пятница, 22 февраля 2013 г.

ექვთიმე-ერის სულიერი მოძღვარი,საგანძურის გუშაგი,საქართველოს ჭირისუფალი........


ექვთიმე თაყაიშვილიქართული საგანძურის თავდადებული მცველი
ავტორი: რედაქტორი | გამოქვეყნებულია: 16.03.2012
4 კომენტარი | 5,125 ნახვა

დიდი ქართველი მეცნიერი, საზოგადო მოღვაწე და ქართული ეკლესიის მიერ წმიდანად შერაცხული ექვთიმე თაყაიშვილი, გურიის ერთ პატარა სოფელ ლიხაურში, აზნაურ სვიმონ თაყაიშვილის ოჯახში დაიბადა 1863 წლის 5 იანვარს. ჯერ კიდევ სულ პატარას მშობლები დაეღუპა.

 სამი წლისამ მარჯვენა ფეხი მოიტეხა, ცუდად შეხორცებული ფეხი საგრძნობლივ დაუმოკლდა და სამუდამო კოჭლად დარჩა. დედმამიშვილებსა და სანათესაოს მისი კოჭლობისა ეუხერხულებოდათ და სტუმრადგამოჩენაერცხვინებოდათ
 ექვთიმე ნიჭიერი და სწავლის მოყვარული ბავშვი იყო. სამაზრო სასწავლებლის დამთავრების შემდეგ იგი ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიაში ჩაირიცხა და სწავლა ვერცხლის მედალზე დაასრულა. შემდეგ კი პეტერბურგის უნივერსიტეტში ჩააბარა ისტორიულ-ფილოლოგიურ ფაკულტეტზე. პეტერბურგიდან ექვთიმე კანდიდატის ხარისხით დაბრუნდა თბილისში.

თბილისში ჩამოსული ექვთიმე აქტიურად ჩაერთო მეცნიერულ, პედაგოგიურ და საზოგადოებრივ მოღვაწეობაში. უმთავრეს მიზნად მან დაისახა მასალების შეკრება საქართველოს ისტორია-არქეოლოგიისათვის. 1889 წელს დააარსასაქართველოს საეგზარქოსო მუზეუმი”, სადაც თავს უყრიდნენ ძველ საეკლესიო წიგნებს, ხელნაწერებსა და სხვადასხვა ნივთებს. მუშაობდნენ საქართველოს ეკლესიის ისტორიის შედგენაზე.


თავად ექვთიმე წერს :

საზოგადოების წევრი რომ გავხდი, მივიხედ-მოვიხედე, შევიტყვე, რომ იმ ძვირფას ხელნაწერებს კაცი პატრონი არა ჰყავდა და ძალაუნებურად მოვკიდე ხელი, დავუწყე პატრონობა. მერე თანდათან გამიტაცა, შემიყვარდა და ვიწყე ზრუნვა დაღუპვისაგან მათ გადარჩენაზე. თან ახალ-ახალსაც ვაგროვებდი, შემოწირულით აღარ ვჯერდებოდი. საზოგადოების ხარჯზე შეძენაც დავიწყე. სხვადასხვა კუთხეში მიმოწერა გავაჩაღე, აგენტები გავიჩინე….

საქართველო დავიარე და დავინახე, თუ რა უზარმაზარი მასალაა განწირული დავიწყებისა და ხშირად დაღუპვისთვისაც. პირდაპირ ამიტანა ფანატიკურმა მისწრაფებამ, რაც შეიძლება მეტი მომესწრო, მითუმეტეს, რომ ჩემ თანამედროვეთაგან აღარავინ მისდევდა ამ საქმეს.

რამდენს ვცდილობდი, რას არ ვკიდებდი ხელს, მაგრამ რამდენი რამ მაინც ვერ მოვასწარი!.. არ იყო ხალხი, თითოოროლა კაცის მეტი არ ეკარებოდა ასეთ საქმეს. არ ესმოდათ ამის მნიშვნელობა და გემო!.. რუსთველის გამზირზე სეირნობასა და პოპულარული სტატია-წიგნების კითხვას, ან ლიტერატურულ კამათს იქით აღარ მიდიოდა მათი მონდომებათითქოს გვყავდა ინტელიგენცია, მაგრამ ნამდვილად და ღრმად ვერავინ ხვდებოდა კულტურული მემკვიდრეობის მოვლა-პატრონობისა და ადგილობრივ შესწავლის აუცილებლობას”.

ექვთიმე თაყაიშვილის სახელს უკავშირდებასაქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოებისდაარსება. ეს საზოგადოება მოგზაურობდა საქართველოს სხვადასხვა მხარეში და აგროვებდა ისტორიულ და არქეოლოგიურ მასალებს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო მათი მოგზაურობასამუსულმანო საქართველოში”. ექსპედიციამ უამრავ მასალას მოუყარა თავი: ეთნოგრაფიულ და საარქივო ნივთებს, ნაქსოვ-ნაქარგებს, ხელნაწერებს. ცალკე კოლექციას შეადგენდა ქართული ეკლესია-მონასტრების კედლებიდან გადმოღებული ფრესკები.

1888 წელს ექვთიმემ შეისწავლა და გამოიკვლიაპარხლის სახარება”. ამას მოჰყვა
 შატბერდულიმოქცევაი ქართლისაისახლებური წაკითხვა, რკვევა და დათარიღება.

1890 წელს ექვთიმე თაყაიშვილმა ერთად მოუყარა თავი და გამოაქვეყნასამი ისტორიული ქრონიკა”, სადაც წარმოდგენილია -”მოქცევაი ქართლისაი”, “სუმბატის ქრონიკადამესხური მატიანე”. ამ გამოცემამ იგი ერთბაშად მაშინდელ დიდ სამამულო მოღვაწეთა გვერდით დააყენა.

ექვთიმეს დღენიადაგი ოცნება იყო სამხრეთ საქართველოს ისტორიულ ძეგლთა საფუძვლიანი აღწერა და შესწავლა. ჯერ, 1902 წელს, ხუროთმოძღვარ სიმონ კლდიაშვილისა და ფოტოგრაფ ალექსანდრე მამუჩაიშვილის თანხლებით, იმოგზაურა და აღწერა ახალციხე-ახალქალაქისა და არტაან-ოლთისის ძეგლები.

მეორე, უფრო სრული საფუძვლიანი ექსპედიცია ექვთიმემ მოაწყო 1907 წელს, ინჟინერ ანატოლი კალგინის, ფრანგი მასწავლებლისა და მოხალისე ფოტოგრაფის, ედუარდ ლიოზენის თანხლებით. მოიარეს კოლა, ოლთისი, ჩანგლი. მაშინ აღწერა ექვთიმემ ბანას დიდებული ტაძარი, ტაოსკარი, დადაშენი, ტახტორკანი, ჯიჯორი, ქუმურლუხი, კალმახი, ვაჩეძორი და მრავალი სხვა ძეგლი, ნაძეგლარი, ნანგრევი და ნამუსრევი.

ექვთიმე თაყაიშვილი იყო ერთ-ერთი აქტიური მებრძოლი საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენისათვის, მან ასევე უდიდესი როლი ითამაშა 1918 წელს თბილისის უნივერსიტეტის დაარსებაში.

1921 წლის 25 თებერვალს საქართველო საბჭოთა ხელისუფლებამ დაიპყრო. საქართველოს მთავრობა საზღვარგარეთ გადაიხვეწა და თან წაიღო საბანკო ვალუტა, ისტორიისა და კულტურის სამუზეუმო განძეულობა და ხელნაწერები. მათ მცველად გაჰყვა ექვთიმე თაყაიშვილი თავის მეუღლესთან ერთად. „ძალაუნებურად მომიხდა ემიგრანტობა, რათა არ მოვშორებოდი ჩვენი ერის სასიქადულო კულტურულ საგანძურს, დამეცვა იგი ყოველგვარი საფრთხისაგან“, – წერდა ექვთიმე თაყაიშვილი.

საფრთხე კი მრავალი იყო: ქართული საგანძურის შესყიდვა სურდათ ბრიტანეთისა და ნიუ-იორკის მუზეუმებს, გრაფ ოხოლენსკის ქვრივი სალომე დადიანი კი ამ საგანძურის ერთი ნაწილის მემკვიდრედ ასაღებდა თავს და სასამართლოშიც კი აღძრა საქმე განძის ხელში ჩასაგდებად. მეორე მსოფლიო ომის დროს ფაშისტებმა შეიტყვეს განძის შესახებ და ექვთიმეს ბინაც კი გაჩხრიკეს, მაგრამ ექვთიმე თაყაიშვილის, გრიგოლ ფერაძისა და სხვა ქართველებისა თუ მათი უცხოელი მეგობრების წყალობით ქართველებმა განძი შეინარჩუნეს. ბოლოს კი საფრანგეთის მთავრობამ გამოაცხადა, რომ ქართული საგანძური მას ეკუთვნოდა იმ გადასახადის სანაცვლოდ, რომელიც ქართულმა ემიგრაციამ მატერიალური შეჭირვების გამო ვერ გადაიხადა, მაგრამ ამჯერადაც გამოჩნდნენ კეთილი ადამიანები და განძი მითვისებას გადაურჩა.

ამ დროს კი ასეთი განძის მფლობელი ექვთიმე უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობდა. მას და მის მეუღლეს ხშირად პურიც კი არ ჰქონდათ და მათ მეგობრები ინახავდნენ. ექვთიმეს ამ პერიოდში გარდაეცვალა საყვარელი მეუღლე და დიდი მეგობარი ნინო. მარტო დარჩენილი მოხუცი შიმშილის, ყინვისა და ავადმყოფობისაგან ბევრჯერ სიკვდილის პირამდეც მისულა, მაგრამ დაკისრებული მოვალეობისათვის არ უღალატნია. ერთი უმცირესი ნივთიც რომ გაეყიდა, იგი უმდიდრესი კაცი გახდებოდა, მაგრამ არცერთი მისხალი არ მოუკლია ერის საგანძურისათვის. იგი ოცნებობდა იმ დროზე, როცა საქართველოს დაუბრუნებდა თავის საგანძურს.

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ შეიქმნა ის პირობები, როცა შესაძლებელი გახდა ოცნება რეალობად ქცეულიყო. საფრანგეთსა და საბჭოთა კავშირს შორის შედგა მოლაპარაკება, რის შედეგადაც განძი ამერიკულ თვითმფრინავზე დატვირთეს და საქართველოში გადმოგზავნეს მცველების თანხლებით.

