вторник, 25 декабря 2012 г.

განათლების მინისტრის მოადგილე-ალუდა გოგლიჩიძე პედაგოგებს შეხვდა

2012 წლის 25 დეკემბერს სკოლების პედაგოგიური საბჭოს თავმჯდომარეები განათლების სამინისტროში შეხვდნენ მინისტრის მოადგილეს ბატონ ალუდა გოგლიჩიძეს.

მან პეგაგოგებს აუხსნა,თუ რა სიახლეების დანერგვას აპირებს სამინისტრო განათლების სისტემაში.პედაგოგებმა ჩამოაყალიბეს მოსაზრებები და უამრავი შეკითხვაც დასვეს,რაზედაც დამაკმაყოფილებელი პასუხები მიიღეს.ბევრი რამ ჯერ კიდევ მოსაფიქრებელი და ჩამოსაყალიბებელია.

პედაგოგთა ხელფასი ეტაპობრივად გაიზრდება

понедельник, 24 декабря 2012 г.

დიდი მადლობა,ბავშვებო,ვინც დღეს ჩვენთან ერთად იყავით! უფალმა გაგაძლიეროთ!ჭირში გვერდით დგომა უფრო დიდი საქმეა,ვიდრე-ლხინში.გავუწოდოთ ერთმანეთს დახმარების ხელი,გავათბოთ ერთმანეთის გულები!
მიყვარხართ!

ინტერვიუ მიმინოშვილთან საგამოცდო მოდელზე განათლება, განათლების რეფორმა, ინტერვიუ, ელენე ხაჭაპურიძე

2012.10.30
ინტერვიუ მიმინოშვილთან საგამოცდო მოდელზე
განათლება, განათლების რეფორმა, ინტერვიუ,
ელენე ხაჭაპურიძე
ამავე თემაზე:
უნდა შეიცვალოს თუ არა მისაღები გამოცდების სისტემა
უმაღლეს სასწავლებლებში აბიტურიენტები ისევ ეროვნული გამოცდებით მიიღებიან

როგორ საგამოცდო მოდელს სთავაზობს ახალი მთავრობა სკოლის დამამთავრებელი კლასების მოსწავლეებსა და აბიტურიენტებს, ამ საკითხებზე "ნეტგაზეთი" გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელს მაია მიმინოშვილს ესაუბრა:


როდესაც ეროვნული გამოცდების ხელმძღვანელად წარგადგინეს, განაცხადეთ, რომ თქვენი პირველი რეკომენდაცია მინისტრის მისამართით 2012–2013 წელს არა საატესტატო, არამედ მხოლოდ ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარება იქნებოდა, თუმცა საბოლოოდ ორივეს ჩატარება გადაწყდა. რა მიზეზით შეჯერდით ამ გადაწყვეტილებაზე თქვენ და მინისტრი?



ეს იყო ჩემი ერთ–ერთი მოსაზრება, წელს გამოგვეცხადებინა, რომ გარდამავალი პერიოდია და არ ჩაგვეტარებინა გამოსაშვები გამოცდები და მხოლოდ ეროვნული გამოცდებით შემოვფარგლულიყავით. შემდეგ კი გვეფიქრა შესაბამის მოდელზე, თუმცა მსჯელობის ფარგლებში გამოიკვეთა ის პრინციპი, რომელსაც დაეყრდნობა, საბოლოო ჯამში, საგამოცდო მოდელი. მიუხედავად კონკრეტული ცვლილებებისა საგანმანათლებლო სისტემაში, მოდელი, რომელიც მოერგება ასეთ ცვლილებებს. შესაძლებელი იყო უკვე ამ მიმართულებით დაგვეწყო მუშაობა და, ფაქტობრივად, წელს სკოლებისთვის გადაგვებარებინა გამოსაშვები გამოცდები. იცით, რომ წელს გამოცდების ეროვნული ცენტრი არ მიიღებს მონაწილეობას ამ გამოცდებში. პასუხისმგებლობა გადაეცემა მთლიანად სკოლას. უკვე გაისიდან, 2013 წლის შემოდგომიდან, დავიწყებთ იმ პრინციპით გამოცდების ჩატარებას, რომელიც გამოცხადდა გუშინ.



მინისტრმა სკოლებისთივს გამოცდების ჩატარების უფლების მინიჭება გარკვეული რისკების არსებობის მიზეზით ახსნა.



ეს ერთ–ერთი მიზეზია. მე რამდენადაც გავიგე, დიმიტრი შაშკინმა ამას უპასუხა და აღნიშნა, რომ არ წაუღია ბაზები და ეს ბაზები არა განათლების სამინისტროში, არამედ ემისშიაო. ემისი განათლების სამინისტროს ერთ–ერთი ნაწილია, ეს ის უწყებაა, სადაც მარტივად დაბეჭდეს ყალბი ატესტატები. მე, რა თქმა უნდა, ვერ ვიტყვი, რომ ბანკი გახსნილია და ამას ვერ დავადასტურებ, მაგრამ ვამბობ, რომ არსებობს დიდი რისკი, რომ ეს გამოჩნდეს გამოცდების წინ. ეს უკვე იქნება სკანდალი და ამ სკანდალის დროს მე პასუხი უნდა მქონდეს, რატომ ვერ დავინახე ეს რისკი და რატომ არ ვთქვი მანამდე. აქედან გამომდინარე, ჩვენ თავიდან გვაქვს დასაწყები სამუშაო და შემდეგ სრული პასუხისმგებლობა ეროვნული გამოცდებს ცენტრზე იქნება.



რადგან გაქვთ ეჭვი, რომ შეიძლება გარკვეული რისკები არსებობდეს, რატომ დაინახეთ აუცილებლობა, რომ წელს საატესტატო გამოცდები ჩატარებულიყო და მხოლოდ ეროვნული გამოცდების საფუძველზე არ გადაწყვიტეთ კონტიგენტის მიღება?



