ახლა ვხვდები,რატომ ამბობდა ილია ,,მგზავრის წერილებში”, ჩემს ტვინში ნამდვილი რევოლუცია მოხდა:ძირს მილაგებული ფიქრები მაღლა მოექცნენ,მაღლა დალაგებულნი -ძირს და მერე აირივნენ ერთმანეთშიო.
ასე აირია თავში ამდენი თეორია ერთად....პიაჟე,სკინერი,ვიგოდსკი,მასლოუ,ბანდურა,უზნაძე და კიდევ სხვა.........
არადა,ამ დალოცვილ ფსიქოლოგებს რა კარგად უმუშავიათ?!როგორ დაუნაწილებიათ ეს საკითხები?!ილიასი არ იყოს,ღვინოსავით ადუღდება ეს აზრები,აირ-დაირევა და მერე დაიწმინდება....
აი,როგორ დაიწმინდა ჯერჯერობით ხვალ გამოჩნდება დასკვნით სემინარზე,როგორ ჩავაბარებთ წერით გამოსდას!აბა,ჩემო ლამაზებო,არ შევარცხვინოთ ჩვენი უმშვენიერესი ქალბატონი ქეთი.
Комментариев нет:
Отправить комментарий