თბილისში, აეროპორტში ქართული საზოგადოება ელოდებოდა. ექვთიმეს კი თვითმფრინავიდან ჩასვლა არ უნდოდა, როცა მიზეზი ჰკითხეს მორიდებულად უპასუხა, “ძალიან შელანძღული და დახეული პიჯაკი და ფეხსაცმელი მაცვია და მერიდებაო..”- არადა, ევროპაში მასთან ინახებოდა ქართული ოქრომჭედლობისა და სხვა უამრავი შედევრი, თუნდაც ერთი მათგანი რომ გაეყიდა ფუფუნებაში იცხოვრებდა

სამშობლოში ერისათვის დამაშვრალი მოღვაწე პატივით მიიღეს, აღადგინეს თბილისის უნივერსიტეტში პროფესორად, აირჩიეს აკადემიის წევრად. მაგრამ დიდხანს არ გასტანა ექვთიმეს სიხარულმა. საბჭოთა ხელისუფლებამ ბრძოლა გამოუცხადაგაათავისუფლეს საქართველოს ისტორიის პროფესორის თანამდებობიდან, დაუპატიმრეს შვილობილი, რომელთან ერთადაც ცხოვრობდა, თანამშრომლებს აუკრძალეს მასთან მისვლა.

აი, ასე, ყველასაგან მიტოვებული გარდაიცვალა 1953 წლის 21 თებერვალს ერის საგანძურის მცველი, საქართველოსთვის დამაშვრალი მოღვაწე ექვთიმე თაყაიშვილი. მისი ნეშტი მცირერიცხოვანმა პროცესიამ მიაცილა ვაკის სასაფლაომდე.
 დაბადებიდან 100 წლის თავზე ექვთიმე თაყაიშვილის ნეშტი დიდუბის პანთეონში გადაასვენეს.

საქართველოს ეკლესიამ კი იგი წმინდანთა დასში შერაცხა და უწოდა წმინდა ექვთიმე ღვთისკაცი.

გამოყენებული მასალაწიგნი მოწამეთა
 მოამზადა ნესტან ბლუაშვილმა



20

1321887-1894 წლებში ექვთიმე თაყაიშვილი ასწავლიდა თბილისის ქართულ სათავადაზნაურო სკოლასა და კლასიკურ გიმნაზიაში (ბერძნულ-ლათინურ ენებს, ისტორიას და გეოგრაფიას). 1894-1904 წლებში იგი განაგებდა თბილისის ქართულ სათავადაზნაურო გიმნაზიას. აღსანიშნავია, რომ ქუთაისის ქართულ სათავადაზნაურო გიმნაზიასთან ერთად, ეს გიმნაზია წარმოადგენდა ქართული ეროვნული განათლების უმთავრეს კერას.

პეტერბურგიდან სამშობლოში დაბრუნებისთანავე ექვთიმე თაყაიშვილი შეუდგა აქტიურ სამეცნიერო-კვლევით მოღვაწეობას. იგი გახლდათ წყაროთმცოდნე და არქეოგრაფი, ეპიგრაფიკის მკვლევარი, არქეოლოგი, ქართული მწერლობის ისტორიის მკვლევარი. დიდი ქართველი მეცნიერი და მამულიშვილი, პროფესორი მიხეილ (მიხაკო) წერეთელი ასე ახასიათებდა თაყაიშვილს: "ექვთიმე სპეციალობით არც არქეოლოგი იყო, არც ხელოვნებათა მეცნიერი, არც ისტორიკოსი, არც ქართული ფილოლოგიის სწავლული. მაგრამ იგი იმავე დროს ერთიც იყო, მეორეც, მესამეც და მეოთხეც. სიდიადე მისი სულისა სწორედ აქ არის, - მან თავისი ერის სამსახურისთვის ეს მეცნიერებანი თვით შეისწავლა. იგი იყო "მოხალისე", "მოყვარული", მაგრამ ნამდვილი ბატონი საქართველოს წარსულის კვლევის ფართო ნიადაგზედ... იგი იყო განმგრძობი დიმიტრი ბაქრაძის, თავისი უფროსი თანამედროვის . ჟორდანიას და სხვათა ღვაწლისა, რომელთაც იგივე მიზანი ხელმძღვანელობდა მათი უანგარო , დაუღალავი და ხანგრძლივი შრომის დროს" (იხ. . "ბედი ქართლისა", პარიზი, #16, 1954, გვ. 8).

საქართველოს სამეცნიერო-კულტურულ ცხოვრებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა 1907 წელს ექვთიმე თაყაიშვილის თაოსნობით დაარსებულმა საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოებამ, რომლის მიზანი საქართველოს ისტორიის, მისი ხალხის ყოფა-ცხოვრების, ხელოვნების ძეგლების შესწავლა იყო. საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოებამ ფართო და ნაყოფიერი მუშაობა გაშალა. მრავალმხრივმა სამეცნიერო საქმიანობამ დიდი პოპულარობა მოუტანა საზოგადოებას. ექვთიმე თაყაიშვილმა დააფეძნა ორი სამეცნიერო სერია "ძველი საქართველო" და "საქართველოს სიძველენი". იგი თავად იყო ამ სერიების ტომების შემდგენელი.

ექვთიმე თაყაიშვილის მოღვაწეობას მაღალი შეფასება მისცა რუსეთის საიმპერატორო არქეოლოგიურმა საზოგადოებამ. ნაშრომისათვის "მასალები კავკასიის არქეოლოგიისათვის" 1911 წლის 28 მარტს იგი აღნიშნული საზოგადოების დიდი ოქროს მედლით დაჯილდოვდა.

დიდია ექვთიმე თაყაიშვილის ღვაწლი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსებაში. იგი ივანე ჯავახიშვილთან ერთად იმთავითვე იყო არჩეული "ქართული უნივერსიტეტის საზოგადოების" კომისიაში. როგორც ცნობილია, უნივერსიტეტი 1918 წლის 26 იანვარს გაიხსნა. ექვთიმე თაყაიშვილი გახლდათ უნივერსიტეტის ერთ-ერთი პირველი პროფესორი. 1918 წლის 21 მაისს თბილისის უნივერსიტეტის საბჭომ ექვთიმე თაყაიშვილს მიანიჭა დოქტორის სამეცნიერო ხარისხი. იგი სამ სალექციო კურსს უძღვებოდა. ერთი პირველკურსელთათვის იყო და მოიცავდა საქართველოს სიძველეთმცოდნეობის შესავალს. ამასთან ერთად მეცნიერი კითხულობდა ეპიგრაფიკას და საქართველოს საეკლესიო ისტორიას.

უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება ექვთიმე თაყაიშვილის მიერ აღმოჩენილ "ვეფხისტყაოსნის" ძველ ხელნაწერებს. მან თავი მოუყარა 17 ხელნაწერს, რომელთა შორის ზოგი მეტად საყურადღებო იყო როგორც ვარიანტებით, ისე მხატვრობით; საერთოდ კი 24 ხელნაწერის შესახებ მოკრიბა ცნობები. ექვთიმე თაყაიშვილის მიერ თავმოყრილ "ვეფხისტყაოსნის" ხელნაწერთა შორის უძველესი იყო 1646 წლის, რომელიც საზოგადოებამ ვინმე კორინთელისაგან შეიძინა. საზოგადოების შენაძენთა შორის არის აგრეთვე მეფე გოირგი XI-სათვის 1680 წელს მისი მდივნის მიერ გადაწერილი "ვეფხისტყაოსანი". ეს ხელნაწერი გამოირჩევა თავისი მოხატულობით. ექვთიმე თაყაიშვილის დიდი დამსახურებაა გადარჩენა პელაგია წერეთლისეული "ვეფხისტყაოსნისა", რომელიც სიუჟეტური მინიატურებით იყო დასურათებული.

ექვთიმე თაყაიშვილის გულმოდგინების შედეგი იყო "ხელმწიფის კარის გარიგების" ხელნაწერის აღმოჩენა. ეს ხელნაწერი ექვთიმემ ქართლში მოგზაურობის დროს გაპარტახებულ სახლში იპოვა. ექვთიმე თაყაიშვილი მუდამ ცდილობდა, რომ ყოველივე ის, რასაც აღმოაჩენდა, უცვლელად გამოეცა. ასევე მოიქცა აღნიშნული ხელნაწერის მიმართაც. 1920 წლის მაისში თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობამ "ხელმწიფის კარის გარიგება" მისი გამოკვლევით და წინასიტყვაობით გამოსცა.
ექვთიმე თაყაიშვილმა სამგზის იმოგზაურა საქართველოს სამხრეთ ნაწილში (თურქეთის საქართველოში). პირველი ექსპედიცია მოეწყო 1902 წელს. ექსპედიციაში ექვთიმე თაყაიშვილთან ერთად მონაწილეობდნენ ხუროთმოძღვარი სიმონ კლდიაშვილი და ფოტოგრაფი ალექსანდრე მამუჩაიშვილი. ახალციხისა და ახალქალაქის ზოგ ძეგლთან ერთად მაშინ მათ გამოიკვლიეს არტაანის ოლქის ძეგლები და ოლთისის ოლქის ნაწილი. მეორე ექსპედიცია 1907 წელს მოეწყო. ამ მოგზაურობის დროს ექვთიმე თაყაიშვილმა ინახულა და აღწერა თორთუმის ხეობის ზემო წელში მდებარე ექექის ტაძარი, ამ ტაძრის სამხრეთით მდებარე სოფელ სოხროთის ტაძარი, ოთხთა ეკლესია, პარხლის ეკლესია და სხვა მნიშვნელოვანი ძეგლები. ამ არქეოლოგიური ექსპედიციების შედეგების მნიშვნელოვანი ნაწილი გამოცემულ იქნა პარიზში, 1930-იანი წლების მეორე ნახევარში.

ექვთიმე თაყაიშვილის პოლიტიკური მოღვაწეც გახლდათ. 1917 წელს იგი იყო საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ერთ-ერთი ფუძემდებელი. 1919-1921 წლებში კი იგი გახლდათ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ეროვნული პარლამენტის, - დამფუძნებელი კრების, თავმჯდომარის მოადგილე.

