რასაც აქ ვწერ,ეს მატიანეა... მინდა ყველაზე ძვირფასი სახელები გამოვამზეურო, ლამაზი წამები ძვირფას მოგონებად შემოვინახო, უგულობა - სიყვარულად, ტყუილი -სიმართლედ, შური -სიკეთედ, უმადურობა -მადლიერებად ვაქციო, მოვესათუთო და მოვეხმატკბილო სამყაროს უძვირფასეს ქმნილებებს - ადამიანებს!
понедельник, 2 ноября 2009 г.
ჩ ხ ა ი ძ ე თ ა გვარის კურთხევა სამებაში!
2009 წლის 26 აპრილს,
სამების საკათედრო ტაძარში
ჩატარდა გვარის კურთხევის ცერემონიალი.......
მისმა უწმინდესობამ,კათალიკოს პატრიარქმა ილია მეორემ დალოცა 4 გვარი:
1.ჩხაიძეები
2.ცინცაძეები
3.ახვლედიანები
4.იოსელიანები
საგვარეულო ხატი გვარის წარმომადგენელთა შეწირულობით იქნა შეძენილი...ილია მეორემ
ჩხაიძეებსაც გადასცა ასეთი ხატი,რომელიჩ დაბრძანდება აცანაში ძმების:ზაზა და ზვიად ჩხაიძეების
მიერ აგებულ ეკლესიაში...შემდეგ შუხუთში თემურ ჩხაიძის მიერ აგებულ ტაძარში...
ხატი სურვილისამებრ ყველა ჩხაიძის ოჯახში შებრძანდება...........
ეს სურათები გვარის კურთხევაზეა გადაღებული.........მე,ლია ჩხაიძე ბიძასთან-რამიზ ჩხაიძესთან
ერთად..................
ჩხაიძეთა საგვარეულო სათავეს გურიიდან იღებს........
ჩხაიძეთა გვარი ისტორიულ საბუთებში მე-17 საუკუნიდან იხსენიება..........
ამ გვარის წარმოშობის რამდენიმე ვერსია არსებობს:
1.ჩხაიძეები ჩხეიძეებიდან წარმოშობილა.
2.ჩხაიძეები მესხეთიდან ჩამოსახლებულან.
3.,,ჩხა-რი”, ,,მა-ჩხანი” -ადგილებს უკავშირდება.
4.ვაზის ,,ჩხას” ან მოკლული მტრის მოჭრილი ხელის მტევანს -,,ჩხას” უკავშირდება.
5.გვარის ძირ ,,ჩხას” მეგრულ-ჭანურ ,,დღას”,შხას-დღეს უკავშირებენ....
იმრავლეთ ჩხაიძეებო!
ლანჩხუთის რაიონში ჩხაიძეები ყველაზე ბევრი სოფელ აცანაშია. აცანას ჩხაიძეთა ,,ბუდეს”
ეძახიან.................
ლია ჩხაიძე-პედაგოგი
Подписаться на:
Комментарии к сообщению (Atom)
Комментариев нет:
Отправить комментарий