ერთიანი ეროვნული გამოცდები რჩება, ხოლო სკოლა თვითონ წყვეტს, როგორი იქნება ფორმატი გამოცდის, იქნება ეს ელემენტარული გასაუბრება, ჩათვლა თუ წერით გამოცდა, ამას წყვეტს სკოლა. ძველი სახით გამოცდების ჩატარების რესურსი ნამდვილად არ აქვს სკოლას, მეტსაც გეტყვით, ის, რაც იგეგმებოდა 2013 წლისთვის სახელწოდბით 8+1, კომპიუტერზე ადაპტირებულ ტესტირებაზე უარი ითქვა. უნდა ჩატარებულიყო ჩვეულებრივი საგამოცდო ტესტით, უბრალოდ კომპიუტერის გამოყენებით. მე არ ვაპირებ, უარი ვთქვა იმ სისტემაზე, რომელიც ძალიან ეფექტურია, რომლის დანერგვაც დავიწყეთ 2011 წელს, სისტემა, რომელიც მაქსიმალური სიზუსტით ზომავს თითოეული მოსწავლის შესაძლებლობებს.



ალგორითმზეა საუბარი?



დიახ, ამაზეა საუბარი და 2013 წლისთვის ეს არ იგეგმებოდა. უბრალოდ იქნებოდა საგამოცდო ტესტი, რომელიც კომპიუტერის მეშვეობით მიეწოდებოდა მოსწავლეს.



სკოლები თუ თავად ჩაატრებენ საატესტატო გამოცდებს, ხედავთ თუ არა საფრთხეს, რომ სხვადასხვა სკოლამ სხვადასხვა ფორმის გამოცდები დააწესოს, ეს გამოიწვევს თუ არა უსამართლობის განცდას მოსწავლეებში?



იქნება სხვადასხვა ტიპის გამოცდები, ბუნებრივია, იქნება მარტივი და რთული ფორმით ჩატარებული გამოცდები, მე ამაში ტრაგედიას ვერ ვხედავ. აქ საუბარია იმაზე, რომ ერთი წელი, სანამ გადავალთ უკვე სხვა ტიპის მოდელზე, სკოლებმა აიღონ ეს პასუხისმგებლობა. იყო საუბარი, რომ მოსწავლეები ერთი სკოლიდან მეორეში გადავლენ, ეს ჩემი აზრით, ნამდვილად გაზვიადებულია იმიტომ, რომ ამის პრევენციაც შეიძლება, თუმცა მე არ შევუშლიდი ამას ხელს. აქ ელემენტარულად საუბარია ერთი წლით ატესტატის გაცემაზე იმავე პრინციპით, როგორც ხდებოდა 2011წლამდე.



ეს ერთი წელი რომ შეჩერებულიყო საერთოდ საატესტატო გამოცდები, რა პრობლემას შექმნიდა ეს?



მიკვირს ეს შეკითხვა იმიტომ, რომ ფაქტობრივად შეჩერებულია. სკოლას ისედაც აქვს უფლება კლასიდან კლასში გადასასვლელი გამოცდა დანიშნოს და არა მხოლოდ მეთორმეტე კლასში. არის ასეთი სკოლები და შემიძლია ჩამოგითვალოთ. აქაც შეუძლიათ ზეპირი გამოცდა დანიშნოს, ჩათვლა, თუ სხვა ფორმა აირჩოს.



არსებობს თუ არა გარანტია იმისა, რომ სკოლა ხარისხიანად შეძლებს გამოცდების ჩატარებას?



2011 წლამდე ატესტატის გაცემა მთლიანად სკოლაზე იყო დამოკიდებული. გასაგებია, რომ ცენტრალიზებული საგამოცდო სისტემა ჩვენს ქვეყანას ჭირდება, ამ საკითხზე მე ჩემი მოსაზრებები მაქვს, მაგრამ ვეთანხმები იმ მოსაზრებას, რომ ჯერჯერობით იმისთვის, რომ დავიცვათ ობიექტურობა, სამართლიანობა, ჩვენ გვჭირდება ცენტრალური საგამოცდო სისტემა. ეს სისტემა სრულყოფილი რომ იყოს, ამას ჭირდება დრო, ერთი წელიც არ არის საკმარისი, მინდა გითხრათ. მაგრამ ერთ წელიწადში კიდევ შეიძლება მოვაგვაროთ პრობლემა, ეფექტური ბაზა, დავალებთა ბანკი შევქმნათ. ამიტომაც არავინ ამბობს უარს ცენტრალიზებულ საგამოცდო სისტემაზე, ერთი წლით სკოლებს ვუბრუნებთ პასუხისმგებლობას, რაც ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია. დღეს მაქვს სკოლის დირექტორებთან შეხვედრა და მათთან მექნება ამ თემაზე საუბარი. აუცილებლობა გაჩნდა ამ ქვეყანაში იმისა, რომ გარე ორგანიზაცია არსებობდეს, რომელიც უზრუნველყოფს ობიექტურობას და სამართლიანად შეაფასებს თითოეულ მოსწავლეს, თუმცა ძალიან დიდი ბერკეტი უჭირავს სკოლას, რომლის გამოყენებაც არამც და არამც არ უნდა. აქ არის საუბარი იმაზე, რომ მოსწავლე იზრდება კონკრეტული მასწავლებლის ხელში და მასწავლებელმა შესანიშნავად იცის ამ კონკრეტული მოსწავლის შესაძლებლობები. გაცილებით უკეთ, ვიდრე ორგანიზაციამ ან კონკრტულმა პროფესიონალთა ჯგუფმა, მაგრამ ამ ბერკეტებს არ ვიყენებთ და იმასთან დაკავშირებით, როცა პედაგოგები გამოთქვამდნენ მოსაზრებებს, რომ აუცილებლად უნდა ჩავატაროთ გამოსაშვები გამოცდები, მოსწავლეები აღარ ივლიან სკოლაში, არ ისწავლიან ქიმია–ფიზიკას, ცუდია, რომ ასეთი ვითარება გვაქვს, ძალიან დიდი როლის თამაში შეუძლია მასწავლებელს. მე ძალიან მინდა, რომ სკოლას ეს როლი და ფუნქია დაუბრუნდეს. მასწავლებლის როლი, პირველ რიგში, გააკეთოს ყველაფერი, რომ დააინტერესოს მოსწავლე კონკრეტული საგნით, გაუჩინოს მოტივაცია. საბოოლო ჯამში, მასწავლებელს აქვს ბერკეტი იმისა, რომ დადებითი შეფასება არ მისცეს იმ მოსწავლეს, რომელიც არ ასრულებს მასზე დაკისრებულ დავალებებს. ამას არ ვიყენებთ და გამოდის, რომ ის ბავშვი მაინც იღებს დადებით შეფასებას და გვჭირდება ორგანიზაცია, რომელიც მათ ნაცვლად შეასრულებს ფუნქციას.