ბოლშევიკური რუსეთის წითელი არმიის მიერ საქართველოს ოკუპაციისა და მისი ფაქტობრივი ანექსიის შემდეგ 1921 წლის 11 მარტს ექვთიმე თაყაიშვილმა საქართველოს პირველი რესპუბლიკის ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად დატოვა საქართველო. იგი თითქმის მეოთხედი საუკუნის მანძილზე ცხოვრობდა და მოღვაწეობდა საფრანგეთში, მეურვეობდა რა საქართველოს ეროვნულ განძს, რომლის ოფიციალურ პატრონად მენშევიკური მთავრობა ითვლებოდა. განძი აუწერელი ფასეულობისაგან შედგებოდა. აქ იყო თბილისის მუზეუმების ძვირფასეულობა: ოქრო-ვერცხლის ხატები და თვალ-მარგალიტით მოოჭვილი სხვა საგანძური, ძვირფასი ხელნაწერები, ზუგდიდის დადიანისეული სასახლის განძეულობა, გელათისა და მარტვილის სამონასტრო ქონება, თბილისის სასახლის განძეულობა, ბორჯომის სასახლის ქონება და სხვა მრავალი.
ექვთიმე თაყაიშვილი ერთხანს პარიზში ცხოვრობდა, შემდეგ კი გადავიდა ლევილის მამულში. ამავე დროს, იგი განაგრძობდა ნაყოფიერ სამეცნიერო-კვლევით მოღვაწეობას. მისი აღიარების დასტური იყო ის, რომ იგი ჯერ პარიზის ნუმიზმატთა საზოგადოების (1922 წლის 4 თებერვალი), ხოლო შემდეგ საფრანგეთის სააზიო საზოგადოების (1925) ნამდვილ წევრად აირჩიეს. 1937-1939 წლებში თაყაიშვილი იყო მის მიერვე დაარსებული "ქართული კულტურული და საარქეოლოგიო მასალების გამოცემის ფონდი"- თავმჯდომარე. ამასთან, იგი გახლდათ სამეცნიერო პერიოდული გამოცემის "გეორგიცა" (ლონდონი) სარედაქციო საბჭოს წევრი.

ნიუ-იორკისა და ბრიტანეთის მუზეუმები ცდილობდნენ ხელში ჩაეგდოთ საქართველოს განძის თუნდაც მცირე ნაწილი. ფრანგი ისტორიკოსი მილე ნივთების ფოტოგრაფიულად გადაღების ნებართვას ითხოვდა. ექვთიმე თაყაიშვილი თავს ევლებოდა საქართველოს საუნჯეს და კატეგორიულ უარს ეუბნებოდა ყველას, ვინც კი განძთან დაკავშირებით რაიმეს ითხოვდა. ხედავდა რა უდიდეს ინტერესს განძისადმი, ექვთიმეს აწუხებდა მისი მომავალი ბედი.

ექვთიმე თაყაიშვილს დიდი მცდელობა დასჭირდა იმისათვის, რომ სასამართლოს წესით უარეყო გრაფ ალექსანდრე ობოლენსკის ქვრივის, სამეგრელოს უკანასკნელი მთავრის ნიკოლოზ დადიანის ასულის, სალომე ობოლენსკაიას საჩივარი, რომელსაც პრეტენზია ჰქონდა ზუგდიდის მუზეუმიდან გატანილ განძეულობაზე. მართალია, ობოლენსკაიამ ვერ მიიღო უფლება დადიანების განძზე, მაგრამ იგი აღარც საქართველოს ეკუთვნოდა. ერთა ლიგის მიერ 1933 წელს საბჭოთა კავშირის ცნობამ მეტად უარყოფითი გავლენა იქონია საქართველოს ემიგრანტული მთავრობის მდგომარეობაზე: ხსენებულ წელს გაუქმდა საფრანგეთში საქართველოს საელჩო და მის ნაცვლად შეიქმნა "ქართული ოფისი". განძი საფრანგეთმა დაისაკუთრა. ექვთიმე თაყაიშვილი ბევრს ეცადა მიეღწია საფრანგეთის მთავრობის უსამართლო განაჩენის გაუქმებისათვის, მაგრამ ამაოდ.

მხოლოდ მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ გახდა შესაძლებელი განძის საქართველოში დაბრუნება. ჯერ კიდევ 1944 წლის ნოემბერში ექვთიმე თაყაიშვილი შეხვდა სსრკ - ელჩს საფრანგეთში . ბოგომოლოვს, რომელსაც გააცნო განძთან დაკავშირებული ვითარება და შემწეობა სთხოვა, თანაც გადასცა ვრცელი მოხსენება გენერალ დე გოლის სახელზე. დე გოლმა განკარგულება გასცა საქართველოს საუნჯის დაბრუნების თაობაზე.

1945 წლის 11 აპრილს ექვთიმე თაყაიშვილი თბილისში დაბრუნდა. ჩამოსვლის პირველი დღეებიდანვე იგი აქტიურად თანამშრომლობდა მეცნიერებათა აკადემიასთან და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან, აქვეყნებდა სამეცნიერო ნაშრომებს საქართველოს ისტორიის საკითხებზე. 1945 წლის 10 მაისს არჩეულ იქნა თბილისის უნივერსიტეტის პროფესორად, 1946 წელს კი იგი აირჩიეს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსად.

1946 წელს ექვთიმე თაყაიშვილი საჯაროდ წარდგა თბილისის უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებელთა წინაშე მოხსენებით "ევროპაში ნახული ქართული ძეგლები და იქვე შეკრებილი ცნობები ქართული ძეგლების შესახებ". მეტად მნიშვნელოვანია მის მიერ 1949 წელს სრული სამეცნიერო აპარატის თანხლებით გამოცემული სუმბატ დავითის ძის ქრონიკა ტაო-კლარჯეთის ბაგრატიონთა შესახებ.

გარდაიცვალა 1953 წლის 21 თებერვალს, უკიდურეს გაჭირვებაში. მის დაკრძალვას ვაკის სასაფლაოზე მხოლოდ ორმოცამდე ადამიანი დაესწრო... იგი გადასვენებულია საზოგადო მოღვაწეთა მთაწმინდის პანთეონში. ქართულმა მართლმადიდებელმა სამოციქულო ეკლესიამ იგი წმინდანად შერაცხა.

სხვა სახელი:    წმ. ექვთიმე ღვთისკაცი
დაბადების თარიღი:  5 იანვარი, 1863
გარდაცვ. თარიღი:       21 თებერვალი, 1953  (90 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:              მთაწმინდის პანთეონი, თბილისი
კატეგორია:      არქეოლოგი, ისტორიკოსი

ბიოგრაფია

ისტორიკოსი, არქეოლოგი და საზოგადო მოღვაწე ექვთიმე თაყაიშვილი დაიბადა 1863 . 5 იანვარს კორდონის ოფიცრის აზნაურ სიმონ თაყაიშვილისა და ნინო ნაკაშიძის ოჯახში. მშობლები ადრევე გარდაეცვალნენ. სწავლობდა ოზურგეთისა და ფოთის სამაზრო სასწავლებლებში, ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიაში. 1887 . დაამთავრა პეტერბურგის უნივერსიტეტის ისტორიულფილოლოგიური ფაკულტეტი და თბილისში მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხით დაბრუნდა.

1895 . ექვთიმემ ილია ჭავჭავაძის ჩარევით ცოლად შეირთო იურისტ ივანე პოლტორაცკისა და ნადეჟდა გაბაშვილის ასული ნინო (1869-1931 წწ.).

ექვთიმე თაყაიშვილი აქტიურ მეცნიერულ, პედაგოგიურ, საზოგადოებრივ მოღვაწეობას ეწეოდა და თავისი მეცნიერული მუშაობის უმთავრეს მიზნად საქართველოს ისტორიაარქეოლოგიისათვის მასალების შეკრებას თვლიდა.

1889 . დიმიტრი ბაქრაძემ და ექვთიმე თაყაიშვილმა დაარსეს "საქართველოს საეგზარქოსოს მუზეუმი" და მუშაობდნენ საქართველოს ეკლესიის ისტორიის შედგენაზე. 1907 . ექვთიმემ საფუძველი ჩაუყარა "საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოებას", რომელმაც რამდენიმე წელში მნიშვნელოვან მასალას მოუყარა თავი. საზოგადოების მიერ მოწყობილი ექსპედიციებიდან განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მოგზაურობა "სამუსლიმანო საქართველოში" 1917 .

ექვთიმე თაყაიშვილი აქტიურად იბრძოდა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღსადგენად და დიდი როლი შეასრულა თბილისის უნივერსიტეტის დაარსების საქმეში 1918 .

1921 . 25 თებერვალს, საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების გამო, საფრანგეთში ევაკუირებულმა მენშევიკურმა მთავრობამ საქართველოდან გაიტანა საბანკო ვალუტა, ქვეყნის ისტორიისა და კულტურის სამუზეუმო განძეულობა და ხელნაწერები. ეროვნულ განძს მცველად გაქჰყვა ექვთიმე თაყაიშვილი მეუღლითურთ.

ექვთიმე თაყაიშვილი საფრანგეთში განაგრძობდა აქტიურ სამეცნიეროკვლევით მოღვაწეობას. 1922 . ის აირჩიეს პარიზის ნუმიზმატთა საზოგადოების, ხოლო 1925 .–საფრანგეთის სააზიო საზოგადოების ნამდვილ წევრად. 1937-1939 წწ. თაყაიშვილი იყო მის მიერვე დაარსებული "ქართული კულტურული და საარქეოლოგიო მასალების გამოცემის ფონდის" თავმჯდომარე. ამასთან, იგი გახლდათ სამეცნიერო პერიოდული გამოცემის "Georgica"- სარედაქციო საბჭოს წევრი. თუმცა საფრანგეთში ცხოვრებისას ექვთიმეს მთავარ მიზანს ეროვნული განძის დაცვა წარმოადგენდა. განძს კი დაცვა ნამდვილად ჭირდებოდა: ექსპონატებით დაინტერესდნენ ბრიტანეთისა და ნიუიორკის მუზეუმები, გრაფ ობოლენსკის ქვრივი სალომე დადიანი განძის საგრძნობი ნაწილის ერთადერთ მემკვიდრედ მიიჩნევდა თავს და საქმე სასამართლოში აღძრა, II მსოფლიო ომის დროს ფაშისტებმა გაჩხრიკეს ექვთიმეს ბინა, საფრანგეთის მთავრობამაც თავისი პრეტენზია განაცხადა და მოითხოვა განძის ლუვრის მუზეუმისათვის გადაცემა. 1935 . კი საქართველოს ყოფილმა მთავრობამ უარი თქვა განძის მეურვეობაზე და მისი დაცვა ექ. თაყაიშვილს მიანდო.

1931 . გარდაიცვალა ნინო პოლტორაცკაია. მარტოობისა და უკიდურესად მძიმე მატერიალური მდგომარეობის მიუხედავად, ექთიმე თაყაიშვილმა შეძლო ეროვნული საგანძურის შენარჩუნება.

1945 . II მსოფლიო ომის დამთავრების შემდეგ შეიქმნა ხელსაყრელი პოლიტიკური პირობები და საქართველოს ეროვნული საგანძური ამერიკული თვითმფრინავებით საქართველოში დააბრუნეს. განძს ექვთიმეც გამოქყვა.

