ქალბატონი ნელი ბუთურიშვილის სკოლაში მოღვაწეობის 30 წლის იუბილეზე პედაგოგმა დოდო თელიამ ასეთი
სიტყვა წარმოთქვა: ჩვენო ლამაზო სხივნარა ნელი!
მინდა გიმღრო ია-ვარდები,ლალ-ფირუზები... ,,ანგელოზებად მოხვალ” და ბროლნათელობ სახელგემრიელო!
ამ სკოლას,ამჟამად გიმნაზიას,30 წელია ეწიგნიერები.რამდენი სილამაზე და საოცარი დღესასწაული ახსოვს მის კედლებს!პირველად შენ შემოიტანე ზეიმები ამ გარემოში.პოეზიის დღეები,მწერალთა და მწიგნობართა საღამოები,და რომელი ერთი ჩამოვთვალო,ხალისი და სიმღერა მიგქონდა ყველგან...ჭირსა და ლხინში შესაშური თანადგომა იცი...სადაც კი იქნები,ყველგან მზისთვალი შეგაქვს,სიმღერაც განავარდებული გიყვარს,მასპინძელიც პირზევარდგადაშლილი ხარ!
გულკეთილობა არ მოგშლოდეს,შენი საფიცარი საქართველოს სამჯობინარის შემსწრე და მნახველი ყოფილიჱავ!
კვლავაც დიდხანს ამშვენებდე ქართულ გიმნაზიას!
შენი კოლეგებისა და მეგობრების სახელით დოდო თელია.
24.12.1996წ.
ქალბატონი ნელი ბუთურიშვილი...ქალი,რომელიც მღერის,ცეკვავს,ხატოვნად კითხულობს ლექსს,იცის უამრავი ლეგენდად ქცეული თავგადასავალი ცნობილ ადამიანთა ცხოვრებიდან.....
საიდან?-წიგნიდან!
ამიტომაც დაჟინებით ამბობს,რომ წიგნს ვერ შეცვლის კომპიუტერი....დავუჯეროთ,თუ არა ქალბატონ ნელის?
Комментариев нет:
Отправить комментарий