადა ლექსები, სონეტები, მინიატურული პროზის საუკეთესო ნიმუშები…



მაშინდელი საუბრების თემები იყო რუსული და ევროპული სიმბოლიზმი, სიმბოლური აზროვნების კვალზე ქართულ ლიტერატურაში, და რაც მთავარია, დაიბადა მათი ჟურნალის სახელწოდება "ცისფერი ყანწები”…
აეხადა ფარდა ელენე დარიანის ფსევდონიმის საიდუმლოებას - იგი აღებულია ინგლისელი მწერლის ოსკარ უაილდის "დორიან გრეის პორტრეტის” მთავარი გმირის სახელიდან და შიგ ჩადეს ქართული სიტყვის დარის შინაარსი, ისე როგორც დიდი ხნის ძებნის შემდეგ იპოვნეს ქართული ფერუმარილის სახელი "ცისფერი ყანწები”.



ქუთაისი… 1915 წლის ზაფხული ილეოდა. დღეს მიემგზავრება თბილისში ცისფერყანწელთა ცისფერი დედოფელი ელლი და იქიდან განჯისაკენ აიღებს გეზს. პაოლომ ცხენი ეტლიდან გამოუშვა და ყველასაგან მოულოდნელად თვითონ შეება, ეტლში ჩაჯდა ცისფერმანდილშემოხვეული და თმებში სავანის მდელოზე მოკრეფილი ულეწელა ბალახის ცისფერი ყვავილებდაბნეული ელლი.



სანამ ეტლი რიონ-ქუთაისის რკინიგზის სადგურის გზას დაადგებოდა ქალაქიდან გასავლელი ყველა ქუჩა პაოლოს შებმულმა ეტლმა შემოატარა, შემდეგ ისევ ცხენი შეაბა და თან გაიყოლეს ქუთაისური ნიავწანწალისაგან ატაცებული ყვავილების ნაფერთალები. ცისფერი გზით და ცისფერი ალერსით დააბინავა პაოლომ ელლი და თან ასეთი სიტყვებით დაემშვიდობა: "მალე გაიგებ ელლი, რაც მოხდება ქუთაისში, ელოდე წერილებს”…



იმ დღის რეჟისორი იყო პაოლო იაშვილი, მთავარი გმირი ელლი ბაქრაძე და მაყურებელი კი ქუთათურები... და მაინც პაოლოსათვის დიდი სიცარიელე იყო ქუთაისში. ცისფერყანწელთა დედოფალი ელლი აქ აღარ სუნთქავდა…



ელლი ბაქრაძე უკვე განჯაში იყო...



…როგორც ჩანს, ბევრი რამ ხდება ქუთაისში.. თვით წერილებში კი ბევრი საგულისხმო ფაქტია მოცემული, მაგრამ მაინც უცნობი დარჩა, თუ ვინ იყო ელენე დარიანი. საიდუმლოების მიზეზი იყო თვით ელენე დარიანი და მისი წინააღმდეგობებით სავსე ცხოვრება. ასე ორჭოფული აზრით დამთავრდა მღელვარებით სავსე 1915 წელი.



პაოლო ქუთაისში ბობოქრობდა, მშვენიერი ელლი კი გულსევდიანი განჯაში დააბიჯებდა... 



მარგალიტები მოვიხვიე ყელზე სამ წყება...
მარგალიტები, იაგუნდები...
არ შემიძლია შენი სახის გადავიწყება!
არ დაბრუნდები?
თერთ შემოსილი ვწევარ მე შენს ნაცნობ საწოლზე,
სევდიანია ღამე მძინარე;
ნუ თუ არ ფიქრობ, სანატრელო, შენს სატუთ ცოლზე?
არავინ არი!..
ჩუმად ვკითხულობ შენს ძველ წერილს
ყვითელს, დახეულს...
სხვა რა მაქვს შენი მე ამის გარდა?
მე თვითონ ვკოცნი ჩემს თეთრ მკლავებს,
ჩემს დამწვარ სხეულს,
შენ რო გიყვარდა...
მაგიჟებს სითბო, ვერ ვიგუე ფარჩის საბანი,
ჩემს ოთახს ავსებს შენი ლანდები.
სანატრელია ყველასათვის დღეს ჩემი ტანი,
ნუ გვიანდები.
არ შემიძლია დავიწყება შენი სახისა...
დავფარე ტანი ბნელ ნაწნავებით;
ვიხუტებ ვნებით მსუბუქ ჰაერს ჩემ ოთახისას
თეთრი მკლავებით.
 






ელენე დარიანი წერს უბრალოდ და აბნეულად

ამაღამ მმგონი იქნება ქარი,
ვაი დედოფალ ტყემლების ბრალი.
დაღონებული წავიდა ქმარი
და დაბრუნდება დილაზე მთვრალი.

დიდი ხანია ამ ბუხრის ალში
ტკივილით იწვის ჩემი ოცნება...
ქმარმა გასცვალა მომღერალ ქალში
ჩემი ცოდვილი პატიოსნება.

ალბათ მოჰყვება მას სავარცხელი
უფრო უბედურ ჩემი მეტოქის.
მეტყვის ბრძანებით: - მომეცი წყალი
ჩემი ფერადი სპარსული დოქის.

ცოლი ვარ მე მისთვის სასახელო
(მე ის მკოცნიდა სხივიან დღეში).
ღვინით გასვრილი მისი საყელო
გადავარდება მყუდრო კუთხეში.

ქმრის სითამამე ჩემი ბრალია,
არ ვწუხვარ ბევრჯერ რომ მოვეხათრე...
რადგან ძვირფასი მატად მთვრალია...
დაეძინება მას ჩემზე ადრე.
 



1

пятница, 19 ноября 2010 г.

ლიტერატურულ სალონში



ეს არ იყო უბრალო ღონისძიება.ეს იყო გაკვეთილი პედაგოგების,მოსწავლეების,სტუმრების მონაწილეობით.ყველაზე დიდი გაკვეთილი კი მამა შალვამ ჩაუტარა მოსწავლეებს.მოძღვრის ქადაგება მომავლის გაკვეტილი ,,სამოთხის გვრიტებისათვის".











пятница, 12 ноября 2010 г.

თამაზ ბიბილური

მასალები გამოადგებათ ჩემს მოსწავლეებს საკონფერენციო თემებზე მუშაობის დროს!



