суббота, 6 марта 2010 г.

სულისა და ხორცის ჭიდილი


ხორცი უმადური მეგობარია.როცა მას აამებ,მაშინ კიდევ უფრო მეტად ცდილობს დაგაზიანოს.

ხორცი მზაკვარი მეგობარია:რაც უფრო მეტად ასიამოვნებ მას,მით უფრო მეტად აღსდგება შენს წინააღმდეგ.

მეტად საშიშია შეუკაზმავი ცხენი მხედრისათვის.ასევე სულისათვის საშიშია ,გონებითა და თავშეკავებით აულაგმავი  ხორცი.

თუ სულზე არ ვზრუნავთ,სხეულსაც ვანგრევთ.

ვინც ზრუნავს სულზე,ის სულსაც იცავს და მთელ სხეულსაც.

Комментариев нет:

Отправить комментарий