воскресенье, 13 июня 2021 г.

ჩემი ქართული

 

როგორც მდინარეს
შენაკადების მღვრიე ნაკადი,
ამღვრევს და ელფერს უკარგავს ხშირად........
ისე,შენ ,ჩემო მშობლიურო, ქართულო სიტყვავ,
ჩაგაცვეს თალხი და ახლა
სახემოღრუბლული,
სევდით და ოხვრით,
ვერ იგებ,
რასაც შენს ენაზე მეტყველებს ხალხი.....
ვერ იგებ ,ასე როგორ გვიტევს უცხო სიტყვათა 
ქარიშხალი თუ კორიანტელი....
ვერ იგებ,ასე როგორ გაახალისა ჟარგონებმა ახალგაზრდები....
ვერ იგებ ნაწერს,და ვერც იმას,
რატომ ,,ჯღაბნის" ასე ქართველი....
როგორც მდინარეს,
შენც ისე გამღვრევს ,,შენაკადები",
მაგრამ ქართულო,
უძველესო ენავ ძლიერო,
კვლავ ინარჩუნებ მეობას და 
კვლავაც ხმაურობ,
შენი ნათელი ანათებს არეს,
როგორც სანთელი
და სულში აღწევს 
მშობლიური ენის ნათელი.

воскресенье, 6 июня 2021 г.

 



                               ინტერვიუ ქვევრების დიდოსტატთან

გვესაუბრება ბიჭიკო ჩხაიძე:

1.      რა განსხვავებაა ჭურსა და ქვევრს შორის? ორივე ხომ ღვინის შესანახი ჭურჭელია?

2.      ცნობილია, რომ გურიაში, კერძოდ აცანაში , უძველესი დროიდან ამზადებდნენ ხარისხიან ქვევრებს.თქვენ, როგორც ქვევრების დიდოსტატი,რას გვიამბობთ ამ უძველესი ტრადიციის შესახებ?

3.      იცით, თუუ არა , რომ იუნესკომ მექვევრეობას, მეჭურეობას არამატერიალური მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიანიჭა,რაც ქვევრში ღვინის დაყენების უძველეს ტრადიციას აღიარებს? გახარებთ თუ არა ეს აღიარება?

4.      რას გვიამბობთ თქვენს ოჯახურ ტრადიციაზე?

5.      ინტერესდება თუ არა მომავალი თაობა მეჭურეობით?

6.      ადრე ქვევრის გარეშე ღვინის დაყენება წარმოუდგენლად მიაჩნდათ,ახლა ქართველებმა საქმე გაიმარტივეს.ეს მხოლოდ ტრადიციის უგულებელყოფაა თუ ღვინის გემოსა და სასარგებლო თვისებების იგნორირებაც?

7.      თუ აკეთებთ დერგებს, საყვავილეებს,დოქებს,ფიალებს და ა.შ.თანამედროვე მოხმარების საგნებს?

8.      რა წესები არსებობს ქვევრის ღვინოს დაყენებასთან დაკავშირებით?

9.      სად მოგეპოვებათ მიწა, რომლითაც ჭურებს ამზადებთ?

10.   1 ჭურის დამზადებას რამდენი დრო ჭირდება?

11.  თქვენ მხოლოდ ჭურებს აკეთებთ, თუ ღვინის დამზადების რაიმე განსხვავებული ხერხსაც ფლობთ? თუ ასეა, გაგვიმხილეთ?

12.  მიუხედავად იმისა, რომ თქვენი ხელობა მეტად შრომატევადი და რთული საქმეა, რას განიჭებთ თიხასთან კავშირი და თავად შექმნის პროცესი?

13.  როგორ შეიძლება დაინტერესდეს ახალგაზრდობა ქვევრის კეთებით? თქვენ ვის თვლით თქვენს შემდეგ ტრადიციის გამგრძელებლად?

                                                                      ინტერვიუს ინიციატორი

ქ.თბილისის N32 საჯარო სკოლა

პედაგოგი ლია ჩხაიძე

პროექტი:,,სათოფურიდან წინაპრები შემოგვყურებენ“

მექვევრეობის ძირძველი ტრადიცია გურიაში! - ბიჭიკო ჩხაიძე-მექვევრე და მეფუტკრე!

