четверг, 5 ноября 2009 г.

უსიყვარულოდ


სურათზე ვართ მე და ჩემი მეუღლე.


,,უსიყვარულოდ რა იქნებოდა ჩვენი სიცოცხლე,
უსიყვარულოდ რა იქნებოდა ჩვენი ოცნება,
უსიყვარულოდ ახლაც არ მსურს შენზე ვიფიქრო,
უსიყვარულოდ არსებობა უმალ მორჩება...
უსიყვარულოდ ჩამოღვენთავს სულში სანთლები,
დაათოვდება გადაპენტილ ტყემლის ყვავილებს,
უსიყვარულოდ გაფრინდება ეს სილამაზე
და რეალობა გულში მწარედ აგვაქვითინებს...
უსიყვარულოდ შევიშლები გიჟი მარტივით,
უსიყვარულოდ ჩამოვძენძავ გულში აპრილებს...
უსიყვარულოდ არ ვიცოცხლებ არცერთი წამი...
მე შენთან ერთად სიყვარულით ყოფნას ვაპირებ...

ლია ჩხაიძე
26.05.2007.

Комментариев нет:

Отправить комментарий