воскресенье, 9 декабря 2012 г.


რიცხვი (ლათინურად Numerus, Numeri) არის გრამატიკული კატეგორია და აღნიშნავს რაოდენობრიობას.
არსებობს რიცხვის გრამატიკული კატეგორიის შემდეგი ფორმები: ზინგულარი, ანუ მხოლობითი რიცხვი და პლურალი, ანუ მრავლობითი რიცხვი, მაგრამ მრავალ სხვადასხვა ენას მოეპოვება აგრეთვე დუალი, პარალი, ტრიალი, კვადრალი, პაუკალი და დისტრიბუტივი. აქედან ქართული ენა მხოლოდ მხოლობითსა და მრავლობით რიცხვს იცნობს, ამის გამო ჩამოთვლილ ცნებათაგან ლათინური ტერმინების ნაცვლად ძირითადად მხოლოდ რამდენიმე ცნებას (მხოლობითი, მრავლობითი, წყვილობითი) დაუმკვიდრდა ქართული შესატყვისები.
სამობითი რიცხვი, ანუ ტრიალი, გრამატიკაში რიცხვის კატეგორიას აღნიშნავს. სამობითი რიცხვი იშვიათად გვხვდება და ცოცხალ ენათა შორის ავსტრალიისა და ასტრონეზიულ ენებშია შემორჩენილი. ( ასეთია მაგალითად სურსუნგას ენა )
სინტაქსი – არის გრამატიკის ნაწილი, რომელიც შეისწავლის წინადადების ტიპებს, მასში სიტყვათა შეწყობა–შეკავშირების წესებს. იგი არკვევს, რა და რა სახის სიტყვები შეიძლება შეეწყოს ერთმანეთს, რა სახის ურთიერთობა შეიძლება დამყარდეს მათ შორის და რა დანიშნულება აქვს ამა თუ იმ სიტყვას წინადადებაში. სინტაქსური ერთეულებია: წინადადება, წინადადების წევრი და სინტაქსური წყვილი.
ეს არის ის მწირი ინფორმაცია, რაც ზოგადად გახედებს ქართულ გრამატიკაში..


Комментариев нет:

Отправить комментарий