სამშობლოში დაბრუნებული ექვთიმე თაყაიშვილი აღადგინეს თბილისის უნივერსიტეტში პროფესორად, აირჩიეს აკადემიის წევრად, კითხულობდა საჯარო ლექციებს. 1951 . კი საქართველოში არსებულმა რეჟიმმა მოხუცის შევიწროება დაიწყო: დააპატიმრეს მისი შვილობილი ლიდა პოლტორაცკაია, 1952 . კი ექვთიმე გაანთავისუფლეს უნივერსიტეტიდან.

დევნაშევიწროებამ დიდად იმოქმედა ექვთიმე თაყაიშვილზე და 1953 . 21 თებერვალს გულის დამბლით გარდაიცვალა.

1963 . 10 თებერვალს ექვთიმე თაყაიშვილის ნეშტი დაბადების 100 წლისთავთან დაკავშირებით ვაკის სასაფლაოდან დიდუბის პანთეონში გადმოასვენეს. 1987 . 22 თებერვალს ლევილიდან თბილისში ჩამოასვენეს და მეუღლის გვერდით დაკრძალეს ნინო პოლტორაცკაია-თაყაიშვილის ნეშტი.

2000 . ექვთიმე თაყაიშვილის ნეშტი მთაწმინდის მიწას მიაბარეს.

2002 . წმინდა სინოდის სხდომამ ექვთიმე თაყაიშვილი წმინდანად შერაცხა და უწოდა "წმინდა ექვთიმე ღვთისკაცი", დაარსდა "წმინდა ექვთიმე ღვთისკაცის" მედალი. 2008 . თბილისში გაიხსნა "წმინდა ექვთიმე ღვთისკაცის" სახელობის ტაძარი.

ექვთიმე თაყაიშვილი – Ekvtime Takaishvili

წმიდა ექვთიმე ღვთისკაცის (თაყაიშვილი) ღვაწლი საქართველოს ეკლესიის წინაშე
ცათამობაძავი ივერიის მეჭურჭლეთუხუცესი

სულ იმას ვშიშობდი ყოველ ნაბიჯზე, აი, ეს არ დაიკარგოს, აი, ეს არ წახდეს მეთქი

2002 წლის 17 ოქტომბერს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდმა წმიდანად შერაცხა ცნობილი ქართველი საზოგადო მოღვაწე და მეცნიერი ექვთიმე თაყაიშვილი და მას სახელად წმიდა ექვთიმე ღვთისკაცი უწოდა. განუზომელია ამ ადამიანის ღვაწლი ქართველი ერისა და ღვთის წინაშე. მის სახელს უკავშირდება არა მარტო თავდადებული სამეცნიერო და საზოგადოებრივი მოღვაწეობა, არამედ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სიწმიდეების, ჩვენი საგანძურის გადარჩენა.

2003 წლის მაისში წმიდა ექვთიმე ღვთისკაცის სახელთან დაკავშირებული კიდევ ერთი სასიხარულო ფაქტი მოხდა: თბილისში გაიხსნა მისი სახლ-მუზეუმი და სამლოცველო.

XIX საუკუნის 80-იან წლებში წმიდა ექვთიმე ღვთისკაცის საზოგადოებრივ ასპარეზზე გასვლის დროს, ავტოკეფალია წართმეულ საქართველოს ეკლესიას რუსეთის კოლონიური პოლიტიკის გამტარებელი რუსი ეგზარქოსები მართავდნენ. მათი ხელშეწყობით უპატრონოდ მიტოვებულ ეკლესია-მონასტრებში დაცული საეკლესიო სიწმინდეები და უძველესი ქართული ხელნაწერები ნადგურდებოდა. სავალალო მდგომარეობაში იყო აგრეთვე მოქმედ ეკლესია-მონასტრებში დაცული სიძველეებიც. ეგზარქოს ევსევი ილინსკის (1857-1877) განკარგულებით, მოქმედ ეკლესია-მონასტრებში დაცული წიგნები, რომელთაც ღვთისმსახურების დროს მღვდლები იყენებდნენ, მაგრამ როგორც თვითონ აღნიშნავდა, წაკითხვის დროსბორძიკობდნენ“, უნდა შეეგროვებინათ და თბილისში ჩამოეტანათ. იგივე ეგზარქოსის მითითებით, 1876 წლის 30 ივნისის საქართველო-იმერეთის სინოდიალურმა კანტორამ მიიღო გადაწყვეტილება, რომლის ძალით, ზემოთაღნიშნულ წიგნებთან ერთად უნდა შეკრებილიყო ეკლესია-მონასტრებში დაცული სხვა დოკუმენტები და საეკლესიო ნივთები და ისინი თბილისის სასულიერო სემინარიის ბიბლიოთეკაში უნდა განეთავსებინათ. აღნიშნული გადაწყვეტილების წინააღმდეგ იმდროინდელმა ქართულმა საზოგადოებამ და სასულიერო პირების ნაწილმა აღიმაღლა ხმა. გამოითქვა არცთუ უსაფუძვლო ეჭვი, რომ თბილისში არსებულ საგანძურს შესაძლებელია, საფრთხე დამუქრებოდა. მართალია ქართველი საზოგადოების დიდი წინააღმდეგობის გამო საქართველო-იმერეთის სინოდიალური კანტორის აღნიშნული გადაწყვეტილება ბოლომდე ვერ განხორციელდა, მაგრან თბილისის სასულიერო სემინარიის ბიბლიოთეკაში ხელნაწერთა დიდი ნაწილი მაინც განთავსდა. ეგზარქოს ევსევის მითითებით, აღნიშნული ხელნაწერები სემინარიის ეზოში ცეცხლს მისცეს. 1884 წელს ეგზარქოს პავლეს გადაწყვეტილებით სემინარიის ბიბლიოთეკის გამგეს ..გოტინსკის დაევალა, გადაერჩია წიგნები დასაეჭვო შინაარსის ქართული ხელნაწერებიგაენადგურებინა. აღნიშნული დავალება სისრულეში მოიყვანეს. ამ ხელნაწერთაგან .ცინცაძემ დაწვას გადაარჩინა ერთი წიგნი, რომელიცსვანური მრავალთავისსახელითაა ცნობილი.

ცალკეულმა ენთუზიასტმა პირებმა განადგურების პირას არსებულ საეკლესიო სიძველეებზე ზრუნვა დაიწყეს, მაგრამ XIX საუკუნის 70-იან წლების ბოლომდე ჩვენში არ არსებობდა ისეთი დაწესებულება, რომელიც მათ მოღვაწეობას ორგანიზებულ ხასიათს მისცემდა. სწორედ ასეთ ვითარებაში გამოდის საზოგადოებრივ ასპარეზზე პეტერბურგის უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტის კურსდამთავრებული წმიდა ექვთიმე ღვთისკაცი, რომელმაც ჯერ კიდევ სტუდენტობის დროს დაისახა მიზნად ქართულ სიძველეებზე ზრუნვა. მოგვიანებით წმიდა ექვთიმე ღვთისკაცი თავისი საქმიანობის შესახებ გულისტკივილით წერდა: „საქართველო დავიარე და დავინახე, თუ რა უზარმაზარი მასალაა განწირული დავიწყებისა და დაღუპვისათვის. პირდაპირ ამიტანა ფანატიურმა მისწრაფებამ, რაც შეიძლება მეტი მომესწრო, მით უმეტეს, რომ ჩემს თანამედროვეთაგან აღარავინ მისდევდა ამ საქმეს. სულ მას ვშიშობდი ყოველ ნაბიჯზე, აი, ეს არ დაიკარგოს, აი, ეს არ წახდეს მეთქი. ვცდილობდი, ყველაფერი ამეწერა, გადმომეღო, ჩამეხატა, რაც შეიძლება მეტი გამომეკვლია, შემეძინა, შემომეწირებინა, არაფერი დამეკარგოს მეთქი“.

დასახული მიზნის განხორციელებას წმიდა ექვითმე ღვთისკაცი სამშობლოში დაბრუნებისთანავე შეუდგა. იგი ცნობილ ისტორიკოსს .ბაქრაძეს გვერდში ამოუდგა და აქტიურ დახმარებას უწევდა. მან ჯერ კიდევ XIX საუკუნის 70-იან წლებში აქტიური ბრძოლა დაიწყო საეკლესიო მუზეუმის დაარსებისათვის. წმიდა ექვთიმე ღვთისკაცის არქივში ინახება ფართო საზოგადოებისათვის დღემდე უცნობი მცირე მოცულობის ნაშრომი, რომელიც თბილისში საეკლესიო მუზეუმის დაარსებას ეხება. აღნიშნული ნაშრომიდან ირკვევა, რომ .ბაქრაძეს სიძველეების მოძიებით დაინტერესებული ახალგაზრდა მკვლევარი აქტიურად დაუსაქმებია. მისი მითითებით წმ. ექვთიმე ღვთისკაცს ქართულად უთარგმნია რუსეთის სინოდის მიერ დამტკიცებული მუზეუმის წესდება, მასვე წესდების ქართული და რუსული ტექსტები პრესაში გამოუქვეყნებია. 1889 წლის 17 თებერვალს საეკლესიო მუზეუმის ხელმძღვანელთა ინიციატივით მცხეთაში გასვლითი ექსპედიცია მოეწყო. აქ .ბაქრაძესა და .კალისტოვთან ერთად წმიდა ექვთიმე ღვთისკაციც მონაწილეობდა. ეს არა მარტო საეკლესიო მუზეუმის პირველი ექსპედიცია იყო, არამედ წმიდა ექვთიმე ღვთისკაცის პირველი მონაწილეობაცსაეკლესიო სიძველეების მოძიებაში. მართალია, ექსპედიციის წევრებს სვეტიცხოვლის ერთ დროს მდიდარი ბიბლიოთეკა გაძარცვული დახვდათ, მაგრამ სამთავროს, შიომღვიმის, ჯვრის მონასტრებში დაცულ ხელნაწერებს თავი მოუყარეს. მათვე მოსახლეობისაგან შეაგროვეს ძვირფასი სიგელ-გუჯრები და მცხეთიდან 58 ხელნაწერი და 50 სიგელ-გუჯარი ჩამოიტანეს. ყოველივე სათანადო ოქმის გაფორმებით საეკლესიო მუზეუმის მცველს .ჟორდანიას ჩააბარეს. იმდროინდელმა ქართულმა პრესამ ფართოდ გააშუქა ექსპედიციის მუშაობის შედეგები. აღნიშნული ექსპედიციის მიერ მოძიებულმა მასალამ საფუძველი ჩაუყარა საეკლესიო მუზეუმის ხელნაწერთა განყოფილებას. .ბაქრაძის გარდაცვალების შემდეგ (1890 .) .ჟორდანიასთან კონფლიქტის გამო წმიდა ექვთიმე ღვთისკაცი საეკლესიო მუზეუმს ჩამოშორდა, მაგრამ ხელი როდი აუღია საეკლესიო სიძველეების მოვლა-პატრონობაზე. ჯერ კიდევ 1888 წელს წმიდა ექვთიმე ღვთისკაცმა შეისწავლა იტრიის, ზემო ჭალის და ახლო მდებარე ეკლესია-მონასტრების სიძველეები. მან მღვდელ სუხიაშვილის ოჯახში მიაკვლია 973 წლით დათარიღებულპარხალის სახარებას“, რომლის შესწავლით მან დაადგინა, რომშატბერდის კრებულირომელსაც ადრე IX საუკუნით ათარიღებდნენ, X საუკუნეშია შედგენილი.

