среда, 27 февраля 2013 г.

ექვთიმე თაყაიშვილი


,,ქართული საგანძურის თავდადებული მცველი.“
,,ერისათვის სასიკეთო და საჭირბოროტო საქმეების მეთვალყურე“
,,მესაფუძვლე“
,,ძეგლის რაინდი“
,,ცათამობაძავი  ივერიის  მეჭურჭლეთუხუცესი“
,,ერისკაცობის  ეტალონი“
,,თავდადებული მამულიშვილი“
,,გაუტეხავი სული“
,,საქართველოს სიძველეთა გუშაგი“


ექვთიმეზე უთქვამთ:
,,ექვთიმე თაყაიშვილის სახელი საუკუნეებს გაუძლებს და ჩვენი მომავალი თაობებისათვის ზნეობის მაგალითი იქნება.მან გვაჩვენა,რა არის პატიოსნება და რა არის ერისკაცობა.საუკუნეების განმავლობაში ის იქნება მანათობელი ჩვენი ერისათვის.“
                                                                                              /ბიძინა ივანიშვილი/
,,მოვა დრო და ილია ჭავჭავაძეს,  ექვთიმე თაყაიშვილსა და  მიხეილ ჯავახიშვილს ეკლესია წმინდანად შერაცხავს“.
                                                                                       /კონსტანტინე გამსახურდია/

,,შენ არ გჭირდება ძეგლი,შენი ძეგლი შენი ცხოვრება და შენი წიგნებია.“
                                                                                          /აკაკი შანიძე/
,,ექვთიმეს მსგავს ადამიანებს ძველად ხატავდნენ ტაძრის კედლებზე .“
                                                                                            /ლადო გუდიაშვილი/
,,ერის ზნეობრივი გმირი–ექვთიმე ღვთისკაცი,მისი ცხოვრების გზა წამებული,თავდადებული ქართველის გზაა.ის იყო დიდი ერისკაცი და დიდი ქრისტიანი.“
                                                                                               /ილია მეორე/


პროექტი:
,,ექვთიმე თაყაიშვილი-ცათამობაძავი ივერიის სული”
პროექტის ხელმძღვანელები:
ასმათ  ჭარელიძე, ლია  ჩხაიძე.

მონაწილენი:
ლიტერატურული წრე
               ,,სამოთხის გვრიტები”

მომზადების დრო:
30 იანვარი-22 თებერვალი-2013 წელი




მიზანი:
·         მოსწავლეები გაეცნობიან კონკურსის პირობებს და შეადგენენ მუშა ჯგუფს,დასახავენ გეგმებს პროექტის განსახორციელებლად.
·           გაეცნობიან ექვთიმე თაყაიშვილის ბიოგრაფიას,მის ცხოვრებისეულ დეტალებს.
·         წაიკითხავენ მის პირად წერილებსა და გამოქვეყნებულ შრომებს.
·         მოიძიებენ ინფორმაციას ინტერნეტის საშუალებით და გაუზიარებენ ერთმანეთს.
·         აირჩევენ საკითხს,რომელზედაც ჩაატარებენ კვლევას.
·         ინტერვიუს ჩაწერენ ისტორიის მასწავლებელთან.
·         ესტუმრებიან მუზეუმს,მთაწმინდის პანთეონს,სადაც გადაიღებენ ფოტოსურათებს.
·         მოეწყობა ვიქტორინა:,,რა ვიცით ექვთიმე თაყაიშვილის შესახებ?”
·         გაკეთდება კედლის გაზეთი,ნახატები,სლაიდშოუ,ბლოგი.
·         სკოლაში ჩატარდება პროექტის პრეზენტაცია.
არსებული მდგომარეობა:
მოსწავლეებს მწირი ინფორმაცია აქვთ ექვთიმე თაყაიშვილის შესახებ,აუცილებელია ამ ინფორმაციის შევსება და შემოქმედებითი მუშაობა,რათა დაფასდეს ღვაწლი დიდებული მამულიშვილისა.
ამოცანები:
·         კვირეულის გეგმის შედგენა-გაცნობა;
·         ფუნქციების განაწილება;
·         ფილმების მოძიება ექვთიმეს შესახებ და მისი ჩვენება;
·         ექვთიმე თაყაიშვილის ბიოგრაფიის გაცნობა,კვლევების  წაკითხვა,დეტალების ჩანიშვნა,ამონარიდების ჩაწერა;
·         კედლის გაზეთებისათვის მასალების შეგროვება,დახარისხება,შემდეგ გაკეთება;
·         ვიქტორინის მოწყობა:,,რა ვიცით ექვთიმე თაყაიშვილის შესახებ”.
·         ექვთიმე ღვთისკაცის სახელობის ეკლესიაში მისვლა და მოლოცვა;
·         მუზეუმსა და მთაწმინდის პანთეონში-საფლავზე მისვლა.
შედეგი:
მოსწავლეებს :
  • განუვითარდებათ კვლევა-ძიებისა და კრიტიკული აზროვნების უნარი;
  • დაეხვეწებათ მეტყველების კულტურა;
  • გამოუმუშავდებათ პრეზენტაციის უნარი;
  • ჩამოუყალიბდებათ გუნდური მუშაობის ჩვევა;
  • გაიგებენ უფრო მეტს ექვთიმეს ცხოვრებისა და მოღვაწეობის  შესახებ;
·         მოახდენენ მიღებული ცოდნის რეალიზებას ცხოვრებაში;
·         შექმნიან ბლოგს,სლაიდშოუს მოძიებული მასალების გამოყენებით.
  • გაუზიარებენ შთაბეჭდილებებს თანატოლებს სოციალური ქსელების მეშვეობით.

