ნაწილაკი
სიტყვას შეიძლება დაერთოს ბგერა ან ბგერათა ჯგუფი, რომელიც მას რამდენადმე უცვლის მნიშვნელობას. ასეთ ბგერას თუ ბგერათა ჯგუფს ნაწილაკი ჰქვია.-ც, -ღა, -მე, -ვე, -ოდე ნაწილაკებია, რომლებიც სიტყვასთან ერთად იწერება.
ზოგი ნაწილაკი ცალკე იწერება. მაგალითად: ნუ ცელქობ, არ წავიდა, ვერ წავიდა, აღარ წავიდა, ვეღარ წავიდა...
1. დავალება. წაიკითხეთ და ნაწილაკებს ქვეშ ხაზი გაუსვით.
1. ეგრე ადვილად ნუ არცხვენ ჩემს ხმალს. 2. სპილოს ლომსავით ცალკე ცხოვრება არ მოსწონს. 3. ვერ ხედავ, ლამის ცა ჩამოიქცეს. 4. ეგ აღარ მომაგონდა. 5. ვაჟკაცი დაცემულ მტერს ხელს აღარ ახლებს. 6. ვერ შეგელევით, მალხაზო. 7. აბა კაციცა ისა ყოფილა. 8. ერთ მხარეს მარტო ათიოდე მოწაფე იდგა. 9. დაფრთხა რომელიღაც ფრინველი ბარდებში. 10. კაკაბმაც ისეთივე პასუხი მომცა, როგორიც მუხამ.
Комментариев нет:
Отправить комментарий