მსურს გაგაცნოთ ერთი კარგი ადამიანი-ბიჭიკო ჩხაიძე.



იგი ტრადიციული ოჯახის შვილია და ფლობს მექვევრეობის უძველეს დარგს.იცის ქვევრში ღვინის დაყენების ტექნოლოგია.მისი მშობლიური სოფელი აცანა ახლო წარსულში მექვევრეების სიმრავლითაც გამოირჩეოდა, თუმცა ახლა ეს ტრადიცია აღარ გრძელდება.მომავალ თაობას არ აინტერესებს ქვევრის დამზადება, რადგან უფრო მარტივი საშუალებანი არსებობს.თუმცა ქვევრის ოსტატი აღნიშნავს, რომ იუნესკოს აღიარებამ ადამიანები დააინტერესა  და უპირატესობას ანიჭებენ ქვევრის ღვინოს. აცანაში დამზადებული ქვევრის ღვინო ცნობილი იყო ოდითგანვე მაღალი ხარისხით. ადამიანის ჯანმრთელობაზე ზრუნვა იმთავითვე გათვალისწინებული გახლდათ.


                       მამა -მამული ჩხაიძე                                                  შვილი-ბიჭიკო ჩხაიძე
 

მექვევრეობა და მეფუტკრეობა-ორი შესანიშნავი საქმე შეუხმატკბილა ერთმანეთს მუყაითმა და გამრჯე ახალგაზრდამ. უყვარს თავისი საქმე.ჯიშსა და ჯილაგს ვერ ღალატობს,წინაპრების ძახილს ყურს უგდებს და  ეფერება თიხას.ეს ტალახიც სოფლის მონაპოვარია.მოთხარო, მოიტანო, მოზილო, გამოძერწო, გამოწვა და...ვინ იცის....რამდენი ფიქრი და სატკივარი, სიხარული და იმედი უნდა ამოაგვირისტო, ჭურად აქციო და...ჯადოსნური სითხით შეავსო, რომელიც იდუღებს და იშუშხუნებს, ძარღვებს დაივლის და ზოგს გააგიჟებს, ზოგს დააწყნარებს, ზოგს აამღერებს, ზოგს დააბერებს...ამიტომაც ჩვენი ბიჭიკოც ღიღინ-ღიღინით აკეთებს თავის საქმეს, რომ სულ სიმღერით გაილიოს ეს მადლიანი წუთისოფელი...

ფუტკარმაც იცის, რომ არ უნდა მიატოვოს მშრომელი ოჯახი და კიდევ ახალი ნაყარი, ახალი ოჯახი დაიდებს ბინას, სკა ელოდება და პატრონის გულისხმიერება ამდენ ერთად თავმოყრილ ფუტკარს.






თაფლი და ღვინო, ქვევრი და დოქი, ფიალა და ყანწი...

დალიე!

გაამოს!

სტუმარი ღვთისაა!





ჭურები მზადაა გამოსაწვავად!

ბევრს აინტერესებს, რითი განსხვავდება  ქვევრი და ჭური ერთმანეთისაგან. ბატონი ბიჭიკო ინტერვიუში აღნიშნავს, რომ  ერთი ფუნქციის ჭურჭელია, ერთი სახელია, უბრალოდ, გურულები ჭურს ეძახიან,ლიტერატურულად კი ჰქვია ქვევრი.

ჭურს დასავლეთ საქართველოში  ღვინის შესანახ  დიდი ზომის თიხის ჭურჭელ უწოდებენ. ჭურის მკეთებელ ხელოსანს „მეჭურე“, ხოლო დარგს „მეჭურეობა“ ეწოდებოდა. 

ხელოსანი ჭურის ძირს ასე ერთ მტკაველამდე „მორგვზე“ აშენებს. შემდეგ საგანგებო სადგამზე გადააქვს. 70 სმ სიმაღლის ამოყვანის შემდეგ ხდება მშენებარე ჭურის „დაკუტება-დაბინავება“ ცალკე ადგილზე, სადაც ხდება მისი ეტაპობრივი შენება-ამოყვანა თიხის ფთილების ან „სორსოლებისაგან“.

