წლებმა თავისი გაიტანეს,
მოდის სიბერე.............
ნუ დანებდები წარმავლობას,
სულო,იმღერე...........
წამომიშალე ფიქრები და
გამხვიე ალში....
მამყოფე მშვიდად,
თუნდაც ცხადში,თუნდაც სიზმარში....
გაფრინდებიან სადღაც შორეთს
სულის მტრედები....
მაგრამ თუ გიყვარს,
არასოდეს რ დაბერდები....
თუ გულში აღარ დაიტოვებ
დარდის ნაწილებს....
გაიფანტება ღრუბლები და
გაიაპრილებს.....
რაც უნდა თოვოს თმებში თეთრად,
ვერ დამაბერებს....
სულის სიმღერას უბერებელს
რა შეაჩერებს....
ლიკიკო
Комментариев нет:
Отправить комментарий