24 მარტს კვლავ შეიკრიბნენ პროექტის მონაწილე და დამსწრე მეექვსე კლასელები პედაგოგებთან ერთად.წარმოადგინეს შთაბეჭდილებები ნახატებისა და თხზულებების სახით.შეხვედრას უძღვებოდა ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ლია ჩხაიძე.
ესწრებოდნენ:მე-6 კლასის ხელმძღვანელები:სიდონია ჟიჟილაშვილი,მანანა ბურდული,ნინო ბურჭულაძე.პედაგოგები:დარეჯან პეტრიაშვილი,ეკა ხონელიძე.დირექტორი:ნანა ქაჯაია.სასწავლო ნაწილის გამგე:ირინა ბაღიშვილი.
შეხვედრა შეაჯამა სკოლის დირექტორმა ქალბატონმა ნანა ქაჯაიამ.მოსწავლეების მონაწილეობით შეადგინა სქემა:რა იყო დადებითი და უარყოფითი ამ შეხვედრაზე.
მოსწავლეებს დირექტორმა კვლავ შესთავაზა ახალი იდეა -კონკურსი:,,ჩვენი კლასები ყველაზე სუფთაა”.ეს სამი მეექვსე კლასი გაალამაზებს საკლასო ოთახს,მოუვლიან ყვავილებს,გამოფენენ კედლის გაზეთებს და შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართება 23 აპრილს.
Комментариев нет:
Отправить комментарий