თამაზ ბიბილური ნათელხილვის ოსტატი იყო და არის კიდეც. იქნება მომავალშიც, სანამ საქართველოში ეცოდინებათ მწერლური ტალანტის ფასი.
თამაზი აქაც, ამ ეტიუდშიც, ის არის რაც იყო – მართალი, ზუსტი, გულშიჩამწვდომი, ისევე ლაღად, თავისუფლად, საინტერესოდ, როგორც თვითონ უყვარდა თქმა, მუხლადი, ცოცხალი სიტყვით გვიყვება, თუ:
როგორ უყვარდათ უნივერსიტეტი.
როგორ უყვარდათ უნივერსიტეტში.
როგორ უყვარდა უნივერსიტეტს თავისიანები- სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები, განათლებისა და ჰუმანიზმის ეს გამოუსწორებელი რომანტიკოსები, ქართული პატიოსნებისა და ტრადიციების აღმსარებლები.
ეს არის მწერლის თვალთახედვა, შემოქმედის მახვილი თვალი, რომელიც იმასაც ამჩნევს, თუ როგორ იცვლება, როგორ ხუნდება საგანი ჩვენი სიამაყისა.
როგორ ხუნდება…
სად წავიდა ის ტკბილი დრო. სად წავიდა უნივერსიტეტი, სად გაქრა ჩვენი თეთრი, თბილი ტაძარი…
* *
არ ვიცი, რას ფიქრობენ ადამიანები, როცა უნივერსიტეტის წინ გაივლიან. იმ ადამიანებზე გეუბნებით, რომელთაც არასოდეს უსწავლიათ უნივერსიტეტში. მინდა მჯეროდეს, რომ მათთვისაც, როგორც ჩვენთვის, ეს არის ქართული მეცნიერების ტაძარი – უძველესი და უხუცესი, რომელსაც სასოებით უყრიდა საძირკველს ილია, რომლის კედლებშიც უკანასკნელ დღეებს ითვლიდა ვაჟა-ფშაველა და რომელსაც გვერდით მოკრძალებით უნდა ჩაუარო.
კარგად არ მახსოვს ის ლექსები… უნივერსიტეტზე ხშირად წერდნენ ლექსებს. ერთმა პოეტმა სიმკაცრით ოთარაანთ ქვრივს შეადარა, სიუხვით – თინათინს. მეორემ დაწერა ლექსი შეყვარებულზე, რომელმაც უნივერსიტეტის ბაღში ვარდი მოწყვიტა და გამოთქვა იმედი, რომ ამას ნიკო კეცხოველიც კი აპატიებდა. იწერებოდა ლექსები შვიდ ჭარმაგ ჭადარზე… ხალასი, გულწრფელი ლექსები.
მაშინ უნივერსიტეტს ჰქონდა დიდი რკინის ჭიშკარი. მის ეზოში ფეხის შედგმა ყველა გამვლელს არ შეეძლო. იყო ზღურბლი, რომლის იქით სხვა ცხოვრება იწყებოდა, ხელი უნებურად მიდიოდა ქუდისაკენ და უნივერსიტეტში შევდიოდით ქუდმოხდილნი, როგორც თაღებიან, დიდ ტაძარში.
კართან იდგაგლეხკაცი, ჭაღარა თმა-წვერითა და თუშური ნაბდის ქუდით.
მაშინ უნივერსიტეტთან მდინარე ვერეს ერთვოდა ვარაზის ხევი. ხევს მიჰყვებოდა წვრილი, დაკლაკნილი ბილიკი, რომელიც გმირთა მოედანთან იწყებოდა და პირდაპირ უნივერსიტეტის ბაღში მიცოცავდა. დილით შეუყვებოდნენ ბილიკს სტუდენტები, როგორც თოკზე აკინძული მთასვლელები. შუადღის მერე დაეშვებოდნენ და სხვადასხვა კუთხივ უერთდებოდნენ ქალაქის ცხოვრებას.
*
თითქოს უბრალო ამბავი იყო: უნივერსიტეტის დერეფნებში ყოველ წუთში შეხვდებოდით ადამიანებს, რომელთა სახელს მსოფლიო იცნობდა. ისინი ამ ტაძრისაგან განუყრელნი იყვნენ. ვერ წარმოგვედგინა უნივერსიტეტი უიმათოდ. და ეს დიდი ბედნიერება ისევე ბუნებრივი ჩანდა, როგორც მეზობლის შეხვედრა ყოველ დილით, საყვარელ ქუჩაზე.
პირველ კურსზე ჩვენ ვგავდით სკოლის შეგირდებს. ხანდაზმულნი ჩიოდნენ, რომ უდარდელი თაობა მოვიდა, მაგრამ არ ვიყავით “უდარდელნი”. ომმა ჩვენს ბავშვობაზე გადაიარა და ომის მერე პირველი წლებიც დიდი ვერაფრით გვანებივრებდა: მაშინ უნივერსიტეტის სამკითხველოს ჰქონდა აკაკი შანიძის გრამატიკის ერთადერთი ცალი და ჩვენ მოთმინებით ველოდით “რიგს”.
ჭადრებთან ხშირად იდგა გალაკტიონი.
ზოგჯერ გამოსაუბრებას ცდილობდა და თითქოს თავისთვის ჩურჩულებდა: “საქართველოს სახალხო პოეტი… ცუდი არ არის არა? ოცდაათი ტომი დამიწერია”. გვხიბლავდა, რომ ჩვენს წინ გალაკტიონი იდგა და ირგვლივ სუფევდა აუწერელი კრძალულობა და თაყვანისცემა.
მერე გალაკტიონი დღეებს უნივერსიტეტის მეზობლად მდებარე ლაზარეთში ატარებდა.
მას შეეძლო საათობით მდგარიყო თავისი პალატის ფანჯარასთან და გარინდებულს ეცქირა აუდიტორიისაკენ, სადაც ლექცია გვქონდა. როგორც კი წამოვიშლებოდით და ფანჯარას მივაწყდებოდით, თითქოს შეცბუნდებოდა და სარკმლის ფარდას დამნაშავესავით ამოეფარებოდა. კარგა ხნის მერე, როცა დაწყნარებულებს დაგვიგულებდა, კვლავ გამოჩნდებოდა, ფრთხილად მოადგებოდა სარკმელს და გვიცქერდა…
ასეთი იყო გალაკტიონი, ასეთი იყო უნივერსიტეტი.
ნელა ამოივლიდა უნივერსიტეტის კიბეებს კორნელი კეკელიძე. დერეფნებს მოედებოდა ჩურჩული: “ბატონი კორნელი”. მოდიოდა მართლაც თოვლივით თეთრი. ჩვენ ის გვახსოვს ძლიერ ხანდაზმული და დაღლილი. შემოვიდოდა აუდიტორიაში, დაჯდებოდა წინა მერხზე და მშვიდად უსმენდა რომელიმე ახალგაზრდა ლექტორს, ისე, რომ არაფერს შეიმჩნევდა – არც კარგსა და არც ავს. ლექციის ბოლოსღა მოგვცემდა ორიოდე კითხვას. მერე თავადაც მცირე ხნით გააბამდა საუბარს ქართული სასულიერო მწერლობის სიკეთესა და სილამაზეზე. ლაპარაკობდა დინჯად და უბრალოდ, როგორი უბრალოც თვითონ იყო.
მაგრამ უნივერსიტეტს პათოსიც უყვარდა.
გვიყვარდა საამო არტისტიზმი – შერწყმული დიდ ერუდიციასა და განათლებასთან.
მუხლადი, ცოცხალი სიტყვა!
სტუდენტები გარბოდნენ დერეფნებში და ერთმანეთს ეკითხებოდნენ: “სად არის ნუცუბიძის ლექცია?”, “სად კითხულობს ნუცუბიძე?” და დარბაზი ივსებოდა ყველა კურსისა და ფაკულტეტის “მოხალისეებით”. როცა შალვა ნუცუბიძის საჯარო ლექცია დაინიშნებოდა, აუდიტორია დიდძალ მსურველს ვეღარ იტევდა და მოთავენი ლექციას სააქტო დარბაზში გადაიტანდნენ. მაშინ ყურთამდე გავსილი “აუდიტორია” სააქტო დარბაზში გარბოდა და ორიოდე წუთში სააქტო დარბაზიც ვეღარ გვიტევდა. კათედრაზე ასული მეცნიერი იწყებდა საუბარს.
ფილოლოგებს საკუთარი კორიფენი გვყავდა, ფიზიკოსებს, ფილოსოფოსებს, ბიოლოგებს – საკუთარი.
საღამოობით უნივერსიტეტის უკანა ეზოში ყეფდნენ ძაღლები. აკადემიკოსი ბერიტაშვილი იკვლევდა ფიზიოლოგიის ურთულეს პრობლემებს! ბერიტაშვილის კვლევის შედეგებზე წერდნენ პარიზის, ლონდონისა და ნიუ-იორკის სამეცნიერო ჟურნალ-გაზეთები. ის მაშინაც ხელჯოხზე დაყრდნობილი, მაგრამ საოცრად მხნე და ცოცხალი გაივლიდა ხოლმე დერეფანში. მას არ ჭირდებოდა რეკომენდაცია. დედამიწის უშორეს კუთხეში, სრულიად უცნობ ქალაქშიც რომ გამოჩენილიყო, უკლებლივ ყველა იტყოდა: ეს არის ნამდვილი მეცნიერი!
*
მაშინ პირველად შეიკრა ახალგაზრდა მწერალთა წრე. ყოველ პარასკევს ოთხმოცდამეცამეტე აუდიტორიაში იკრიბებოდნენ პოეტები. მოდიოდა ბესარიონ ჟღენტი. სტუდენტები კითხულობდნენ ლექსებს და მოთხრობებს. იყო მოურიდებელი მტკიცება: საქართველოში მწერალი მხოლოდ უნივერსიტეტიდან მოვაო. ამგვარ მტკიცებას საფუძველიც ქონდა: პირველი “სხივები”, პირველი წიგნები… იყო კამათი: ხალას, გულწრფელ ლექსებს თბილად დაწერილ ლექსებს ვეძახდით. გამოდიოდნენ დამწყები კრიტიკოსები და ამბობდნენ, ამა და ამ ლექსში ზოგიერთი “კარგი თქმაა”, არის “კარგი რითმაც”, მაგრამ მთლიანობაში ლექსი არ ტოვებს სასურველ შთაბეჭდილებასო. პოეტები პირველ, გაუბედავ ქმნილებებს უძღვნიდნენ მშობლიურ ქუჩას, ჭადრებს, ფოთლებს, მამულს. ჩვენ ეს მოგვწონდა…
შეიქმნა სიმფონიური ორკესტრი. კვირაში ორჯერ გვეწვეოდა “მაესტრო” და უნივერსიტეტის დერეფნებში ისმოდა “დაისის” შესავალი. გვიხაროდა, რომ გვქონდა საკუთარი ორკესტრი, რომელიც თვით ფალიაშვილს ასრულებდა.
…უნივერსიტეტის სცენაზე გოგოლის “რევიზორს” თამაშობდნენ.
მეორე წარმოდგენაზე სტუმრები მოვიდნენ – შალვა ღამბაშიძე, გიორგი შავგულიძე, ცეცილია წუწუნავა, ალექსანდრე გომელაური… სტუდენტთა წარმოდგენით დაინტერესდნენ, შემოიარეს პატარა სცენა და ვიწრო კულისები, სცენის თავზე მერცხლის ბუდესავით შეყუჟული საგრიმიორო. იცინეს და დარბაზიც აცინეს. შემდეგ კი ჩაჯდნენ სტუდენტებში და ნახეს სპექტაკლი. და ჩვენ დიდხანს გვახსოვდა გიორგი შავგულიძის რაინდული მზერა, შალვა ღამბაშიძის ბავშვური ღიმილი, ცეცილია წუწუნავას უბრალო თავდაჭერა (ასე “უბრალოდ” თხზავდა ის დიდებულ სცენურ სახეებს), ალექსანდრე გომელაურის გულუბრყვილო გამოხედვა…
*
გამოჩნდა სატირული გაზეთი “ჭინჭარი”.
რაზე წერდა მაშინ “ჭინჭარი?”
ჯაზით გატაცებულ გოგო-ბიჭებზე, პირველკურსელზე, რომელსაც თურმე “ბუტილკა” შარვალი ეცვა. ქალიშვილზე, რომელსაც თმა მოკლედ შეეკვეცა.
გამცდენებზე, დამგვიანებლებზე, ზარმაცებზე, უზრდელებზე და ისევ და ისევ ვიწრო შარვლებზე.
დერეფანში ყოველი თვის ბოლოს იდგა გრძელი რიგი: “ვინ არის ბოლო?” “თქვენა ხართ ბოლო?”, “აი, ის მაღალი ბიჭი ეხლა მოვიდა და ყველაზე წინ მიძვრება”, “ქალიშვილო” ინებეთ რიგში ჩადგომა…” რიგდებოდა სტიპენდია.
*
ახლა უნივერსიტეტში სხვები სწავლობენ. ხანდაზმულთა თანაბრად კათედრაზე დგანან ახალგაზრდები. ახალი სახელები იკვლევენ თანამედროვე მეცნიერების დიდ პრობლემებს. როგორც მუდამ, უნივერსიტეტს დღესაც ჰყავს თავისი ახალგაზრდობა და თავისი კორიფენი. უნივერსიტეტიც თითქოს მიჯნებში აღარ ეტევა, მხრებს შლის, იზრდება.
სიახლე…
დროს ყოველთვის თავისი გააქვს და მოდის სიახლით. სიახლე ჟამთასვლის გამოხატულებაა.
მაგრამ არის ცხოვრებაში იმგვარი ამბებიც, რასაც დრო ვერას აკლებს, რაც მარადიულია, ძალზე ადამიანური და ჟამიდან ჟამს უცვლელად გადაეცემა. და უნივერსიტეტიც ძველებურად დგას, როგორც თეთრი ტაძარი, ძველებურად ისმის მის დერეფნებში ჟრიამული, ირეკება ზარი, სტუდენტებს უხარიათ “ფრიადი” და ტირიან “ჩაჭრას”. ლექტორები კვლავ იყოფიან ორ კატეგორიად: “კარგი გამომცდელი” და “ცუდი გამომცდელი”, “სიას კითხულობს”, და “სიას არ კითხულობს”; ოქტომბერი კვლავ უდარდელია – სესიებამდე ბარე ორი თვეა დარჩენილი. სამკითხველო სავსეა ბეჯითებით, ბაღი – ნიჭიერებითა და ზარმაცებით…
“დეკანატში გიბარებენ”.
“რატომ აცდენთ, ყმაწვილო”.
და იქნებ უნივერსიტეტის კართან კვლავ დგას მოხუცი მეკარეც, თეთრი თმა-წვერითა და თუშური ნაბდის ქუდით, დგას იმგვარად, როგორც იდგა ათიოდე წლის წინათ.
ახლა… ამაზე ილაპარაკონ ახალგაზრდებმა, ვინც დღეს უნივერსიტეტში სწავლობენ.
ჩვენ ათი-თხუთმეტი წლის წინ დავტოვეთ უნივერსიტეტი და ისღა დაგვრჩენია, მოვიგონოთ რა იყო წინათ…
*
- გამარჯობათ, ბატონო უნივერსიტეტო!
- მაპატიეთ, მაგრამ კარგად აღარ მახსოვხართ…
- სათითაოდ აღარ გემახსოვრებით. ჩვენ ვიყავით თითონი და მრავალნი.
- საით ხართ, სად მოღვაწეობთ?
- საქართველოში ვართ. უკვე ჭაღარა შეგვეპარა და ახლა სხვებსა ვზრდით. ხშირად გიგონებთ. გვიხარია, რომ ასე კარგად გხედავთ. გვეჩქარება, უამრავი საქმე გვაქვს, სახლი, სამსახური… მეტს ვერაფერს გეტყვით. გვეშინია, სენტიმენტალობა არავინ დაგვწამოს.
- ნახვამდის, იდღეგრძელეთ…
“ლიტერატურული საქართველო “, N 13, 30 მარტი-5 აპრილი, 2007 წელი