ცენტრალიზებულ მოდელებს აქვთ ბევრი დადებითი მხარე და როგორ შეიძლება ჩემზე მეტი გულშემატკივარი ყავდეს საგამოცდო სისტემას. ოღონდ უარყოფითი მხარეც თან სდევს საგამოცდო სისტემას, თუ მას ადეკვატურად არ გამოიყენებ. თუ ეს გახდა მასწავლებლების მოდუნების საშუალება, თუ ამან ხელი შეუწყო სასწავლო პროცესის ორიენტირებას გამოცდისთვის მომზადებაზე, ხელი შეუწყო პასუხისმგებლობის აცილებას თავიდან და ერთადერთი მამოტივირებელი დავტოვეთ მოსწავლისთვის გამოცდა, ბუნებრივია, ასეთ შემთხვევაში არასწორი იქნება, ეს პრობლემები არ დავინახოთ და არ ვაღიაროთ, რომ საგამოცდო სისტემა, დიახაც, ძალიან კარგ როლს ასრულებს. მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია ასევე სასწავლო პროცესში პედაგოგების გააქტიურება და მთელი მათი ნიჭის გამოყენება და საბოლოო ჯამში, მოსწავლის დაინტერესება, რომ არა გამოცდის გამო შევიდეს გაკვეთილზე, არამედ იმის გამო, რომ მასწავლებელთან ურთიერთობა უნდა.



როგორ უნდა გავზარდოთ მასწავლბლის მოტივაცია, რომ ეს ბერკეტები თავადაც გამოიყენოს, უშუალოდ იმუშაოს მოსწავლესთან, დააინტერესოს იგი ფიზიკით და ქიმიით, იმიტომ კი არ ისწავლოს, რომ წლის ბოლოს გამოცდა აქვს ჩასაბარებელი. განათლების პოლიტიკის სპეციალისტები ამბობენ, რომ გამოცდები არ არის მაინცდამაინც კარგი საშუალება, მოსწავლე სკოლაში დააბრუნო და მასწავლებელს მოტივაცია გაუზარდო.



მოდით, ასე ვთქვათ, ერთ–ერთი ეფექტური ხერხი ნამდვილად არის, გარკვეული თვალსაზრისით, რაზეც ჩვენ უკვე ვისაუბრეთ. თქვენი კითხვის პასუხად გეტყვით ერთს, თუ სახელმწიფო დაინტერესებულია ქვეყანაში იყოს მაღალი ხარისხის განათლება, ეს ძვირადღირებული სიამოვნებაა. მთავარი და მნიშვნელოვანი აქცენტი უნდა გაკეთდეს პედაგოგებზე, პედაგოგების კვალიფიკაციის ამაღლებაზე და მათ პროფესიონალიზმზე. ეს ერთი ხელის მოსმით არ კეთდება, აუცილებლად სტრატეგიული ნაბიჯებია დასაგეგმი ამ მიმართულებით. აქ საუბარი არაა სერთიფიცირებაზე და კონკრეტული ტესტირებით შეფასების მექანიზმზე, არამედ პრობლემატურ პედაგოგებს ეფექტურად დავეხმაროთ. ეს არ არის მოკლევდიანი პერსპექტივა. ფინეთი არის გამორჩეული თავის საგანმანათლებლო სისტემით იმიტომ, რომ გამორჩეულია მოსაწავლეების მიღწევებით, 20 წელიწადზე მეტი მოანდომა ამ ქვეყანამ განათლების სისტემის რეფორმირების საბოლოო მიზნამდე. მე ყველა შემთხვევაში ხაზს გავუსვამ, რომ ყველაფერი მასწავლებლიდან არის დასაწყები, არა დასჯის მექნიზმებით, რომ შენ არ ვარგიხარ, არამედ პირიქით - იმის გაგებით, თუ რა პრობლემები აქვთ და ამ ყველაფრის დაძლევით. როცა მასწავლებელი თავის სიმაღლეზე დგას და მის მოვალეობას პირნათლად ასრულებს, მეორეხარისხოვანი ხდება სკოლის რესურსებიც, სახელმძღვანელოები და ყველაფერი დანარჩენი.



2013–2014 წლიდან საატესტატო გამოცდები 2 წელზე გადანაწილდება, რა სარგებელი ექნება ამ მიდგომას უშუალოდ მოსწავლისთვის?



მათ 8 გამოცდა ერთად არ ექნებათ ჩასაბარებელი, ჩააბარებს გამოცდას იმ სასწავლო წლის ბოლოს, როცა ასრულებს ამ კონკრეტული საგნის სწავლას და პლუს, შეეძლება განმეორებით გამოცდაზე გავიდეს, თუ პრობლემა შეექმნა და ბარიერი ვერ გადალახა რომელიმე საგანში.




მაია მიმინოშვილი


იყო თუ არა განხილვის პროცესში მსჯელობა 8+1 მოდელზე?



ადრეც ვამბობდი და ახლაც ვიმეორებ, რომ მე ამ მოდელით უმაღლეს სასწავლებლებში მიღების წინააღმდეგი ვიყავი, იმ ფორმატით...



ფორმატი რომ შეგეცვალათ, ვთქვათ, გაგერთულებინათ?



როგორ უნდა გამერთულებინა, თქვენ უნდა იყოთ გარკვეული დეტალებში. ფორმატი რომ გაგვერთულებინა და მისაღები გამოცდების მსგავსი გამოცდები ჩაგვეტარებინა, ამას ჭირდება საგამოცდო ცენტრები. 15 საგამოცდო ცენტრი გვაქვს, მათი კონტროლი მეტნაკლებად შეიძლება. მოსწავლეებს სოფლიდან ვერ ჩამოიყვან საგამოცდო ცენტრში და ქალაქში ვერ აცხოვრებ, ანუ სკოლაში უნდა ჩაატარო. 15 საგამოცდო ცენტრის კონტროლი შესაძლებელია, 2000 სკოლის– ნაკლებად, ამის გამო შემოვიღეთ სწორედ ისეთი სისტემა, კომპიუტერზე ადაპტირბული ტესტირების სახით, რომელიც საშუალებას იძლევა გადაწერის პრევენცია გააკეთო, რადგან სხვადასხვა დავალებები მისდით.



