суббота, 6 марта 2010 г.

სულის საზრდო


უფრთხილდით,რათა საქმით არ შეურაცხყოთ ღმერთი,რომელსაც ტაძარში სიტყვით ადიდებდით.

ღმერთმა მცნებად მოგვცა მტრობა მხოლოდ გველთან,კაცთმოძულე ეშმაკთან.

საკუთარ თავს ნურაფერს აპატიებ,სხვას კი ყველაფერი შეუნდე.

უმჯობესია,ბოროტება დაითმინო,ვიდრე ბოროტების მიზეზი იყო.უმჯობესია,იყო მსხვერპლი,ვიდრე-ბოროტმოქმედი.

უმოწყალოს მიმართ ღმერთიც უმოწყალო იქნება.

არაფერი ისე სწრაფად და ადვილად არ დაგაზიანებს,როგორც პირფერობა.

არ არსებობს იმაზე დიდი განსაცდელი,ვიდრე პირფერ ადამიანთან შეხვედრაა.

ვინც გეპირფერება,ის აშკარა მტერზე საშიშია შენთვის.

დაუკვირდით,რომ უპატიოცნო ადამიანი განუწყვეტლივ საუბრობს პატიოსნებაზე.ნუ ენდობით იმას,ვინც ზედმეტად აქებს პატიოსნებასა და გულუხვობას,და ნუ დაეძებთ დაცვას იმისგან,ვინც უდროოდ და ყველგან მამაცობაზე საუბრობს.

მძიმე მდგომარეობაა,როდესაც ბაგეზე სიწმინდეა,გულში კი უკანონობა და ბოროტება.

ადამიანები სიმდიდრეს ანიჭებენ უპირატესობას,ღვთისთვის კი თავმდაბალი სულია სათნო.

დიდია იგი,ვინც ღვთის წინაშე საკუთარ არარაობას გრძნობს.

თავმდაბლობა სიმაღლეა.ვინც მეტად იმდაბლებს თავს,ის მეტად ამაღლდება.

Комментариев нет:

Отправить комментарий