შეფასება:
შეფასება მოხდება შექმნილ პროდუქტზე დაკვირვებით:
  • კვლევითი  პროექტი;
  • კედლის გაზეთები;
  • სლაიდშოუ;
  • ფოტო და ვიდეო კოლაჟი.
  • შთაბეჭდილებების დღიური;
  • ბლოგზე განთავსებული მასალა.

რესურსები:
ინტერნეტსაიტები.
სახელმძღვანელოები.
ფორმატები.
მარკერები.
კომპიუტერი.
ფოტოაპარატი.
ვიდეოგადამღები.
მონიტორი.
პროექტორი.


კვლევითი პროექტი:
ექვთიმე თაყაიშვილი,როგორც პოლიტიკური მოღვაწე
პროექტის ხელმძღვანელები:
პედაგოგები:
ნელი ჭელიძე,ლია ჩხაიძე,ასმათ ჭარელიძე.

მონაწილენი:
მოსწავლეები:
გიორგი ჯანხოთელი,თორნიკე გოჩიტაშვილი.
მომზადების დრო:
1-22 თებერვალი.2013 წელი.

მიზანი:
ექვთიმე თაყაიშვილის მოღვაწეობის შესწავლა პოლიტიკურ სარბიელზე,კერძოდ,მისი
ღვაწლის წარმოჩენა მე-20 საუკუნის
დასაწყისში , როგორც ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის სათავეებთან მდგარი ადამიანისა ილია ჭავჭავაძესთან ერთად.

პრობლემა ანუ
არსებული მდგომარეობა:
უამრავი ინფორმაცია არსებობს ექვთიმე თაყაიშვილის ცხოვრებისა და მოღვაწეობის,კვლევებისა და მოგზაურობის,განძის დაცვისა და მზრუნველობის,საქართველოში დაბრუნებისა და შემდეგი მოღვაწეობის შესახებ.თეზო თაბუკაშვილის ფილმიც დოკუმენტალურად აღწერს ამ ადამიანის ღვაწლსა და დამსახურებას,მაგრამ თითქმის არაფერია ნათქვამი მისი პოლიტიკური მოღვაწეობის შესახებ.ამიტომაც საკვლევ თემად სწორედ ეს საკითხი ავირჩიეთ.



განსახორციელებელი ამოცანები:
·         ჯგუფის შექმნა
·         მოტივაციის განსაზღვრა
·         სამოქმედო გეგმის ჩამოყალიბება
·         ფილმების მოძიება ექვთიმეს შესახებ და მისი ჩვენება-განხილვა
·         ექვთიმე თაყაიშვილის ბიოგრაფიის გაცნობა,კვლევების  წაკითხვა,დეტალების ჩანიშვნა,ამონარიდების ჩაწერა;
·         ინტერვიუ ისტორიკოსებთან,ედპ-ს წამრმომადგენლებთან.
·         საცავებსა და ბიბლიოთეკებში ინფორმაციის მოძიება.
·         ინტერნეტსაიტებზე მასალის მოძებნა,გაცნობა.
·         მოძიებული მასალის დახარისხება,დალაგება,ნაშრომისათვის საბოლოო სახის მიცემა.
·         პრეზენტაცია