საეკლესიო მუზეუმიდან წამოსვლის შემდეგ წმიდა ექვთიმე ღვთისკაციქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებაშითანამშრომლობს, ექსპედიციის დროს მოძიებულ მასალებს კი აღნიშნული დაწესებულების ხელნაწერთა განყოფილებას სწირავს.

XIX საუკუნის 90-იანი და XX საუკუნის 10-იან წლებში წმიდა ექვთიმე ღვთისკაცი საქართველოს სხვადასხვა კუთხეში აქტიურ საარქეოლოგო ექსპედიციებს აწყობს. მან ფეხით მოიარა გურია, სამეგრელო, ქართლი, კახეთი, აღწერა და აზომა უამრავი ეკლესია-მონასტერი, შეაგროვა უნიკალური ეპიგრაფიული მასალა, დაღუპვას გადაარჩინა მრავალი ძველი ქართული ხელნაწერი და საეკლესიო სიძველე. ცალკე აღნიშვნის ღირსია მისი ხელმძღვანელობით 1902-1907-1917 წლებში სამხრეთ საქართველოში მოწყობილი ექსპედიციები. აღნიშნული ექსპედიციის გამოქვეყნებული მასალების ღირებულება ქართულ ისტორიოგრაფიაში სათანადოდაა შეფასებული.

ექვთიმე თაყაიშვილი ხობის მონასტრის ბერებთან ერთად. 1913 წელი

1907 წელს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოების დაარსების შემდეგ წმიდა ექვთიმე ღვთისკაცმა ქართველი საზოგადოების მოწინავე ნაწილი შემოიკრიბა. მათ შორის ქართველი სამღვდელოებაც. საზოგადოების დამფუძნებელ წევრებს შორის იყვნენ ქართველი სასულიერო პირებიმღვდლები: პოლიევექტოს და ვასილ კარბელაშვილები, ამბროსი ხელაია, კალისტრატე ცინცაძე, .კეკელიძე და სხვები. საზოგადოების ნამდვილ წევრებად აირჩიეს ეპისკოპოსები: ალექსანდრე და ლეონიდე ოქროპირიძეები, კირიონ საძაგლიშვილი, პეტრე კონჭოშვილი, დავით კაჭახიძე, არიქმანდრიტები: დოსითეოს ბერძენიშვილი და პიროს ოქროპირიძე, შემდგომ მათ მიემატა დეკანოზი ნიკიტა თალაკვაძე და მღვდელი ილია შუბლაძე. ახლადდაარსებულ საზოგადოებაში საერო პირებთან ერთად სასულიერო მოღვაწეობის ჩართვით წმიდა ექვთიმე ღვთისკაცს სურდა, რომ საზოგადოების სხვადასხვა სოციალური წრის წარმომადგენლებს ერთობლივად ეზრუნათ საეკლესიო სიძველეების გადარჩენისათვის.

ქართველი სასულიერო პირები აქტიურ მონაწილეობას იღებდნენ წმიდა ექვთიმე ღვთისკაცის ხელმძღვანელობით დაარსებულ საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოების მუშაობაში. ხშირად ისინი საზოგადოების კრებებზე მოხსენებითაც გამოდიოდნენ. 1908 წელს ასეთი მოხსენებით გამოსულა .კარბელაშვილი, რომელმაც საზოგადოების წევრებს გააცნო მის მიერ მოძიებული დოკუმენტებიამილახვარიანთ გვარის სიგელ-გუჯარები“. ამავე სხდომაზე მოხსენება გაუკეთებია წმიდა ამბროსი აღმსარებელს (ხელაიას) – „ქართლის მოქცევის ახალი ვარიანტი“. აღნიშნული მოხსენებები წმიდა ექვთიმემძველი საქართველოსერთ-ერთ ტომში გამოაქვეყნა.

საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოების მოღვაწეობას დიდად აფასებდა წმიდა მღვდელმოწამე კირიონ II (საძაგლიშვილი), რომელსაც ხელნაწერები და ნაბეჭდი წიგნების მდიდარი კოლექცია შესწირა. მანვე ამ საზოგადოებას გადასცა ნუმიზმატიკური მასალა, 2700-ზე მეტი სახეობის მონეტა, არქეოლოგიური ნივთები, ფოტო-ალბომები და სხვა. საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოებამ გაწეული დიდი ყურადღების გამო 1913 წელს წმიდა კირიონი მის საპატიო წევრად აირჩია.

თავის მხრივ, წმიდა ექვთიმე ღვთისკაცი მაღალ შეფასებას აძლევდა წმიდა ეპისკოპოს კირიონის მეცნიერულ მოღვაწეობას და მის თავდადებას სამშობლოსა და ერის საკეთილდღეოდ. წმიდა ექვთიმემ 1907 წელს გამოცემულიძველი საქართველოს“ I ტომში წმიდა კირიონ ეპისკოპოსის მიერ სხვადასხვა წლებში შეკრებილი ლექსიკური მასალა დაბეჭდა. აღსანიშნავია, რომ წმიდა კირიონის ლექსიკონში ისეთი სიტყვებია თავმოყრილი, რომელიც სულხან-საბა ორბელიანს და დავით ჩუბინაშვილს ნახსენებიც არ აქვთ. დღემდე წმიდა მღვდელმოწამე კირიონის აღნიშნული შრომა კექსიკოლოგთა მიერ სათანადოდ შესწავლილი არაა.

წმიდა ექვთიმეს ახლო ურთიერთობა ჰქონდა და დიდად აფასებდა ქართველ სასულიერო პირებს: წმიდა ეპისკოპოს ალექსანდრე ოქროპირიძეს, კალისტრატე ცინცაძეს, ძმებს . და . კარბელაშვილებს, უცხოეთში მოღვაწე კათოლიკე მღვდელს მიქელ თამარაშვილს და სხვებს. მანძველი საქართველოსფურცლებზე გამოაქვეყნა წმინდა ალექსანდრე ოქროპირიძისა და მიქელ თამარაშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი ნეკროლოგი. წმიდა ექვთიმეს ხელშეწყობით, მღვდელმა .კარბელაშვილმა .ფალიაშვილთან ერთად 1903 წელს სვანეთში ჩაიწერა ძველი ქართული სიმღერა გადმოცემები. ცალკე აღნიშვნის ღირსია წმიდა ექვთიმეს დიდი პატივისცემა წმიდა გაბრიელ ეპისკოპოსის მიმართ. იგი თავის მოგონებებში დიდი სიყვარულით იხსენიებს მის ძმასმღვდელსა და პედაგოგს სიმონ ქიქოძეს, რომელმაც ღვთისმოშიშობასთან ერთად მას სამშობლოს სიყვარული და ცოდნის დაუოკებელი შეძენის სურვილი შთაუნერგა. წმიდა ექვთიმე ღვთისკაცი თვალყურს ადევნებდა წმიდა გაბრიელ ეპისკოპოსის საქმიანობას და აღფრთოვანებული იყო მისი მოღვაწეობით. 1896 წლის 10 მარტს წმიდა გაბრიელ ეპისკოპოსის დასაფლავებაზე ქუთაისში ექვთიმე ილია მართალთან (ჭავჭავაძე) ერთად ჩავიდა, რომ არა ექვთიმე ღვთისკაცის აქტიურობა ისტორიას არ შემორჩებოდა წმიდა ილია მართლის უბრწყინვალესი სიტყვა განსვენებულ წმიდა გაბრიელის მიმართ.

წმიდა ექვთიმე ღვთისკაცმა დიდი ამაგი დასდო ეკლესია-მონასტრებში განადგურების პირას მისული, შემორჩენილი ფრესკების გადმოღებას. 1912 წლიდან 1917 წლამდე მან 73 ფრესკის პირი გადმოიღო და მუზეუმს გადასცა. მას გულს უკლავდა დანგრევის პირას მისული მონასტრების მდგომარეობა. VI საუკუნის ჯვრის მონასტერს უყურადღებობის გამო დანგრევის საფრთხე ემუქრებოდა. გაზეთის ფურცლებზე წმიდა ექვთიმემ მოწოდებით მიმართა ქართველ ერს: „ყველამ გამოვიღოთ წვლილი, დიდმა თუ პატარამ, ერმა თუ ბერმა, განათლებულმა თუ გაუნათლებელმა, გვეყოფა ამდენი გულგრილობა ჩვენი ძვირფასი ნაშთებისადმი. მომავალი თაობა არ გვაპატიებს თუ ეს ძეგლი ჩვენს თვალწინ დაინგრა“. წმიდა ექვთიმე ღვთისკაცის მოწოდებამ შედეგი გამოიღო, შეკრებილი თანხით ჯვრის მონასტერი შეკეთდა და დანგრევას გადაურჩა.

წმიდა ექვთიმე ღვთისკაცი არა მარტო საეკლესიო სიძველეების გადარჩენაზე ზრუნავდა, არამედ ძველი ქართული ხელნაწერების გამოცემასაც ახერხებდა. 1891 წელს მან წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დახმარებით გამოაქვეყნაახალი ვარიანტი წმიდა ნინოს ცხოვრებისა ანუ მეორე ნაწილი ქართლის მოქცევისა“. ამავე წიგნში შესულია ეფრემ მცირისუწყებაი მიზეზთა ქართლის მოქცევისა თუ რომელ წიგნსა შინა მოიხსენიების“. 1895 წელს წმიდა ექვთიმემ კომენტარებით გამოსცასიბრძნე ბალავარისაამავე წელს მისივე რედაქტორობით გამოვიდა XVIII საუკუნის ხელნაწერის მიხედვითკათოლიკოს-ბაქარიანი მღვდელ იესე ტლაშაძისა, მოთხრობა ლექსადმანვესაქართველოს სიძველეებისსამივე ტომში დიდი ადგილი დაუთმო საქართველოს ეკლესიის წყაროებს. აღნიშნული მასალების გამოქვეყნებით ექვთიმე თაყაიშვილმა მნიშვნელოვნად გაამდიდრა საქართველოს ეკლესიის ისტორიის წყაროთმცოდნეობის ბაზა.