განათლების პოლიტიკის სპეციალისტების აზრით, მეტი ავტონომიურობა უნდა ჰქონდეს უნივერსიტეტს და თავად უკვეთავდეს სასურველ გამოცდებს გამოცდების ეროვნულ ცენტრს და მხოლოდ ზოგადი უნარების გამოცდა იყოს ყველასთვის სავალდებულო.



ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ზუსტად ასეა, იქ არის გამოცხადებული 3 სავალდებულო გამოცდა, ზოგადი უნარები, ქართული და უცხო ენა, დანარჩენ გამოცდებს უმაღლესი სასწავლებელი ირჩევს და უკვეთავს გამოცდების ეროვნულ ცენტრს. ანუ ის წყვეტს - მისთვის მათემატიკაა პრიორიტეტული, ფიზიკა თუ ისტორია.



მე გეკითხებით, რომ მხოლოდ უნარების გამოცდა იყოს სავალდებულო და თუნდაც უცხო ენა ან ქართული ენა თავად გადაწყვიტოს უნივერსიტეტმა - უნდა თუ არა, რომ ჩაბარებული ჰქონდეს მის პოტენციურ სტუდენტს.



მაშინ პოლიტიკა უნდა შეიცვალოს, რომ უნივერსიტეტში შემსვლელმა აბიტურიენტმა სახელმწიფო ენა არ უნდა ჩააბაროს. ეს გადაწყვეტილება თუ იქნება მიღებული, ქართულიც არ იქნება სავალდებულო. მე ვფიქრობ, რომ ახალგაზრდამ, რომელიც საქართველოს უმაღლეს სასწავლებელში სწავლობს, უნდა ჩააბაროს გამოცდა სახელმწიფო ენაში. თუმც მე არ ვარ პოლიტიკის წარმმართველი, თუ გადაწყვეტენ, რომ ეს არ უნდა იყოს სავალდებულო და უმაღლეს სასწავლებლებმა უნდა აარჩიონ, ეს არ იქნება არანაირი პრობლემა, აარჩიონ ისევე, როგორც ირჩევენ მათემატიკას, ფიზიკას და ისტორიას.

суббота, 22 декабря 2012 г.

ტრენინგი მასწავლებლის სახლში

2012 წლის 21 დეკემბერს ჩაგვიტარდა სემინარი:კოგნიტური სქემების გამოყენება გაკვეთილზე.


კოგნიტური სქემები მოსწავლებს უადვილებს მასალის აღქმას,რადგან ის ვიზუალურად ხედავს და აღიქვამს ყოველივეს,ეს კი ცოდნიდ შეთვისების ერთ-ერთი საუკეთესო გზაა.

ტრენინგი მასწავლებლის სახლში




მასწავლებლის მთავარი ორიენტირი სწავლების დროს არის საგნის სტანდარტი.სტანდარტის გაგება და გათავისება პედაგოგს უადვილებს იმის მიზანდასახულობას ,რასაც აკეთებს. ეხმარება, მოსწავლის ასაკის შესაბამისად,გაითვალისწინოს მოთხოვნები და შესაძლებლობანი.ტრენინგის დროს ჯგუფებში გავაანალიზეთ ქართული ენისა და ლიტერატურის სტანდარტი თითოეული კლასისათვის,კიდევ ერთხელ ჩამოვაყალიბეთ, რა მოეთხოვება მოსწავლეს ასაკის შესაბამისად.უნდა გავითვალისწინოთ თითოეული მოზარდის შესაძლებლობანი.
სტანდარტი 3 მიმართულებით არის    გაშლილი:ზეპირმეტყველება,წერა,კითხვა.
მოგეხსენებათ,წერა რთული პროცესია,ამიტომ ვიდრე მოსწავლე დაწერდეს,საჭიროა მომზადება,რადგან სწორედ წერას ჭირდება სწავლება.ანალიზის დასაწერად სასურველია ,პირველ რიგსი,გონებრივი იერიშით მთელ კლასთან ან ჯუფებში მუშაობით საჭირო საკითხის გარშემო იდეების თავმოყრა.ამისათვის ასოციაციური რუკის გამოყენებით შევაგროვოთ იდეები.დავახარისხოთ:მთავარი და მეორეხარისხოვანი.უნდა გავარკვიოთ ჩვენი ნაწერის მიზანი,რა მიზნით,ვისთვის ვწერთ.თითქმის ყველა ნაწერი შედგება 3 ნაწილისაგან:შესავალი,ძირითადი ნაწილი,დასკვნა.პირველ რიგში,უნდა წარმოვაჩინოთ ძირითადი აზრი,ამის შემდეგ დაემატება სხვა მოსაზრებები,რომლებიც ძირითად იდეას მეტ საფუძვლიანობას შესძენს.დოკუმენტის სედგენის სტანდართული მეთოდი ასეთია:,,განსაზღვრეთ-დაალაგეთ-დააჯგუფეთ-დაახარისხეთ-გადახედეთ”.ნაწერს ჭირდება ჩასწორება,გადათეთრება და საბოლოო სახის მიცემა.
მხატვრული ნაწარმოების მიხედვით შეგვიძლია დავწეროთ სხვადასხვა ტიპის ესე :დახასიათებითი,შეპირისპირებითი,შთაბეჭდილებითი,ანალიტიკური,არგუმენტირებული.
დახასიათებითი ესე შეგვიძლია დავაწერინოთ მოსწავლეს ნებისმიერ კლასში,მხატვრული ნაწარმოების მიხედვით.ნაწერში სასურველია ჩანდეს გმირის ვინაობა,გარეგნობა,ხასიატი სხვა პერსონაჟებთან მიმართებაში,როგორია სხვების დამოკიდებულება მის მიმართ,თუ ჩანს ავტორის მიმართება ამ გმირის მიმართ და ა.შ.ამგვარი მუშაობა ხელს სეუწყობს ტექსტის დეტალურ ანალიზს,პერსონაჟის ყოველ ქცევაზე დაკვირვებას.
შეპირისპირებითი დახასიათების ესე გულისხმობს ორი პერსონაჟის შედარებას.ამ დროს კარგი საშუალებაა ვენის დიაგრამა.შესაძლოა, გამოვიყენოთ T დიაგრამაც,რომლის სხვადასხვა მხარეს ჩაიწერება ურთიერთსაპირისპირო თვისებები.შეიძლება,ორი განსხვავებული ტექსტი გვქონდეს 1 პიროვნების დასახასიათებლად,აქაც შეიძლება შედარება-შეპირისპირებით გავაკეთოთ პერსონაჟის დახასიათება.
შთაბეჭდილებითი ესე შეუძლია დაწეროს მოსწავლემ მუსიკალური ნაწარმოების,ნახატის,ლიტ.ნაწარმოების მიხედვით.ამგვარი ტიპის სამუშაო ხელს უწყობს მოსწავლის შემოქმედებითი უნარის ჩამოყალიბებასა და დახვეწა-გაუმჯობესებას.შთაბეჭდილების გადმოცემა შესაძლებელია  წერილის,დღიურის,ჩანახატის,მოთხრობის,ლექსის ფორმით.



