შეფასების
ზოგადი რუბრიკა ზეპირი შემაჯამებელი
დავალებებისათვის:
· პირობასთან
შესაბამისობა;
· კომუნიკაციური
უნარ-ჩვევები;
· ენობრივი უნარ-ჩვევები;
· შემოქმედებითი
უნარ-ჩვევები.
კონკრეტული რუბრიკის ნიმუში
ნიმუში
1. შემაჯამებელი დავალება ზეპირმეტყველებაში
დავალების
პირობა:
გაეცანით
მოცემულ თვალსაზრისს და მოამზადეთ ზეპირი გამოსვლა, რომელშიც:
ა)
წარმოადგენთ თქვენს
მოსაზრებას ამ თვალსაზრისთან დაკავშირებით;
ბ) მოიყვანთ არგუმენტებსა და
მაგალითებს თქვენი მოსაზრების დასამტკი-ცებლად;
გ) გამოიტანთ დასკვნას/დასკვნებს.
ზეპირი
მოხსენების მაქსიმალური დროა 5
წუთი.
|
ქულები
|
პირობასთან შესაბამისობა
|
|
იცავს
დროის ლიმიტს
|
0 - 1
|
იცავს
პირობის შინაარსობრივ მოთხოვნებს (მოსაზრება, არგუმენტები,
დასკვნა)
|
0 - 0, 5 - 1
|
კომუნიკაციური უნარ-ჩვევები
|
|
გასაგებად აყალიბებს მოსაზრებას და თანამიმდევრულად
ავითარებს მას
|
0 – 1- 2
|
მოჰყავს ადეკვატური არგუმენტები და მაგალითები
|
0 - 1- 2
|
გამოაქვს ადეკვატური დასკვნა
|
0 - 1
|
ენობრივი უნარ-ჩვევები
|
|
ადეკვატურად იყენებს ზეპირი მსჯელობისათვის
დამახასიათებელ არავერბალურ საშუალებებს
(მაგ., ჟესტიკულაციას, ინტერვალს საუბარში, ხმის სხვადასხვა დონეს და ა.შ.)
|
0-1
|
იყენებს მსჯელობითი ტექსტისათვის დამახასიათებელ
ენობრივ-გრამატიკულ ფორმებსა და ენობრივ კონსტრუქციებს (მაგ. განკერძოებულ სიტყვებს,
გამოთქმებს, ჩართულს, პირობით-შედეგობით კონსტრუქციას და ა.შ.)
|
0 - 1
|
შემოქმედებითი უნარ-ჩვევები
|
|
აქვს საინტერესო მოსაზრებები, მოჰყავს
ორიგინალური არგუმენტები, მაგალითები
|
0 - 1
|
ქულათა მაქსიმალური რაოდენობაა
10
(ქულები
მრგვალდება მთელის სიზუსტით)
|
|
შემაჯამებელი
დავალების სტანდარტთან შესაბამისობა:
ქართ. VIII. 1. მოსწავლეს შეუძლია კონკრეტულ საკითხებზე მსჯელობის მოსმენა და საკუთარი
თვალსაზრისის წარმოდგენა აუდიტორიის წინაშე.
ქართ. VIII. 3. მოსწავლეს შეუძლია მსჯელობის ძირითადი ენობრივი მახასიათებლების ამოცნობა
და გამოყენება.
Комментариев нет:
Отправить комментарий