 ჭურის შენებას სჭირდება გათითვა, გალესვა, შებეჭვა, შეყელვა, დაფარფლა და ა.შ. 

ეს შრომატევადი სამუშაო პროცესები ზუსტი თანმიმდევრობით მეორდება ყოველი ჭურის აშენებისას. 

 



გურია მხოლოდ ადესას მხარე როდი გახლავთ.აქ ოდითგანვე განსხვავებული ჯისის ვაზი ყოფილა სხვადასხვა შეფერილობით:

ათინაური (თეთრი), აკიდო (წითელი), ალადსტური (წ), ბადაგი (მუქი ვარდისფერი), ბახვის ყურძენი (წ), ბერძულა (წ), დონდღო (თ), ვაციწვერა (თ), ვორონა (წ), ზენათური (თ), თეთრი ყურძენი (თ), თქვლაფა (თ), კაკნატელა (თ), კამური შავი (წ), კამური თეთრი (თ), კაპისტონი წიწილიანი (თ), კატური (თ), კეშელავას თეთრი (თ), კიკაჩა შავი (წ), კორძალა (წ), კოცხანა (წ), კუმუშა (წ), მაგანაკური (წ), მაისა (თ), მანდიკოური (წ), მაური თეთრი (თ), მახათური (წ), მტევანდიდი (წ), მტრედისფეხა (წ), მცვივანი გურული (წ), ნაშენება (წ), ოფოურა (წ), ოჯალეში გურიის (წ), რცხილი (წ), საკმიელა (თ), საკნატურა (თ), სამარხი (თ), სამჩხავერა (წ), საფერავი გურიის (წ), სხილათუბანი (წ), ქაქუთურა (თ), შავჩხავერა (წ), ჩეპეში (წ), ჩხავერი (წ), ჩხინკილოური (თ), ცანაფითა (წ), ცივჩხავერა (წ), ცივჩხავერა ვარდისფერი (ვარდ.), ცისფერულა (რუხი), წითლანი (ვარდ.), ჭაჭიეთის თეთრა (თ), ჭუმუტა (წ), ხემხუ (წ), ხუშია თეთრი (თ), ხუშია შავი (წ), ჯანი (წ), ჯანი ნაკაშიძის (წ), ჯანი ციხური (წ).

პროექტი ,,კულტურული მემკვიდრეობა" ითვალისწინებს ძირძველი ტრადიციებისადმი პატივისცემას, მოვლას, გაფრთხილებას.

ბატონი ბიჭიკო მომავალ თაობას სთავაზობს დახმარებას მექვევრეობის შესწავლის საქმეში, თუ ასეთი, რა თქმა უნდა , გამოჩნდება.

დიდი მადლობა ხელმარჯვე ოსტატს, ხელოვან ადამიანს, წინაპართა სულის ძახილს რომ ასე აცოცხლებს, რომ კიდევ გრძნობს სიდიადეს ქვევრის ღვინისა!






 

,,კულტურული მემკვიდრეობა"-მეფუტკრეობა შველას ითხოვს!

ფუტკარივით მშრომელ ადამიანებს რა გამოლევს გურიაში.
მეგზურობას გაგიწევთ.
გამომყევით!
ლანჩხუთის რაიონი, სოფელი აცანა...
მსურს გაგაცნოთ ახალგაზრდა მეფუტკრე-ემზარ ჩხაიძე.



1.რამდენი წელია, რაც ფუტკრის მოშენებას მოჰკიდეთ ხელი?

უკვე 8 წელია, რაც ცალკე კომლად დავფუძნდი და ფუტკრების მოშენება დავიწყე.ყოველთვის მაინტერესებდა ეს საქმე.დიდმა ინტერესმა დიდი სიყვარული მოიტანა...შრომა და დაკვირვებაა საჭირო, ცოტა ინტუიცია და გამოცდილება...როცა პირველად უნდა გააკეთო, გამოცდილ ადამიანებსაც უნდა დაეკითხო და..საქმეც გამოვა.