ტრენინგი მასწავლებლის სახლში





ამჯერად მასწავლებელთა სახლში მეტად საინტერესო ტრენინგი ჩაგვიტარდა თემაზე:სხვადასხვა ტიპის ტექსტის შექმნის სწავლების მეთოდები და სტრატეგიები.

მიზანი : სხვადასხვა ტიპის ტექსტის შექმნის სწავლების მეთოდების გაანალიზება,სტრატეგიების გაცნობა და პრაქტიკული მუშაობა.
ამოცანები:
·         პრეტესტის წერა;
·         სტანდარტის განხილვა;
·         წერისათვის მომზადება და სწავლება;
·         დახასიათებითი ესეს სტრუქტურა
·         შეპირისპირებიტი ესეს სტრუქტურის გაცნობა;
·         როგორ იწერება ანალიტიკური ესე?;
·         როგორ ვწეროთ შთაბეჭდილებითი ესე;
·         არგუმენტირებული ესე ,ესეს შეფასების სქემის ჩამოყალიბება,პრაქტიკული სამუშაო;
·         ბიოგრაფია და ავტობიოგრაფია;
·         როგორ ვწეროთ  სივი-cv;
·         რეცენზია და მისი წერის სტრუქტურა;
·         როგორ ვწეროთ წინასიტყვაობა,ანოტაცია,რეზიუმე,რეკომენდაცია,ინტერვიუ;
·         მარსელ პრუსტის ანკეტის შევსება;
·         პრაქტიკული სამუშაო;
·         პოსტტესტის წერა.

суббота, 15 декабря 2012 г.


