пятница, 5 марта 2010 г.

იდუმალი ღამის ფიქრები....


შენ ფიქრი გქვია....ლამაზი და მშვიდი ხარ...ღამით მსტუმრობ ხოლმე...დღისით არ მცალია და მასპინძლობაზე ვერ მითანხმებ...ღამით ჩემი ბალიშის კიდეზე გხედავ...ზიხარ და მელოდები...გულში გიხუტებ,შენ ხომ ჩემი მეგობარი ხარ,მშვიდი და იდუმალი....

მინდა მთელი დღის მოქმედება გავისიგრძეგანო.ამაში შენ მეხმარები.თვალს მავლებინებ იმ წუთებისათვის,რომელმაც ჩემს თვალებში გამოიარა...მეფერები და მამშვიდებ იმით,რომ არავისთვის არ მინდა ცუდი.იმასაც მიხსნი,რომ ადამიანები განდიდების მანიით არიან შეპყრობილნი,არ მოსწონთ   კარგი,ან მოსწონთ,მაგრამ არ უნდათ,რომ აღიქვან იგი....სხვის თვალში ბეწვის დანახვა რა ადვილი ყოფილა,საკუთარში კი....

შენ ფიქრი გქვია !დედამიწის,სამყაროს საზრუნავი გკიდია მხრებზე...შენ ყველას სულში შედიხარ და ვინ იცის,როგორ,რანაირად მართავ კაცის გონებას..ან კიდევ ვინ იცის,კაცნი თავად როგორ და რანაირად გმართავენ შენ....

შენ ფიქრი გქვია...წარსულის ლანდებს  ელაციცები და იდუმალი ღამის სტუმრად ევლინები მავანთ და მავანთ....ეჰ,ვინ იცის ,რა ჯობია ამ ცოდვით სავსე წუთისოფელში?!იქნებ ის,მიემსგავსო დიოგენეს და კასრში ჩაჯდე.ან იყო მაკედონელივით ყოვლისშემძლე,რომ დიოგენეებს უპატრონო...

იდუმალი ღამე ამის პასუხს ვერ იძლევა...დაიძინე,ფიქრო!ჩემთან  ერთად დაიძინე!    

Комментариев нет:

Отправить комментарий