ჯორჯ ბაირონისა და თბილისელი გოგონას ტრაგიკული სიყვარულის ამბავი
სიყვარულის ისტორიები
18 ივნისი 14:00, 2016 წელი
4734
1809-1810
წლებში ალექსანდრიაში მყოფი ბაირონი საქართველოდან ჩაყვანილი ტყვე ქალების გაყიდვას შეესწრო. მისი ყურადღება ულამაზესი ქართველი გოგონას ხმამაღალმა მოთქმამ მიიქცია. გოგონას სილამაზით მოხიბლულმა პოეტმა ვაჭრებს 800 პიასტრი გადაუხადა და ტყვე თავისთან წაიყვანა. ის მდიდარი თბილისელი მემამულის ქალიშვილი აღმოჩნდა...
თითქმის
ორი ასეული
წლის
მანძილზე
ჯორჯ
ბაირონის
ლექსების
„პორტრეტის ქვეშ დაწერილი სტრიქონებისა“ და „თირზას“ შესახებ არაფერი იყო ცნობილი. უცნობი გახლდათ თირზას პროტოტიპის ვინაობაც, თუმცა ამ და ბევრ სხვა
საიდუმლოს ფარდა ახადა ქართველმა ბაირონოლოგმა ინესა მერაბიშვილმა. მკვლევარმა ბრიტანეთის მუზეუმის ბიბლიოთეკაში 1825 წელს გამოცემული ბაირონის ბიოგრაფია მოიძია და მის მესამე ტომში ინგლისელი პოეტისა და ქართველი გოგონას ტრაგიკული სიყვარულის ამბავი აღმოაჩინა. ბაირონის ცხოვრების ერთ ტრაგიკულ ფრაგმენტს წიგნის თერთმეტი გვერდი აქვს დათმობილი.
ცნობილი
მწერლის
ბიოგრაფიიდან და ქართველი მკვლევარის მიერ მოძიებული მასალიდან ირკვევა, რომ 1809-1810 წლებში
მცირე
აზიაში
მოგზაურობისას, ალექსანდრიაში მყოფი ბაირონი საქართველოდან ჩამოყვანილი ტყვე ქალების გაყიდვას შეესწრო. მისი ყურადღება ულამაზესი ქართველი გოგონას ხმამაღალმა მოთქმამ მიიქცია. გოგონას სილამაზით მოხიბლულმა პოეტმა ვაჭრებს 800 პიასტრი გადაუხადა და ტყვე თავისთან წაიყვანა. გოგონას მონაყოლიდან გაირკვა, რომ ის მდიდარი თბილისელი მემამულის 13 წლის ქალიშვილი იყო. ცხვრებთან თამაშით გართული სახლს მოშორებია და ქურთებს ჩავარდნია ხელში. ქურთებს ლამაზი გოგონა მოუტაციათ და რამდენჯერმე გაუყიდიათ. ფაქიზი სულის ბაირონს, რომელსაც ყველას გასაჭირი გულთან მიჰქონდა, გოგონას უბედურება გულგრილს ვერ დატოვებდა. ცნობილია, რომ მას ხშირად დაუხსნია ტყვეობიდან ადამიანები და სამშობლოში გაუგზავნია. თავიდან, 22 წლის ბაირონი ლამაზ გოგონაში მხოლოდ ბავშვს ხედავდა, სათუთად ზრუნავდა მასზე და ცდილობდა, საქართველოში დაებრუნებინა, მაგრამ იმ დროს, საბერძნეთიდან საქართველოსკენ ქარავანი მხოლოდ სამ წელიწადში ერთხელ მიდიოდა. ბაირონმა აბრეშუმის ირლანდიელი ვაჭარი ჰენრი ფლეტჩერი მოძებნა, რომელთანაც ძველი ნაცნობობა აკავშირებდა და დიდი ფულის სანაცვლოდ, გოგონას თბილისში, მშობლებთან ჩაყვანა სთხოვა. ყურადღების გასაფანტად ბაირონმა
გოგონას
თმა შეაჭრა
და ვაჟის
ტანისამოსი ჩააცვა. ის, სავარაუდოდ, ბოლომდე არ ენდობოდა ფლეტჩერს, ამიტომ გოგონას ყოველი შემთხვევისთვის, ტანსაცმელში ძვირფასეულობა და ფული ჩააკერა და პირობა ჩამოართვა, რომ სახლში დაბრუნებისთანავე წერილს მისწერდა. როდესაც წერილმა
დაიგვიანა, პოეტმა მისი ძებნა და ინფორმაციის მოძიება დაიწყო.
საბოლოოდ, გაარკვია, რომ ფლეტჩერმა ის თბილისამდე ჩაიყვანა, თუმცა მშობლებისთვის დაბრუნების ნაცვლად, ძვირფასეულობა წაართვა, გააუპატიურა და თავის ხასად აქცია. ფურგონში ჩაკეტილ უბედურ ბავშვს ისიც არ გაუგია, რომ მშობლიურ ქალაქში იმყოფებოდა. ფლეტჩერს, რომელმაც ლამაზი გოგონას დასაკუთრება მოინდომა, მისი ევროპაში წაყვანა ჰქონდა გადაწყვეტილი, თუმცა გეგმის განხორციელებაში ხელი ბაირონმა შეუშალა. გამოიყენა რა თავისი კონტაქტები, ლორდმა დახმარება თურქ ფაშას სთხოვა, რომელმაც თურქეთამდე ჩასული მოღალატე დილეგში ჩააგდო, გოგონა კი ბაირონს დაუბრუნა.
წელიწად-ნახევრის განმავლობაში გადატანილმა უბედურებამ გოგონას გარეგნობას თავისი კვალი დაატყო. გაწამებული და სასოწარკვეთილი თავისი ერთადერთი მხსნელის გამოჩენას მთლიანად შეუძრავს. ბაირონის ბიოგრაფი წერს: საოცარი იყო თირზასა და ბაირონის შეხვედრა, ამის წარმოდგენა უფრო ადვილია, ვიდრე აღწერა, დაუძლურებული და სასოწარკვეთილი ქალი მხსნელს ყელზე შემოეხვია და გიჟივით კოცნიდა... საქართველოსკენ მიმავალი ქარავნის გამოჩენამდე, ინგლისელს გოგონა კონსტანტინოპოლში შვედი ელჩისთვის მიუბარებია. შემდეგ კი ჯანმრთელობაშერყეული, ბერძენი მღვდლის თანხლებით, კუნძულ კრეტაზე სამკურნალოდ გაუგზავნია. გამოჯანმრთელების ნაცვლად, გოგონას მდგომარეობა გაუარესდა და მალე გარდაიცვალა. ის იქვე, კრეტაზე, ბერძენთა სასაფლაოზე დაუმარხავთ. პოეტს ძალიან განუცდია გოგონას სიკვდილი. ბაირონის დაკვეთით საფლავზე ქვის ძეგლი დაუდგამთ და ზედ თირზას სახელი და ისტორია ამოუტვიფრავთ. იმავე დღეებში ბაირონი წერს დედას, რომ ცნობილი ბავარიელი მხატვარი დაიქირავა. კრიტიკოსი ერნესტ კოლდრიჯი ვარაუდობს, რომ მხატვარს გარდაცვლილი ქართველი გოგონას პორტრეტის შექმნა დაავალეს, თუმცა დღეისთვის ეს პორტრეტიც დაკარგულად მიიჩნევა.

შვილიშვილის ლორდ ლავრეისის ნაამბობის თანახმად, პოეტს მეუღლისთვის ქალის თმის კულული უჩვენებია და უთქვამს, რომ ის ნაადრევად გარდაცვლილ გოგონას ეკუთვნის. სავარაუდოდ, ბაირონმა გოგონას თმის კულული საქართველოში გამომგზავრების წინ შეაჭრა. გადმოცემით ცნობილია, რომ ბაირონი თირზას ნამდვილ სახელს არასოდეს ახსენებდა, მაგრამ გარეგნულად ქერა, ცისფერთვალება კაროლინა ლემს ამსგავსებდა.
ცნობილია,
რომ
ბაირონი
თავისი
ცხოვრების ეპიზოდებს შემოქმედებაში აცოცხლებდა. სწორედ ამიტომ მის ყოველ ლექსს თავისი ისტორია აქვს და პროტოტიპი გააჩნია. ქართველი გოგონას სიკვდილით შეძრულმა ბაირონმა მის ხსოვნას „პორტრეტის ქვეშ დაწერილი სტრიქონებისა“ და „თირზას“ გარდა, თირზას ციკლის ექვსი ლექსიც უძღვნა. თბილისელი გოგონას ამბავი ასახულია ბაირონის უკანასკნელ ნაწარმოებში „დონ ჟუანი“, სადაც ქართველი ქალი სილამაზის ეტალონად არის მიჩნეული. ბაირონი წერდა, რომ დონ-ჟუანი ქალის კოსტიუმში ისეთი ლამაზი იყო, რომ მხოლოდ ქართველ ქალს თუ შეადარებდიო.