თამაზ ჭილაძე

ესეც გამოგადგებათ საკონფერენციო თემისათვის.გამოიყენეთ!


დავიბადე 1931. 5მარტს, .სიღნაღში,დედაჩემის    მშობლების სახლში,თუმცა ჩვენი ოჯახი მაშინ და
მერეც კარგა ხანი ,ანუ ვიდრე თბილისში გადავიდოდით 1946 წელს, ბათუმში ცხოვრობდა.
მამა-ივანე-ეკონომისტი იყო.
დედა-თამარი-დიასახლისი.
აღარცერთი აღარა მყავს.
და-თინათინი ქართული ენციკლოპედიის თანამშრომელი იყო,ამჟამად აღარ მსახურობს.
ძმა_ოთარი მწერალია.
1938 წელს შემიყვანეს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სკოლაში.საშუალო სკოლა კი თბილისში დავამთავრე. (ვაჟთა მე- 7 სკოლა)შემდეგ ვსწავლობდი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიურ ფაკულტეტზე,მერე-- ასპირანტურაში..ხარისხი არ დამიცავს.
პირველი ლექსი 15წლისამ დავწერე.უნივესიტეტის ალმანახპირველ სხივშიგამოაქვეყნეს ჩემი შემზარავად უმწეო ლექსები.(1951 წელი)
ვმსახურობდიცისკარშიგამყოფილების გამგედ(1958-1964)
რუსთაველის პრემიების კომიტეტში----,პასუხისმგებელ მდივნად(1964-1972) ჟურნალსაბჭოთა ხელოვნებაში”---მთავარ რედაქტორად(1972-1981) ,მწერალთა კავშირში--- მდივნად,(1981-1987),ჟურნალმნათობისმთავარ რედაქტორად(1997-დღემდე)
მაქვს ღირსების ორდენი,აგრეთვე რამდენიმე ძველი ორდენიცვამაყობივანე ჯავახიშვილის მედლით უნივერსიტეტის წინაშე დამსახურებისათვის.”(1978)
ცოლი არ შემირთავს.
ჩემი ყველაზე ახლო მეგობარი ჩემი ძმაა
სხვადასხვა დროს ვიყავი რუსთაველისა და საოპერო თეატრების სამხტვრო საბჭოების, მწერალთა კავშირისა და თეატრალურ მოღვაწეთა კავშირის პრეზიდიუმების,კულტურის სამინისტროს კოლეგიის,სახელმწიფო ენის კომისიისა და რუსთაველის პრემიების ჟიურის წევრი.
ჯარში არ მიმსახურია
ჰობის ფუფუნება არ მქონია.
მიღებული მაქვს რუსთაველის (1992), სახელმწიფო (1997),და კიდევ რადენიმე სხვა პრემია,მათ შორის ალექსანდრე ყაზბეგის, აკაკი წერეთლის, გიორგი შარვაშიძის სახელობის პრემიები.
1996 წელს დასავლეთ გერმანიის რადიო მაუწყებლობამ მომანიჭა პირველი პრემია პიესისათვისსამოთხის კვარტეტი”.
1999 წელს კემბრიჯის საერთაშორისო ბიოგრაფიულმა ცენტრმა 1999-2000 წლებისსაერთაშორისო ადამიანისწოდების ნომინანტად დამასახელა.
მწერალთა კავშირში შევედი 1957 წელს,ამჟამად ფორმალურად ვითვლები მის წევრად.
ჩემი ნაწერები თარგმნილია მსოფლიოს მრავალ ენაზე,მათ შორის:ფრანგულად, ინგლისურად, უკრაინულად, ესპანურად, იტალიურად,ჩეხურად, სლოვაკურად, სერბიულად, უნგრულად, ბულგარულად, პოლონურად,თურქულად,სომხურად, ესტონურად, ლატვიურად, ლიტვურად.
ჩემი პიესები იდგმება თეატრებში,როგორც ჩვენში,აგრეთვე საზღვარგარეთ(ტელესპექტაკლების სახით).
პიესებს ჩვენი სახელგანთქმული რეჟისორები დგამდნენ და დგამენ კიდეც:რობერტ სტურუა,თემურ ჩხეიძე,გიზო ჟორდანია, გიგა ლორთქიფანიძე, გოგი ჩაკვეტაძე, გოგა თავაძე. ამ ბოლო დროს ბრწყინვალე სოფიკო ჭიაურელმა დადგა ჩემიარაბეთის სურნელოვანი ბალახები
წლების მანძილზე ვაქვეყნებდი პუბლიცისტურ წერილებს, რომლებიც ერთად თავმოყრილი, “მერანმაგამოსცა 2006 წელს-“დრო”---.ასე ჰქვია ამ წიგნს.
ჩამოვთვლი ზოგიერთ ჩემს ნაწარმოებს  :პოეზიავასახელებ წიგნებს:  ‘ლექსები”(1956), “ღია სარკმელიდასილის საათი” (1961),”შუადღე”(1965) “მახსოვრობა”(1978), “მზე დეკემბერში”(1998)
პროზა : ‘ ’გასეირნება პონის ეტლით”, “შუადღე”, “აჰა , მიიწურა ზამთარი”, ”წერო”, “ვინ ცხოვრობს ვარსკვლავებზე?”, “პოსეიდონის სასახლე”, “აუზი”, “კაქტუსის ბაღი”, ბრეიგელის მთვარე’’,
პიესები:   ”სურათები საოჯახო ალბომიდან”, ‘’თავფარავნელის ბალადა”, “ბუდე მეცხრე სართულზე”, “როლი დამწყები მსახიობი გოგონასათვის’’, “არაბეთის სურნელოვანი ბალახები”, “ნადირობის სეზონი’”, “მშვიდობით ლომერა”, ‘’ნახვის დღე’’, ‘’ჭალას ჩიტი მომკვდარიყო”...
ესეები, ლიტერატურული წერილები:    იაკობ ცურტაველის ‘’შუშანიკის წამება’”, ‘’რუსთაველი,’’ “წინასწარმეტყველი”(ილია), “აკაკი წერეთლის პოეზია”,’ნიკოლოზ ბარათაშვილი”, ‘’ვაჟა-ფშაველა’’, ‘’გიორგი ლეონიძე”, “გალაკტიონ ტაბიძე’,”რობერტ სტურუა’’, ‘”დავით კაკაბაძე”, “ნიკო   ფიროსმანაშვილი “, “მესამე ზარი”,
1982 წლიდან ჩემი სახელი შეტანილია მსოფლიოს გამოჩენილ პიროვნებათა დიდი ბრიტანეთის ენციკლოპედიურ ცნობარში,აგრეთვე ევროპის გამოჩენილ პიროვნებათა ცნობარში(ბელგია).მოხსენიებული ვარ რამდენიმე ქვეყნის ენციკლოპედიაში.
მიმიღია მონაწილეობა(სიტყვით გამოვსულვარ) ჩვენში თუ საზღვარგარეთ გამართულ მსოფლიო თუ ევროპული მაშტაბის სიმპოზიუმებში:
 