წმიდა ექვთიმემ დიდი ღვაწლი დასდო რუსეთის უწმიდესი სინოდის მარწუხებში მოქცეული საქართველოს ეკლესიის უფლებების დაცვას. იგი მართებულად აღნიშნავდა, რომ ეკლესია-მონასტრების გაპარტახება და იქ დაცული სიწმიდეების განადგურება საქართველოში ცარიზმის მიერ განხორციელებული რეაქციული საეკლესიო პოლიტიკის შედეგი იყო. წმიდა ექვთიმე სხვა ქართველ მოღვაწეებთან ერთად აქტიურად ჩაება ავტოკეფალისტთა მოძრაობაში. იგი მონაწილეობდა ყველა იმ სხდომაში, რომელზეც მოწინავე ქართველი საგოზადოება სამღვდელოებასთან ერთად ავტოკეფალიის საკითხებს იხილავდა. ამ საკითხთან დაკავშირებით წმიდა ექვთიმემ საინტერესო მოგონებები დაგვიტოვა, რომ არა მისი მოგონებები, უცნობი დარჩებოდა, ილია ჭავჭავაძის როლი ავტოკეფალისტთა მოძრაობაში. ცნობილია, რომ წმიდა ილია მართალი ხელისუფლების მაღალ ინსტანციებში წარსადგენი ავტოკეფალიის მოთხოვნის დოკუმენტების შედგენისას კონსულტაციებს კალისტრატე ცინცაძისა და წმიდა ექვთიმე ღვთისკაცისაგან იღებდა.

წმიდა ექვთიმე დიდი სიხარულით შეხვდა 1917 წლის 12 (25) მარტს მცხეთაში, სვეტიცხოვლის ტაძარში საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის გამოცხდებას. იგი ამ დიდი ისტორიული აქტის მონაწილე იყო. მისი თხოვნით ცნობილმამოხეტიალე მომღერალმაილიკო ქურხულმა ავტოკეფალიის აღდგენის დღეს რამდენიმე ფოტო გადაიღო.

ახლადაღდგენილი ეკელსიის მესვეურთა სურვილი იყო წმიდა ექვთიმე საკათალიკოსო საბჭოს წევრად აერჩიათ, მაგრამ მან მოუცლელობის გამო უარი განაცხადა, ამის მიუხედავად იგი აქტიურად თანამშრომლობდა საქართველოს საკათალიკოსოსთან და დიდ დახმარებას უწევდა მათ სხვადასხვა საკითხის გადაწყვეტაში.

წმიდა ექვთიმე, როგორც ეროვნულ-დემოკრატი, ეკლესიის სახელმწიფოსგან გამოყოფის მომხრე იყო, მაგრამ მკაცრად ილაშქრებდა სოციალ-დემოკრატიული მთავრობის პოლიტიკის წინააღმდეგ, როცა ამ საკითხის გადაწყვეტას ისინი ანტისარწმუნოებრივი პროპაგანდის ფონზე ახდენდნენ.

დამოუკიდბელობის გამოცხადების შემდეგ ქვეყნის ეკონომიკურმა სიდუხჭირემ ეკლესიაც მძიმე მდგომარეობაში ჩააყენა. ამას თან დაერთო ისიც, რომ აგრარული საკითხის გადაწყვეტის დროს დემოკრატიულმა მთავრობამ ეკლესიას არა თუ არ დაუბრუნა ის საეკლესიო მიწები და ქონება, რომელიც მან ავტოკეფალიის გაუქმების დროს დაკარგა, არამედ სახელმწიფოს მფლობელობაში გადავიდა ის მცირე საეკლესიო მიწებიც, რომელიც მას ეგზარქოსობის დროს ჰქონდა. მატერიალურ სახსარს მოკლებული სამღვდელოება სიდუხჭირეში ჩავარდა. უპატრონოდ მიტოვებულ საეკლესიო სიძველეებს ავაზაკები და უცხო გადამთიელები ისაკუთრებდნენ. საკათალიკოსო საბჭომ არაერთხელ მიმართა მთავრობას ეკლესიის ქონების დასაცავად დარაჯები დაენიშნათ, მაგრამ უფულობის მომიზეზებით მათ სასულიერო პირთა მოთხოვნას უარით უპასუხეს.

უმწეო მდგომარეობაში მყოფ სასულიერო პირებს ერთადერთ იმედად წმიდა ექვთიმე მიაჩნდათ, რომელიც იმ დროს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის სიით საკანონმდებლო ორგანოს წევრი და პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გახლდათ. 1919 წლის დასაწყისში საქართველო კათალიკოსი ლეონიდე თხოვნით მიმართავს წმიდა ექვთიმეს: „ჩემი საყვარელი სამშობლო და მასთან ერთად ეკლესიაც დიდ განსაცდელშია, ვისაც სამშობლოსადმი და მისი ეკლესიისადმი სიყვარული უღვივის, მოვალეა იფიქროს მის ბედ-იღბალზე. მე მწამს, რომ ეკლესიის მოსპობას, როგორც ლოგიკური აუცილებლობა, მოსდევს ერის მოსპობაც. მინდა მშობლიური ეკლესიისა და მაშასადამე, ერის წინაშე ჩემი მოქალაქეობრივი მოვალეობა მოვიხადო. მეც რამე ვიფიქრო, რომ კეთილგონიერ მოქალაქეთა დახმარებით და კარნახით რამე გზას დავადგე. ამ განზრახვით მოვიწადინე საპატიო მოღვაწეთა მოწვევა, რათა მათთან ერთად მოვისაზროთ, თუ რით დავეხმაროთ ჩვენ საყვარელ სამშობლოს დღეს უფსკრულის წინ აღმართულს“.

წმიდა ექვთიმე დიდი გულისყურით მოეკიდა პატრიარქის მოწოდებას და პრაქტიკული ნაბიჯები გადადგა ეკლესიის დასახმარებლად. იგი ახლოს ეცნობოდა ბერ-მონაზონთა მდგომარეობას და მთავრობის წინაშე არაერთხელ დააყენა საკითხი მათი მატერიალური პირობების გაუმჯობესებისათვის. წმიდა ექვთიმეს, როგორც პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეს, დახმარებისათვის ხშირად მატერიალურ სახსარს მოკლებული ბერ-მონაზვნებიც მიმართავდნენ. 1920 წლის 27 მარტს ბეთანიის მონასტრის მღვდელ-მონაზონი სპირიდონი წმიდა ექვთიმეს აცნობებდა, რომ მონასტერს მთავრობის განკარგულებით ჩამოერთვა 54 დესეტინა მიწა, სხვა არანაირი შემოსავალი მონასტერს არ გააჩნია. უსახსროდ დარჩენილი ბერი გამოსავალს წმიდა ექვთიმეს დახმარებაში ხედავდა: „გთხოვთ უმორჩილესად იშუამდგომლოთ, მომცენ მე ნორმით სახნავ-სათესი მიწა. მე მაშინ ღვთის ძალით შემეძლება ცხოვრება და მონასტრისთვის ყურადღების მიქცევა“. წმიდა ექვთიმეს წინადადებით 1920 წლის 22 აპრილს პარლამენტის ხელოვნების კომისიამ მიმართა განათლების მინისტრს, რათა კულტურის ფონდიდან გამოეყო და საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოების მეშვეობით იგი ბეთანიის მონასტრისა და მისი დაცვისათვის მოეხმარებინათ.

ქართველი სამღვდელოება დიდად აფასებდა წმიდა ექვთიმე ღვთისკაცის ღვაწლს ეკლესიის წინაშე. მის არქივში დაცულია სასულიერო პირთა მრავალი სამადლობელი წერილი. 1919 წლის 6 დეკემბერს ქუთაისიდან არქიმადრიტი პავლე (ჯაფარიძე) წმიდა ექვთიმეს ჯანმრთელობას და დიდხანს სიცოცხლეს უსურვებს ქვეყნის საკეთილდღეოდ, ხოლო მღვდელ-მონაზონი ანდრია მოკითხვის ბარათთან ერთად საჩუქრად წმიდა ექვთიმე მთაწმიდელის დიდ ხატს უგზავნის. წმიდა ათონის მთიდან მღვდელ-მონაზონი გიორგი (დარჩიაშვილი) ამაგდარ მამულიშვილს წერს: „ბატონო ექვთიმე, ღმერთს ვთხოვ გულმხურვალე ვედრებით თქვენს სიმრთელეს, დღეგრძელობასა და ბედნიერებას ნათესავ სამშობლოთურთ. გწყალობდეს და გფარავდეს ჩვენი ივერიის ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი და მოსახელე თქვენი, წმიდა ექვთიმე ათონელი. ცათამობაძავისა მის ივერიის აღმაშენებელი, ცხადად მომთხრობნი და ბეჭედი ივერიის ერისა“.

საკათალიკოსო საბჭოს დაჟინებული მოთხოვნით 1919 წლის 1 ივლისს მთავრობის სხდომაზე ნოე ჟორდანიამ გააკეთა მოხსენება: „ეკლესია-მონასტრების დაცვის შესახებ“. მოხსენების საფუძველზე დაადგინეს, რომ ორი პირის შემადგენლობით გაგზავნილიყო კომისია ეკლესია-მონასტრების ქონების აღსაწერად და სათანადო აქტების შესადგენად. აღნიშნული ღონისძიებებისათვის ხაზინიდან გამოიყო მიზერული თანხა – 1000 მანეთი. იმავე წლის 12 ივლისს რესპუბლიკის მთავრობის დადგენილებით, ამ კომისიის თავმჯდომარედ დაინიშნა ექვთიმე თაყაიშვილი. 1919 წლის 22 ივლისს მთავრობის თავმჯდომარის განკარგულებით, წმიდა ექვთიმეს დაევალა ეკლესია-მონასტრების ქონების აღწერა. იგივე დადგენილებით ადგილობრივი სახელმწიფო და საზოგადოებრივი დაწესებულებების ხელმძღვანელებს დაევალათ, დაკისრებული მოვალეობის შესრულების დროს, ყოველგვარი პირობა შეექმნათ წმიდა ექვთიმე თაყაიშვილისათვის.

ექვთიმე თაყაიშვილი სვანეთში ექსპედიციის წევრებთან
 და მასპინძლებთან ერთად

დადგენილების შესაბამისად წმიდა ექვთიმემ ფოტოგრაფთან ერთად ექსპედიციაში ორი თვე დაჰყო. მან აღწერა ქუთაისის, გელათის, მოწამეთას, გეგუთის, ხონის, მარტვილის, ჯროჭის, კაცხის, მღვიმეს, დარკვეთის, სავანის სიძველეები, შემდეგომ რაჭის სიძველეებს გაეცნო, ბოლოს კი ფოთის, ახალი სენაკის და გურიის ეკლესია-მონასტრები მოინახულა. ქუთაისში ყოფნისას მას თან ახლდნენ პროფესორი კორნელი კეკელიძე, მღვდელმოწამე ნაზარი, სამიტროპოლიტო საბჭოს წევრი ტრფიონ ჯაფარიძე და ერობის წარმომადგენელი ვასილ ფალავანდიშვილი.