ლელა ჩახაია - პრაქტიკული საკლასო კვლევა
თარიღი: 24 მაისი 2012
განათლების სფეროში საერთაშო­რი­სო დონეზე შესაძლებელია სხვა­­დასხვა ქვეყნის განათლების სისტე­­­­­მების, ან სისტემის კონკრეტული მახასიათებლების შედარება. ეროვ­­ნულ დონეზე ხშირად იკვლევენ გა­­ტარებული რეფორმების ეფექტუ­რობას, აფასებენ განათლების ხარისხსა და ხელმისაწვდომობას და ა.შ. ასეთივე კვლევების ჩატარე­ბა შესაძლებელია რეგიონის დონეზეც: შეგვიძლია სხვადასხვა რეგიონის შედარება სხვადასხვა ინდიკატო­რის მიხედვით და ა.შ.
კვლევის ჩატარება შესაძლებელია სკოლის, ან თუნდაც კლასის დონე­­ზეც. ასეთი ტიპის კვლევას პრაქ­ტიკული საკლასო კვლევა ეწოდება და მისი ჩატარება შეუძლია რო­გორც ერთ მასწავლებელს, ასევე რამდენიმეს ერთად. შესაბამისად, ასეთ კვლევას თავად პედაგოგები გეგმავენ და ახორციელებენ.
პრაქტიკული საკლასო კვლევის მიზნები
პრაქტიკული კვლევა კლასში მას­­წავლებლის მიერ გარკვეული მიზნით ინფორმაციის შეგროვებისა და შემ­­დგომი გაანალიზების პროცესია. მის უმთავრეს მიზანს, როგორც წე­­სი, მოსწავლეთა აკადემიური მოს­­წრების ამაღლება, მათი სოცია­ლუ­რი და სხვა უნარების გაუმჯო­ბესება წარმო­ად­გენს. ამ მიზნების მისაღ­წევად მას­­წავლებლებს შეუძ­­ლიათ სხვადასხვა სტრატეგიის დასახვა და სხვადასხვა მეთოდის გამოყენება. როგორც წესი, მათ ხშირად უწევთ სწავლების მრა­­ვალი სტრატეგიიდან ერთ-ერთის ამორ­ჩე­ვა, რომლის წარმატებაც დამოკი­­დებულია არა­­-ერთ ფაქტორზე (მოსწავლეთა რაო­­დენობაზე, საგანზე და ა.შ.) კვლევა სწორედ იმისთვის ტარდება, რომ ახალი სტრატეგია და მეთოდები მოსწავლეთა საჭი­რო­ებებს მოერგოს, გათვალის­წი­ნე­ბული იყოს მათი გამოყენების მოსა­­ლოდნელი რისკები და საფრთხეები. მასწავ­ლებ­-ლებს პრაქტიკული კვლევის საშუ­­ალებით შეუძლიათ დაადგინონ, რა მუშაობს კლასში და რა -არა. პრაქ­­ტიკული კვლევა მათ საშუალებას აძლევს, სწავლების პროცესში საფუძ­­ვლიანი და დასა­­ბუთებული, ინფორ­მაციაზე დაფუძ­ნებული გადაწყ­ვე­ტი­ლებები მიიღონ.
საკვლევი საკითხის იდენტიფიცირება
იმისათვის, რომ კარგად ჩამო­აყა­ლი­ბოთ საკვლევი საკითხი, დაფიქ­რ­დით: რა სახის პრობლემებია ყველაზე მეტად თვალშისაცემი თქვენს კლასში? რისი გაუმჯობე­სე­ბა გინდათ? შეგიძლიათ ჩამოწე­როთ ასეთი პრობლემების/გამოწ­ვე­ვების/სუსტი მხარეების სია და შემდეგ შეარჩიოთ ყველაზე პრიო­რი­ტეტული.
კარგ საკვლევ საკითხს სამი ძირი­­თადი მახასიათებელი უნდა ჰქონ­დეს: 1. საკითხი მნიშვნელოვანი უნდა იყოს თქვენი საგნისათვის და სასწავლო პრაქტიკისათვის; 2. კვლე­­ვის შედეგებმა აუცილებლად უნდა მიგიყვანოთ კონკრეტულ ქმედე­ბამ­დე, უნდა შეცვალოთ ან შეინარ­ჩუ­ნოთ სწავლების არჩეული სტრა­ტე­გია; 3. საკვლევი საკითხი ისე უნდა იყოს ჩამოყალიბებული, რომ კვლე­­ვის განხორციელება შესაძლებელი იყოს დროის, რესურსებისა და ძა­­-ლისხმევის ოპტიმალური გამოყე­ნე­ბის თვალსაზრისით.
საკვლევი საკითხი შეიძლება აღწე­­რი­ლობითი ხასიათის იყოს, მაგა­ლი­თად: "რამდენი მოსწავლე ასრუ­­ლებს მიცემულ დავალებებს რეგუ­­ლარულად, დროულად და ხარის­ხი­ანად?" ზოგიერთი საკვლევი საკითხი შესაძლოა მიზნად ისახავდეს გან­სხვავებულ ფაქტორებს შორის დამოკიდებულებების შესწავლას. მაგალითად, "ის ბავშვები, რომლე­ბიც კლასში აქტიურობენ, იღებენ თუ არა საკონტროლო ნაშრომებსა და ტესტებში პასიურ ბავშვებზე უკეთეს ნიშნებს?" ხშირად მასწავ­ლებლების მიერ ჩატარებული კვლევა პასუხობს შეკითხვას: "რა გავლენას ახდენს X ფაქტორი მოს­­წავლის აკადემიურ მიღწევაზე?" X ფაქტორი შეიძლება იყოს მეცადი­ნეობისთვის გამოყოფილი დრო, მშობლის ჩართულობა სასწავლო პროცესში და ა.შ.
კვლევის გამოყენება, როგორც აღვ­­ნიშნეთ, შესაძლებელია ამა თუ იმ სწავლების სტრატეგიის, ახალი მეთოდის გამოსაცდელად. ამ შემ­­თხვევაში, საკვლევი საკითხი შესა­­ბამისად უნდა ჩამოყალიბდეს. მაგა­­ლითად, თუ თქვენ უცხო ენის მას­­წავლებელი ხართ და ამჩნევთ, რომ ბავშვებმა გრამატიკული წესები კარგად იციან, მაგრამ უცხო ენაზე ზეპირ კომუნიკაციას ვერ ახერხე­ბენ, საკვლევი საკითხი ასე განსაზ­ღვრეთ: "როგორ შემიძლია მოსწავ­ლეებს განვუვითარო უცხო ენაზე ზეპირი კომუნიკაციის უნარ-ჩვე­­­ვები?", "ავითარებს თუ არა დიალო­­გების ზეპირად სწავლა უცხო ენაზე ზეპირი კომუნიკაციის უნარ-ჩვევებს?”
განსჯა, განხილვა
მას შემდეგ, რაც საკვლევი საკითხი ჩამოყალიბებულია, მოაგროვეთ ინფორმაცია საკვლევი საკითხის ირგვლივ. შეგიძლიათ მოიფიქროთ სავარაუდო პასუხი/პასუხები საკვლევ შეკითხვაზე. მაგალითად, თუ თქვენი საკვლევი საკითხია: "ის ბავშვები, რომლებიც კლასში აქტი­­ურობენ, იღებენ თუ არა საკონ­ტ­როლო ნაშრომებსა და ტესტებში პასიურ ბავშვებზე უკეთეს ნიშ­ნებს?", მოიძიეთ პროფესიული ლიტერა­ტუ­რა კლასში აქტიურობასა და ტეს­­-ტებში მიღებულ ქულებს შორის კავშირზე; შეეცადეთ, გაარკვიოთ, ჩატარებულა თუ არა მსგავსი კვლევა საქართველოში; ჰკითხეთ აზრი კოლეგებს და გაიზიარეთ მათი გამოცდილება.
თუ თქვენს საკვლევ ინტერესს სწავლების რომელიმე სტრატეგიის ეფექტურობის შესწავლა წარმო­ად­გენს (მაგალითად, დიალოგების დაზეპირება უცხო ენაზე ზეპირი კომუნიკაციის უნარ-ჩვევების გასა­­ვითარებლად), მოიძიეთ პროფე­სი­ული ლიტერატურა ამ საკითხის ირგვლივ, განიხილეთ ეს საკითხი უცხო ენის სხვა მასწავლებლებთან ერთად. შეგიძლიათ მოიძიოთ, გამოუყენებიათ თუ არა ეს მეთოდი სხვა სკოლებში, სხვა მასწავლებ­ლებს და ა.შ.
კვლევის დაგეგმვა