1966 წელსბორჯომი
1971 წელს----ლახტი(ფინეთი)
1974 წელს__ბელგრადი(იუგოსლავია)
1994 წელს__ბონი(გერმანია)
ჩემი ყველაზე დიდი ტკივილი, მოურჩენელი ჭრილობა არის აფხაზეთი და სამაჩაბლო...
საერთოდ, ვფიქრობ ჩემი ავტობიოგრაფია სულ რამდენიმე თარიღით შეიძლება შემოიფარგლოს:
1931___ დავიბადე,
1954___ დავამთავრე თბილისის უნივერსიტეტი,
1956___ გამოვიდა ჩემი პირველი წიგნი ‘”ლექსები’”
1961___’”ცისკარში’‘ დაიბეჭდა ჩემი პირველი მოთხრობაგასეირნება პონის ცხენით”.
1965____ რუსთაველის თეატრში დაიდგა ჩემი პირველი პიესააკვარიუმი”.
1992____ მივიღე რუსთაველის პრემია.

вторник, 9 ноября 2010 г.

მიხეილ საბას ძე ჯავახიშვილი

მიხეილ საბას ძე ჯავახიშვილი - OFFLine.Ge

ბავშვობა და სწავლის პერიოდი


“არსენა მარაბდელის” ეპილოგში მ. ჯავახიშვილს უწერია: “სულ უბრალო სოფელს მაშინ გაუვარდება სახელი, თუ იქ დიდი ვაჟკაცი დაიბადა”. მისი ნათქვამი გამართლდა. ოდესღაც ყველაზე ჩამორჩენილი მხარის, ძველად ბორჩალოდ წოდებული ორი მივარდნილი სოფელი წერაქვი და სიონი, სამუდამოდ შევიდა ისტორიაში, რადგან იქ დიდი მწერალი და მოღვაწე, მიხეილ ჯავახიშვილი დაიბადა. ეს 1880 წლის 8 ნოემბერს მოხდა. მწერლის ქალიშვილმა, ქეთევან ჯავახიშვილმა მწერლის შესახებ დაგვიტოვა მოგონებათა წიგნი, რომელშიც სრულყოფილადაა წარმოდგენილი მიხეილის ცხოვრების გზა. ქეთევან ჯავახიშვილს, საკუთრივ მამისა და ნათესავების გადმოცემით, მწერლის ბავშვობის წლებიც აღუდგენია:
“დაბადებიდანვე სუსტი აღნაგობისა იყო. გარეგნულადაც არ ჰგავდა თავის დებს, რომლებიც ფერ ხორცით, ძალ_ღონით გამოირჩეოდნენ. მორჩილი ტანისა იყო, სუსტი, გამხდარი. მიუხედავად იმისა, რომ განსაკუთრებული მოვლა-პატრონობა და ხელის შეწყობა ჰქონდა, მაინც ხშირად ხდებოდა ავად. . .”
“პატარაობიდანვე გულადი და უშიშარი ბუნებისა იყო. მტკიცე ხასიათი და მაგარი ნებისყოფა ჰქონდა. ჟიუტიც იყო. ამასთან იყო თავმდაბალი, ადამიანური და კეთილი. შიყალბეს ვერ იტანდა. თყუილი სასტიკად ეჯავრებოდა.”
შიგულოვნე, უშიშრობა, სიყალბის სიძულვილი, სიჯიუტე, შეუპოვრობა, საკუთარი თავისადმი გაუფრთხილებლობა და დიდი სიკეთე, მოყვასის სიყვარული, თავმდაბლობა _ აი ის თვისებები, რომლითაც გვიხასიათებენ მწერლის ბავშვობისდროინდელ პორტრეტს. ამ დახასიათებაში არ არის მიკერძოება შვილისაგან მამის სიყვარულის გამო. მიხეილ ჯავახიშვილი მართლაც ასეთი იყო. ამ სუსტი და ტანმორჩილი კაცის გამხმარ სხეულში ღვთიური მადლი, მტკიცე თანაგრძნობა, რაინდული სული იყო დავანებული.
7 წლის მიხეილი, რაკი წერაქვში სკოლა არ იყო, პრივილნოეს სასწავლებელში მიაბარეს. ერთი წლის შემდეგ იგი გადაიყვანეს ჯელალ-ოღლის (ახლანდელ სტეფანავანში) სასწავლებელში. იქ ბავშვებს რუსულად ზრდიდნენ. მ იხეილმა რუსული ენა ზედმიწევნით კარგად ისწავლა. ქართული კი წლების განმავლობაში თანდათან ავიწდებოდა.
1893 წელს მამამისმა, საბა ჯავახიშვილმა, მიხეილი წინამძღვრიანთკარის სამეურნეო სკოლაში შეიყვანა, რომლის დამთავრების შემდეგ სწავლა განაგრძო ყირიმის საბაღოსნო და მეღვინეობის სასწავლებელში
უნდა ითქვას, რომ მ. ჯავახიშვილმა, ქართული სიტყვის ამ ბრწყინვალე ოსტატმა, შემდეგში ხელმეორედ შეისწავლა მშობლიური ენა, ანუ ჭაბუკობიდანვე დაიწყო ცხოვრებისაგან შემოთავაზებული ხელოვნური დინების საწინააღმდეგოდ სვლა, რითაც თავიც გადაირჩინა, არ მოსწყდა მშობლიურ ფესვებს და მაგალითიც აჩვენა იმისა, რომ არასოდეს არ არის გვიან, თუ ნებით ან უნებლიეთ მშობლიურ წიაღს მოსწყდი, გაუცხოვდი, კვლავ დაუბრუნდე ქვეყანას, არათუ რიგით ქართველად, არამედ დიდ და მისაბაძ მამულიშვილად.ყირიმში ყოფნის დროიდან მთავრდება მისი ბედნიერი, უზრუნველი დღეები და მძიმე და წინააღმდეგობებით სავსე ცხოვრება იწყება. 1899 წელს ჯავახიშვილის ოჯახს წერაქვში თავს დაესხნენ ყაჩაღები, რომელთაც მისი დის _ სოფიოს გატაცება სურდათ. თავდამსხმელებმა ყველანი ამოხოცეს (დაც, დედაც და მოჯამაგირენიც, მამა ამ დროს შინ არ იყო). ოჯახში დატრიალებული ტრაგედიის გამო, ის ვერ ამთავრებს სასწავლებელს. შწავლაზე გული უცრუვდება, ყველაფერს ტოვებს და სამშობლოში გამორბის.
ერთი წლის შემდეგ მამაც გარდაეცვალა. სიონში ცხოვრება მისთვის შეუძლებელი აღმოჩნდა. “ერთხელ კიდევ თვალი მოვავლე ძველ კერას, _ წერდა ჯავახიშვილი _ სადაც აღვიზარდე და ამდენი რამ მოგონებით მიკრობილი ვიყავი, როგორც საკუთარ დედის მკერდზე. ვეღარ გავძელი, ავიკიდე გუდა ნაბადი და სამუდამოდ მოვშორდი იქაურობას. მშობლების სისხლით შეთითხნილ ჭერქვეშ მუდამ საშინელი ლანდები დამკრთოდნენ თავზე და მოსვენებას არ მაძლევდნენ. შულ ცრემლად ვდნებოდი. ასე იღვრებოდა და ცარიელდებოდა ჩემი სულის საუნჯე. ხსნა გაქცევაში დავინახე”.


