ცნობილია ლორდ ლავრეისის, ბაირონის შვილიშვილის ნაამბობი,რომელიც გადმოცემით ცოდნია. ბაირონს არაერთხელ უჩვენებია მეუღლისთვის ქალის თმა და უთქვამს,ის ეკუთვნოდა თირზას, რომელიც ძალიან ადრე დაიღუპა,იმ დროს ,როცა აღმოსავლეთში მოგზაურობდა და მის ნამდვილ სახელს არ გაუმხელდა… ბაირონს ჩვევად ქონდა ქალის თმის შენახვა,რაც მოდაში იყო იმ დროს. სამტომეულში მოთხრობილი ამბის თანახმად, სანამ ფლეჩტერს გაატანდა,მეტი უსაფრთხოებისთვის ბიჭის ტანსაცმელში გამოუწყვიათ,ალბათ მშვენიერ ასულს თმაც შეკრიჭეს და ის თავად ბაირონმა შეინახა.
ბაირონი არაოსდეს ასახელებდა თირზას ვინაობას,მაგრამ ცნობილია მას აგონებდა სათნო, ქერა, ცისფერთვალა მისის კაროლინა ლემი, რომელიც ტკბილად მღეროდა. შემონახულია მისი პორტრეტი და თავისუფლად შესაძლებელია ქართველი გოგონა ასეთი ყოფილიყო…
ბიოგრაფიაში შემონახულია ბაირონის წერილები მეგობარ დალასის მიმართ,რომელშიც ღრმა მწუხარებით საუბრობს ძვირფასი ადამიანის დაკარგვაზე…ინესა მერაბიშვილის აღმოჩენის შემდეგ თვლიან, ბაირონი ამ წერილებში შეიძლება თირზას სიკვდილით გამოწვეულ მწუხარებაზე საუბრობდეს…
,,მე დავკარგე ის,ვინც ჩემთვის ძალიან ძვირფასი იყო უფრო ბედნიერ დროას, მაგრამ ვაი,რომ დამავიწყდა თითქმის, სევდის გამო,რამეთუ მხოლოდ საშინელებებითღა ვსაზრდოობ და უკვე გულქვა გავხდი. ასე მგონია,თავად განგებამ ინება ,რომ ახალგაზრდობაშივე გამოვცადო სიბერის ყველა უბედურება.ჩემი მეგობრები ერთიმეორის მიყოლებით იხოცებიან,დავრჩები ვითარცა განმარტოებული ხე, სანამ ბოლომდე არ გავხმები” 1811წ/11/x
დალასი ბაირონს : ,,გმადლობთ, რომ გამანდეთ თქვენი გულისნადები..ნეტავ ის გადარჩენილიყო და მარად თქვენი ყოფილიყო…წარმომიდგენია რაოდენ დიდი იყო თქვენი პასუხისმეგებლობა მის მიმართ…”
გენიალურმა პოეტმა იმგვარი სიმძლავრის შინაგანი გამოსხივებით იცხოვრა, რომ მისი სიცოცხლე,აღსავსე მრავალი პოეტური შედევრითა და საგმირო საქმეებით ,დღესაც გრძელდება… მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში იქმნება ბაირონის საზოგადოებები , წამყვანი მეცნიერები ცდილობენ გამოიკვლიონ მისი ცხოვრების უცნობი დეტალები…ლორდ ბაირონის ცხოვრების დეტალები ისეთივე შთამბეჭდავია ,როგორც მისი შემოქმედება… ამ პატარა ამბავს, თავად ცალკე აღებულს, შესწევს ძალა უკვდავყოს ლორდ ბაირონის ჰუმანურობა, სიფაქიზე და დიდსულოვნება…
(ლესების თარგმანი ეკუთვნის ინესა მერაბიშვილს)
მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ:
რუსუდან დარჩიაშვილი,,მე ხსოვნა შენი გადამირჩა სამარადისოდ”., ,,24 საათი”,2008წ, #132;
ინგა მილორავა-,,ბაირონის თირზა ქართველი ყოფილა”(საუბარი ინესა მერაბიშვილთან),ჟურნალი ,,ომეგა”.,2002წ,#1(27);
Комментариев нет:
Отправить комментарий