შეადგინეთ კვლევის გეგმა, სადაც ჩამოაყალიბებთ საკვლევ შეკითხვას და ასევე იმას, თუ როგორ აპირებთ სასურველი მონაცემების შეგროვებას. აუცილებლად დაფიქრდით შემდეგ კითხვებზე: რამდენი დრო დასჭირ­დება მონაცემების შეგროვებას? რა ინსტრუმენტებს გამოიყენებთ კვლევის დროს? როგორ შეინახავთ მონა­ცე­მებს?
კვლევის ჩატარების არაერთი გზა არსებობს. მაგალითად, შეგიძლიათ უბრალოდ ჩაიწეროთ თქვენი მოსაზ­­რებები თითოეული გაკვეთილის შემდეგ, შეადგინოთ კითხვარები, ჩაატაროთ საკლასო დაკვირვება, ჩაიწეროთ აუდიო-მასალა და ა.შ. სანამ უშუალოდ მონაცემების მოგ­­როვებაზე გადახვალთ, აუცილებ­ლად კარგად ჩამოაყალიბეთ, რა ტიპის მონაცემები გჭირდებათ, რა სიხში­­-რით უნდა შეაგროვოთ ისინი და ა.შ.
თუ სწავლების ახალი მეთოდის, ან სტრატეგიის ეფექტურობის კვლევა გსურთ, ახალი მასალის ახსნის დროს შეგიძლიათ ერთი მეთოდი ერთ კლას­ში გამოიყენოთ, მეორეში კი ახსნა ძველი მეთოდით განაგრძოთ. ის კლასი, სადაც ახალ მეთოდს იყე­­ნებთ, ექსპერიმენტული კლასი იქნება, ხოლო ის, სადაც ძველი მეთოდით აგრძელებთ მუშაობას, საკონტ­რო­ლო კლასად დარჩება. ახალი მასალის დამუშავების შემდეგ შეადარეთ ერთმანეთს ექსპერიმენტული და საკონტროლო კლასის მოსწავლეთა მიერ მასალის ათვისების დონე და სათანადო დასკვნაც გამოიტენეთ: გაამართლა თუ არა სწავლების ახალმა მეთოდმა? უნდა გახსოვ­დეთ, რომ ექსპერიმენტულ და საკონტ­რო­ლო კლასებში მოსწავლეებს დაახლოებით ერთნაირი აკადემი­ური მოსწრება და მოტივაცია უნდა ჰქონდეთ.
ასევე შეგიძლიათ ახალი მიდგომები სხვადასხვა პერიოდში გამოიკვლი­ოთ. მაგალითად, თუ გინდათ, გამოსცა­დოთ, რამდენად ამართლებს ჯგუ­­ფური მუშაობის პრინციპი ამა თუ იმ საგანში, ეს მიდგომა ერთი თვის განმავლობაში გამოიყენეთ, მომდევ­ნო თვეში კი -არა. შემდეგ შედეგები ერთმანეთს შეადარეთ.
მონაცემების შეგროვება
საკლასო კვლევის დროს მონა­ცე­მები შესაძლოა იყოს რაოდენობ­რი­ვი (მაგ. ტესტებში მიღებული ნიშნე­ბი, გამოკითხვის შედეგები) ან თვი­­სებრივი (მაგ. დიალოგები, ფოკუსჯგუფებსა თუ კლასში ჩატარე­ბუ­ლი განხილვების ჩანაწერები). შეგიძ­ლიათ კვლევა იმ მონაცემებით დაიწყოთ, რომლებიც უკვე გაქვთ: საშინაო დავალებების ნიშნები, ბავშვთა დასწრების მაჩვენებლები, საკლასო წერის ნიშნები და ა.შ. თუ დამატებითი ინფორმაცია გჭირდებათ, ისეთი მონაცემები შეარჩიეთ, რო­­მელთა შეგროვება და გაანალი­ზე­ბაც შედარებით მარტივია. მაგალითად, თუ გინდათ, დაადგინოთ, რა გავ­­ლენას ახდენს ოჯახური პირობები ბავშვის აკადემიურ მოსწრებაზე, დაუსვით შეკითხვები მშობლებს. თუ გსურთ კლასში აქტიურობასა და ტესტებში მიღებულ ქულებს შორის კავშირის დადგენა, შეადგინეთ ბავ­­შვებზე დაკვირვების ფორმა, რომლის მიხედვითაც გაარკვევთ, რამდენად აქტიურად ებმებიან ისინი საკლასო განხილვებში (მოსწავლის აქტიური მონაწილეობა შეგიძლიათ გაზომოთ არა მხოლოდ იმით, თუ რა სიხშირით პასუხობს იგი დასმულ შეკითხვებს, ან თავად სვამს მათ, არამედ იმით, თუ რა ტიპის შეკითხვებს სვამს და რამდენად კარგად პასუხობს).
ზოგადად, უნდა შეეცადოთ, სხვა­­-დასხვა ტიპის მონაცემები შეაგ­როვოთ, რათა დარწმუნდეთ, რომ თანმიმდევრული ხართ. ეს საშუ­ალებას მოგცემთ, შედეგი სხვა­დასხვა წყაროდან გადაამოწმოთ, რაც თქვენს კვლევას მეტ სანდო­ობას შესძენს. მაგალითად, თუ გსურთ, გამოიკვლიოთ, რამდენად ეფექტური იყო სწავლების ესა თუ ის მეთოდი, შეგიძლიათ დასკვნა გამოიტანოთ საგამოცდო ნიშნებზე, გაკვეთილის განმავლობაში აქტიუ­რობაზე, დასმულ შეკითხვებზე, მოსწავლეთა ქცევაზე დაკვირვების შედეგად. ასევე საინტერესო ინ­­-ფორმაციას მიიღებთ, თუ მოსწავ­ლეებს სწავლების მეთოდის შეფა­სებას სთხოვთ.
მონაცემების გაანალიზება
მონაცემთა ანალიზის მიზანს საინ­­ტერესო ტენდენციების აღმოჩენა წარმოადგენს, მაგალითად, სწავ­ლების ახალი მეთოდის გამოყე­ნე­ბის შედეგად გაუმჯობესდა თუ არა მოსწავლეების შედეგები? არის თუ არა კავშირი სასწავლო პროცესში მშობლების ჩართულობასა და მოსწავლეთა აკადემიურ მოსწრებას შორის? მონაცემთა ანალიზის შედეგად თქვენ კვლევის დასაწყისში დასმულ შეკითხვაზე პასუხი უნდა მიიღოთ.
მოქმედება
მონაცემების ანალიზის შედეგად მიღებული დასკვნები შესაბამისი ზომების მიღებისას გაითვალის­წი­ნეთ. გახსოვდეთ, კვლევის შედეგად მიღებული დასკვნები აუცილებ­ლად უნდა გამოიყენოთ პრაქტიკაში. მაგალითად, თუ სწავლების ახალი მეთოდის გამოყენება მოსწავლეთა აკადემიურ მოსწრებას ზრდის, გა­­ნაგრძეთ ამ მეთოდის გამოყენება და უფრო ფართოდ დანერგეთ იგი. თუ აღმოჩნდა, რომ ესა თუ ის მეთო­­-დი არ ამართლებს და მისი დახმა­რებით ვერ აღწევთ იმ მიზანს, რომელიც დასახული გქონდათ, დაუბრუნდით ძველ მეთოდებს.
განხილვა და გაზიარება
გაუზიარეთ თქვენი დასკვნები კო­­ლეგებს. შეგიძლიათ კვლევის შედე­­გების განხილვა მოაწყოთ საგნობ­რივ კათედრებზე, სხდომებზე, მშობ­­ლებთან და ბავშვებთან. ამ ეტაპზე კარგი იქნება, თუ საკუთარ კვლევას გადახედავთ და ნახავთ, რამ იმუშავა კარგად და რამ - არა. შესაძლოა, კვლევის შედეგებიდან გამომდინა­რე, სხვა, ახალი კვლევის საჭიროებაც გაჩნდეს. კვლევის პროცესი ციკ­ლუ­რია და ყოველი ეტაპის დასრუ­ლების შემდეგ, როგორც წესი, ახალი ეტაპი იწყება.
რაც მთავარია, პრაქტიკული საკ­­ლასო კვლევის ჩატარება ძალიან ადვილია. სინამდვილეში, ამას ბევრი მასწავლებელი ყოველდ­ღი­ურად აკეთებს (მოსწავლეთა აკა­­დემიური მოსწრების შესახებ მო­­ნაცემების შეგროვება და შენახვა, მოსწავლეებზე დაკვირვება, ახალი სასწავლო მეთოდების გამოცდა). როცა ამ მოქმედებებს ორგანიზე­ბული და სტრუქტურირებული სახე აქვს, გაცილებით მეტი სასარგებ­ლო ინფორმაციის მიღება შეიძლება, რომელსაც მასწავლებელი გააანა­ლიზებს და სასწავლო პრაქტიკის გასაუმჯობესებლად გამოიყენებს.