სალიტერატურო ასპარეზზე გამოსვლა.ჯავახიშვილის გვარისა დაფსევდონიმის საკითხი


მ. ჯავახიშვილი მტკიცე ნებისყოფის ადამიანი გამოდგა. ოჯახში შექმნილი დიდი ტრაგედიის გამო არ მოეშვა, არ დაძაბუნდა. პირიქით _ სწავლა-განათლებას დაეწაფა და მომავალზე ფიქრს შეუდგა. ამიერიდან მარტოს უნდა გაეკაფა ცხოვრების რთული გზა. დასთან დასახლდაალავერდში. სად და რა პროფესიით არ უმუშავია მას. ჩხოვრება დიდ სკოლად ექცა. დიდი ცხოვრებისეული გამოცდილება საფუზვლად დაედო მომავალი მწერლის შემოქმედებით შრომას. 21-22 წლის ასაკში კარგად ფლობდა რუსულ, აზერბაიჯანულ, სპარსულ დაფრანგულ ენებს. კითხულობდა სხვა და სხვა სახის ლიტერატურას და ემზადებოდა სამწერლო მოღვაწეობისათვის.
ბევრი ფიქრისა და ყოყმანის შემდეგ 1903 წელს თბილისში ჩამოსვლა გადაწყვიტა. იმავე წელს, ნოემბრის თვეში დაწერა მოთხრობა “ჩანჩურა”. ეს მოთხრობა მისთვის მწერლობაში შესვლის სავიზიტო ბარათად იქცა. ნაწარმოები პირველად წაუკითხავს იოსებ იმედაშვილს, რომელიც მოთხრობით აღფრთოვანებულა. მისი რეკომენდაციით მიხეილი გაზეთ “ცნობის ფურცლის” რედაქციას მიადგა. მას არათუ დაუბეჭდეს ნაწარმოები, მუდმივი თანამშრომლობაც შესთავაზეს. ამით იშლება მიხეილ ჯავახიშვილის შემოქმედების თავფურცელი. ნიჭმა და შრომისმოყვარეობამ თავისი გაიტანა, მან ცხოვრებაში გზა გაიკაფა და თავისი ადგილი იპოვა. ა დვილად და უწვალებლად არაფერი მოსვლია. მისთვის ადვილი მხოლოდ ლიტერატურული საქმიანობა იყო, დანარჩენი ყველაფერი ტანჯვა წამების ფასად უჯდებოდა.
ღაც შეეხება მოთხრობას “ჩანჩურა,” ხელმოწერილია არა ჯვახიშვილის, არამრდ ადამაშვილის გვარი და არა ჯავახიშვილს. ადამაშვილი მიხეილს ფსევდონიმად არ აუღია, იგი ახალგაზრდობაში ადამაშვილის გვარზე იწერებოდა, ისუ, როგორც მისი მამა. თუმცა არც ჯავახიშვილია ფსევდონიმი. თვის მ. ჯავახიშვილი ამ საქმეს ასუ განმარტავს: “ჩემი ნამდვილი წინაპრები ჯავახიშვილები არიან. ჩემს წინაპარს, ვინმე ჯავახიშვილს, ქართლში კაცი შემოკვდომია. იქიდან გამოქცეულა. ქიზიყში გადასულა და იქური გვარი, ტოკლიკაშვილი აუღია. შემდეგ ბორჩალოში რომ გადმოვედით, ტოკლიკაშვილი აუღია. შემდეგ ბორჩალოში რომ გადმოვედით, იქ ადამაშვილის გვარით ვცხოვრობდით. პაპაჩემი ხომ ადამა იყო და გვარად ადამაშვილი ავიღეთ. მ ე აღვადგინე და დავიბრუნე ჩვენი გვარი”. ამ განმარტების შემდეგ აღარც ის უნდა იყოს გაუგებარი, თუ რატომ ცხოვრობდნენმიხეილის მამა და პაპა, წარმოშობით თავადები გლეხკაცის ცხოვრებით.


გამგზავრება საზღვარგარეთ


მიხეილ ჯავახიშვილის პუბლიცისტური წერილები მკითხველთა განსაკუთრებულ მოწონებას იმსახურებდა 1904 წლიდან მიხეილი "ივერიის" რედაქტორი გახდა. ასე რომ ყმაწვილს, რომელსაც ერთ დროს საგურამოში "ილიაობა" დღეს დიდმა ილიამ გზა დაულოცა, ახლა თვით
ილიას დაარსებული გაზეთის რედაქტორად ვხედავთ. მიხეილი იყო ერთი იმათგანი, ვისაც არასოდეს განელებია ერის დიდი მოძღვრის სიყვარული.
1906 წელს ადამაშვილი გაზეთ "გლეხს" რედაქტორობდა მეტისმეტი გაბედულებისათვის მწარალი პასუხისგებაში იქნა მიცემული. ფილიპე გოგიჩაიშვილის თანადგომით მიხეილი, მოახერხებს საზღვარგარეთ გამგზავრებას და ამით სასსჯელისაგან თავის დაღწევას
1906-1907 წლებში მწერალი ჟენევასა და პარიზში ცხოვრობს. ისმენს ლექციებს და ცდილობს სრულყოფილად დაეუფლოს ევროპულ ლიტერატურას. წერს პუბლიცისტურ წერილებს, მოთხრობებს და სამშობლოში აგზავნის.
1907 წლის მარტში მიხეილი კვლავ თბილისშია. მსახურობს გაზეთ "ისრის" რადაქციაში. ეს
ის რედაქციაა რომელმაც პირველმა შეიტყო 1907წლის 30 აგვისტოს მომხდარი ეროვნული ტრაგედიის შესახებ. გაოგნებული მწერალი მეორე დღესმე საგურამოში აიჭრა სადაც მისთვის ბავშვობიდანვე მშობლიური იყო ყველაფერი ის ღამე იქ გაათია საშინელი და მტანჯველი ფიქრებით. "არასოდეს არ დამავიწყდება ის ღამე,- ოგონებდა მწერალი,- სხვებმა დამასწრეს და ლოგინები დაარიგეს, დარჩა მხოლოდ ერთი ბალიში, ილიას სისხლით მოსვრილი ბალიში
რომელიც მოკვლის დროს ზურგის უკან ედო. ბევრი ყოყმანის შემდეგ ძლივს გავბედე: ის ბალიში კაკლის ქვეშ წყაროსთან დავდე, ზედ ცხვირსახოცი დავაფარე და ფსიქიურად დატანჯულმა მამლის ყივილისას ძლივს ჩავიძინე."
ილიას გარდაცვალების შემდეგ ჯავახიშვილი იძულებულია კვლავ საზღვარგარეთ, 1909 საფრანგეთში გაემგზავროს. უკან ბრუნდება წელს და სათავეში უდგება ჟურნალ "ერს". 1910 წელს კვლავ დააპატიმრეს სამშობლოს სიყვარულის გულისთვის მიუსაჯეს1 წლით ციხე და 5 წლით საქართველოდან როსტოვში გადასახლება.


ოჯახის შექმნა


1912 წელს გადასახლებაში მყოფმა მ ჯავახიშვილმა ჯვარი დაიწერა ვლადიკავკაზში მცხოვრებ ივანე ჭავჭავაძის ქალიშვილზე რომელსაც სახელად ლუბა ერქვა.
მ ჯავახიშვილის უფროსი ქალიშვილი, ქეთევანი, იხსენებს დედამისის ნაამბობს, თუ სადა გაიცნეს მისმა მშობლებმა ერთმანეთი:"ეს იყო 1912 წლის 14იანვარს ძველი სტილით, წმინდა ნინოს დღესასწაულზე. მე და ჩემი მეგობრები საღამოს ლოცვაზე წავედით. ვერც კი გავიგეთ
როდის დამთავრდა ლოცვა და ხალხი ეკლესიიდან გაიკრიფა. ჩვენ ჯერ კიდევ დერეფანში
ვიდექით, როცა მოპირდაპირე მხრიდან ორი მამაკაცი შემოვიდა. მათგან ერთი უცნობი იყო,სწორედ ის დაინტერესებულა ჩემი ვინაობით. შემდეგ ვარლამ ბურჯანაძემ გამაცნო:- მიხეილ ჯავახიშვილი. ასე მოკლედ თქვა. მე ძალიან შემრცხვა, გავწითლდი, მგონი მიხეილმა რაღაც გამამხნევებელი სიტყვა მითხრა, კარგად აღარ მახსოვს. მე ჩემს ამხანაგებს გავაცანი მიხეილი, ის ძალზედ ენამეტყველი გამოდგა. ბევრი გავიცანი ბევრი რამ გვიამბო, იოხუნჯა ვიცინეთ დავიმხიარულეთ. მერე გამაცილა. აქედან დაიწყო ჩვენი დაახლოება. მან მიამბო თავისი თავგადასავალი. მალევე გადავწყვიტე ცოლად გავყოლოდი მას და 1 აპრილს საჩქაროდ ჯვარი
დავიწერეთ. ამ ნაჩქარევმა გადაწყვეტილებამ მე ბედნიერება მომიტანა. მიხეილი ძალიან ალერსიანი და ნაზი მეუღლე გამოდგა. მაგრამ გულჩათხრობილი იყო, დევნამ და ციხეში გატარებულმა დღეებმა თავისი დაღი დაასვა, და ეს კაეშანი მას არ მოშორებია, სანამ ცოცხალი იყო".
ქორწინების შეემდეგ ისინი როსტოვში წავიდნენ. პირად არქივში რამდენიმე წერილი ინახება,რომელიც მიხეილმა იმ ხანებში მეუღლეს მისწერა. ორი მათგანი ქორწინებამდეა დაწერილი ეს ღია ბარათებია. პირველი ღია ბარათი1912 წლის17 თებერვალს გაიგზავნა. მიხეილი სწერდა: “ჩემო ძვირფასო! როსტოვში ვბრუნდები იმედია იქ შენი წერილი დამხვდება. გკოცნი ათასჯერ.მოკითხვა ყველას. შენი მიშა. ბარათს სტავროპოლის შტამპი აქვს დასმული. მეორე ღია ბარათიც იმავე მისამართით არის გამოგზავნილი. "ჩემო საუნჯევ.! მაპატიე დაგვიანება. მარტის სამზე ან ოთხზე ვერ ჩამოვალ. ძალიან ვჩქარობ, მაგრამ ამაზე ადრე ვერ მოვახერხებ შენს ჩახუტებას. მომკითხე დედა, ლიზა და სხვები. შენი მიშა."
1914 წლის 3 ივნისს მშობლებს პირველი შვილი, ქეთევანი შეეძინათ. ადვილი წარმოსადგენია თუ რა გაჭირვებით უნდა ეცხოვრა ნახევრად არალეგალურ მდგომარეობაში მყოფ ოჯახს, მაგრამ სიყვარული ყოველ სატკივარს და შევიწროებას ძლევდა. ოჯახის შექმნის შემდეგ მიხეილის გონება წვრილმან საზრუნავში არ ჩაფლულა. მისი ნიჭის თაყვანისმცემელი მეუღლე ყოველმხრივ ხელს უწყობდა, რომ თავის ძირითად საქმიანობას არ მოსწყდომოდა.


