суббота, 21 ноября 2009 г.

გოდერძი ჩოხელის საღამო თბილისის 32-ე საჯარო სკოლაში

ქალაქ თბილისის 32-ე საჯარო სკოლაში,რომლის დირექტორია ქალბატონი ნანა ქაჯაია,ბევრი ლამაზი ღონისძიება ტარდება...ამჯერად სკოლის პედაგოგებმა და მოსწავლეებმა გადაწყვიტეს პატივი მიეგოთ გოდერძი ჩოხელის წმინდა სულისათვის...16 ნოემბერი ხომ მისი გარდაცვალების დღეა...ამ დღეს დაიწყო კვირეული...ბოლო დღე იყო ლიტერატურულ-მუსიკალური კომპოზიცია:,,სამთავროს წმინდა მიწაზე დაცემული წმინდა ცრემლი”.ღონისძიებას ესწრებოდა გოდერძის მეუღლე ,უმშვენიერესი ქალბატონი ნინო მელაშვილი,მწერალთა კავშირის მდივანი , ბატონი დავით შემოქმედელი,გოდერძის ახლო მეგობარი,ქალბატონი ნინო,მოსწავლეები,პედაგოგები,მშობლები....

ეს ფოტოსურათები ამ საღამოზეა გადაღებული...


გოდერძის მეუღლე,ქალბატონი ნინო მელაშვილი,რომელმაც უდიდესი მადლობა გადაუხადა სკოლის დირექციას,პედაგოგებს,მშობლებსა და ბავშვებს...განსაკუთრებით ამ ღონისძიების ავტორებს,
ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლებს ასმათ ჭარელიძესა და ლია ჩხაიძეს...


სურათზე ორი ნინო:
პირველი-გოდერძი ჩოხელის მეუღლე,მეორე-ოჯახის მეგობარი.


































































































ამ ღონისძიების სული და გული,ფილოლოგი,ქალბატონი ასმათ ჭარელიძე.


ამ დღეს მონაწილე მოსწავლეთა ნათლობაც შედგა და მათ ეწოდა ,,სამოთხის გვრიტები”.

Комментариев нет:

Отправить комментарий