пятница, 12 января 2018 г.

ქართველი გოგონა _ ბაირონის ალალი ზრუნვის საგანი

  ლორდთა პალატა მიატოვა და მოგზაურის ბედი იტვირთაპირველი იყო, ვინც სიკვდილით დასჯის წინააღმდეგ გაილაშქრა
 აბიდოსიდან სესტორში მოსახვედრად დარდანელის სრუტე გადაცურა და მისდაუნებურად მარათონული ცურვის ფუძემდებელი გახდა
  ბობოქარი და დაუდეგარი იყოამასთანავე რომანტიკულიუფაქიზესი სულის მქონე, რომელსაც ყველას გასაჭირი გულთან მიქონდა და ცდილობდა დახმარებოდა
  ჯორჯ გორდონ ნოელ ბაირონი
  მართლაც სხვანაირი, საოცრად მგრძნობიარე სულის მქონე იყოსწორედ ის პოეტია,რომლის ყოველ ლექსს თავისი ისტორია აქვს, თითოეული სტრიქონი მთელი გულით, დიდი გრძნობით და მოზღვავებული შთაბეჭდილებით იქმნდებოდა. იმდენად ბუმბერაზია მისი პიროვნება, თითქმის ყველა ლექსის დაწერის ისტორიაა ცნობილი, მაგრამ თითქმის 2 საუკუნის მანძილზე მკვლევართა ძიება უშედეგო იყო, ვერვის ეპოვნა პროტოტიპი ლექსების ციკლისა, რომელიც ეძღვნებოდა ვინმე თირზასორი ასწლეულის შემდეგ, 1995 წელს ამ საიდუმლოს ფარდა ქართველმა ბაირონოლოგმა, პროფესორმა ინესა მერაბიშვილმა ახადა და თქვა, თირზა ქართველი  ყოფილა! ქალბატონმა ინესამ ლონდონში, ბრიტანეთის მუზეუმის ბიბლიოთეკაში მიაკვლია  უცნობი  ავტორის მიერ 1825 წელს გამოცემულ ბირონის ბიოგრაფიას, რომლის მე-3 ტომში, მთელ 11 გევრდზე აღწერილია დიდი პოეტის ცხოვრების ერთი ტრაგიკული ფრაგმენტი
    ტრაგიკული ამბავი 1809-1810 წლებში დაიწყო, როცა ბაირონი მცირე აზიაში მოგზაურობდა. ალექსანდრიაში ის  შესწრებია საქართველოდან და ჩერქეზეთიდან ტყვე ქალების საჯარო გაყიდვას, ახალგაზრდა რაინდის ყურადღება მიუპყრია განწირულ გოდებას. ერთი გოგონა აგონიაში ყოფილა და ხმამაღლა მოთქვამდა..ის სულ პატარა იყო, 13 წლის.. პოეტი შეუძრავს მის გულსაკლავ მოთქმას, ლინგვა ფრანკაზე დალაპარაკებია და გაუგია ქართველი  ყოფილა, თბილისელი მემამულის ერთადერთი ქალიშვილი, ცხვრებს გასდევნებია თამაშისას და ქურთებს მოუტაცნიათრამდენჯერმე გაუყიდიათ..ბაირონს მაშინვე  800 პიასტრი გადაუხდია  ვაჭრებისთვის და გაუთავისუფლებია. 22 წლის ლორდი  მასში მხოლოდ ბავშვს ხედავდა და გულწრფელად უნდოდა გაეხარებინა, სათუთად ზრუნავდა მასზე და ყველა ღონე იხმარა  საქართველოში დაებრუნებინა, ირლანდიელ ვაჭარ ფლეტჩერს დიდი ფული გადაუხადა რომ თირზა საქაღთველოში ჩაეყვანა,მაგრამ  ის მოღალატე და გაიძვერა აღმოჩნდა, პატარა გოგონა თავის ხასად აქცია და ძვირფასეულობაც მიუთვისებია. ბაირონმა მოახერხა და გოგონა კვლავ გაათავისუფლა, მაგრამ მისი ჯანმრთელობა საგრძნობლად შერყეულიყო,საოცარი ყოფილა თირზასა და ბაირონის შეხვედრა.  ბიოგრაფი ამის აღწერისას დასძენს, ამბის წარმოდგენა უფრო ადვილია, ვიდრე აღწერაო-დაუძლურებული და და სასოწარკვეთილი მხსნელის გამოჩენას შეუძრავს,სიხარულისგან ყელზე შემოხვევია და დაუკოცნია, თითქოს გაგიჟდაობაირონი დაპირდა სამშობლოში დააბუნებდა, კონსტანტინოპოლში შვედი ელჩისთვის მიუბარებია,რომელიც განსაკუთრებით ზრუნავდა მასზე, მერე აპირებდა ქარავანისთვის გამოეყოლებინა,მაგრამ აღარ დასცალდა..ბაირონის არყოფნისას მისი მდგომარეობა საგრძნობლად გაუარესებულა, კუნძულ კრეტაზე წაუყვანიათ, ეგებ ჰავა მოუხდესო, მაგრამ ეს საბედისწერო აღმოჩენილა, ქალაქ კანდიაში გარდაცვლილა და იქვე ბერძენთა სასაფლაოზე დაუმარხავთპოეტს   მტკივნეულად განუცდია ქლიშვილის სიკვდილი და გულით დაუტირია,ბაირონის დაკვეთით საფლავზე ქვის ძეგლი დაუდგამთ   და მისი სახელი და თავს დატრიალებული ამბავიც ამოუტვიფრავთ

   მეტად ფაქიზი სულის მქონე და მგრძნობიარე პოეტზე თირზას ტრაგედიას ძლიერ უმოქმედია, სულ განიცდიდა მის სიკვდილს და იმას, რომ ვერ შეძლო გადაერჩინა…  რაღაცნაირი, არამიწიერი, სუფთა და უმწიკვლო დამოკიდებულება ქონია გოგონასთან, მისი ხსოვნა არასოდეს გამქრალა პოეტის გულში. ეს ჩანს  საოცარი სტრიქონებიდან, რომელიც მას მიუძღვნა.

Комментариев нет:

Отправить комментарий