შედეგი:
მოსწავლეებს :
  • განუვითარდებათ კვლევა-ძიებისა და კრიტიკული აზროვნების უნარი;
  • დაეხვეწებათ მეტყველების კულტურა;
  • გამოუმუშავდებათ პრეზენტაციის უნარი;
  • ჩამოუყალიბდებათ გუნდური მუშაობის ჩვევა;
  • გაიგებენ უფრო მეტს ექვთიმეს ცხოვრებისა და მოღვაწეობის  შესახებ;
  • წარმოაჩენენ ეღვთიმეს,როგორც პოლიტიკურ მოღვაწეს.
·         მოახდენენ მიღებული ცოდნის რეალიზებას ცხოვრებაში;
·         შექმნიან ბლოგს,სლაიდშოუს მოძიებული მასალების გამოყენებით.
  • გაუზიარებენ შთაბეჭდილებებს თანატოლებს სოციალური ქსელების მეშვეობით.

შეფასება:
შეფასება მოხდება შექმნილ პროდუქტზე დაკვირვებით:
  • კვლევითი  პროექტი;
  • ფოტო და ვიდეო კოლაჟი.
  • შთაბეჭდილებების დღიური;
  • ბლოგზე განთავსებული მასალა.

რესურსები:
კომპიუტერი.
ფოტოაპარატი.
ვიდეოგადამღები.
მონიტორი.
პროექტორი.



კონკურსი:  ,,რა ვიცით ექვთიმე თაყაიშვილის შესახებ.”
თემა:    ექვთიმე თაყაიშვილი ,
                           როგორც პოლიტიკური   მოღვაწე

