понедельник, 31 мая 2010 г.

ჩემი ქართულის კათედრა

           ქართულის კათედრა სულ 19 პედაგოგისაგან შედგება.კათედრას ხელმძღვანელობს ენერგიული ქალბატონი დარეჯან პეტრიაშვილი.კათედრის სხდომა ყოველთვიურად იმართება,ზოგჯერ თვეში ორჯერაც.                  ბევრი საკითხია გადასაწყვეტი,სადაო,სამსჯელო.ლიტერატურა სიტყვის ხელოვნებაა და მესიტყვე პედაგოგებს სათქმელს რა გამოულევთ.ქალბატონმა ნინო გიორგაძემ ჩაატარა ლექცია თემაზე:,,მართლწერისა და მართლმეტყველების საკითხები თემის ნიშნებთან დაკავშირებით”.ქალბატონმა ნანა ღონღაძემ:,,სინტაქსური ურთიერთობის სახეები და მათი სწავლების მეთოდები”.ქალბატონმა ნინო ხუციძემ და ხათუნა ბურჭულაძემ  ,,გაკვეთილის დაგეგმვა”,,სილაბუსის შედგენა” და ა.შ. ქალბატონმა ლია ჩხაიძემ ისაუბრა სწრაფი კითხვის სტრატეგიაზე,გამოიყენა ე.წ.,,კორნელის გრაფა”.

  
 ჩატარდა უამრავი ლამაზი ღონისძიება:




















 

           გალაკტიონის საღამო,სტუმრად ნოდარ ტაბიძე
           (ღონისძიების ავტორები ნათელა ჩაჩუა და          დარეჯან პეტრიაშვილი)

  • გოდერძი ჩოხელის ხსოვნის კვირეული,მკითხველთა კონფერენცია,პროექტი:,,საქართველოა,საითაც წახვალ”, ,,ორი შიო მღვიმელი”, პოეზიის საღამოები,ლიტერატურული სასამართლო(ლია ჩხაიძე,ასმათ ჭარელიძე)
  • ჯანსუღ ჩარკვიანის საღამო-პოეტთან შეხვედრა,სარვამარტო კაფე-საღამო,ლიტერატურული დილა(იზა ხურციძე).
  • ღია გაკვეთილი-კონფერენცია(ნინო  ბუაჩიძე)
  • სასწავლო შემოქმედებით კონფერენციაზე გამარჯვებული მოსწავლეები.
  • სახელმძღვანელოების ავტორებთან შეხვედრა
  • პედაგოგების დაბადების დღეების აღნიშვნა და მილოცვა
  • ტრენინგ-კურსებში პედაგოგების მონაწილეობა.

пятница, 28 мая 2010 г.

ხანდაზმულთა პანსიონატი ,,სავანე”-ჩვენი მასპინძელია.








ეს დღე არ ჰგავდა სხვა დღეებს...ეს დღე მოფერების,ჩახუტების,გაგებისა და თანადგომის ერთი ლამაზი დღე იყო.....შეხვედრა ხანდაზმულთა პანსიონატ ,,სავანეში” შედგა....დირექტორი გახლავთ უმშვენიერესი ქალბატონი თამთა დემურიშვილი.საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი ქალბატონი თამუნა ჟვანია საოცრად თბილი,მოღიმილე გოგონაა....და რაც ყველაზე მთავარია,ჩვენი მასპინძლები იყვნენ უზომოდ თბილი,ყურადღებიანი ადამიანები,ხანდაზმულები.ისინი აქ ცხოვრობენ,ერთმანეთის ტკივილითა თუ სიხარულით ცხოვრობენ,არაფერი აკლიათ,გარდა ოჯახური სიმყუდროვისა....ამ დანაკლისის შევსება უნდა შეზლონ ადამიანებმა.პედაგოგებმა ბავშვებს უნდა ვასწავლოთ მოხუცებისადმი პატივისცემა.ამ ადამიანებმა ხომ შრომით,ბრძოლით,სწავლითა და რუდუნებით აღსავსე დღეები განვლეს.....სწორედ ამ მიზანს ემსახურებოდა ქალბატონ ნანა ბოგვერაძის ინიციატივა-მოეწყოთ ერთი ლამაზი მუსიკალური საღამო მათთვის.....№32 საჯარო სკოლასთან (დირექტორი ნანა ქაჯაია) არსებულმა ხელოვნების სტუდიამ შემაჯამებელი გაკვეთილი ამ ძვირფას ადამიანებს მიუძღვნა.....    ბავშვების ჟრიამულმა მოხუცები გაამხიარულა...ისინი თავადაც ღიღინებდნენ ქართულ ჰანგებზე....ქალბატონმა ვიოლამ ლექსიც წაუკითხა პატარებს.... №32 საჯარო სკოლის მოსწავლეები უკვე მეორედ იყვნენ ,,სავანეში” სტუმრად.მოხუცებს გაახსენდათ მოსწავლეების მიერ წარმოდგენილი კონკიას   ზღაპრის თანამედროვე ვარიანტი.მასწავლებლებიც გაიხსენეს და ქალბატონ ნელი ბუთურიშვილს ისევ წააკითხეს ადრე წაკითხული ლექსი.....ჩვენ ისევ მოვალთ,მოგეფერებით,ძვირფასო ადამიანები!ეს ხომ თაობათა ერთიანობაა!      თქვენ უნდა გვიამბოთ თქვენს განვლილ წლებზე....უნდა გვაზიაროთ მრავალწლიან გამოცდილებას....