среда, 10 марта 2010 г.

ზღარბისა და წეროს იგავი




ზღარბმა მაღაზიის გახსნა გადაწყვიტა.რჩევა მეგობარ ზღარბუნიას ჰკითხა.მან საკუთარი გულისტკივილი  გაუმხილა:
-გავკოტრდი,დობილო!წერომ დამღუპა,წერომ!
-რატომ?რა დაგემართა?
-ვალები დამადო.უნდა გავყიდო მაღაზია.
-თუ მაინც უნდა გაყიდო,მე ვიყიდი,იქნებ რამე გამომივიდეს......
-კარგი.მაგრამ წეროს არ ენდო,წეროს!-სიმწრის ტკივილით შესძახა მეგობარს.
        შეისყიდა ზღარბმა მაღაზია....წერომ თავი  მოაწონა,
ჩემზე უკეთ აქ ვინ მოგემსახურება,ჩემს გამოცდილებას ენდე
და წარმატება გარდაუვალი იქნებაო..........
         გავიდა დრო.....წერო კლიენტებს თბილად ესაუბრებოდა,პროდუქტს კი ნისკარტს ჩაჰკრავდა  ....ხან დააინფიცირებდა,ხან გულს გამოუღებდა ლოყაწითელა ვაშლებს....
 კლიენტების უკმაყოფილობამ იმატა......ზოგი იწამლებოდა,ზოგი უკან აბრუნებდა  უხარისხო პროდუქტს......წერო ხელფასს იღებდა და გულში იცინოდა.......
ისევ გაკოტრდა მაღაზია........
-ვინ დამღუპა,ვინ?-იძახდა გამწარებული ზღარბი.
-წერომ!წერომ!-გამოსძახებდა უფრო დამწუხრებული მეგობარი.

                                      ლიკიკო

Комментариев нет:

Отправить комментарий