სკოლა:  ქ.თბილისის №32 საჯარო სკოლა.
ლიტერატურული წრე ,,სამოთხის გვრიტები”.
მოსწავლეები:გიორგი ჯანხოთელი,თორნიკე გოჩიტაშვილი,ნინო ებრალიძე.
პედაგოგები:ნელი ჭელიძე,ასმათ ჭარელიძე,ლია ჩხაიძე.
                                   2013
      ექვთიმე თაყაიშვილის ფათერაკებით სავსე ცხოვრება საქართველოს კუთვნილებაა,მისი ისტორიის ერთი გაუხუნარი ფურცელია.შეუძლებელია ჩამოთვალო ყველა ის რეგალია,რაც მის სახელს უკავშირდება:პირველი ქართველი არქეოლოგი,მკვლევარი ისტორიკოსი,ეთნოგრაფი,წყაროთმცოდნე,ნუმიზმატი,ფოლკლორისტი, განძეულის გუშაგი,....არ დარჩენილა მეცნიერების არც ერთი დარგი,რომელსაც სწავლულის ხელი არ შეხებია.
უამრავი ინფორმაცია არსებობს ექვთიმე თაყაიშვილის ცხოვრებისა და მოღვაწეობის,კვლევებისა და მოგზაურობის,განძის დაცვისა და მზრუნველობის,საქართველოში დაბრუნებისა და შემდეგი მოღვაწეობის შესახებ.თეზო თაბუკაშვილის ფილმიც დოკუმენტალურად აღწერს ამ ადამიანის ღვაწლსა და დამსახურებას,მაგრამ თითქმის არაფერია ნათქვამი მისი პოლიტიკური მოღვაწეობის შესახებ.ამიტომაც საკვლევ თემად სწორედ ეს საკითხი ავირჩიეთ.
კვლევის მიზანია ექვთიმე თაყაიშვილის მოღვაწეობის შესწავლა  პოლიტიკურ სარბიელზე,კერძოდ,მისი ღვაწლის წარმოჩენა მე-20 საუკუნის დასაწყისში,როგორც ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის სათავეებთან მდგარი  ადამიანისა ,ილია ჭავჭავაძესთან ერთად.
ილია ჭავჭავაძემ 1905 წელს შეადგინა პარტიის პირველი პროგრამა,მაგრამ ეროვნულ -დემოკრატიული პარტია ოფიციალურად 1917 წლის ივნისში ჩამოყალიბდა. იგი ილია ჭავჭავაძისა და სხვა თერგდალეულთა ნააზრევს დაეფუძნადა,არსებითად,საქართველოს თავისუფლებისათვის ბრძოლის მათივე გზა განაგრძო.ექვთიმე თაყაიშვილი აქტიური მონაწილეა ამ პოლიტიკური წიაღსვლებისა.
კვლევის დაწყებამდე ვესაუბრეთ № 32 საჰარო სკოლის პედაგოგს,ისტორიკოს ნელიჭელიძეს.ის გვესაუბრა ექვთიმეს ღვაწლსა და დამსახურებაზე,გაგვიღვივა ინტერესი მომავალი კვლევისავის.ისტორიკოსი,ქალბატონი ნელი ჭელიძე:,,ჩემთვის ექვთიმეს გზა არის ტანჯვის,ღირსებისა და კაცურკაცობის,უკვდავებისა და სიმართლის გზა...გზა,რომლითაც უნდა იაროს მომავალმა თაობამ”.,,მართლაც საინტერესოა ექვთიმე,როგორც პოლიტიკოსი.შეგიძლიათ ჩაატაროთ მინი-კვლევა ამ საკითხზე...”
ამის შემდეგ გეზი ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის  ოფისისაკენ ავიღეთ.21 თებერვალი იყო,ექვთიმეს გარდაცვალების დღე.ძალიან გაუხარდათ ჩვენი სტუმრობა.ჩვენც გავთამამდით და რესპონდენტის კეთილგანწყობით ვისარგებლეთ.ბევრი რამ გავიგეთ და მასალებიც მოვიპოვეთ.ჩვენი კვლევაც,ფაქტობრივად,მათ მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე ავაგეთ.
ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის სათავეებთან ორი უდიდესი წმინდანი დგას:წმინდა ილია მართალი და წმინდა ევთიმე ღვთისკაცი.ილია მივიდა იმ დასკვნამდე,რომ აუცილებელი იყო პოლიტიკური პარტიის დაარსება  და 1905 წელს იგი ეროვნილ-დემოკრატიულ პარტიას აარსებს.მას აზრად აქვს ამ პარტიის მხრებზე გადმოასვენოს ის ტვირთი,რომელსაც საქართველო ერქვა და რომელიც მან მთელი ორმოცდაათი წელიწადი მარტოდმარტო ზიდა და ატარა,როგორც ერის ბელადმა.”
შეიქმნა ქართული დემოკრატიული პარტია,ამასთან საქართველოს ავტონომიის მოთხოვნა წამოყენებულია,როგორც პარტიის პროგრამის ძირითადი პუნქტი.არჩეულია პარტიის ცენტრალური კომიტეტი,რომელშიც შევიდნენ ქართველი ინტელიგენციის ცნობილი წარმომადგენლები.
ექვთიმე ამბობს:,,ეროვნულ-დემოკრატიული მიმართულება სუფევს საქართველოში მას აქეთ,რაც საქართველომ ცნო თავი მოტყუებულად რუსეთის მიერ და ნაცვლად პროტექტორატისა და დაცვისა,მოახდინა ანექსია საქართველოსი.”
,ვინც საქართველოს დამოუკიდებლობის მტერია,ის ყველას მტერია და ამათ უფლებას ვერ მივსცემთ ილაშქრონ ჩვენს წინააღმდეგ...ვინც ჩვენს დამოუკიდებლობას ძირს უთხრის,უსათუოდ მის წინააღმდეგ უნდა იქნეს ზომები მიღებული.”
ამ პარტის რიგებში თავი მოიყარეს ინტელიგენცის წარმომადგენლებმა.ნიკო ნიკოლაძე,უკანასკნელი სამოციანელი,იყო პარტიის უხუცესი წევრი.ექვთიმე ამ დროს 54 წლის გახდათ.მას გავლილი ჰქონდა ილია ჭავჭავაძის სკოლაც,პეტერბურგის უნივერსიტეტის  ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ,1887 წლიდან სამშობლოში დაბრუნებული სამეცნიერო და პედაგოგიურ მოღვაწეობასაც იწყებს,მაგრამ ავლებს რა თვალს ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებას,ილიას გვერდით დგება და უერთდება მის თანამებრძოლთა წრეს.
