მასწავლებლის
მთავარი ორიენტირი სწავლების დროს არის საგნის სტანდარტი.სტანდარტის გაგება და გათავისება
პედაგოგს უადვილებს იმის მიზანდასახულობას ,რასაც აკეთებს. ეხმარება, მოსწავლის ასაკის
შესაბამისად,გაითვალისწინოს მოთხოვნები და შესაძლებლობანი.ტრენინგის დროს ჯგუფებში
გავაანალიზეთ ქართული ენისა და ლიტერატურის სტანდარტი თითოეული კლასისათვის,კიდევ ერთხელ
ჩამოვაყალიბეთ, რა მოეთხოვება მოსწავლეს ასაკის შესაბამისად.უნდა გავითვალისწინოთ თითოეული
მოზარდის შესაძლებლობანი.
სტანდარტი
3 მიმართულებით არის გაშლილი:ზეპირმეტყველება,წერა,კითხვა.
მოგეხსენებათ,წერა
რთული პროცესია,ამიტომ ვიდრე მოსწავლე დაწერდეს,საჭიროა მომზადება,რადგან სწორედ წერას
ჭირდება სწავლება.ანალიზის დასაწერად სასურველია ,პირველ რიგსი,გონებრივი იერიშით მთელ
კლასთან ან ჯუფებში მუშაობით საჭირო საკითხის გარშემო იდეების თავმოყრა.ამისათვის ასოციაციური
რუკის გამოყენებით შევაგროვოთ იდეები.დავახარისხოთ:მთავარი და მეორეხარისხოვანი.უნდა
გავარკვიოთ ჩვენი ნაწერის მიზანი,რა მიზნით,ვისთვის ვწერთ.თითქმის ყველა ნაწერი შედგება
3 ნაწილისაგან:შესავალი,ძირითადი ნაწილი,დასკვნა.პირველ რიგში,უნდა წარმოვაჩინოთ ძირითადი
აზრი,ამის შემდეგ დაემატება სხვა მოსაზრებები,რომლებიც ძირითად იდეას მეტ საფუძვლიანობას
შესძენს.დოკუმენტის სედგენის სტანდართული მეთოდი ასეთია:,,განსაზღვრეთ-დაალაგეთ-დააჯგუფეთ-დაახარისხეთ-გადახედეთ”.ნაწერს
ჭირდება ჩასწორება,გადათეთრება და საბოლოო სახის მიცემა.
მხატვრული ნაწარმოების მიხედვით შეგვიძლია დავწეროთ
სხვადასხვა ტიპის ესე :დახასიათებითი,შეპირისპირებითი,შთაბეჭდილებითი,ანალიტიკური,არგუმენტირებული.
დახასიათებითი ესე შეგვიძლია დავაწერინოთ მოსწავლეს ნებისმიერ კლასში,მხატვრული
ნაწარმოების მიხედვით.ნაწერში სასურველია ჩანდეს გმირის ვინაობა,გარეგნობა,ხასიატი
სხვა პერსონაჟებთან მიმართებაში,როგორია სხვების დამოკიდებულება მის მიმართ,თუ ჩანს
ავტორის მიმართება ამ გმირის მიმართ და ა.შ.ამგვარი მუშაობა ხელს სეუწყობს ტექსტის
დეტალურ ანალიზს,პერსონაჟის ყოველ ქცევაზე დაკვირვებას.
შეპირისპირებითი დახასიათების
ესე გულისხმობს ორი პერსონაჟის შედარებას.ამ დროს კარგი
საშუალებაა ვენის დიაგრამა.შესაძლოა, გამოვიყენოთ T დიაგრამაც,რომლის სხვადასხვა მხარეს
ჩაიწერება ურთიერთსაპირისპირო თვისებები.შეიძლება,ორი განსხვავებული ტექსტი გვქონდეს
1 პიროვნების დასახასიათებლად,აქაც შეიძლება შედარება-შეპირისპირებით გავაკეთოთ პერსონაჟის
დახასიათება.
შთაბეჭდილებითი ესე შეუძლია დაწეროს მოსწავლემ მუსიკალური ნაწარმოების,ნახატის,ლიტ.ნაწარმოების
მიხედვით.ამგვარი ტიპის სამუშაო ხელს უწყობს მოსწავლის შემოქმედებითი უნარის ჩამოყალიბებასა
და დახვეწა-გაუმჯობესებას.შთაბეჭდილების გადმოცემა შესაძლებელია წერილის,დღიურის,ჩანახატის,მოთხრობის,ლექსის ფორმით.
Комментариев нет:
Отправить комментарий