четверг, 10 января 2013 г.



IX კლასი

ქართულ ენა და ლიტერატურ

სტანდარტი

წლის ბოლოს მისაღწევი შედეგები

მიმართულება:
ზეპირმეტყველება
კითხვა
წერა
ქართ. IX. 1. მოსწავლეს შეუძლია მოისმინოს და აუდიტორიის წინაშე წარმოადგინოს  სხვადასხვა თვალსაზრისი სადავო ან პრობლემურ საკითხზე.
ქართ. IX. 2. მოსწავლეს შეუძლია დისკუსიის მონაწილეთა მეტყველების მოსმენა და შეფასება  საკომუნიკაციო ამოცანისა და აუდიტორიის გათვალისწინებით.
ქართ. IX. 3. მოსწავლეს  შეუძლია მსჯელობა განსხვავებული ტექსტების ენობრივ თავისებურებებზე.
ქართ. IX. 4. მოსწავლეს შეუძლია დისკუსიისა და კამათის ძირითადი ენობრივი მახასიათებლე-ბის ამოცნობა და გამოყენება.
ქართ. IX. 5. მოსწავლეს შეუძლია  დისკუსიისა და კამათის სტრატეგიების გამოყენება. 
ქართ. IX. 6. მოსწავლეს შეუძლია პრობლემურ ან სადავო საკითხებზე სხვადასხვა თვალსაზრისის შემცველი მხატვრული და არამხატვრული ტექსტების გააზრება-გაანალიზება და მათ მიმართ საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვა.
ქართ. IX. 7. მოსწავლეს შეუძლია ენობრივ-გამომსახველობითი საშულებების ცოდნის გამოყენება სხვადასხვა სახის ტექსტების ანალიზისას.
ქართ. IX. 8. მოსწავლეს შეუძლია კითხვის მიზნის შესაბამისი სტრატეგიების გამოყენება.


ქართ. IX. 9. მოსწავლეს შეუძლია სადავო ან პრობლემურ საკითხებზე საკუთარი თვალსაზრისის წერილობით გადმოცემა; მოცემულ საკითხზე განსხვავებული შეხედულებების შეჯამება.
ქართ. IX. 10. მოსწავლეს შეუძლია დეტალური ინფორმაციის, განსხვავე-ბული თვალსაზრისის წერილობით გადმოცემა.
ქართ. IX. 11. მოსწავლეს შეუძლია წერილობითი ტექსტის ფორმისა და სტილის შერჩევა მიზნისა და აუდიტორიის გათვალისწინებით.
ქართ. IX. 12. მოსწავლეს შეუძლია დაიცვას წერილო-ბითი ტექსტის სტრუქტურა და ენობრივი ნორმები.
ქართ. IX. 13. მოსწავლეს შეუძლია წერის სტრატე-გიების გამოყენება ნაწერის ორგანიზებისათვის.

Комментариев нет:

Отправить комментарий