2.როგორ მრავლდება ფუტკარი?

ყველა ოჯახს ჰყავს ერთი დედაა.გაზაფხულზე ხდება სათადარიგო დედის გამოჩეკვა. იმ ახალ დედას მიჰყავს ნაწილი ფუტკარი და იქმნება ახალი ოჯახი.
აქ ასე ვამბობთ- კუთხურად ,,ფუტკარმა ყარაო"და ისე ფუტკრის მიყრა ესაა ახალი ოჯახის გამოყოფა ძირითადისაგან. აი, ასეთია ეს პროცესი.


ერთი ძირითადი ოჯახისგან შეიძლება გამოიყოს 2- 3 ან შეიძლება მეტი ოჯახიც. გააჩნია ძირითადი ოჯახი რამდენად ძლიერია.

მთლიანად ვჭრით იმ ტოტს, სადაც მისეულია ფუტკრები და ვათავსებთ სკაში.
მეტად საინტერესო სანახავია ფუტკრის ნაყარი ხის ტოტზე.


ეს უკვე კიდევ 1 ოჯახია.







3.როგორი კლიმატი უყვარს ფუტკარს.აქვს წელიწადის დროს რაიმე მნიშვნელობა?

-შემოდგომა თითქმის ამოვარდა წელიწადის დროიდან . აქ წელიწადის ამ დროს ძაან სითბოა კი არა და, ცხელა. შემოდგომაზე ემართება ფუტკარს ტკიპა და ამ სითბოზე ის ტკიპა კარგად იკიდებს ფეხს,ფუტკარს წამალი ვეღარ შველის და ტკიპა ანადგურებს მას.

4.ფაროსანამ თუ მიაყენა ზიანი მეფუტკრეობას?

ფაროსანას შეწამლვამაც დიდი ზიანი მიაყენა მეფუტკრეობას და წელს საქართველოს წამყვანი მეფუტკრეების სტატისტიკით 60% ფუტკრისა გაწყდა და ძლივს გადაარჩინეს სრულ განადგურებას.

5.ვინ აგრძელებს სოფელში ამ საქმიანობას კიდევ?

მეფუტკრეობით ბევრი ადამიანია სოფელში დაინტერესებული.ეს არის ჯანმრთელობის უებრო ელექსირი, ჯანსაღი ცხოვრების გარანტი და შემოსავლის წყარო.

 მეფუტკრეები არიან :დათო, გია, ბიჭიკო, რეზო, მამუკა ჩხაიძეები...და კიდევ ბევრი...ჩვენ ერთმანეთს ვუზიარებთ გამოცდილებას.მე ასე ვისწავლე თავიდან....ვკითხულობდი, ვაკვირდებოდი...

მინდა მომავალი თაობა დაინტერესდეს ამ საქმით..ფუტკარს უყვარს მშვიდი, ფუტკარივით მშრომელი პატრონი...

суббота, 5 июня 2021 г.

 მოგესალმებით!

დღეს 32-ე საჯარო სკოლაში ჩვენთან მოწვეული იყო სტუმარი ვიკი-ჯაბა.შევქმენით ვიკი-ჯგუფი სადაც რამდენიმე ბავშვია გაწევრიანებული და რამდენიმე მასწავლებელი.ჩაგვიტარა მასტერ-კლასი,თუ როგორ უნდა დავწეროთ სტატუსი, დაგვარეგისტრირა ვიკიპედიის გვერდზე. მოგვცა ზაფხულის არდადეგებისათვის დავალებები, უნდა შევიმუშავოთ ვორდში და უნდა ვისწავლოთ სწრაფად წერა გასავითარებლად. მე ძალიან კმაყოფილი ვარ დღევანდელი დღით.ძალიან დიდი მადლობა ვიკი-ჯაბას და ჩვენს მასწავლებლებს, რომ ასეთი სტუმარი მოგვიყვანეს.❤🌏
თქვენ, ასმათ ჭარელიძე, Tamila Mesxi და 22 სხვა
8 კომენტარი
2 გაზიარება
მომწონს
კომენტარი
გაზიარება

8 კომენტარი

იხილე კიდევ 1 კომენტარი