წამების გზა


მწერალი 1903წლიდან მოყოლებული მწერლობასთან და ჟურნალისტურ მოღვაწეობასთან ერთად აქტიურად იყო ჩაბმული თავისი ქვეყნის სოციალურ და პოლიტიკურ საქმიანობაში. პოლიტიკით გატაცებამ კი მას მრავალი უსიამოვნება მიაყენა და ბოლოს1937 წელს, როცა დასჭირდათ მის მიმართ წაყენებული ბრალდებების დამძიმება და საბრალდებულო საქმის შექმნა, შეჯამებული იქნა რა პოლიტიკურ სფეროში მისი საქმიანობა, ჯავახიშვილის ბედი საბოლოოდ გადაწყვიტა. წარსულიც გაუხსენეს და არაფერი არ აპატიეს. ეს მაშინ მოხდა, როცაის პოლიტიკურ საკითხებში აღარ ერეოდა დიდი ხნის ჩამოცილებული იყო და მთლიანად ლიტერატურული ცხოვრებით ცხოვრობდა.
- მიხეილ ჯავახიშვილს თვითონ აქვს აღნიშნული, რომ 1917 წლიდან ის ეროვნულ- დემოკრატიული პარტიის წევრად ირიცხებოდა. თავისი საიდუმლო მუშაობის თაობაზე მას უბის წიგნაკში ასე ჩაუწერია: "ჩემი საიდუმლო მუშაობა პარტიაში 1921-1923 წლებში ჰგავდა იმ ადამიანის საქციელს, რომელმაც ცურაობა არ იცის, მაგრამ სხვის დასახმარებლად ისკუპა ხიდიდან და წყალში გადავარდა. ამის ახსნა შეუძლებელია. აქ მუშაობს იდუმალი ძალა-ალღომოძმის მიშველებისა და ამ ალღოს ასჯერ მეტი ძალა აქვს, ვიდრე შეგნებას". რევოლუციისადმი თავისი დამოკიდებულების შესახებ კი ასე უწერია:" ჩვენი ეპოქა - რევოლუცია ჩემთვის საშინელი ტრაგედიაა, ვინაიდან ჩემს თვალწინ კვდება ძველი ქვეყანა- დედა, ზოგისთვის კი ეს უზენაესი
სიხარულია, ვინაიდან იბადება შვილი- ახალი ქვეყანა. ამიტომ არის მგლოვიარედ გუშინდელი პოეტი, ამიტომაც ხარხარებს დღევანდელი ჭაბუკი კომკავშირელიც. სჯობდა ან უფრო ადრე გავჩენილიყავ, ან უფრო გვიან."
ჩანაწერებიდან ნათლად ჩანს, თუ რა ეროვნუკლი ხასიათის ტკივილები ამოძრავებდა მის სულს, მთელ მის არსებას, და ამ გრძნობების დაძლევას, როგორც დროის მოთხოვნა კარნახობდა. უთუოდ დიდი დრო დასჭირდებოდა უფრო თავშეკავებული და გულჩათხრობილი გახდა, მაგრამ ეს არ იკმარეს მისმა მოწინააღმდეგეებმა, მწერალმა კი ის ვერ უარყო ბოლომდე, რაც ღრმად სწამდა და ამიტომ თავის მრწამსს შეეწირა.
მ ჯავახიშვილის ნაწერებიდან ნათლად ჩანს ის წინააღმდეგობები და განხეთქილებანი, რომელიც ამ რთულ გზაზე არსებობდა. პარტიის წევრებს შორის ერთსულოვნება არ სუფევდა და მწერალი მენშევიკების მიმართ კეთილად განწყობილი არ იყო. 1923 წელს ნაციონალ-დემოკრატიული პარტიის ლიკვიდაცია მოხდა და მისი ყველა წევრი დააპატიმრეს, მათ შორის მ. ჯავახიშვილიც. მისი უფროსი ქალიშვილი ქეთევანი იგონებს, რომ ის მაშინ 9 წლის იყო და ბევრი რამ არ ახსოვს, მაგრამ მამის ციხეში ყოფნის პერიოდი კი ნათლად შემორჩა მის
: მეხსიერებას :" მამა ორთაჭალის ციხეში 6 თვე იმყოფებოდა. მე და დედა ხშირად დავდიოდით მასთან და
სურსათ- სანოვაგე მიგვქონდა. დედამ რაღაც ხერხით მამას გააგებინა, რომ სურსათს შეუგზავნიდა თუ არა, მაშინვე ფანჯარასთან მისულიყო და ბაღში გამოეხედა, სადაც მასველოდებოდით, დაგვინახავდა თუ არა ბაღში მისულებს, ხელს დაგვიქნევდა და ჩვენი ლაპარაკი რომ არავის გაეგო, ფრანგულად გველაპარაკებოდა. ფანჯარასთან საცოდავად იდგა და ღიმილით გვიყურებდა. თვალზე ცრემლი მადგებოდა, ისეთი საცოდავი შესახედავი იყო. მას თეთრი პერანგი ეცვა. ძალზე გამხდარი და ფერმკრთალი მეჩვენებოდა.
იმ ექვს თვეში, რაც მამა ციხეში იმყოფებოდა, ჩვენ დიდი გაჭირვება და სულიერი წამება გამოვიარეთ. მე და დედას ციხეში საჭმელი დღეგამოშვებით მიგვქონდა. ვინაიდან ბევრ სურსათს ვუგზავნიდით ჭამას კი პატიმრები ვერ ასწრებდნენ ბევრი რამ რჩებოდათ და უფუჭდემოდათ, ამიტომ მამამ წერილი მისწერა დედას, კვირაში ერთხელ მოიტანეო. დედას კი ჰგონებია, მე მიფრთხილდებაო და თავისთვის გადაუწყვეტია, ცოტას მივუტან, სამაგიეროდ ყოველ დღეო. ამის გამო მამას და მასთან საკანში მყოფ პატიმრებს ბევრი უცინიათ.
მამას სასჯელის უმაღლესი ზომა დახვრეტა ჰქონდა მისჯილი და ჰგონებია, რომ ეს ამბავი ჩვენც ვიცოდით და გამოსამშვიდობებლად მივედით. ორივე ხელი ფანჯრის რკინებისთვის ჩაეჭიდა და ასე დიდხანს გვიყურებდა. ჩვენ რომ წამოვსულვართ ბევრი უტირია თურმე, ჩვენ კი ამ დროს არაფერი ვიცოდით.
მამა რომ განთავისუფლდა, დედას უამბო, რომ ის დიდხანს ოქმს ხელს არ აწერდა, რომელიც გამომძიებლის მიერ იყო შეთხზული. ბოლოს უეშმაკიათ:. ერთ დღეს დედასთვის მამის ნახვის უფლება მიუციათ. რამოდენიმე წუთიანი პაემანი რომ დამთავრდა და მამა საკანში დაბრუნდა, ქალის საშინელი კივილი შემოესმა თურმე. ყური მიუგდო და დედას ხმა მოსჩვენებია გაგიჟებული მივარდნია კარებს და დაუნახავს, რომ ორ- სამ კაცს გაკავებული მიჰყავდათ ქალი, ასეთივე კაბაში გამოწყობილი, როგორც იმ დღეს დედას სცმია. საცოდავ მამას
უფიქრია, რომ დედა დაკითხვაზე შეიყვანეს, გამოტეხვის მიზნით აწამეს და საშინელ დღეში ჩააგდეს. სასოწარკვეთილებაში მყოფმა კარებს მუშტებით ბახუნი დაუწყო. ზედამხედველებმა იცოდნენ რომ მათმა ინსცენირებამ გაჭრა. მამას კი მოუთხოვია: ეხლავე შეწყვიტეთ ინკვიზაცია, მე მეტის ატანის თავი აღარა მაქვს და რაც გინდათ, ყველაფერზე ხელს მოგიწერთო. ასე მოუწერინებიათ მისთვის ჩვენებაზე ხელი.
ასეთივე ბარბაროსული ხერხი მათ 1937 წელსაც ერთხელ კიდევ გაიმეორეს, როცა მიხეილი ყალბ ჩვენებაზე ხელს არ აწერდა. გამომძიებელს უთქვამს მისთვის:"თუ ეხლავე არ მოაწერთ ხელს, ცოლ-შვილს აქ მოვიყვანთ, და თქვენს თვალწინ ვაწამებთო." ღონემიხდილსა და ნაწამებს ძალით მოაწერინეს ხელი.
