პოეტები, რითმებით მოსაუბრე ადამიანები,უფალთანაც ახლოს არიან და ხალხთანაც.....ამიტომაც უყვარდა ადამიანებს ერისათვის ღვიძლი სიტყვის მთქმელი კაცი,კალმითა და სიტყვით მებრძოლი მამულიშვილი,გულითა და შეგნებით ერის ტკივილის ხალხთან მიმტანი,პოეტი და საზოგადო მოღვაწე მუხრან მაჭავარიანი.....
ზღვისოდენ ცრემლს აფრქვევს მამული შენი,ამაგდარო ადამიანო!მუხრან მაჭავარიანს!
(ლექსი წაკითხული პოეტთან შეხვედრაზე 2004 წლის 22 აპრილს)
,,წინაპართ მიერ გახედნილ სიტყვებს”,
კვლავ უალერსებთ,ბატონო მუხრან!
ნათლისვეტივით ევლებით თავზე
და დგახართ,როგორც ძლიერი მუხა...
...და ამ სიტყვების სირმით შეჰკარით
საქართველოს მზის,სინათლის სარკე...
-ეს თქვენი წმინდა პოეზიაა,
მასში ჩანს თქვენი სულის სიმაღლე...
თქვენს მუზებს რარიგ ესათუთება
დღეს ჩვენი სკოლის ახალგაზრდობა....
თუმც წლები თეთრად ჩამოთოვილა,
კვლავ გაიხსენეთ თქვენი ბავშვობა....
ან ის დრო,როცა აქ,ამ კედლებში
ნორჩების გულებს ლექსით იპყრობდით,
პოეტთა ქალაქს ჩამოუვლიდით,
დემონის მზერას ნათელს უქრობდით...
არ დაცემულხართ,ბერმუხა როგორც,
იშორებსჭილყვავს,სწორდება წელში....
ვით სალოცავი,ანთია ისევ,
სინათლის სვეტად დღეს თქვენი ლექსი...
ლია ჩხაიძე
Комментариев нет:
Отправить комментарий