воскресенье, 9 декабря 2012 г.

როგორ ვწეროთ არგუმენტირებული ესე?


არგუმენტირებული ესე  შედგება სამი ნაწილისაგან: შესავალი, ძირითადი ნაწილი და დასკვნა, როგორც ყველა მსჯელობითი ხასიათის ტექსტი.
 მისი აუცილებელი კრიტერიუმები: განსაზღვრე მიზანი, იყავი კონკრეტული, წერე მკითხველისთვის და არა შენთვის, დასაწყისშივე წარმოადგინე ძირითადი აზრი,ჩამოაყალიბე შენი პოზიციზ გარკვეულად,ეთანხმები თუ არ ეთანხმები  და მერე დაასაბუთე.
არგუმენტირებული ესეს წერისას  აუცილებელია, გამოკვეთილი იყოს  ავტორის ანუ შენი პოზიცია და ლოგიკური დასაბუთება. არ არის საჭირო ზედმეტი ინფორმაციით მკითხველის გადაღლა. გაითვალისწინე ,ვინ არის შენი მკითხველი. 
შესავალი -
ა) ესეს  დაწერის მიზეზის გამოკვეთა, განსახილველი საკითხის მკითხველისათვის გაცნობა;
ბ) სასურველია დასვა შეკითხვა, რომლის შესახებაც ისაუბრებ;
გ) უმჯობესია ადვილად აღსაქმელი სიტუაციის აღწერით დაიწყო წერა;
დ)შესავალი შეგიძლია დაასრულო  შენი პოზიციით,ეთანხმები თუ არა ამდებულებას.
ძირითადი  ნაწილი – ეს არის მთვარი სათქმელი, რომელიც უნდა იყოს  განმარტებული და დასაბუთებული შენეული მოსაზრებებით; უნდა იყოს 3-4 აბზაცი, თითოეულში საკმარისია 4-5 წინადადებაც, ამავე დროს, უნდა შეძლო კონტრარგუენტების უარყოფა ფაქტებით, ციტატებით  და ა.შ.
დასკვნა  -  შეაჯამე შენი მოსაზრებები, გაიმეორე თეზისი ოღონდ სხვა სიტყვებით.

Комментариев нет:

Отправить комментарий