შემდგომში, როდესაც მწერლის რეაბილიტაცია გამოცხადდა, მისი სახელი აღსდგა დაუდანაშაულობა გაირკვა, საბჭოთა კავშირის გენერალურმა პროკურორმა რუდენკომ სთქვა: "ისე, როგორც დაკითხვის დროს მიხეილ ჯავახიშვილს აწამებდნენ ის ასეთ ჩვენებაზე კი მოაწერდა ხელს, რომელიც ერთ გვერდს შეადგენს, არამედ იმაზეც მოაწერდა ხელს, რომ ის იყო ირანის შაჰი.
დავუბრუნდეთ კვლავ 1923 წლის მოვლენებს. მას შემდეგ, რაც მიხეილმა ჩვენებაზე ხელი მოაწერა, მას დახვრეტა გადაუწყვიტეს. ყოველ ღამეს ჯალათების მოკითხვას ელოდა. . .
მიხეილის რამოდენიმე მეგობარს, მათ შორის პავლე ინგოროყვასა და ექიმ ნიკოლოზ ყიფშიძეს თავი გადაუდვიათ და იმ ხანად თბილისში მყოფ სერგო ორჯონიკიძისათვის უთხოვიათ, ქართველი ხალხისთვის ეჩუქებინა ნიჭიერი მწერლის, მიხეილ ჯავახიშვილის სიცოცხლე. " რკინის კომისარი" იმ დღეს კარგ გუნებაზე ყოფილა. . .
ციხიდან მიხეილი ძალზედ დასუსტებლი, დაავადდმყოფებული დაბრუნდა. მიუხედავად დიდი გაჭირვებისა, მას განსაკუთრებული ხელშეწყობა ჰქონდა ოჯახისაგან. მწერალმა თავი მიანებაპარტიულ საქმიანობას და მთლიანად ლიტერატურუულ ცხოვრებაში ჩაება. პირველი ნაწარმოები, რომელიც განთავისუფლების შემდეგ დაწერა, მოთხრობა "ტყის კაცი" იყო. ამის შესახებ მას ჩაწერილი აქვს უბის წიგნაკში: " მაგონდება ჩეკას საკანში მაწვალებდა ტყე-უღრანი, ტევრი, დაბურილი. გამოვედი და "ტყის კაცი" დავწერე." ციხის კედლებში გატარებული დღეები, ნაფიქრ- ნატანჯი და განცდილი მწერალმა შემდგომ თავის ნაწარმოებებში გაფანტა. ბუნებრივია, ციხეში გატარებული დღეები უკვალოდ ვერ ჩაივლიდა, მან ღრმა კვალი დაამჩნია მწერლის სულიერ სამყაროს. ცხოვრების მაძილზე ის სამჯერ იყო ციხის პატიმარი. პირველად 1910 წელს, როცაგაზეთ "გლეხის" რედაქტორობისთვის მას ერთი წლის ციხე და ხუთი წლით გადასახლება მიესაჯა. მეორედ- 1923 წელს და მესამედ - 1937 წელს.
თუ ვინმე დარჩა ცოცხალი მიხეილის ძველი მეგობრებიდან, 1921-1923წლების რეპრესიების დროს, 1924 წლის აჯანყების შემდეგ ისინიც დახოცეს. 1925 წლის 28აგვისტოს, მარიამობა დღეს, მიხეილმა პანაშვიდი
გადაუხადა. ეს ნაბიჯი იმ დროში, როცა დახოცილთა ნათესავებიც ვერ ბედავდნენ პანაშვიდზე მისვლას, მოქალაქეობრივი გამბედაობისა და გმირობის დიდი მაგალითი იყო.
მწერლის იმ ფიქრებმა და ძრახვებმა, რომელთაც პოლიტიკურ ბრძოლაში არ ეწერათ გამარჯვება, სადინარი ჰპოვეს მის მხატვრულ შემოქმედებაში. მართალია, ძალზედ ფრთხილად, ალეგორიული ფორმით ახდენს თავისი სატკივარის მხატვრულ სიტყვაში გაცხადებას ჯავახიშვილი, მაგრამ არც "დამპატიჟეს" და არც "ჯაყოს ხიზნების" პათოსი ხელისუფალთ შეუმჩნეველი არ რჩებათ.
ხელისუფლება ცდილობს ძველი ინტელიგენციის ხელახლა "აღზრდას" და ახალი ცხოვრების ფერხულში ჩაყენებას. ვინც ხელისუფლების ინსტრუქციებს ეწინააღმდეგება, "ხალხის მტერია". ვინც ჯერ კიდევ ორჭოფლობს ძველსა და ახალ სამყაროს შორის-"თანამგზავრი" მ ჯავახიშვილსაც იმხანად "თანამგზავრის" პატივი არგუნეს. იდეოლოგიურ გაკვეთილებს უტარებდნენ სასახლის კარის მსახური კრიტიკოსები. ამ მდგომარეობით შეშფოთებული მწერალი ერთგან წერს: " ვინ მომცა ნება, რომ დღევანდელი ყოფიერება მე ასე ავწერო როგორც ვხედავ და მესმის?".
xx საუკუნის 20-იან წლებში იგი ერთ- ერთი ყველაზე პოპულარული პროზაიკოსი ხდება საქართველოში.
ერთის მხრივ, მკითხველთა დიდი სიყვარულითა და პატივისცემითაა გარემოსილი, მეორე მხრივ კი, პროლეტალური მწერლობის წარმომადგენლები უტევენ და მის ყოველ ნაბიჯს აკრიტიკებენ, რის გამოც ჯავახიშვილს ერთ-ერთი გამოსვლის დროს მათი მისამართით უთქვამს:"ჩვენი ადმინისტრაციული დაშინებითა და მუქარით პროლეტარულ მწერლებს წინ ვერც წასწევთ. გაუნათლებელი და უშრომელი მწერალი, კლასიკოსი ვერ გახდება. თქვენ მწერლის ფსიქოლოგიას არავითარ ანგარიშს არ უწევთ. შემოქმედბითი შეჯიბრის გეშინიათ და ამიტომ მებრძვით. კვაჭი დავხატე, მითხარით : ეს შენ ხარო; ჯაყო და თეიმურაზიც შენ თვითონ
ხარო, გივი შადური შენი პორტრეტიაო. ახლა ისღა დამრჩენია, ორსული დავხატო და იმაზეც მეტყვით, ესეც შენ ხარო".
იმხანად მწერილებს ჯერ კიდევ ჰქონდათ საშუალება შეექმნათ ლილტერატურული დაჯგუფებანი, გამოეცათ ჟურნალ - გაზეთები. ასეთი დაჯგუფებათაგანი იყო 1927 წელს აღმოცენებული რამოდენიმე მწერლის მიერ შექმნილი საძმო. "არიფიონის" სახელწოდებით. ასოციაციის თავმჯდომარე მიხეილ ჯავახიშვილი გახლდათ. ასოციაციის წევრებმა 1928წელს გამოსცეს ჟურნალი "არიფიონი".
ჯავახიშვილს "არიფიონის" კრიტკოსთა შესახებ უბის წიგნაკში ჩაუწერია: " ბევრ ქართველ მწერალს მოსდის მოსკოვიდან ბრძანება, თუ როგორ უნდა სწეროს მან ფორმითაც და იდეოლოგიურადაც. " არაფიონი" კი მაგრად დგას ქართულ მიწაზე და მისი აზროვნებაც ამ მიწიდან ამოდის".
"აროფიონის" არსებობა დღემოკლე აღმოჩნდა. 1829წლის მარტში ჩატარდა საქართველოს მწერალთა მეორე ყრილობა, რომელზეც მოხსენება გააკეთა ფილიპე მახარაძემ. ყრილობაზე დაგმობილ იქნა " არიფიონის" საქმიანობა და ეს ჯგუფი მალე დაიშალა კიდეც.
1932 წლის თებერვალში გაიმართა ქართველ მწერალთა პლენუმი. ამ პლენუმზე დიდი რისხვა დაატყდა თავს მიხეილს, როგორც ძნელად გარდასაქმნელ მწერალს, გაგაცნობთ ერთმონაკვეთს ბესარიონ ჟღენტის გამოსვლიდან: “თუ მიხეილ ჯავახიშვილს თავისი მუშაობის პირველ პერიოდში განვიცდით, როგორც
გარკვეული რევოლუციური თანამგზავრი ტენდენციის მატარებელ მწერალს და ვფიქრობდით, რომ მისი განვითარების დიალექტიკა მოგვცემდა საბჭოთა ლიტერატურის ერთ მაგალითს, მისმა შემდგომმა განვითარებამ მოგვცა საწინააღმდეგო. ეს დამახასიათებელია მისთვის.. . ."
