ქართულის კათედრა სულ 19 პედაგოგისაგან შედგება.კათედრას ხელმძღვანელობს ენერგიული ქალბატონი დარეჯან პეტრიაშვილი.კათედრის სხდომა ყოველთვიურად იმართება,ზოგჯერ თვეში ორჯერაც. ბევრი საკითხია გადასაწყვეტი,სადაო,სამსჯელო.ლიტერატურა სიტყვის ხელოვნებაა და მესიტყვე პედაგოგებს სათქმელს რა გამოულევთ.ქალბატონმა ნინო გიორგაძემ ჩაატარა ლექცია თემაზე:,,მართლწერისა და მართლმეტყველების საკითხები თემის ნიშნებთან დაკავშირებით”.ქალბატონმა ნანა ღონღაძემ:,,სინტაქსური ურთიერთობის სახეები და მათი სწავლების მეთოდები”.ქალბატონმა ნინო ხუციძემ და ხათუნა ბურჭულაძემ ,,გაკვეთილის დაგეგმვა”,,სილაბუსის შედგენა” და ა.შ. ქალბატონმა ლია ჩხაიძემ ისაუბრა სწრაფი კითხვის სტრატეგიაზე,გამოიყენა ე.წ.,,კორნელის გრაფა”.
ჩატარდა უამრავი ლამაზი ღონისძიება:
ჩატარდა უამრავი ლამაზი ღონისძიება:
გალაკტიონის საღამო,სტუმრად ნოდარ ტაბიძე
(ღონისძიების ავტორები ნათელა ჩაჩუა და დარეჯან პეტრიაშვილი)
- გოდერძი ჩოხელის ხსოვნის კვირეული,მკითხველთა კონფერენცია,პროექტი:,,საქართველოა,საითაც წახვალ”, ,,ორი შიო მღვიმელი”, პოეზიის საღამოები,ლიტერატურული სასამართლო(ლია ჩხაიძე,ასმათ ჭარელიძე)
- ჯანსუღ ჩარკვიანის საღამო-პოეტთან შეხვედრა,სარვამარტო კაფე-საღამო,ლიტერატურული დილა(იზა ხურციძე).
- ღია გაკვეთილი-კონფერენცია(ნინო ბუაჩიძე)
- სასწავლო შემოქმედებით კონფერენციაზე გამარჯვებული მოსწავლეები.
- სახელმძღვანელოების ავტორებთან შეხვედრა
- პედაგოგების დაბადების დღეების აღნიშვნა და მილოცვა
- ტრენინგ-კურსებში პედაგოგების მონაწილეობა.
Комментариев нет:
Отправить комментарий