ტრაგიკული სიყვარულის ისტორიამდე განვლილ გზაზე თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის თარგმანმცოდნეობის კათედრის გამგემ, ბაირონის საზოგადოების თავმჯდომარემ და პროფესორმა ინესა მერაბიშვილმა გვიამბო:
- ბაირონის
პოეზიაში
შესწავლილი და გამოკვლეულია ყველა იმ ქალის პროტოტიპი, ვისაც პოეტი ლექსებს უძღვნიდა. ბაირონის შედევრთა შორის უცნობი მხოლოდ ერთ-ერთი საუკეთესო ლექსის „თირზას“ პროტოტიპი რჩებოდა. 1825 წელს, ანუ ბაირონის გარდაცვალებიდან ერთი წლის შემდეგ გამოვიდა პოეტის ცხოვრების ამსახველი სამტომეული, რომელიც ბაირონის მეგობრისა და ცნობილი ირლანდიელი პოეტის ტომას მურის ბიოგრაფიის ორტომეულის გამოცემისთანავე მიავიწყდათ. ორტომეულში მურმა პოეტი თავისივე წერილებით აალაპარაკა, რამაც მკითხველზე დიდი ეფექტი მოახდინა, თუმცა
მე არასოდეს
მჯეროდა
ადამიანის, რომელიც ბაირონის მემუარების დაწვაში მონაწილეობდა და ვფიქრობდი, რომ სამტომეული, რომელიც ზღვა მასალას მოიცავს, უსამართლოდ იყო „ჩაძირული“. კვლევის დაწყებისთანავე ბრიტანეთის მუზეუმის ბიბლიოთეკაში მოვიძიე პოეტის ბიოგრაფიის ამსახველი სამტომეული, სადაც თერთმეტ გვერდზეა აღწერილი ბაირონის შეხვედრა ქართველ ქალთან. ფაქტების გადამოწმების შემდეგ გაირკვა, რომ ყველაფერი, რაც წიგნშია აღწერილი, სინამდვილეს შეესაბამება - ბაირონი ნამდვილად იყო ტროას ალექსანდრიაში და, ამ მონაცემებით, 1810 წლის
12 აპრილს ქართველ გოგონას შეხვდა. უკვე 1811 წლის ოქტომბერში კი მეგობარს სწერს, დაზაფრული ვარ, კიდევ ერთი მეგობარი დამეღუპაო. პირველ წერილს მეორე მოსდევს, რომელშიც განმარტავს, - გარდაცვლილი კაცი არ გეგონოს, ქალია, მაგრამ მისი ვინაობის თქმას აზრი არა აქვს, იმიტომ რომ უცხოელიაო. თავის საპასუხო წერილში მეგობარი მწუხარებას გამოთქვამს ქალის გარდაცვალების გამო და აღნიშნავს, ნეტავ გადარჩენილიყო და შენი გამხდარიყოო.
ფაქტების ერთმანეთთან შედარებით, დავადგინე, რომ საუბარია ქართველ ქალზე და ამის მერე, გამიჩნდა ეჭვი, რომ ამ ისტორიას ბაირონი აუცილებლად ასახავდა თავის პოეზიაში. საყოველთაოდ ცნობილია, რომ ბაირონი თავისი ცხოვრების ეპიზოდებს პოეტურად აღწერდა, ამიტომ თირზას კვალის ძებნა უკვე ბაირონის შემოქმედებაში დავიწყე. როგორც ხვდებით, ეს არ იყო ამბავი, რომელიც ცნობილი იყო ჩემი კვლევების დაწყებამდე.

- თირზა ქართველი გოგონას ნამდვილი სახელია?
- მისი ნამდვილი სახელი უცნობია. შესაძლოა, თირზა პირობითად უწოდა, რადგან ებრაულად ეს სახელი მწუხარებას ნიშნავს. არც ისაა გამორიცხული, რომ გოგონას ცისო ერქვა და ბგერათმიბაძვით თირზად იქცა. თირზა ბაირონის შემოქმედების ერთ-ერთი პერსონაჟია და მასთან დაკავშირებული ლექსების ციკლი გოგონას გარდაცვალებიდან მალევე იწყება. უბრალოდ, ჩვენ მისი ნამდვილი სახელი და გვარი არ ვიცით.