ორი თვის შემდეგ, აპრილში, კვლავ "დაამუშავეს":" ზოგიერთები ფიქრობენ, რომ ჯავახიშვილის შემოქმედებას რაღაც განსაკუთრებული მხატვრული ღირსება ახასიათებს. ეს არ არის მართალი. ჯავახიშვილი ცდილობს, მკითხველის ყურადღება მიიპყროს იაფფასიანი ხერხებით, სენსაციებით, შემთხვევითი სიუჟეტებით, ჯავახიშვილის შემოქმედება არის "ბულვარშჩინა".
ასე, თანდათანობით, იძაბებოდა სიტუაცია და ხელოვნურად აჩქარებდნენ იმ დღის მოახლოვებას, როცა მწერლის სიცოცხლე უნდა დასრულებულიყო.
1937 წლის 8 ივნისს გაიმართა პრეზიდიუმის სხდომა. მწერალს ამ სხდომაზე უნდა მოენანიებია თავისი "ცოდვები", გადაესინჯა საკუთარი ყოფაქცევა, დაეგმო წარსული საჯაროდ ეღიარებინა თავისი შეცდომები; ეცადა- როგორმე თავი გადაერჩინა. მხოლოდ ასეთ შემთხვევაში შეიძლებოდა დაკმაყოფოლებულიყო მისი მტრების სურვილი. საქმე ის გახლდათ, რომ მას უწუნებდნენ მთელ რიგ ნაწარმოებებს. " დამპატიჟეს" ყალბი ნაწარმოები უწოდეს. არ მოეწონათ " რკინის საცერი", " ქალის ტვირთი". საყვედურობდნენ, რომ დროს ჩამორჩა, მის შემოქმედებაში არ იყო სტალინის სახე შექმნილი.
მწერალი ისეთ დღეში ჩააგდეს, რომ თავის გასამართლებლად რა უნდა ეთქვა, თვითონაც არ იცოდა. ბრალდებები საგანგებოდ შეთხზული და გაზვიადებული იყო. საშინელებაა, ისე აწამო ადამიანი, რომელიც თავის სიმართლეში ღრმად იყო დარწმუნებული, მაგრამ ვერაფერი გაახერხა.
მოგვყავს მცირეოდენი ნაწყვეტი მ. ჯავახიშვილის საუბრისა, რომელიც წარმოთქვა 1937 წლის მწერალთა კავშირის ერთ-ერთ სხდომაზე:
“ამხანაგებო, საქართველოს კომპარტიის უკანასკნელ ყრილობაზე ჩვენმა პარტიის ხელმძღვანელმა ამხანაგმა ბერიამ მეც იმ მწერლებს მიმაკუთვნა, რომელთაც "თავიანთი ყოფაქცევა უნდა გადასინჯონ." ბრალდებას კონკრეტობა არ ეძლევა, მაგრამ ბრალდება მაინც ბრალდებად რჩება. მე მივხვდი, რომ იგი მე თვითონვე უნდა გავხსნა. მას აქეთ კარგა ხანი გავიდა და მე საკმაო დრო მქონდა ჩემი მახლობელი წარსული გამეხსენებინა და ჩემი ყოფაქცევა გადამეთვალიერებინა. ერთი ამგვარი აზრი არსებობს: ამბობენ, ჩვენებური მზაკვარი, ტროცკისტები თავიანთ შხამიან ქსელში ალბათ უპარტიო ინტელიგენციასაც ჩაურევდნენ და ამიტომ საფიქრებელია, რომ მათ მიხეილ ჯავახიშვილიც ჩარიესო. იმედია, ჩემს გულწრფელობაში ეჭვი არ შეგეპარებათ, რომ არასოდეს არავისთან ანტისაბჭოთა საუბარი არ მქონია.თქვენ, სრული უფლება გაქვთ მითხრათ, ამხანაგი ბერია უსაბუთოდ არ დაგასახელებდაო, სრული სიმართლეა, მეც მაგრე მგონია. ამხანაგებო, უკვე 14 წელიწადია, რაც მე და თქვენ თითქმის ყოველდღე ერთმანეთს ვხვდებით, ვესაუბრებით, მაშასადამე, თქვენ საკმაოდ კარგად უნდა მიცნობდეთ. ალბათ ჩემი ხასიათი გეცოდინებათ, მე ანჩხლი კაცი ვარ, სულ უბრალოზე ნერვები მეშლება. მაგალითად: ტრამვაიმ ათიოდე წუთი დამაგვიანა, რომელიმე
საქონელი გაძვირდა, სადღაც გრძელი რიგი დავინახე და სხვა ამგვარი.ამისგამომეზოგჯერ მწვავე სიტყვას ვიტყვი ხოლმე. ვიღაცას ჩავწიხლავ, ვიღაცას გავლანძღავ, ეს თითქოსწვრილმანია, მაგრამ ისიც მართალია, რომ ბლომად დაგროვილი წვრილმანი მოზრდი მსხვილმანად გადაიქცევა ხოლმე. აი სად არის ჩემი ბრალი: ენა ჩემი- მტერი ჩემი. ამან მე უკვე ძალიან დამაზარალა. ჩემი გესლიანი ნათქვამი, ჩემი პოპულარობის მეოხებით სწრაფად გაჟონავს ხოლმე ხალხში და ავსა თესლსა სთესავს. ამას მე გულწრფელად ვაღიარებ, მაგრამ
ზოგი რამაც უნდა გაგახსენოთ: პირველი- მე ჩემი უხამსი რეპლიკები და გამოთქმა არასოდეს არ განმიზოგადებია ე.ი. მათთვის ანტისაბჭოთა ხასიათი არ მიმიცია.
: მეორე- მე ჩემი გუნება და აზრები ხელის გულზე დამაქვს და ჩემი მკვახე სიტყვების უკან
.არავითარ შავ საქმეს არ ვმალავ.
:მესამე- ამ მკვახე სიტყვებს არსებული სისტემისათვის მტრობა კი არ მალაპარაკებს ხოლმე არამედ, მხოლოდ და მხოლოდ სურვილი უკეთესისა, ჩვენი სოციალისტური ყოფაცხოვრების გაუმჯობესებისა".
მიხეილის სიტყვების შემდეგ მწერლები გამოვიდნენ და როგორც სასამართლოში დამნაშავეს, ისე დაადგნენ პირზე. მისთვის ყველაფერი ნათელი გახდა. ბოლო დღეებში ის დაღვრემილი და გულჩათხრობილი დადიოდა, ივლისის შუა რიცხვი იქნებოდა, პაოლო იაშვილი დაიბარა ბერიამ, როგორც შემდგომ გაირკვა, ბერიამ მას დაავალა მიხეილისა და ტიციანისწინააღმდეგ ცრუ ბრალდება დაეწერა, რომელსაც ისინი შემდგომ საბუთად
გამოიყენებდნენ. მაშინ უთუოდ უკვე გადაწყვეტილი იყო ამ ორი მწერლის ბედი. პაოლო რომ ბერიასგან წამოსულა, გზადაგზა გადაწყვეტილება მიუღია, შინ გაუვლია, თავისი სანადირო თოფი აუღია და ცოლისთვის უთქვამს, მე სანადიროდ მივდივარო. ამ დროს კი მწერალთა კავშირში სხდომა მიმდინარეობდა, სადაც კვლავ ხალხის მოღალატე მწერლების საკითხს იხილავდნენ. სხდომა დაწყებული იყო, ის რომ დარბაზში შევიდა. მოუნახავს ადგილი დამიხეილის გვერდით ჩამომჯდარა. მიხეილს უკითხავს,- რა იყო, რა გითხრა ბერიამო? პაოლოს უპასუხია:- საიმისო არაფერი. . . შემდეგ კი უთქვამს, მალე დაგიმტკიცებთ, რომ არც ისე ცუდი კაცი
ვარო. ჯავახიშვილი ვერ მიხვდა პაოლოს ნათქვამს.. . ცოტა ხნის შემდეგ პაოლო ადგა და ოთახიდან გავიდა. მცირე ხნის შემდეგ, ზედა სართულიდან საშინელი გრიალი და თოფის გასროლის ხმა გაისმა. კრება აიშალა და შეშინებული ხალხი ზევითა სართულისკენ გაიქცა. ზემო სართულის პატარა დერეფანში, იატაკზემ პაოლო იაშვილი სისხლში მოსვრილი იწვა. მან თავის თავს თვითონვე გამოუტანა განაჩენი. საჯიჯგნად თავი არავის მისცა. მან ვერ შეძლო თავისი მეგობრები სასიკვდილოდ გაეწირა.