პროექტი: ნოდარ დუმბაძის დღეები სკოლაში


   პროექტი:
ნოდარ დუმბაძის დღეები სკოლაში
                        გეგმა:
)ფილმების ჩვენება-განხილვა;
)ნახატების(გაზეთების) გამოფენა:,,ჩემი თვალით დანახული .დუმბაძის შემოქმედება”.
)ვკითხულობთ ნოდარ დუმბაძეს;
)სტუმრად ნოდარ დუმბაძის მუზეუმსა და მთაწმინდის პანთეონში;
)მინი-კონფერენცია:,,.დუმბაძე-ერის სულიერი მოძღვარი”;
)დისკუსია:,,ადამიანი ფრესკა არ არის”;
)კალიგრაფისტთა კონკურსი: ნოდარ დუმბაძის სიბრძნის სიმფონია;
) ლიტერატურულ-მუსიკალური კომპოზიცია: .დუმბაძე მზის სხივად გარდაქმნილი სული”.
პროექტის ხელმძღვანელები:
№32 საჯარო სკოლის პედაგოგები:ასმათ ჭარელიძე,ლია ჩხაიძე.
მონაწილენი:
დაწყებითი,საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეები.
მომზადების დრო:
2 კვირის განმავლობაში.
მიზანი:
v  მოსწავლეები უკეთ გაეცნობიან ნოდარ დუმბაძის ცხოვრებასა და შემოქმედებას;
v   ფილმების ნახვის შემდეგ ერთმანეთს გაუზიარებენ შთაბეჭდილებებს;
v  მოსწავლეთა შთაბეჭდილებები წარმოჩინდება სხვადასხვაგვარად(ნახატი,კედლის გაზეთი,თხზულება,სლაიდშოუ);
v  მოსწავლეებს განუვითარდებათ მეტყველების კულტურა;
v  მოსწავლეები იმუშავებენ მწერლის სახელოსნოში და მოაწყობენ მინი-კონფერენციას;
v  გაიმართება დისკუსია და გამოვლინდება მოსწავლეთა კრიტიკული აზროვნების უნარი;
v  კალიგრაფისტთა კონკურსი წარმოაჩენს წერის კულტურისადმი დამოკიდებულებას;
v  მოსწავლეები როლური თამაშებით გააკეთებენ იმპროვიზებას;
v  მოსწავლეები თავად გაუწევენ ორგანიზებას
შემაჯამებელ ღონისძიებას;
v    მოსწავლეები პატივს მიაგებენ მწერლის ხსოვნას.
v    ესტუმრებიან მუზეუმს.

არსებული მდგომარეობა:
მოსწავლეები სათანადოდ არ იცნობენ მწერლის შემოქმედებას,უნახავთ ფილმები, მაგრამ არ იციან მწერლის ცხოვრების მნიშვნელოვანი დეტალები.

ამოცანები:
ü  კვირეულის გეგმის შედგენა-გაცნობა;
ü  ფუნქციების განაწილება;
ü  ფილმების მოძიება და ჩვენება;
ü  ნაწარმოებების წაკითხვა,დეტალების ჩანიშვნა,ამონარიდების ჩაწერა;
ü  კედლის გაზეთებისათვის მასალების შეგროვება,დახარისხება,შემდეგ გაკეთება;
ü  როლური თამაშემის ორგანიზება;
ü  მხატვრულ კითხვაში ვარჯიში;
ü  პატარებისათვის დახმარება მხატვრულ კითხვაში;
ü  მუსიკალური ნომრების დამუშავება;
ü  საკონფერენციო ტემებზე მუშაობა;
ü  მუზეუმსა და საფლავზე წასვლის ორგანიზება;
ü  შემაჯამებელი ღონისძიების მომზადება.
შედეგი:
მოსწავლეებს
  • განუვითარდებათ კვლევა-ძიებისა და კრიტიკული აზროვნების უნარი;
  • დაეხვეწებათ მეტყველების კულტურა;
  • გამოუმუშავდებათ პრეზენტაციის უნარი;
  • ჩამოუყალიბდებათ გუნდური მუშაობის ჩვევა;
  • გაიგებენ უფრო მეტს მწერლის ცხოვრებისა და შემოქმედების შესახებ;
  • დააგროვებენ ცოდნას;
  • მოახდენენ მიღებული ცოდნის რეალიზებას ცხოვრებაში;
  • გაუზიარებენ შთაბეჭდილებებს თანატოლებს სოციალური ქსელების მეშვეობით.

შეფასება:
შეფასება მოხდება შექმნილ პროდუქტზე დაკვირვებით:
  • საკონფერენციო თემები;
  • ნახატების გამოფენა
  • კედლის გაზეთები;
  • სლაიდშოუ;
  • ფოტო და ვიდეო კოლაჟი.
  • შთაბეჭდილებების დღიური;
  • ბლოგზე განთავსებული მასალა.
  • მიმდინარე ღონისძიებები და კვირეულის შეჯამება.
რესურსები:
    • კომპიუტერი
    • პროექტორი.
    • ინტერნეტ-პროგრამები.
    • ნ.დუმბაძის წიგნები
    • ფორმატები;
    • ფლომასტერები
    • ფაილები;
    • ჭიკარტები.
    • მუსიკალური ინსტრუმენტები;