რასაც აქ ვწერ,ეს მატიანეა... მინდა ყველაზე ძვირფასი სახელები გამოვამზეურო, ლამაზი წამები ძვირფას მოგონებად შემოვინახო, უგულობა - სიყვარულად, ტყუილი -სიმართლედ, შური -სიკეთედ, უმადურობა -მადლიერებად ვაქციო, მოვესათუთო და მოვეხმატკბილო სამყაროს უძვირფასეს ქმნილებებს - ადამიანებს!
четверг, 5 ноября 2009 г.
ჩემი ქალური პოეზია..............
ღამით მივდიოდი ქუჩა-ქუჩა,
უცებ ზურგში წვიმა მომეწია.....
მაინც არ დავსველდი,დამეხმარა
ჩემი ქალური პოეზია.......
დარდმა დამიჩეხა სილამაზე,
სევდამ ხელისგულზე გაათია,
აქაც დამეხმარა უსათუოდ
ჩემი ქალური პოეზია..........
როცა ვიდექ გზების გასაყართან,
ნეტავ სიმართლის გზა რომელია?
გვერდში ამომიდგა მოძმესავით
ჩემი ქალური პოეზია............
ნეტავ,რა დარჩებათ სამახსოვროდ
შვილებს,იქნებ რამე მოეძიათ?!
მათაც გაუნათებთ ცხოვრების გზებს
ჩემი ქალური პოეზია.........
12.06.1994.
ლიკა
Подписаться на:
Комментарии к сообщению (Atom)
Комментариев нет:
Отправить комментарий