1 ქულა |
მოსწავლე ესწრება გაკვეთილებს, მაგარამ არასდროს მონაწილეობს გაკვეთილის მსვლელობაში. არ ასრულებს საშინაო დავალებებს, მეტყველებს გაუგებრად, უშვებს ენობრივ შეცდომებს. |
2 ქულა |
მოსწავლე იშვიათად მონაწილეობს გაკვეთილის მსვლელობაში, დავალებებს ასრულებს უყურადღებოდ, უჭირს საკუთარი აზრის ჩამოყალიბება, ლექსიკა არაადეკვატურია. უჭირს გამართულად წერა. |
3 ქულა |
მოსწავლე ჩართულია გაკვეთილის მსვლელობაში, მაგრამ არ შეუძლია დამოუკიდებლად მსჯელობა, დავალებებს ასრულებს ნაწილობრივ, მეტყველებს მწირი ლექსიკით. ნაწერი არ არის ორგანიზებული და არ შეესაბამება თემას. |
4 ქულა |
მოსწავლე ცდილობს იყოს აქტიური, თუმცა მსჯელობა არ არის თანამიმდეული და გამყარებული ტექსტით. წერითი დავალება არ ესადაგება მასწავლებლის მიერ მოცემული ინსტრუქციას. |
5 ქულა |
მოსწავლე ჩართულია გაკვეთილის მსვლელობაში, მაგრამ უჭირს დისკუსიებში მონაწილეობა, არგუმენტები არადამაჯერებელია. შეცდომით ასრულებს წერით დავალებებს. |
6 ქულა |
მოსწავლე დამოუკიდებლად ერთვება საგაკვეთილო პტოცესში, მონაწილეობს დისკუსიებში, მეტყველებს სწორად, თუმცა ღარიბია ლექსიკა. წერითი დავალებებს ასრულებს მცირეოდენი შეცდომებით (4-5 შეცდომა) |
7 ქულა |
გაკვეთილის მსვლელობაში მონაწილეობს აქტიურად, ამჟღავნებს წინასწარ მომზადებულობას. მოსაზრებები და არგუმენტები ძირითადად შეესაბამება საკითხს, მაგრამ უჭირს დასკვნების გაკეთება. შეცდომები აქვს ლექსიკასა და წერით დავალებაში. |
8 ქულა |
დამოუკიდებლად ერთვება ჯგუფურ მუშაობებსა და დისკუსიებში. შესრულებული დავალებები ესადაგება მასწავლებლის მოთხოვნებს. მეტყველებს გამართულად, მსჯელობს ლოგიკურად, თუმცა ზოგჯერ არგუმენტი და დასკვა არადამაჯერებელია. წერით დავალებებში უშვებს 1 -2 შეცდომას. |
9 ქულა |
მუდმივად მზადაა გაკვეთილისათვის, დავალებებს ყოველთვის ხარისხიანად ასრულებს. საუბრობს და მსჯელობს ენის ნორ,ების დაცვით. აქვს მდიდარი ლექსიკა ნაწერი კარგად არის ორგანიზებული. |
10 ქულა |
მუდმივად ჩართულია საგაკვეთილო პროცესში. დავალებებს ასრულებს მონდომებით და უშეცდომოდ. მსჯელობს არგუმენტირებულად, აკეთებს ლოგიკურ დასკვნებს, ლექსიკა მდიდარი და დახვეწილია, ნაწერი შესრულებულია უშეცდომოდ. აქტიურად ,მონაწილეობს სასკოლო ღონისძიებებში, კონფერენციებსა და ოლიმპიადებში. |
რასაც აქ ვწერ,ეს მატიანეა... მინდა ყველაზე ძვირფასი სახელები გამოვამზეურო, ლამაზი წამები ძვირფას მოგონებად შემოვინახო, უგულობა - სიყვარულად, ტყუილი -სიმართლედ, შური -სიკეთედ, უმადურობა -მადლიერებად ვაქციო, მოვესათუთო და მოვეხმატკბილო სამყაროს უძვირფასეს ქმნილებებს - ადამიანებს!
четверг, 10 января 2013 г.
შეფასების რუბრიკა
Подписаться на:
Комментарии к сообщению (Atom)
Комментариев нет:
Отправить комментарий