1917 წლის ნოემბერში ექვთიმე მონაწილეობს საქართველოს ეროვნული ყრილობის მუშაობაში,რომელიც იმ პარტის ინიციატივით იყო მოწყობილი,რომლის ერთ-ერთი ლიდერი თავად ექვთიმე თაყაიშვილი იყო.ის,როგორც ავტორიტეტი მთელი ერისათვის,აირჩიეს ეროვნული საბჭოს შემადგენლობაში.
1917 წლის ნოემბერში ექვთიმე მონაწილეობს საქართველოს ეროვნული ყრილობის მუშაობაში,რომელიც იმ პარტის ინიციატივით იყო მოწყობილი,რომლის ერთ-ერთი ლიდერი თავად ექვთიმე თაყაიშვილი იყო.ის,როგორც ავტორიტეტი მთელი ერისათვის,აირჩიეს ეროვნული საბჭოს შემადგენლობაში.
ნიშანდობლივია,რომ ექვთიმე თაყაიშვილის სახელი ამშვენებს საქართველოს დამოუკიდებლობის აქტს,რომლითაც საქართველო საუკუნოვანი უუფლებობისა და რუსეთის კოლონიური ქვეყნის მდგომარეობიდან აღდგა,როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო დემოკრატიული რესპუბლიკის სახით.
1919 წ.თებერვალი-საქართველოს დამფუძნებელი კრების არჩევნები.ამ არჩევნებზე ედპ-მ 8 მანდატი მიღო,ერთი მანდატი ექვთიმეს ერგო.მარტში იგი აირჩიეს საქართველოს დამფუძნებელი კრების თავმჯდომარის მოადგილედ და პრეზიდიუმის წევრად.გარკვეული დროის გასვლის შემდეგ  კვლავ დატოვეს ამ თანამდებობაზე.იყო აგრეთვე განათლებისა და ხელოვნების მუდმივმოქმედი კომისის წევრი.მისი ინიციატივით შეიქმნა საბიბლიოთეკო კომისია.რა თქმა უნდა,თავმჯდომარედაც თვითონ აირჩიეს ,ამ საქმეში დიდი გამოცდილების გამო.
სამწუხაროდ,საქართველოს დამოუკიდებლობა  დიდხანს არ გაგრძელებულა.1921 წლის თებერვალში საბჭოთა რუსეთის ჯარის ნაწილებმა დამხეს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა.ექვთიმე თაყაიშვილი ეროვნული განძეულის მცველად და საპატრონოდ საფრანგეთში გაემგზავრა.ლევილის მამულში დაიდეს ბინა ემიგრანტებმა.ეროვნულ-დემოკრატები მაინც აგრძელებდნენ პოლიტიკურ მოღვაწეობას ,პარიზში ფუნქციონირებდა საქართველოს დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმი,რომელიც ფრაქციათა წარმომადგენლებით შეივსო და გაფართოებული პრეზიდიუმი დაერქვა.ექვთიმე თაყაიშვილი კვლავ მისი თავმჯდომარის მოადგილეა.
ბოლშევიკური რუსეთის წითელი არმიის მიერ საქართველოს ოკუპაციისა და მისი ფაქტობრივი ანექსიის შემდეგ 1921 წლის 11 მარტს ექვთიმე თაყაიშვილმა საქართველოს პირველი რესპუბლიკის ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად დატოვა საქართველო. იგი თითქმის მეოთხედი საუკუნის მანძილზე ცხოვრობდა და მოღვაწეობდა საფრანგეთში, მეურვეობდა რა საქართველოს ეროვნულ განძს, რომლის ოფიციალურ პატრონად მენშევიკური მთავრობა ითვლებოდა. განძი აუწერელი ფასეულობისაგან შედგებოდა. აქ იყო თბილისის მუზეუმების ძვირფასეულობა: ოქრო-ვერცხლის ხატები და თვალ-მარგალიტით მოოჭვილი სხვა საგანძური, ძვირფასი ხელნაწერები, ზუგდიდის დადიანისეული სასახლის განძეულობა, გელათისა და მარტვილის სამონასტრო ქონება, თბილისის სასახლის განძეულობა, ბორჯომის სასახლის ქონება და სხვა მრავალი.
ექვთიმე არ იყო შეიარაღებული აჯანყების მომხრე.ეს მკაფიოდ გამოჩნდა 1922 წლის 14 ივლისს ჩატარებულ სხდომაზე,რომელზედაც განიხილებოდა საქართველოში აჯანყების საკითხი.ექვთიმემ კატეგორიული უარი განაცხადა ამგვარ მიდგომაზე.1924 წელს მაინც მოხდა აჯანყება,მაგრამ დამარცხდა და კომუნისტურმა ხელისუფლებამ სასტიკ რეპრესიებს მიმართა.,,ინტელიგენციას გაგვიჟლეტენ!-”ასე აფრთხილებდა ექვთიმე საზოგადოებას.
      ექვთიმე აქტიურად მონაწილეობდა პარიზში ჩატარებულ პოლიტიკური პარტიების წარმომადგენელთა ინტერპარტიულ თათბირზე,რომელზედაც მომავალი კონფერენციის დღის წესრიგი და განსახილველი დოკუმენტების პროექტები შეიმუშავეს(1921წ.18 დეკემბერი).
ექვთიმე კონფერენციის დელეგატია,მოხდა ინტერპარტიული შეთანხმება,რაც საქართველოს ოკუპანტების წინააღმდეგ განზრახული გამოსვლისათვის ძალთა გაერთიანებასა და ერთობლივ მზადებას ითვალისწინებდა.პოლიტიკურმა ემიგრაციამ კარგად იცოდა,რომ გადამწყვეტი სიტყვა თავად ხალხს უნდა ეთქვა(1922წ.თებერვალ-მარტი).
ექვთიმე  დღესაც ამხნევებს ქართველ ერს:ერი არ შეიძლება შედრკეს,ქართველი ხალხი ერთი წუთითაც არ გაიფიქრებს თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის დროშა დაბლა დახაროს(1922წ.26 მაისი).
,,ერი ყოველ წუთს სადარაჯოზე უნდა იდგეს,მისი გუშაგი უნდა ფხიზლობდეს...და ასე განუწყვეტლივ გრძელდებოდეს ბრძოლა საქართველოს გათავისუფლებამდის! მთაწმინდის მიწამ ჩაიკრა გულში ერის საამაყო შვილი,განძის მცველი და თავად უდიდესი სიმდიდრე და განძი,სინდისი და ნამუსი,ღირსება და პატიოსნება,სიმართლე და უბრალოება, სიწმინდე და სათნოება-წმინდა ექვთიმე ღვთისკაცი.