- ამ საიდუმლოს გოგონას საფლავის აღმოჩენა ნათელს მოჰფენდა...
- საფლავი კუნძულ კრეტაზე, ქალაქ ირაკლიონში მდებარეობდა. ქალაქის გაფართოების შემდეგ საფლავის ქვები მშენებლობაში გამოიყენეს. ასე რომ, საფლავიც და გოგონას ვინაობაც დაკარგულია. ჩვენ მხოლოდ ამ სამტომეულს ვეყრდნობით, სადაც ამ ისტორიის მთელი 12 გვერდია ასახული. ჯორჯ ბაირონს, რომელსაც ვენეციაში 200 საყვარელი ჰყავდა და მათი სიაც კი არსებობს, ქართველი გოგონას სიკვდილმა ისეთი იარა დაუტოვა, რომ ეს ტკივილი მთელი ცხოვრება ვერ მოიცილა. ის თავის ერთ ლექსში ამბობს: „მაგრამ რა არის სიყვარული თუნდაც ათასის, მასთან, რომელიც მკვდარს გეკუთვნის და ვერ გივიწყებს“. ეს ძალიან ძლიერი განცდაა.

- ქართველ გოგონას თუ ჰქონდა პოეტის მიმართ საპასუხო გრძნობა?
- გოგონასაც შეუყვარდა, თუმცა მოგვიანებით. პოეტისა და გოგონას შეხვედრის სცენის აღწერისას აშკარად ჩანს, რომ ის შეყვარებულია. იგივე ჩანს მისი უკანასკნელი წუთების აღწერისას. ის მშვიდად და უწვალებლად მიიცვალა და სიკვდილის წინ მხოლოდ ბაირონის ნახვას ნატრობდა. რაც შეეხება დილეგში ჩაგდებულ მოღალატე ვაჭარს, ლორდი მას იმდენად მდაბალი სულის ადამიანად თვლიდა, რომ მისი ნახვაც არ ისურვა და ფაშას მისი განთავისუფლება სთხოვა. ჩემთვის, როგორც ამ ისტორიის მკვლევარისთვის, მთავარი არის, რომ ეს სევდიანი ისტორია ტომას მურის გამო სადღაც ბიბლიოთეკაში იყო ჩაძირული და მზის სინათლეს ელოდებოდა.

თირზას
ვიცი, შენს საფლავს ხსოვნის ნიშნად ქვაც კი არ ადევს,
მინდა სიმართლეს გავუსწორო მზერა თვალებში,
ვაითუ ყველამ დაგივიწყა, არვის ადარდებ,
ასე უდროოდ, ასე მალე რატომ წახვედი...
მინდა სიმართლეს გავუსწორო მზერა თვალებში,
ვაითუ ყველამ დაგივიწყა, არვის ადარდებ,
ასე უდროოდ, ასე მალე რატომ წახვედი...
ცხრა მთის გადაღმა, ცხრა ზღვის გადაღმა მეგულებოდი,
და სიყვარული ჩვენი თურმე იყო ამაო,
შენკენ მოჰქროდა ერთი ფიქრი - კვლავ შევხვდებოდით,
თუმც დამსხვრეული იმედები დამრჩა სანაცვლოდ...
და სიყვარული ჩვენი თურმე იყო ამაო,
შენკენ მოჰქროდა ერთი ფიქრი - კვლავ შევხვდებოდით,
თუმც დამსხვრეული იმედები დამრჩა სანაცვლოდ...
როცა სიკვდილი გიმზადებდა მსუბუქ აღსასრულს,
როცა წარსულმა გაიელვა უხმო წამებით,
გულს ვინ ეწადა? თუ ნატრობდი შენგან შორს წასულს?
ვისაც უყვარდი და კვლავ უყვარხარ კვლავ გამალებით...
როცა წარსულმა გაიელვა უხმო წამებით,
გულს ვინ ეწადა? თუ ნატრობდი შენგან შორს წასულს?
ვისაც უყვარდი და კვლავ უყვარხარ კვლავ გამალებით...
სხვისთვის თუ იყავ უფრო მეტი ზრუნვის საგანი?
გულს ვის უკლავდი, როცა თვალში შუქი ჩაგიქრა?
