воскресенье, 9 мая 2010 г.

ტრენინგის ბოლო დღე-წერითი გამოცდა

დამთავრდა ჩვენი ტრენინგი-,,განვითარებისა 
და სწავლის თეორიები და მათი 
პრაქტიკული გამოყენება სკოლაში”.
სხვადასხვა სკოლის მასწავლებლები დავმეგობრდით,ვთანამშრომლობდით და 
საკუთარ გამოცდილებას ერთმანეთს ვუზიარებდით....ყველაფერ ამას მთელი რუდუნებით უძღვებოდა ქალბატონი ქეთი ოსიაშვილი.
მას ჯგუფი მოსწონდა და იმედს არ კარგავდა,რომ ბოლოს შედეგიც კარგი იქნებოდა....
ბოლო დღეც დადგა....
ჩვენ მოსწავლეების როლში აღმოვჩნდით...
მასწავლებელიც მკაცრი გამოდგა....
თავის მიბრუნების საშუალებას არ გვაძლევდა....
კონსპექტებში ვეღარ ვიხედებოდით...და დავრჩით
საკუთარ  თავებთან მარტონი....ამუშავდა გონება...და,
როგორც შევძელით დავალებას თავი გავართვით...
ქალბატონი ქეთი კმაყოფილი დარჩა ჩვენი ნამუშევრებით....
სადღაც გაქრა შიში,გაჩნდა რწმენა იმისა,რომ შრომის შედეგად ყველაფრის მიღწევა შეიძლება.....
ახლა ჩვენ თავად უნდა ვიმუშაოთ საკუთარ თავზე.... 
დიდი მადლობა საგანმანათლებლო ცენტრ ,,დიდაქტიკას ”.
                                              ლიკიკო 


      

2 комментария: