ეს დღე არ ჰგავდა სხვა დღეებს...ეს დღე მოფერების,ჩახუტების,გაგებისა და თანადგომის ერთი ლამაზი დღე იყო.....შეხვედრა ხანდაზმულთა პანსიონატ ,,სავანეში” შედგა....დირექტორი გახლავთ უმშვენიერესი ქალბატონი თამთა დემურიშვილი.საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი ქალბატონი თამუნა ჟვანია საოცრად თბილი,მოღიმილე გოგონაა....და რაც ყველაზე მთავარია,ჩვენი მასპინძლები იყვნენ უზომოდ თბილი,ყურადღებიანი ადამიანები,ხანდაზმულები.ისინი აქ ცხოვრობენ,ერთმანეთის ტკივილითა თუ სიხარულით ცხოვრობენ,არაფერი აკლიათ,გარდა ოჯახური სიმყუდროვისა....ამ დანაკლისის შევსება უნდა შეზლონ ადამიანებმა.პედაგოგებმა ბავშვებს უნდა ვასწავლოთ მოხუცებისადმი პატივისცემა.ამ ადამიანებმა ხომ შრომით,ბრძოლით,სწავლითა და რუდუნებით აღსავსე დღეები განვლეს.....სწორედ ამ მიზანს ემსახურებოდა ქალბატონ ნანა ბოგვერაძის ინიციატივა-მოეწყოთ ერთი ლამაზი მუსიკალური საღამო მათთვის.....№32 საჯარო სკოლასთან (დირექტორი ნანა ქაჯაია) არსებულმა ხელოვნების სტუდიამ შემაჯამებელი გაკვეთილი ამ ძვირფას ადამიანებს მიუძღვნა..... ბავშვების ჟრიამულმა მოხუცები გაამხიარულა...ისინი თავადაც ღიღინებდნენ ქართულ ჰანგებზე....ქალბატონმა ვიოლამ ლექსიც წაუკითხა პატარებს.... №32 საჯარო სკოლის მოსწავლეები უკვე მეორედ იყვნენ ,,სავანეში” სტუმრად.მოხუცებს გაახსენდათ მოსწავლეების მიერ წარმოდგენილი კონკიას ზღაპრის თანამედროვე ვარიანტი.მასწავლებლებიც გაიხსენეს და ქალბატონ ნელი ბუთურიშვილს ისევ წააკითხეს ადრე წაკითხული ლექსი.....ჩვენ ისევ მოვალთ,მოგეფერებით,ძვირფასო ადამიანები!ეს ხომ თაობათა ერთიანობაა! თქვენ უნდა გვიამბოთ თქვენს განვლილ წლებზე....უნდა გვაზიაროთ მრავალწლიან გამოცდილებას....
ძალიან ლამაზი შეხვედრა გამოვიდა....ამერიკელიც გაცნობია........დიდი მადლობა მას.........
ОтветитьУдалить