ვიდრე სიკვდილის და სიცოცხლის ჰპოვე სამანი...
ხომ ჩუმი სევდით მიზიდავდი წუხილს, საფიქრალს.
გულს ვის უკლავდი, როცა თვალში შუქი ჩაგიქრა?
ვიდრე სიკვდილის და სიცოცხლის ჰპოვე სამანი...
ხომ ჩუმი სევდით მიზიდავდი წუხილს, საფიქრალს.
სადაც მე დიდხანს არ დამიდგამს ფეხი თავადაც
აქ დაგიტირე, ამ კოშკებში, ამ დარბაზებში,
რისთვის მომიხმეს, თუ მელოდა ტანჯვა მარადჟამს,
ბებერ ქონგურებს ვეფერები ამ განსაცდელში.
აქ დაგიტირე, ამ კოშკებში, ამ დარბაზებში,
რისთვის მომიხმეს, თუ მელოდა ტანჯვა მარადჟამს,
ბებერ ქონგურებს ვეფერები ამ განსაცდელში.
სხვა ცისქვეშ მახსოვს მე ცრემლები, ჩვენი გულწრფელი,
ჩვენს თვალთამზერას ვერ ხედავდა უცხო ახდილად
გულში მწვდებოდა შენი ფიქრი გამოუთქმელი,
მთრთოლარე ხელი მეხებოდა მხოლოდ ფაქიზად,
ჩვენს თვალთამზერას ვერ ხედავდა უცხო ახდილად
გულში მწვდებოდა შენი ფიქრი გამოუთქმელი,
მთრთოლარე ხელი მეხებოდა მხოლოდ ფაქიზად,
შენი ამბორი წმიდა იყო და უწყინარი,
დიდრონ თვალებში გამოკრთოდა მზერა უმწიკვლო,
ვნება იქ უმალ გაქრებოდა ვით უჩინარი,
და სიყვარულის ყველა განცდა იყო უბიწო.
დიდრონ თვალებში გამოკრთოდა მზერა უმწიკვლო,
ვნება იქ უმალ გაქრებოდა ვით უჩინარი,
და სიყვარულის ყველა განცდა იყო უბიწო.
მე, გულჩათხრობილს შენი ხმა თუ მახალისებდა,
შენით ვისწავლე სიცოცხლესთან ლაღი ტრფიალი,
ჰანგი უტკბესი მიქარწყლებდა დარდსა და სევდას,
ღვთიურ სიმღერით ჩამესმოდა ცათა შრიალი,
შენით ვისწავლე სიცოცხლესთან ლაღი ტრფიალი,
ჰანგი უტკბესი მიქარწყლებდა დარდსა და სევდას,
ღვთიურ სიმღერით ჩამესმოდა ცათა შრიალი,
სად ხარ ახლა, სად გეძებო სულზე უტკბესო?
თან წარიტანე სანუკვარი ის სახსოვარიც...
შენი თან დამაქვს, ისღა დამრჩა ხსოვნად უბედოს,
როგორც არასდროს ვარ ბედკრული და უბედური...
თან წარიტანე სანუკვარი ის სახსოვარიც...
შენი თან დამაქვს, ისღა დამრჩა ხსოვნად უბედოს,
როგორც არასდროს ვარ ბედკრული და უბედური...
თუ სათნოება შენი გულის სევდას მისახავს
და სული შენი ცათა მიღმა გაცისკროვნდება,
ლოცვა-ვედრებით მომაწიე ნეტარ მომავალს,
თან წამიყვანე! ამისრულე ერთი ოცნება,
და სული შენი ცათა მიღმა გაცისკროვნდება,
ლოცვა-ვედრებით მომაწიე ნეტარ მომავალს,
თან წამიყვანე! ამისრულე ერთი ოცნება,
ბედის ბორბალი დატრიალდა რადგან უკუღმა,
თავად მოწყალე პატიებას შენგან მოვითხოვ,
და თუ ამქვეყნად ჩვენს სიყვარულს ბედმა უმუხთლა,
მჯერა შევხვდებით, როს საუფლო ცათა მომიხმობს...
თავად მოწყალე პატიებას შენგან მოვითხოვ,
და თუ ამქვეყნად ჩვენს სიყვარულს ბედმა უმუხთლა,
მჯერა შევხვდებით, როს საუფლო ცათა მომიხმობს...
Комментариев нет:
Отправить комментарий