მოგზაურობიდან დაბრუნებულმა წმიდა ექვთიმე ღვთისკაცმა ვრცელი მოხსენებით მიმართა მთავრობის თავმჯდომარეს ნოე ჟორდანიას, რომელშიც იგი აღნიშნავდა, რომ დროის სიმცირისა და ფულადი სახსრების სიმწირის გამო შეუძლებელი იყო საქართველოს ყველა ეკლესია-მონასტრის მონახულება. ამას გარდა, მან ჩათვალა, რომ არ იყო აუცილებელი იმ ეკლესია-მონასტრების შესწავლა, რომლებიც კარგად ჰქონდათ აღწერილი მკვლევარებს (. ბროსე, . ბაქრაძე, კონტკოვი, გრაფიანია უვაროვა და სხვები). „მე საუმჯობესოდ დავინახე, გავმგზავრებულიყავი ისეთ ადგილებში და დამეთვალიერებინა ის ეკლესია-მონასტრები, რომლებიც ლიტერატურაში ნაკლებად ცნობილი იყვნენ, ან მათ ნაშთებს შემოწმება სჭირდებოდათ!“ ამ მოგზაურობის შედეგად წმიდა ექვთიმე თაყაიშვილმა, საეკლესიო სიძველეების აღწერასთან ერთად, მდიდარი ფოტომასალა ჩამოიტანა, რომელიც საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოებაში დაიდო. წმიდა ექვთიმე მთავრობას სთხოვდა, აღწერილობის ფოტომასალის გამოქვეყნებას.

მთავრობისადმი წარდგენილ მოხსენებაში წმიდა ექვთიმე დაწვრილებით საუბრობს ეკლესია-მონასტრების სავალალო მდგომარეობაზე. იგი აღნიშნავს, რომ ეკლესია-მონასტრებს უწინ გააჩნდათ მამულები, საძოვრები, სახნავ-სათესი მიწები, მაგრამ რესპუბლიკის მთავრობამ მათ ეს ქონება ჩამოართვა. მატერიალურ სახსარს მოკლებულმა სასულიერო პირების ნაწილმა უარი განაცხადა მოავლეობის შესრულებაზე და ოჯახს დაუბრუნდა. დაიწყო უპატრონოდ მიტოვებული ეკლესია-მონასტრების საეკლესიო სიწმინდეების უმოწყალო ძარცვა. გელათის მონასტერი წმიდა ექვთიმეს დაკეტილი დახვედრია, რადგან ყაჩაღობის შიშით წირვა-ლოცვასაც აღარ ასრულებდნენ. წმიდა ექვთიმე თაყაიშვილი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ აღნიშნული საკითხის განხილვისათვის არაერთხელ შეკრებილა თბილისის უნივერსიტეტის, საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოებისა და საკათალიკოსო საბჭოს წარმომადგენლები, მაგრამ საბოლოო შეთანხმებამდე მაინც ვერ მისულან.

შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, წმიდა ექვთიმე თაყაიშვილი მთავრობის წინაშე შემდეგი სახის წინადადებას აყენებს:

„1. დაარსდეს ორგანო განათლების სამინისტროს უწყების დაქვემდებარებით, რომლის კომპეტენციაში იქნება ყოველგვარი ნაშთების მოვლა, შეკეთება და განახლება, აგრეთვე მუზეუმის საგანძურის ყურის გდება. ასეთ ორგანოდ ექვთიმეს მიაჩნია მუზეუმთან (ყოფილი კავკასიის მუზეუმი) არსებული საბჭო;

2. მონასტრებს უნდა მიეცეთ ნორმა მიწისა იმ სახით, რა სახითაც იგი მემამულეებს მიეცათ. მათვე უნდა დაუბრუნდეთ ჩამორთმეული წისქვილები;

3. მიეცეთ წინადადება, ერობებს, დაუყენონ მცველები იმ ეკლესია-მონასტრებს, რომლებიც უყურადღებოდ არიან. თუ ამაზე ერობები უარს იტყვიან, მაშინ ამ ეკლესია-მონასტრების ქონება საკათალიკოსო საბჭოსთან შეთანხმებით გადატანილი უნდა იქნას მუზეუმში ან იმ მონასტრებში, რომლებსაც დარაჯები ჰყავთ.

4. ჩამოტანილი იქნას ტფილისში შემოქმედიდან ნაძარცვი ნივთები, რომლებიც ახლა ოზურგეთის ხაზინაში ინახება. ამ ნივთების რესტავრაცია დაევალოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოებას.

5. საიბეჭდოს საქართველოს ეკლესია-მონასტრების განძეულობათა აღწერილობანი;

და ბოლოს,

6. მთავრობამ საზღვარგარეთ მაღალ პოლიგარფიულ დონეზე გამოსცეს ალბომი იმ სურათების მიხედვით, რომელიც მან მოგზაურობის დროს გადაიღო.“

რესპუბლიკის მთავრობას წმიდა ექვთიმეს არცერთი მოთხოვნა არ შეუსრულებია. ეკლესიისთვის მიწის ნორმის გადაცემაზე მთავრობამ უარი განაცხადა, რადგან ეს აგრარული კანონის უხეშ დარღვევად მიიჩნია. აგრარულ კომისიაში ექვთიმეს დაპირდნენ, რომ ეკლესიას იჯარით მისცემდნენ მიწას, მაგრამ ეს დაპირებაც დაპირებად დარჩა. წმიდა ექვთიმემ პარლამენტის სახელოვნებო კომისიის წინაშე არაერთხელ დასვა ეკლესია-მონასტრების შეკეთებისათვის ორი მილიონი მანეთის გამოყოფის საკითხი. უსახსრობის მიზეზებით ეს მოთხოვნაც არ შესრულებულა.

მთავრობის გულგრილობით შეწუხებული წმიდა ექვთიმე გულისტკივილით წერდა: „არაერთხელ შევეცადე, რაიმე მეღონა ჩვენი ეკლესიის უმწეო მდგომარეობისათვის და საეკლესიო ნივთების დაცვა-მოვლისათვის. საეკლესიო ნივთების დაცვა საშიში გახდა. რამოდენიმე კრება საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოების საბჭოს, სახელმწიფო უნივერსიტეტის სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტის პროფესორების, წერა-კითხვის საზოგადოების წამომადგენლებისა და საკათალიკოსო საბჭოს წარმომადგენლების თანდასწრებით გავმართეთ. ამ სხდომებზე გამოირკვა, რომ ადგილობრივ ნივთების დაცვის არავითარი საშუალება არ იყო“.

საზოგადოების ზოგიერთი წარმომადგენელი ეჭვის თვალით უყურებდა ექ. თაყაიშვილის ზრუნვას საეკლესიო სიძველეების შენარჩუნებისათვის. 1920 . გაზეთკლდეში“ „მორწმუნე ქართველისფსევდონიმით გამოქვეყნებულ სტატიაში ამაგდარი მამულიშვილის მიმართ ბევრი უხამსი რამ ითქვა. მას ცილი დასწამეს, რომ თითქოს იგი ითხოვდა მუზეუმში დაბინავებულიყო ისეთი სიწმინდეებიც, რომელიც წირვა-ლოცვის დროს გამოიყენებოდა. ფსევდონიმს ამოფარებული პიროვნება წმიდა ექვთიმეს ეკლესიის მტერს უწოდებს და აღნიშნავს, რომ იგი თავისი ქმედებით ცდილობს, რომ ეკლესია სექტად გადააქციოს. წმიდა ექვთიმემ ოპონენტს საკადრისი პასუხი გასცა და კიდევ ერთხელ დააფიქსირა თავისი თვალსაზრისი, რომ მუზეუმში თავმოყრილი უნდა იქნეს მხოლოდ ისეთი სიწმინდეები, რომელსაც წირვა-ლოცვის დროს აღარ იყენებენ, დანარჩენი კი ისევ ეკლესიის საკუთრებაში უნდა დარჩეს და მის მოვლა-პატრონობაზე პასუხისმგებლობა საეკლესიო პირებმა უნდა აიღონო. „ურწმუნო თომებისმიმართ ექვთიმე წერდა: „მე ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ ასეთი სიწმინდეები (ჯვარი, ხატები), როგორი ძვირფასიც არ უნდა იყოს ხელოვნების თვალსაზრისით, უსათუოდ ადგილობრივ უნდა დარჩეს. მე ვერ წარმომიდგენია გელათი ხახულის ღვთისმშობელისა და ალავერდი წმიდა გიორგის ხატების გარეშეო“.

ძველი ქართული ქრისტიანული ხელოვნების პოპულარიზაციის მიზნით წმიდა ექვთიმემ საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოების სახელით ჯერ ქართული ფრესკების გამოფენა მოაწყო, ხოლო 1920 წელს კიძველი ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლებისა. სწორედ ეს უკანასკნელი საფუძვლად დაედო 1924 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ გამოცემულ ქართულ ხუროთმოძღვრების ალბომს. მაგრამ მისი შემდგენელი იმხანად სამშობლოდან შორს, ემიგრაციაში იმყოფებოდა.

გამუზომელია წმიდა ექვთიმეს ღვაწლი საქართველოს ეკლესიის წინაშე. სწორედ ამ დამსახურების გამო საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდმა 2002 წელს იგი ექვთიმე ღვთისკაცის სახელით წმიდანად შერაცხა. დაიწერა მისი სახელობის ხატი და ტროპარი. ექვთიმე ღვთისკაცის ხსენების დღედ დაწესდა 3 იანვარი.

ისტორიულ მეცნიერებათა კანდიდატი
ელდარ ბაბულაშვილი

გაზეთისაპატრიარქოს უწყებანი“, № 19(226), 20 (228), 22 (230), 2003 .
თბილისში ჩამოსული ექვთიმე აქტიურად ჩაერთო მეცნიერულ, პედაგოგიურ და საზოგადოებრივ მოღვაწეობაში. უმთავრეს მიზნად მან დაისახა მასალების შეკრება საქართველოს ისტორია-არქეოლიგიისათვის. 1889 წელს დააარსასაქართველოს საეგზარქოსო მუზეუმი“, სადაც თავს უყრიდნენ ძველ საეკლესიო წიგნებს, ხელნაწერებსა და სხვადასხვა ნივთებს. მუშაობდნენ საქართველოს ეკლესიის ისტორიის შედგენაზე.