 გამოყენებული ლიტერატურა:

ž  ჯანელიძე,ო.ნარკვევები საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ისტორიიდან.-თბ.მეცნიერება,2002.-535 გვ.
ž  ჯანელიძე,ო.საქართველო ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის სათავეებთან.-თბ.:ნიკე,1997.-40გვ.
ž  ჯანელიძე,ო.ექვტიმე თაყაიშვილი პოლიტიკურ სარბიელზე//ღვთისკაცი.ექვთიმეთაყაიშვილი.კრებული.შემდეგ.ი.თავბერიძე.-თბ.საქ.საპატრიარქოს გამ-ბა,207.-გვ.14-129
ž  ჯანელიძე,ო.საქართველოს ეკლესია და პოლიტიკური პარტიები მე-20 საუკუნის პირველ ოცწლეულში/საისტორიო შტუდიები/ენისა და კულტურის სახელმწიფო უნივერსიტეტი.-201.-ტ.2.-გვ.126-138.
ž  ასათიანი,ა.საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტია[1917-1937წ.წ.]/ქართული მწერლობა.-190.-№3.-გვ.82-95.
ž  თევზაძე,ნ.ეროვნულ-დემოკრატიული პარტია და საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადება(1918 წლის 26 მაისი)/კლიო:საისტორიო ალმანახი.-19.-№5.-გვ.174-178.
ž  საქართველოს ისტორის ნარკვევები.ტ.მე-6.საქართველო 190-1921წ.წ.-თბ.საბჭოთა საქართველო,1972.
ž  ეროვნულ-დემოკრატიული პარტის პრეს-სამსახურის გამოცემა.თბილისი.2008წ.
ž  ეროვნულ-დემოკრატიული მსოფლმხედველობის საზოგადოებრივ-პოლიტიკური ჟურნალი.მოამბე,№1(4).205წ.
ž  ინტერნეტ-საიტები:google.ge; burusi; wordpress.com; ka.wikipedia.org;