Ppretesti qarTulSi - 2011
1.გარდაცვალების წინ დედოფალმა შუშანიკმა თქვა: «უკუეთუ ღირს რაიმე ვარ უკუანაისკნელი ესე მეათერთმეტეი მოქმედი ვენახისაი, იყვენით ყოველნი კურთხეულ უკუნისამდე ჟამთა». რა იგულისხმა შუშანიკმა, როდესაც თავი ვენახის მეთერთმეტე ჟამის მუშაკს შეადარა?
·
შუშანიკის ღვაწლი მოკრძალებულია, ამიტომ ის თავს არ მიიჩნევს ღვთიური მადლის ღირსად.
·
შუშანიკის ღვაწლი მოკრძალებულია, მაგრამ ღვთიური მადლი მასაც ისევე მიენიჭება, როგორც პირველმოწამეებს.
·
შუშანიკის ღვაწლი ქრისტიანული სარწმუნოების წინაშე განუზომლად დიდია, ისევე, როგორც პირველმოწამეებისა.
·
შუშანიკის ღვაწლი ქრისტიანული სარწმუნოების წინაშე გაცილებით ნაკლებია, ვიდრე პირველმოწამეებისა.
2. გაიხსენეთ ილია ჭავჭავაძის ლექსი «პოეტი». რომელ სტრიქონში ჩანს, რომ ილიას გაცნობიერებული ჰქონდა თავისი საგანგებო დანიშნულება
·
«მისთვის არ ვმღერ, რომ ვიმღერო».
·
«ვით ფრინველმა გარეგანმა».
·
«არა მარტო ტკბილ ხმათათვის».
·
«გამომგზავნა ქვეყნად ცამა».
3. მიხეილ ჯავახიშვილის რომანში «ჯაყოს ხიზნები» ვკითხულობთ: «ჯაყო თეიმურაზის მამულს გარს უვლიდა და, ვითარცა უპატრონო ქონებისა და თავისი ნაოფლარის კანონიერი მემკვიდრე, გააფთრებული გაჰკიოდა: - ჩემია! ჩემია!» ჯაყოს რა თვისება ჩანს ამ მონაკვეთში?
- მოკრძალება.
- მომხვეჭელობა.
- უპრინციპობა.
- უსაქმურობა.
4. გაიხსენეთ ვაჟა-ფშაველას პოემა «სტუმარ-მასპინძელი». თვითმკვლელობის წინ აღაზა ფიქრობდა, რომ მან და მისმა ქმარმა ქისტებს შესცოდეს. რაში ადანაშაულებდა აღაზა საკუთარ თავს?
- ზვიადაურის დატირებაში.
- სამშობლოს ღალატში.
- ჯოყოლას მოტყუებაში.
- ჯოყოლას ღალატში.
5. რის საფუძველზე დაწერა გიორგი მერჩულემ თავისი თხზულება «გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება»?
- არსენ კათალიკოსისა და ეფრემ მაწყვერელის მონათხრობის საფუძველზე.
- გრიგოლის მოწაფეთა და მოწაფეთა მოწაფეების მონათხრობის საფუძველზე.
- დედა ეფემიასა და აშოტ კურაპალატის ვაჟების მონათხრობის საფუძველზე.
- პირადი ურთიერთობისა და თავად გრიგოლის მონათხრობის საფუძველზე.
6. რომელ წინადადებაში არ არის სწორად დასმული სასვენი ნიშანი?
- სტუმარს როგორც ჩანს, ბევრი არ იცნობდა.
- სამწუხაროდ, მატარებელი ხვალ დილამდე აღარ გადიოდა.
- საბედნიეროდ, ჩვენთვის საინტერესო ცნობა აღმოჩნდა მწერლის არქივში.
- დედა, რასაკვირველია, გაახარა შვილის წარმატებამ.
7. უფხო გადატანითი მნიშვნელობით ნიშნავს:
- უნიჭოს.
- უპოვარს.
- უუნაროს.
- უჭკუოს.
8. გაიხსენეთ ვაჟა-ფშაველას პოემა «ალუდა ქეთელაური». ხევსურებმა უთხრეს ალუდას: «წესი არ არის მტრის მოკვლა, თუ ხელ არ მასჭერ დანითა». რა უპასუხა ალუდამ თანასოფლელებს?
- «ვაი ეგეთას სამართალს».
- «ნუ იტყვით ვაჟკაცის აუგს».
- «რაად სწყრებიან ხევსურნი».
- «საქმე მოგირთავ ავადა».
9. გაიხსენეთ «აბო თბილელის წამება». მაჰმადიანთა აზრით, რატომ იყო აბოს დასჯა აუცილებელი?
- სხვა მაჰმადიანებს რომ არ მიებაძათ აბოსათვის.
- ქრისტიანებს აბო წმინდანად რომ არ შეერაცხათ.
- ქრისტიანებს აჯანყებაზე რომ არ ეფიქრათ.
- ხალხს რომ აბოს სახელიც კი აღარ ეხსენებინა.
10. გაიხსენეთ კონსტანტინე გამსახურდიას რომანი «დიდოსტატის მარჯვენა». რომელი ისტორიული რეალობა განაპირობებდა იმას, რომ «ამ მაგალითით დაშინებული ტფილისელი ამირაც გატვრინული იყო»?
Комментариев нет:
Отправить комментарий