ექვთიმე თაყაიშვილის სახელს უკავშირდებასაქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოებისდაარსება. ეს საზოგადოება მოგზაურობდა საქართველოს სხვადასხვა მხარეში და აგროვებდა ისტორიულ და არქეოლოგიურ მასალებს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო მათი მოგზაურობასამუსულმანო საქართველოში“. ექსპედიციამ უამრავ მასალას მოუყარა თავი: ეთნოგრაფიულ და საარქივო ნივთებს, ნაქსოვ-ნაქარგებს, ხელნაწერებს. ცალკე კოლექციას შეადგენდა ქართული ეკლესია-მონასტრების კედლებიდან გადმოღებული ფრესკები.

ექვთიმე თაყაიშვილი იყო ერთ-ერთი აქტიური მებრძოლი საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენისათვის, მან ასევე უდიდესი როლი ითამაშა 1918 წელს თბილისის უნივერსიტეტის დაარსებაში.

1921 წლის 25 თებერვალს საქართველო საბჭოთა ხელისუფლებამ დაიპყრო. საქართველოს მთავრობა საზღვარგარეთ გადაიხვეწა და თან წაიღო საბანკო ვალუტა, ისტორიისა და კულტურის სამუზეუმო განძეულობა და ხელნაწერები. მათ მცველად გაჰყვა ექვთიმე თაყაიშვილი თავის მეუღლესთან ერთად. „ძალაუნებურად მომიხდა ემიგრანტობა, რათა არ მოვშორებოდი ჩვენი ერის სასიქადულო კულტურულ საგანძურს, დამეცვა იგი ყოველგვარი საფრთხისაგან“, – წერდა ექვთიმე თაყაიშვილი.

საფრთხე კი მრავალი იყო: ქართული საგანძურის შესყიდვა სურდათ ბრიტანეთისა და ნიუ-იორკის მუზეუმებს, გრაფ ოხოლენსკის ქვრივი სალომე დადიანი კი ამ საგანძურის ერთი ნაწილის მემკვიდრედ ასაღებდა თავს და სასამართლოშიც კი აღძრა საქმე განძის ხელში ჩასაგდებად. მეორე მსოფლიო ომის დროს ფაშისტებმა შეიტყვეს განძის შესახებ და ექვთიმეს ბინაც კი გაჩხრიკეს, მაგრამ ექვთიმე თაყაიშვილის, გრიგოლ ფერაძისა და სხვა ქართველებისა თუ მათი უცხოელი მეგობრების წყალობით ქართველებმა განძი შეინარჩუნეს. ბოლოს კი საფრანგეთის მთავრობამ გამოაცხადა, რომ ქართული საგანძური მას ეკუთვნოდა იმ გადასახადის სანაცვლოდ, რომელიც ქართულმა ემიგრაციამ მატერიალური შეჭირვების გამო ვერ გადაიხადა, მაგრამ ამჯერადაც გამოჩნდნენ კეთილი ადამიანები და განძი მითვისებას გადაურჩა.

ამ დროს კი ასეთი განძის მფლობელი ექვთიმე უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობდა. მას და მის მეუღლეს ხშირად პურიც კი არ ჰქონდათ და მათ მეგობრები ინახავდნენ. ექვთიმეს ამ პერიოდში გარდაეცვალა საყვარელი მეუღლე და დიდი მეგობარი ნინო. მარტო დარჩენილი მოხუცი შიმშილის, ყინვისა და ავადმყოფობისაგან ბევრჯერ სიკვდილის პირამდეც მისულა, მაგრამ დაკისრებული მოვალეობისათვის არ უღალატნია. ერთი უმცირესი ნივთიც რომ გაეყიდა, იგი უმდიდრესი კაცი გახდებოდა, მაგრამ არცერთი მისხალი არ მოუკლია ერის საგანძურისათვის. იგი ოცნებობდა იმ დროზე, როცა საქართველოს დაუბრუნებდა თავის საგანძურს.

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ შეიქმნა ის პირობები, როცა შესაძლებელი გახდა ოცნება რეალობად ქცეულიყო. საფრანგეთსა და საბჭოთა კავშირს შორის შედგა მოლაპარაკება, რის შედეგადაც განძი ამერიკულ თვითმფრინავზე დატვირთეს და საქართველოში გადმოგზავნეს მცველების თანხლებით.

სამშობლოში ერისათვის დამაშვრალი მოღვაწე პატივით მიიღეს, აღადგინეს თბილისის უნივერსტეტში პროფესორად, აირჩიეს აკადემიის წევრად. მაგრამ დიდხანს არ გასტანა ექვთიმეს სიხარულმა. საბჭოთა ხელისუფლებამ ბრძოლა გამოუცხადაგაათავისუფლეს საქართველოს ისტორიის პროფესორის თანამდებობიდან, დაუპატიმრეს შვილობილი, რომელთან ერთადაც ცხოვრობდა, თანამშრომლებს აუკრძალეს მასთან მისვლა.

აი, ასე, ყველასაგან მიტოვებული გარდაიცვალა 1953 წლის 21 თებერვალს ერის საგანძურის მცველი, საქართველოსათვის დამაშვრალი მოღვაწე ექვთიმე თაყაიშვილი. მისი ნეშტი მცირერიცხოვანმა პროცესიამ მიაცილე ვაკის სასაფლაომდე.

დაბადებიდან 100 წლის თავზე ექვთიმე თაყაიშვილის ნეშტი დიდუბის პანთეონში გადაასვენეს.

საქართველოს ეკლესიამ კი იგი წმინდანთა დასში შერაცხა და უწოდა წმინდა ექვთიმე ღვთისკაცი.
. . .„საქართველო დავიარე და დავინახე, თუ რა უზარმაზარი მასალაა განწირული დავიწყებისა და ხშირად დაღუპვისთვისაც, პირდაპირ ამიტანა ფანატიკურმა მისწრაფებამ, რაც შეიძლება მეტი მომესწრო, მით უმეტეს, რომ ჩემ თანამედროვეთაგან აღარავინ მისდევდა ამ საქმეს . . . რამდენს ვცდილობდი, რას არ ვკიდებდი ხელს, მაგრამ რამდენი რამ მაინც ვერ მოავსწარი . . . . არ იყო ხალხი, თითო-ოროლა კაცის მეტი არ ეკარებოდა ასეთ საქმეს; არ ესმოდათ ამის მნიშვნელობა და გემო! . . რუსთველის გამზირზე სერნობასა და პოპულარული სტატია-წიგნების კითხვას ან ლიტერატურულ კამათს იქით აღარ მიდიოდა მათი მონდომება . . . თითქოს გვყავდა ინტელიგენცია, მაგრამ ნამდვილად და ღრმად ვერავინ ხვდებოდა კულტურული მემკვიდრეობის მოვლა-პატრონობისა და ადგილობრივ შესწავლის აუცილებლობას!

მთელი ჩვენი ქონება კარგად დაცული და მთლიანი აღმოჩნდა, ერთი ნემსიც არ დაგვკლებია.შევუდექით ნივთების ჩალაგებას ყუთებში, საქართველოში წამოსაღებად.

ჩვენი ავიამარშრუტი ასეთი იყო : პარიზიდან მარსელში, მარსელიდან -რომში, რომიდან-ბენგაზიში ( ჩრდილო აფრიკა), ბენგაზიდან ქაიროში, ქაიროდან თეირანში, იქიდან კი-თბილისში“ . . .



 . . .



ექვთიმე ღვთისკაცის სახელობის ეკლესია



ქართველი ისტორიკოსი, არქეოლოგი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1946), პროფესორი (1918), თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთ-ერთი დამფუძნებელი ექვთიმე თაყაიშვილი (წმინდა ექვთიმე ღვთისკაცი) დაიბადა  1863 წლის 3 იანვარს (სხვა ვერსიით 5 ივნისს) სოფელ ლიხაურში, ოზურგეთის რაიონში.

დედა, ნინო ნაკაშიძე ადრე გარდაეცვალა, მოგონებებში ექვთიმე თაყაიშვილი აღნიშნავდა, რომ ხუთი წლისა, გარდაცვლილი დედის გვერდიდან ბებიამ აიყვანა. სიკვდილი რას ნიშნავდა, ვერ ვხვდებოდი, უფრო ის დამამახსოვრდა, როგორ დამტიროდნენ ნათესავები, რა ეშველება ობლად დარჩენილ ბავშვსო-იგონებს მეცნიერი.

ობლად დარჩენილი ბიჭი ბებიამ და ნათესავებმა გაზარდეს. მიუხედავად იმისა, რომ  ყურადღება არ აკლდა, მაინც დაემართა ხიფათი, რომლის შედეგიც მთელი ცხოვრების მანძილზე აწუხებდა - სამი წლისამ ფეხი მოიტეხა და ამის გამო მთელი ცხოვრება ხელჯოხის გამოყენებით დადიოდა.

7-8 წლისა ოზურგეთის სამაზრო სასწავლების მოსამზადებელ კლასში შეიყვანეს, მიუხედავად იმისა, რომ სახელმძღვანელოები არ ჰქონდა, მაინც ახერხებდა სწავლას, აქ მასთან ერთად სწავლობდა მომავალში ცნობილი ენათმეცნიერი ნიკო მარი, ექვთიმე და ნიკო ბავშვობიდან  სიცოცხლის უკანასკნელ წლებამდე მეგობრობდნენ.

1874 წელს ფოთის სამაზრო სასწავლებელში გადავიდა, რომლის დამთავრების შემდეგ, ექვთიმემ  გადაწყვიტა, ქუთაისის გიმნაზიაში სწავლის გაგრძელება. ასეც მოხდა, ქუთაისის კლასიკური გიმნაზია ექვთიმე თაყაიშვილმა 1883 წელს დაამთავრა ვერცხლის მედლით, მოიპოვა სტიპენდია და სწავლა განაგრძო პეტერბუგრის უნივერსიტეტში ისტორიულ-ფილოლოგიურ ფაკულტეტზე. 1884 წელს ამავე უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტზე ჩაირიცხა ნიკო მარიც და სიყრმის მეგობრები ისევ ერთად აღმოჩნდნენ.

1887 წელს ექვთიმე თაყაიშვილმა უნივერსიტეტი დაამთავრა, კანდიდატის ხარისხიც დაიმსახურა . რუსეთიდან სამშობლოში დაბრუნებულმა ექვთიმემ პედაგოგობას მიჰყო ხელი  და საზოგადოებაში დიდი პატივისცემა დაისახურა, როგორც განათლებულმა, პატიოსანმა და პრინციპულმა ახალგაზრდამ. მალე ის  გიმნაზიას სათავეში ჩაუდგა, მისი ხელმძღვანელობით სასწავლებელი სწრაფად განვითარდა და უფრო მაღალი დონის სასზავლო ერთეულად გარდდაიქმნა.




Комментариев нет:

Отправить комментарий