ეს იმ ლამაზ წამს გაუმარჯოს,რომელზედაც ბედნიერებით თავბრუდახვეულ ადამიანს უთქვამს:,,შეჩერდი,წამო,შენ მშვენიერი ხარ!”
არადა,რა პაწაწინაა,როგორ სწრაფად ქრება,მაგრამ რა დიდ ადგილს ტოვებს ჩვენს გულებში?!
პატარაა,მაგრამ ვერც წუთი იქნება მის გარეშე და ვერც -საათი!
ხედავთ,ისე საჭიროა წამი,როგორც დილის ნამი!
მაინც რა არის წამი?! ოთხი ასობგერისაგან შემდგარი სიტყვა მე ასე წარმომიდგება:
წ-წმინდა სალოცავები....
ა-აკვანი და ნანა...
მ-მოკეთე და მოყვარე....
ი-იმედი და რწმენა....
წმინდა სალოცავების მადლით სულ ყოფილიყოს აკვანთა რწევა ჩვენს ქვეყანაში, კვლავაც ემღეროს დედობის მადლით კურთხეულ ქალს იავნანა,ეს აკვნის ჰიმნი!
მოკეთე და მოყვარე გაგვმრავლებოდეს,ხვავი და ბარაქა დაგვბედებოდეს,იმედი და რწმენა ნუ მოგვიშალოს ღმერთმა!
წამის სადღეგრძელო იყოს,დიადი წამის!
ლია ჩხაიძე
Комментариев нет:
Отправить комментарий